ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის ტერიტორიაზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის ტერიტორიაზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 29 მაისს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული რუსეთის მოქალაქეა და იგი საბანაოდ დღეს დილით შევიდა ჩანჩქერში. კაცის გაუჩინარების შემდეგ სამძებრო სამუშაოები დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 116-ს მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობას სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

ბათუმის მერიამ უსახლკაროების განაცხადების გადამოწმება დაიწყო

ბათუმის მერია უსახლკარო ოჯახების განცხადებების შესწავლას იწყებს. შესაბამისმა კომისიამ, რომელსაც მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს, პირველი სამუშაო სხდომა გამართა. კომისიაში შედიან მერიის სამსახურების უფროსები და საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე. ამ კომისიის წევრია მერაბ ბლადაძეც, რომელიც კომისიაში უსახლკაროებს წარმოადგენს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღება ბათუმის მერიაში მიმდინარე წლის 30 აპრილს …

შსს „პოლიციელის დღის“ აღსანიშნავად მილიონამდე ლარს უტენდეროდ ხარჯავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ერთ მილიონამდე ლარს ტენდერის გარეშე ხარჯავს. სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ ხელშეკრულება უკვე დადებულია და ატვირთულია შესყიდვების პორტალზე, თუმცა ხელშეკრულება ამ პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად უცნობია ვის უხდის სამინისტრო ფულს. „გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ“ 987 ათას 715 ლარის ხარჯვის შესათანხმებლად შსს-მ …

დააკავეს პირი, რომელმაც 7 ათასი ლარის ყალბი კუპიურა ჩარიცხა აპარატით

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით 7 000 ლარის ყალბი კუპიურა ჩარიცხა. „გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, რუსთავში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები  მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიას 7 000 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის …

რა დარღვევები გამოვლინდა საწარმოში, სადაც მომზადებული საკვებით 36 ადამიანი მოიწამლა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცნობილია ქუთაისში მდებარე კვების საწარმოდან აღებული საკვების ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის შედეგები, რომელიც ადასტურებს, რომ საკვები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. სააგენტოს ცნობით, უწყებამ 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ შესახებ მიიღო ინფორმაცია და სწორედ ამის საფუძველზე განხორციელდა არაგეგმური კონტროლი შპს „ფუდ გალერი საქართველოში“, რომელიც ქუთაისში მდებარეობს. სააგენტოს ცნობით, მოქალაქეებმა მიწოდების სერვისით შეიძინეს ე. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მაისის 21 საათიდან 30 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა – ღამით დროგამოშვებით ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 12  …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 361 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 958 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 636 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 42 860 ერთეული …

როდის გაიტანს აუქციონზე გონიო-კვარიათის პლაჟებს მერია, რა იქნება ფასი

საკურორტო სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მცირე მეწარმეები, რომლებიც გონიო-კვარიათის პლაჟებზე მუშაობენ, წუხან, რომ „გვიანდება“ და თუ აუქციონები დროულად არ გამოაცხადეს, შესაძლოა შესაბამისი ობიექტების გამართვა-მომზადება ვეღარ მოასწრონ. „ბათუმელები“ მათ ტელეფონით ესაუბრა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გონიო-კვარიათის პლაჟებზე სარგებლობის უფლებით განსაკარგ ქონებას ელექტრონულ აუქციონზე უახლოეს მომავალში გაიტანს. მას შემდეგ, რაც საკრებულო შესაბამის განკარგულებას ხვალ, 29 …

ასეთი დემონები თუ მოვიდოდნენ არ მეგონა – პენსიონერი ხულოდან, რომელიც 26 მაისის აქციაზე ჩავიდა თბილისში

„ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ. რა აღარ გამოვიარე და ასეთი საშიშროება ჯერ არ მიგრძნია, რასაც დღეს ვგრძნობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა ზოიძე. ის ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში ცხოვრობს. 1989 წელს, საბჭოთა კავშირის წლებში, ვაჟა ზოიძემ ხულოს ცენტრში ღამის საათებში ლენინის ძეგლი ჩამოაგდო – ამაყობს, ბათუმს დავასწარით ხულომო. დღეს ვაჟა ზოიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის წევრია და 26 მაისის დემონსტრაციაზეც ჩავიდა …

