ოზურგეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში დააკავეს სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. შსს-ს ცნობით, თურქეთის მოქალაქე მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. უწყების ცნობით, დაკავებული, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. პოლიციამ ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

საიას განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს 17 მაისთან, ჰომოფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს: „საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც, წინა წლების მსგავსად, ლგბტქი ადამიანების უფლებების უგულებელყოფის, ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის წაქეზების, დისკრიმინაციული კანონმდებლობის და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება. ლგბტქი თემი სახელისუფლებო პროპაგანდის განსაკუთრებული სამიზნე 2024 წლიდან გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ლგბტქი ადამიანებს …

„ჰომოფობია ახშობს ადამიანების ხმას“ – მზექალა შანიძის კომენტარი 17 მაისს

17 მაისს, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე, „ნეტგაზეთს“ ამ დღესთან დაკავშირებით თავის კომენტარს უზიარებს. „ჰომოფობია ახშობს ადამიანების ხმას და თავისუფლებას უზღუდავს მთელ საზოგადოებას“ – ასეთია ენათმეცნიერის კომენტარი.  მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში 17 მაისი აღინიშნება როგორც ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე, თუმცა საქართველოში 2014 წელს დაარსებულ „ოჯახის სიწმინდის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 13  – 18 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 348 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 938 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 578 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 42 215 …

იაპონელი მოგზაური წერს, რომ ველოსიპედი, რომელიც ქობულეთში მოჰპარეს, ნაპოვნია

იაპონელი მოგზაური, ნაოია ტაბიბიტო, რომელსაც 11 მაისს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, ინსტაგრამზე წერს, რომ მისი ველოსიპედი ნაპოვნია. იგი წერს, რომ მისი ველოსიპედი ქობულეთიდან 120 კილომეტრის დაშორებით იპოვეს. „პოლიციამ ის იპოვა! ასევე მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ყველას მიმართ, ვინც ხელი შეუწყო ამ ინფორმაციის გავრცელებას“ – წერს მოგზაური. ველოსიპედი თვითნაკეთია და მისი საშუალებით იაპონელმა მოგზაურმა არაერთი ქვეყანა …

შუახევში ახალგაზრდა კაცი, მაშველი დაიღუპა – იგი ხრამში იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფურტიოსთან, ხრამში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი სამაშველო სამსახურში მუშაობდა. იგი დაახლოებით 35 წლის იყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა სუფრა 15 მაისს, გვიან საღამოს, რომელზეც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირებაში პოლიციის თანამშრომელიც მონაწილეობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ხრამში დღეს, დაახლოებით დილის 5 საათზე იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

რომელ ოჯახებს შეუწყდებათ სოცდახმარება – კობახიძის ახალი დადგენილება

„ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამოიღებენ ოჯახს, რომლის წევრის შემოსავალი 1250 ლარია ერთი თვის განმავლობაში. დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა. „თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად …

თურქეთში, ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 16 მაისს, ქალაქ სამსუნში, ქუჩაში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინციდენტი დაახლოებით  დილის 06:30 საათზე, ქაზიმ კარაბექირის უბანში მოხდა. დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ორი შენობის სახურავი და ფანჯრები. მედიის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვისი წარმოებისაა დრონი და რა მიზნით იქნა გაშვებული. არსებული ინფორმაციით, დრონი დაახლოებით 25 კილოგრამს იწონის და მისი …

„მერსედესმა“ შესაძლოა სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყოს

ცნობილმა  გერმანულმა ავტოკონცერნმა, „მერსედესმა“, შესაძლოა, სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ Mercedes-Benz Group-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლა კალენიუსმა ისაუბრა ამერიკულ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში. „მსოფლიო სულ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა და, ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა. თუ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესში პოზიტიური როლის შესრულებას, მზად ვიქნებით ეს გავაკეთოთ“ – თქვა მან და …

პუტინი ჩინეთში მიდის სი ძინპინთან შესახვედრად

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 19-20 მაისს ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ჩინეთში. კრემლის ცნობით, შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევის შემდეგ დაიგეგმა და განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და თანამშრომლობის განმტკიცება, თავად ვიზიტი კი ეძღვნება „კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების“ 25 წლისთავს. კრემლის ცნობით, საუბარი შეეხება მოსკოვსა და პეკინს შორის …

