აიღე „სელფის“ ახალი ნომერი ბათუმში და მიიღე 1 კვირიანი ულიმიტო სრულიად უფასოდ

📍 7 ივნისის ჩათვლით აიღე ახალი ნომერი და მიიღე 1 კვირიანი ულიმიტო სრულიად უფასოდ 🎁 ეწვიე სელფის მაღაზიას ბათუმში და ისარგებლე: • ულიმიტო ინტერნეტით • ულიმიტო ზარებით • ულიმიტო SMS-ებით 📌 ბათუმი, გორგილაძის ქ. 40 https://go.cellfie.ge/adjara_branch_1 📌ბათუმი, ბაგრატიონისქ. 155 https://go.cellfie.ge/adjara_branch_2 📌ბათუმი, ორბი https://go.cellfie.ge/adjara_branch_3 📌ბათუმი, გრანდმოლი, შერიფ ხიმშიაშვილი 29 https://go.cellfie.ge/adjara_branch_4 👉 აიღე ახალი ნომერი – Cellfie

ქობულეთის შემოვლითი გზა სატვირთო ავტომანქანებისთვისაც გაიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა დღეს, 27 მაისს აღდგა. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა დათქმულ ვადაზე ადრე აღდგა“ – წერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ამავე დეპარტამენტის იმფორმაციით …

საბავშვო ბაღის აღმზრდელს ბავშვზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში, აღმზრდელმა მცირეწლოვნის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც …

დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ – რას პასუხობს პატარაძე შეკითხვას მეჩეთზე

დღეს, 27 მაისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამი რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ისლამში. მუსლიმები ამ დღესასწაულზე ღმერთს მსხვერპლს სწირავენ და ჰალვას ამზადებენ. ტრადიციისამებრ, გადიან წინაპრების საფლავებზეც. ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორივე მეჩეთში 6:25 წუთზე შესრულდა. ბათუმის ორთა ჯამეში მისული იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. რვა წლის შემდეგ აჭარაში დაბრუნებულ ზურაბ პატარაძეს …

ამ კომპანიების საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო – საგამოძიებო დასანქცირებულ კომპანიებზე

დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ კომპანიები: შპს ეიაიფორი, შპს არვიქსი და შპს რაპირა გრუპი, არ საქმიანობენ „საქართველოს არეალში“. აღნიშნული კომპანიები დიდმა ბრიტანეთმა იმის გამო დაასანქცირა, რომ რუსეთს ეხმარებოდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლაში. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 358 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 955 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 618 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 42 790 …

„ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებენ, გადავლენ უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე“ – ინტერვიუ

„ეს რეალობა უკვე დადგა: ჩვენ ვართ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, კოლონიური გამოცდილებების ნარევი ჰიბრიდის მმართველობის ქვეშ, თანაც მტრულად განწყობილი და ისტორიული მჩაგვრელის, უცხო სახელმწიფოს, რუსეთის გარანტიით,“ – გვესაუბრება ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. მას 26 მაისს „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გზავნილებზე ვესაუბრეთ: დამოუკიდებლობის დღეს ოკუპაციასა და დაკარგულ ტერიტორიებზე, ასევე, სხვა ეროვნულ ინტერესებზე „ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი უთქვამს. „ერთადერთი, რაც ახალი …

დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს არ მისცეს სამთავრობო ღონისძიებაზე შესვლის უფლება

დღეს, 26 მაისს, თბილისში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შესვლის და გადაადგილების უფლება არ მისცეს, არც ბანერით და არც ბანერის გარეშე. „ბანერზე ეწერა – „წამალი ბავშვებს“ – მეტი არაფერი და ბანერი არ შეგვატანინეს 26 მაისის დამოუკიდებლობის აქციაზე“- ამბობენ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები. „ვერ შეხვალთ, ღონისძიება მიმდინარეობს“ – უთხრა მშობლებს …

რუსეთში იმ პირების ქონებას დააყადაღებენ, ვინც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაშია „ბრალდებული“

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რაც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ადმინისტრაციული წესით დასაჯოს ის პირები, რომლებმაც ქვეყანა უკვე დატოვეს, მაგრამ „რუსეთის ფედერაციის ინტერესების“ საწინააღმდეგო ქმედებაში არიან „ეჭვმიტანილები“. ამის შესახებ რუსული დევნილი მედია წერს. მედიის თანახმად, ერთ-ერთი მუხლი იმ ადამიანების დასჯას ითვალისწინებს, ვინც „ხელისუფლებისა და საზოგადოების უპატივცემულობა“ გამოხატა. კიდევ ერთი მუხლის …