რატომ დაარტყა ახალგაზრდა გოგოს – ბსუ-ს პროფესორის განმარტება

ახალგაზრდა აქტივისტები – თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა ამბობენ, რომ ბსუ-ს პროფესორმა, ნანი გვარიშვილმა მათზე იძალადა. აქტივისტები დღეს, 28 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პეტიციაზე ხელმოწერას აგროვებდნენ – „მიეცი წამალი ბავშვებს“. თაკო სურმანიძის თქმით, ბსუ-თან განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა და დაახლოებით 40 წუთში 300-მდე ხელმოწერა შეგროვდა. ამ დროს გამოვიდა უნივერსიტეტიდან პროფესორი, ნანი გვარიშვილი მეუღლესთან და კიდევ ერთ …

ელექტროსკუტერები ბულვარის ველობილიკზე ისევ ივლიან – ბათუმის მერია აკრძალვას კვლავ აჩერებს

ბათუმის საკრებულო 29 მაისის სხდომაზე ბულვარში ელექტროსკუტერების საკითხს განიხილავს. წელს ბულვარის ტერიტორიაზე ელექტროსკუტერების გამქირავებლებს უთხრეს, რომ სკუტერების გადაადგილება ბულვარში საერთოდ აიკრძალა, რასაც ამ ადამიანების პროტესტი მოჰყვა. სკუტერების მფლობელებმა აკრძალვის შემდეგ ათზე მეტი საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობის უფლება მოითხოვეს. ვრცლად: რატომ მივიდნენ კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის წინ პროევროპულ აქციაზე აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოს 2019 წელს …

ბათუმის საკრებულო „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკების დადგმაზე იმსჯელებს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერთან „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას დადგამენ. შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მზად არის და საკრებულო ხვალ, 29 მაისს, მის დამტკიცებას გეგმავს. პროექტის განმარტებითი ბარათი საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ჯაბა ჭანტურიას მოუმზადებია. ამ ბარათის მიხედვით, ინიციატივა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ეკუთვნის. „ბათუმელები“ განმარტებით ბარათში მოცემული დასაბუთებას უცვლელად გთავაზობთ: …

„ერთი წვიმაა საკმარისი, რომ სახლიც წაიღოს“ – რას აკეთებს მერია, როცა მოქალაქეს სტიქია ემუქრება

თუთა ჯგუშია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფთან ახლოს ცხოვრობს. ამ დასახლებას „მზიურის აგარაკებს“ ეძახიან. 25 მაისს თუთა ჯგუშიას კარ-მიდამოს მესამედი მოვარდნილმა წყალმა წაიღო. როგორც თუთა ჯგუშია „ბათუმელებთან“ ამბობს, მდინარის კალაპოტი მისი საცხოვრებელი სახლიდან ხუთ მეტრშია უკვე და კიდევ ერთი წყალმოვარდნის შემთხვევაში, მისი სახლი, შესაძლოა, მდინარემ მთლიანად წაიღოს. „აქ არის ლოჭინის შენაკადი, ნორიოს ხევი ჰქვია ამ მდინარეს, …

სექტემბერში ფორმას მხოლოდ 1-ელ კლასელებს ჩააცმევენ – ფორმების ბიუჯეტი 758 840 ლარით გაზარდეს

განათლების სამინისტრომ სასკოლო ფორმების ბიუჯეტი 758 840 ლარით გაზარდა და მთლიანი ბიუჯეტი ახლა 45 მილიონ 658 840 ათასი ლარია. თუმცა ამ გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, სამინისტრო ამბობს, რომ 15 სექტემბრისთვის, ანუ ახალი სასწავლო წლისთვის ფორმებით მხოლოდ პირველკლასელების უზრუნველყოფას შეძლებენ. II-VI კლასების ჩათვლით მოსწავლეებს კი, სასკოლო ფორმებს „ეტაპობრივად მიაწვდიან“. „იქედან გამომდინარე, რომ საუბარია ძალიან დიდ მოცულობაზე – …