83 ათასი ლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. შემთხვევა თბილისში მოხდა. უწყების ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თითქოსდა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვების და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დაზარალებულისგან ეტაპობრივად მიიღო 83 000 ლარი, თუმცა შეთანხმებული სამუშაოები არ შეასრულა და დიდი ოდენობით თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა“ – წერს პროკურატურა. ბრალდებული მოსამართლის განჩინების …

რა ღირს საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა ბათუმში

ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვის გასეირნება მშობელს სულ მცირე 20 ლარი მაინც უჯდება. პარკში ერთ ადგილას უფასო საბავშვო მოედანიცაა მოწყობილი, მაგრამ გასართობი ატრაქციონების უმეტესობა 5 ლარი ღირს, ბავშვებს კი ხშირად ატრაქციონით ერთხელ სარგებლობა არ აკმაყოფილებთ და რამდენჯერმე ითხოვენ ხოლმე გასეირნებას ან ახალ ატრაქციონზე გადასვლას. ყველაზე ძვირი მანქანებით გასეირნება ღირს –  3 წუთი 10 ლარი. თვითმფრინავების ატრაქციონით …

არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა – რას ამბობს გარემოს დაცვა

15 მაისს ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას  გარემოს დაცვის სამსახური ადასტურებს. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, დეპარტამენტში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გავიდნენ ბათუმში, არდაგანის ტბაზე, სადაც დაფიქსირდა თევზების დახოცვის ფაქტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა შესაბამისი უწყების მიერ დაწყებულია მოკვლევა. თევზების დახოცვის მიზეზის დასადგენად, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა“ – აცნობეს „ბათუმელებს“ უწყებიდან. ეს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 347 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 937 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 574 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 42 133 …

„ახალ კორპუსებში მყიდველის 80% უცხოელია“ – რა ხდება ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ისევ მზარდია. ქალაქის ცენტრში და სანაპიროზე ქონებას ძირითადად სარეალიზაციოდ ყიდულობენ, მეორად ზოლში კი,  ე.წ. ჭაობის დასახლებასა და სხვა გარეუბნებში – ძირითადად საცხოვრებლად, თუმცა ფასი ამ ზოლშიც გაზრდილია. საინვესტიციო ფართობების ფასი ზღვის ზოლში 2000 – 3500 დოლარია. აქ ფასი კორპუსის სიმაღლის მიხედვით იზრდება. საცხოვრებელი ბინების ფასი კი მეორად ბაზარზე, ანუ აშენებულ …

„დაუხნავი დაგვრჩა ყანები“ – რას ჰყვებიან გლეხები, რომლებსაც „ოცნებამ“ ხვნა-თესვა აღარ დაუფინანსა

„დაუხნავი დარჩა ყანები, არავინ თესავს ყანას, გლეხს აღარ უღირს… ეს პრობლემა მხოლოდ სოფელს არ დაატყდება, ეს დაასუსტებს ქალაქსაც,“ – ამბობს ქობულეთში მცხოვრები დიმა მიქელაძე. მას და კიდევ რამდენიმე მეყანეს ხვნა-თესვაზე ვესაუბრეთ, ვისაც 2026 წელს – არასაარჩევნო წელს – „ოცნების“ მთავრობა აღარ აფინანსებს. საყანე ფართობები მაისში იხვნება და ითესება. ქობულეთში გვითხრეს, რომ წელს მხოლოდ რამდენიმე ჰექტარი …

„ლიბერთიდან“ სესხი 266 ათასზე მეტ პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს აქვს აღებული

საქართველოში 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს აქვს აღებული საპენსიო სესხი. სესხების მოცულობა ჯამურად 497 მილიონ 790 ათას 386 ლარია. ინფორმაცია „ლიბერთი ბანკის მიერ“ ეროვნულ ბანკში წარდგენილი 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით გახდა ცნობილი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის ამღებთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში საპენსიო სესხით 286 …