რა ღირს მატარებლით მგზავრობა თბილისსა და ბაქოს შორის – ნახეთ განრიგი და დრო

26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებელმა მიმოსვლა განაახლა. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფასები დინამიურია და მხოლოდ ერთი მიმართულებით 135 ლარიდან 370 ლარამდე მერყეობს.  „ბილეთის ფასის კონკრეტული ოდენობა ფიქსირდება შეძენის მომენტში. ბილეთები იყიდება სალაროებში, სადაც ემატება საკომისიო 7 ლარი. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ასევე ონლაინ [tkt.ge-ზე].“ – გვითხრეს „საქართველოს რკინიგზაში“. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, რეისები …

„პროპაგანდას არ აქვს მორალი“ – ივანიშვილი ფოტოზე ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად

„პროპაგანდას არ აქვს მორალი, ამიტომ ჩვენი ანტიდოტი არის სიმართლე. ჩვენ მოვყვეთ ნამდვილი ამბავი, ისენი მოყვებიან ტყუილებს. მერე ვნახოთ, რომელს ექნება უფრო დიდი ძალა. ისტორიულად, უფრო მეტი ძალა ყოველთვის აქვს სიმართლეს“- ამბობს მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე „ბათუმელებთან“. დღეს, 26 მაისს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, ბიძინა …

„რუსეთის საგაზაფხულო კამპანია უკრაინაში ისე დასრულდა, არც კი დაწყებულა“ – ინტერვიუ გენერალთან

„უკრაინელების დარტყმების შედეგად ცენტრალურ რუსეთში განლაგებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და საწარმოების 80% გაჩერებულია,“ – ამბობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასძენს, მსგავსი საწარმოების დიდი ნაწილი ურალს აქეთაა 3 ათასი კილომეტრის ფარგლებში, უკრაინას კი უკვე შეუძლია 2 ათას კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას რუსეთში სამიზნეებსო. გენერლის დაკვირვებით, რუსებს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ, თუმცა ამ ტემპით რუსეთს შეუძლია კიდევ …

„ჩვენ ვრჩებით. ისევ თქვენი ხმა ვართ და თქვენ – ისევ ჩვენი ძალა“ – ეთერ თურაძე

ავტორი: ეთერ თურაძე, „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ______________________________________________________ დაუჭირეთ მხარი „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აქ.  ხულოში ახალგაზრდა ქალს ჩაგრავდა მთავრობა, რასაც ადგილობრივი საზოგადოება თვალს არიდებდა. ამ ქალის შესახებ ქვეყანას შევატყობინეთ. მისი ცხოვრება შეიცვალა. ბათუმში ობოლ ბავშვებს ვერ ხედავდა სახელმწიფო. ისინი ვაჩვენეთ საზოგადოებას. მათი ცხოვრებაც შეიცვალა. ზუგდიდში შშმ კაცს და დაუძლურებულ ქალს აბუჩად იგდებდა ის, ვისაც მათი დაცვა …

გადაარჩინე „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ თვეში 1 ლარიდან – მხარდაჭერის კამპანია

2026 წლის 26 მაისს, ჩვენი გამოცემა, „ბათუმელები“, რომელიც ორ ონლაინ მედიას, „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აერთიანებს, 25 წლის გახდა. გაზეთ „ბათუმელების“ პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოვიდა. დაარსებიდან 25 წლის შემდეგ ვიწყებთ კამპანიას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გადასარჩენად. დღეიდან ჩვენს ვებგვერდებზე ნახავთ მხარდაჭერის ღილაკს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მხარი დაგვიჭიროთ თვეში 1, 5 ან …

მარკო რუბიო დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქართველ ხალხს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს ხალხს გილოცავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის …

“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” – ევროკავშირი წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო …

„დინამო ბათუმის“ მატჩზე დიუშენის მქონე ბავშვების მხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნა სცადეს – ფანკლუბი

„დინამო ბათუმის“ ცნობილი ფანკლუბი, Black Sea Pirates-ს, აცხადებს, რომ 25 მაისს გამართულ საიუბილეო მატჩზე, რომელზეც „დინამო ბათუმი“ „რუსთავს“ ხვდებოდა, სცადეს სტადიონზე განთავსებული ბანერის ჩამოხსნა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი. საუბარია ბანერზე წარწერით – „ბავშვებს ვჭირდებით“. „სტადიონზე განთავსებული ბანერები ეძღვნებოდა როგორც საიუბილეო, მეასე მატჩს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასევე დიუშენის სინდრომის მქონე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 357 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 954 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 615 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 42 751 …

ბათუმის მერია წელსაც ვერ იწყებს რაგბის სტადიონის ორი წლის წინ დაანონსებულ პროექტს

2 წლის წინ ბათუმის მერია სპორტსმენებს რაგბის რაგბის სტადიონის განახლებას, 2 ახალი სტადიონის მოწყობასა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობას დაჰპირდა, თუმცა დღემდე არ დაუწყია. ახლა კი მერია საკრებულოს სწერს, რომ პროექტი ბიუჯეტიდან უნდა ამოიღოს და მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცეს. წერს იმასაც, რომ პროექტი ხარვეზიანი და შესაცვლელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი განხორციელება დროში კიდევ გაიწელება. …

თურქეთში ჩაის სეზონი დაიწყო – რა ღირს წელს ჩაის კრეფაზე მუშაობა?

„ჩაის კრეფის სეზონი წელს ამინდის გამო დაგვიანდა, ახლა ძლივს დაიწყო, მაისის ბოლოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თურქეთში, დემირისარში მცხოვრები ერჰან ქოსიოღლუ. მას ჩაის პლანტაცია აქვს და მკრეფავებს წელსაც საქართველოდან ელოდება. ჩაის და თხილის საკრეფად სეზონურად ასობით მოქალაქე გადადის საქართველოდან თურქეთში. სეზონური დასაქმება ბევრისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა. როგორც ერჰან ქოსიოღლუ ამბობს, წელს ტონა ჩაის დაკრეფის საფასური 11-15 …

მასწავლებლებმა 5 416 ლარი ჩაურიცხეს დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ორ დღეში

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ მარათონს მასწავლებლების ნაწილიც შეუერთდა. როგორც მარათონის მხარდამჭერი ერთ-ერთი მასწავლებელი გურიიდან, ირმა გორდელაძე ამბობს, ბავშვების დასახმარებლად პედაგოგებმა 25 მაისისთვის 5 461 ლარის გადარიცხვა მოახერხეს. დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერი მარათონი ილიაუნის სტუდენტებმა ორი დღის წინ წამოიწყეს და ორ დღეში, ორ მილიონამდე ლარის შეგროვება შეძლეს. თანხის ჩარიცხვები ბავშვების დასახმარებლად ისევ გრძელდება. …

თიბისი – 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თიბისი ტრადიციულად გამორჩეული კამპანიით აღნიშნავს და საზოგადოებას მთავარ გზავნილს უზიარებს – დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი გავიდა. თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა 1992 წელს – ბრენდი, რომლის ისტორია ქვეყნის თანამედროვე განვითარების გზას მიჰყვება და დამოუკიდებლობის იდეას საკუთარ საქმიანობაში, ინიციატივებში და …

ქობულეთის შემოვლითი გზა მსუბუქი მანქანებისთვის 26 მაისს გაიხსნება

ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისის დღის 14:00 სთ-დან აღდგება, ხოლო სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა – 28 მაისიდან. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოების გამო ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ჩაიკეტა. 22 მაისს სახიდე გადასასვლელზე, სადაც სადეფორმაციო ნაკერები შეცვალეს, სამონტაჟო სამუშაოები …

რეპრესიული კანონების გამო, „სინერგია“ მოქალაქეებს უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას ვეღარ გაუწევს

„კლუბი სინერგია“, რომელიც 14-25 წლის ახალგაზრდებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა, მიმდინარე წლის ივნისიდან უფასო მომსახურებას წყვეტს. „სინერგია“ უფასო მომსახურების შეწყვეტას, იმ რეპრესიულ კანონმდებლობას უკავშირებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიიღო. „სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 2026 წლის ივნისიდან „კლუბი სინერგია“ ვეღარ შეძლებს  უფასო მომსახურების გაგრძელებას. ეს ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი რეალობაა მთელი …