111 წლის ნაქიფე დავითაძე აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 25 მოქალაქე ცხოვრობს – ასეთია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები. აჭარაში მცხოვრები ყველაზე უხუცესი მოქალაქე 111 წლის ნაქიფე დავითაძეა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორექეთიდან.  მასზე მასალა „ბათუმელებმა“ 2022 წელს მოამზადა. დედაჩემმა 120 წელი იცოცხლაო – გვითხრა მაშინ ნაქიფე დავითაძემ. „მუხლები მაწუხებს და ვერ ვიარები, თორემ რომ ვიარებოდე, საქმეს გავაკეთებდი, ცოტ-ცოტას. ახალგაზრდობაში ფერადი …

ძველი ბათუმის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა – დაიხარჯა 180 მილიონი ლარი

ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. შენობების ნაწილი რამდენიმე ქუჩაზე ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. როგორც ადგილზე გვითხრეს, სამუშაოები შეიძლება წლის ბოლომდე გაგრძელდეს: „აივნები დაგვემატა, სადაც წყალი ჩადიოდა.“ პროექტის მენეჯერი კი დასრულებას სექტემბრის ბოლოს ვარაუდობს. 180 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, ხელშეკრულება 200 მილიონ ლარზეა გაფორმებული. სამუშაოები დიზაინ-ბილდინგის მეთოდით მიმდინარეობს.  ამ დროისთვის სრულდება 12 -სართულიანი კორპუსების …

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

თიბისის მობაილბანკის აპრილის განახლებებში საჭირო, საინტერესო და სასარგებლო სიახლეებზე მოგიყვებით, რომლებიც შენს ყოველდღიურ ციფრულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება და ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს. სიახლეა ბარათის გაცემის პროცესში. ისედაც ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესი ახლა მეტად პერსონალიზებული გახდა – თუ ფიზიკური ბარათის საჭიროება არ გაქვს, შეკვეთის დროს უკვე შეგიძლია მხოლოდ ციფრული ბარათი აიღო, მაგრამ თუ მომავალში ფიზიკური ბარათიც დაგჭირდება, არც ეგ …

„დაწერეთ ჩვენზე, ღვთის სახელით გთხოვთ“ – უსახლკარო დედა-შვილი აცხადებს, რომ მშივრები არიან

„აქ არავინ გვიცნობს. გთხოვთ, დაწერეთ ჩვენზე, ღვთის სახელით, გთხოვთ“, – ამ შინაარსის შეტყობინებებს ამიდი დღეში რამდენჯერმე აგზავნის „ბათუმელების“ რედაქციაში. ის 43 წლის კაცია, რომელსაც არც მოქალაქეობა აქვს, არც დოკუმენტები და არც სამუშაო. ის ავადმყოფი დედის და საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის. ამიდი ფოტოებს გვიგზავნის, რითაც გვიზიარებს დედის დიაგნოზს. ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო არც მას შეუძლია მუშაობა. …

შუახევში სახლში დათვის ბელი შეიპარა – ოჯახმა 112-ში დარეკა

შუახევში, ერთ-ერთ სოფელში დათვის ბელი სახლში შეიპარა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოჯახმა 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა: “ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სახლიდან, გამოკვებეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს”.

რას ითხოვენ მოქალაქეები, რომლებმაც დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს

დღეს, 15 მაისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა სხვადასხვა მოთხოვნით. მათ შორის იყვნენ ის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ. საუბარია უსახლკაროებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან, მათ შორის, მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… ეს ადამიანები რამდენიმე წლის განმავლობაში მართავდნენ აქციებს ბათუმის მერიასთან …

„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ – შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი  განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მის მიერვე, საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილი 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრივატიზების პროცესი ეხება მიწის იმ ტერიტორიას, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, შავი ზღვის აკვატორიაში. დღეისათვის, „ამბასადორი …

ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 ათასს გადააჭარბა. ცენტრის ინფორმაციით, აქედან 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა. სამაგისტრო გამოცდებს წელს 10 000-ზე მეტი კანდიდატი ჩააბარებს, ხოლო მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 29 000 პირია დარეგისტრირებული. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების, დამატების, წაშლის ან გადანაცვლების განხორციელება აპელაციის …