TI: ბესიკ ბიწაძემ, თემურ ჟღენტმა და ნიკოლოზ თევზაძემ „ოცნებას“ მარტში 150 000 ლარი შესწირეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში „ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა. შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 521 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს, აგრეთვე 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, 169 ათასი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა და წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია მიიღეს. მაგალითად, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა …

„სოციალური დასაქმება იყო ფიქტიური, გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 300-ლარიანი სოციალური დასაქმების პროგრამა, რეალურად ფიქტიური დასაქმება იყო და არ ემსახურებოდა უმუშევრობის პრობლემების აღმოფხვრას. „დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 000 ადამიანი, შეიძლება ითქვას, იყო ფიქტიურად დასაქმებული. ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, თუმცა სინამდვილეში, …

რას ითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნები – პროტესტი ბათუმში

დღეს, 25 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნებმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან აქცია გამართეს. თარჯიმნები თავიანთი ნაშრომის ანაზღაურებას მოითხოვენ. ისინი საუბრობენ შრომითი უფლებების დარღვევაზე და დამსაქმებლის მხრიდან მუქარაზე. თარჯიმნები ამბობენ, რომ კომპანია „ინტელექტ-მარკეტი“, რომელიც შსს-ს სათარჯიმნო მომსახურებას აწვდის, მათ რამდენიმე თვეა ხელფასებს არ უხდის. „მარტოხელა დედა ვარ, 7 წლის შვილი შვილი მყავს და ხშირად მიწევდა ბავშვის …

სარფში საზღვრის უკანონო კვეთისთვის ირანის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ირანის ორი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული  თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ბრალდებულის სახით მასთან ერთად  დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე  გადაყვანას, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის „სარფის” გვერდის ავლით, უკანონოდ და მალულად ცდილობდა. პოლიციამ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 356 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 953 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 608 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 42 687 …

რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ

„ბინადრობაზე სრულიად დაუსაბუთებლად უარს გვეუბნებიან“, – ამბობენ უცხოელები, რომელსაც საქართველოში ბინადრობაზე უარს ეუბნებიან. იმიგრანტების თქმით, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ, ან მუშაობენ, ბინადრობის მიღება გართულდა. „ოცნების“ მთავრობა ბინადრობაზე უარს ეუბნება, მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, შვილიც საქართველოში შეეძინათ და უკვე რამდენიმე წელია ოჯახი ბათუმში ბიზნესითაა დაკავებული. ბინადრობაზე უარი უთხრეს სუდანელ …

„პუტინი ბუტბუტებს, ურას წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია, მაგრამ რაკეტებით ისევ ანადგურებს სახლებს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ უკრაინაში 24 მაისის ღამით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის დროს 90 რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკი“ და სხვადასხვა ტიპის 600 დრონი გამოიყენეს. „პუტინს სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია – ის ბუტბუტებს, მაგრამ მაინც ანადგურებს საცხოვრებელ …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა, შესაძლებელია ელ-ჭექიც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …

რამდენი ბინა გაიყიდა ბათუმში – 2026 წლის აპრილის მონაცემემები

2026 წლის აპრილში ბათუმში 1 292 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. მონაცემებს საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანია „კოლიერსი“ აქვეყნებს. კოლიერსის მონაცემების მიხედვით გაყიდული ბინების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა, ხოლო უძრავი ქონების ბაზრის ზომა  27.4%-ით და 85 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ფასებს:  2026 წლის აპრილში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის აპრილთან შედარებით …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 355 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 950 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 603 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 42 640 …

ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. დაშავებული 40 წლამდე კაცია. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმებიდან დაგეგმილზე ორჯერ მეტი თანხა შევიდა

სამ თვეში ჯარიმებისა და საურავების სახით ბათუმის ბიუჯეტში პროგნოზით გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი, 6 მილიონ 480 500 ლარი შევიდა, მერია 3 მილიონ 500 000 ლარის ამოღებას ვარაუდობდა. გეგმა 185. 2 პროცენტით შესრულდა. პირველი კვარტლის ანგარიშში არ იძებნება დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად რა ჯარიმებმა გააორმაგა თანხა, თუმცა რთული გამოსაცნობი არ არის, რომ დიდი წილი საგზაო წესის დარღვევით გამოწვეულ …

Exit mobile version