პარტიების აკრძალვის საქმეზე საიამ საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. 2026 წლის 21 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლითაც მოთხოვნილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვა. „პარტიების აკრძალვით იზღუდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და …

სურსათის სააგენტო მიკროავტობუსებს იყიდის და შიგ გალიებს ჩაამონტაჟებს – ტენდერი 1,4 მილიონით

სურსათის ეროვნული სააგენტო 13 სატვირთო მიკროავტობუსს იყიდის და შიგ რკინის გალიებს ჩაამონტაჟებს. მიკროავტობუსების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი 1,4 მილიონი ლარით გამოაცხადა. „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2025 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. სააგენტოსთვის ავტობუსების გადაცემის შემდეგ, მიმწოდებელმა …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 12  …

„მე პოლიტიკას არ ვეხები“ – რა დგას ამ ფრაზის უკან სინამდვილეში

„მე აპოლიტიკური ვარ“ – ხშირად ისმის ეს ფრაზა ადამიანებისგან, როცა მათ ესაუბრები არამხოლოდ ქვეყნის საფრთხეზე და პროევროპული გზის ჩაკეტვაზე, არამედ პირად პრობლემაზე, რის გამოც საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. „ჩვენ აპოლიტიკურები ვართ. ვიძახი, რომ ვინმემ არც ქოცები დაგვიძახოს, არც ნაცები“ – ამ მიმართვით დაიწყო, მაგალითად, ტაქსის მძღოლების 13 მაისის გაფიცვაზე სიტყვით გამოსვლა ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა და ორგანიზატორმა, …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ თაღლითობისთვის ძებნილი პოლონეთის მოქალაქე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევას თავიდან გამოაცხადებს

სასკოლო ფორმების შესაძენად საჭირო ბაზრის კვლევა თავიდან გამოცხადდება.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. „2026 წლის 14 მაისს, ბაზრის კვლევის პროცესში, კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა,“- წერს განათლების სამინისტრო. სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევა განათლების სამინისტრომ 3 აპრილს გამოაცხადა. კვლევა 2026-2027 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 346 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 935 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 569 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 42 085 …

„ჩვენ შევქმენით ბიოხელოვნური პანკრეასი“ – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის ქართველ პროფესორთან

„20 წელია დიაბეტზე ვმუშაობ და მინდა, რომ ეს დაავადება საბოლოოდ დავამარცხოთ“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი-ბერნეი, რომლის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამეცნიერო ჯგუფმა ბიოხელოვნური პანკრეასის შექმნაზე მუშაობა დაასრულა. პროექტს 8 მილიონი ევროთი ევროკავშირი აფინანსებს. როგორ მიაღწიეს მეცნიერებმა ამ შედეგს და რას შეცვლის მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში ბიოხელოვნური პანკრეასი, თუკი ახალი აღმოჩენა ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების …

 რატომ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი

„გაცნობებთ, რომ თქვენს ინდექსირებულ სესხზე შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დისტანციურ არხებში ან მიმართეთ ფილიალს,“ – მსგავსი შინაარსის  შეტყობინება მიიღო საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ, ვისაც სესხები ლარში აქვთ აღებული და ეს სესხები ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული. მათ სესხები გაუძვირდათ. ამ შეტყობინებებს წინ უსწრებდა საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მიერ 7 მაისს მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა …

შეკვეთილის, ციცინათელას და დინოზავრების პარკებისთვის 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

სახელმწიფო კომპანია „სთარინგ ჯორჯია“ აცხადებს, რომ გასართობ პარკებში [„ციცინათელა“, „მინიატურები“, „დინო“, „მუსიკოსთა“] სეზონის მოსამზადებლად დაგეგმილია კომპლექსური სამუშაოები, რისთვისაც 4,7 მილიონი ლარია საჭირო. კომპანია მომსახურების შესყიდვას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გეგმავს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „სთარინგ ჯორჯია“ წერს, რომ ის აღნიშნული პარკების ოპერირებასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანიაა, რომელმაც 2025 წლის დეკემბრიდან სრულად გადაიბარა აღნიშნული …

Exit mobile version