როგორ გააკონტროლებს ბულვარი შეზლონგების პლაჟზე განლაგებას 

ამ სეზონზე ბათუმში ერთი შეზლონგის ფასი მაქსიმუმ 10 ლარი, ქოლგის – 5 ლარი იქნება.  ბათუმის პლაჟების სარგებლობის უფლებით გასხვისების პირობების მიხედვით, წელს ბათუმში ერთი შეზლონგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო ერთი ქოლგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 ლარს. გარდა ამისა, გასხვისების პირობების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია შეზლონგები განათავსოს სანაპირო ზოლზე თანაბარპროპორციულად. თუმცა საინტერესოა ისიც, …

რატომ დატოვა მირდატ ქამადაძემ პარტია “ახალი” – განმარტება

პარტია „ახალის“ წევრი მირდატ ქამადაძე, წერს, რომ ტოვებს პარტიას და პარტიის პოლიტსაბჭოს. ვრცელ სტატუსში, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ვრცლად მიმოიხილავს გადაწყვეტილების მიზეზს. მირდატ ქამადაძის პოსტს, უცვლელად გთავაზობთ: „დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს“ და მის პოლიტსაბჭოს. ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური. დიდი ხანია ფაქტობრივად სრულიად გავუუცხოვდი პარტიულ პროცესებს. აღარ ვესწრებოდი არც შეხვედრებს, არც პოლიტსაბჭოს, არც სხვა …

გონიოს ყოფილ პოლიგონს სახელმწიფო იარაღით დაიცავს

ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 50-ზე მეტი ობიექტის ცეცხლსასროლი იარაღით დაცვაში წელს, 7 თვის განმავლობაში, 4,5 მილიონზე მეტ ლარს გადაიხდის. დასაცავ ობიექტებს შორისაა ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, წყალტუბოს სანატორიუმები და სხვა ქონება. ობიექტების დასაცავად საჭირო თანხას – 4 571 570 ლარს კი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაურიცხავენ. სააგენტო წერს, რომ კანონით „ცეცხლსასროლი …

სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა პომიდორი უკან გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა უვარგისი პომიდორი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს. „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის დათვალიერებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა. აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,“ – წერს …

ბინების ფასი თბილისში 2026 წელს: რაიონების მიმოხილვა, ტენდენციები და საინვესტიციო პროგნოზი

2026 წლის მონაცემებით, ბინების ფასი თბილისში კვადრატულ მეტრზე საშუალოდ $1,100-დან $2,800-მდე მერყეობს. დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარი დღეს სულ უფრო მეტად ორიენტირებულია გამჭვირვალე ფასწარმოქმნასა და გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებაზე, რაც ადგილობრივ მყიდველებს, ემიგრანტებსა და ინვესტორებს ახალი რეალობის წინაშე აყენებს. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ, როგორ ნაწილდება ბინების ფასი თბილისში კონკრეტული უბნების, მშენებლობის ეტაპებისა და პროექტების ხარისხის …

ბინების ყიდვა ბათუმში – რატომ არის ძველი ბათუმი ყველაზე პერსპექტიული უბანი საინვესტიციოდ?

შავიზღვისპირეთის მარგალიტი, ბათუმი, წლებია ინარჩუნებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მიმზიდველი უძრავი ქონების ბაზრის სტატუსს. საერთაშორისო ინვესტორები, ადგილობრივი მყიდველები და უცხოეთში მცხოვრები ქართველები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან ამ უნიკალური ლოკაციით. როდესაც საქმე ეხება ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიცაა ბინების ყიდვა ბათუმში, მყიდველთა უმრავლესობა აქტიურად აფასებს სხვადასხვა უბნებს, ფასებსა და გრძელვადიანი უკუგების პოტენციალს. თუ კაპიტალის დაბანდება თქვენც ამ …

„სისხლით დაგიჭერო“ – გორში ნაცემი კაცის დედა პოლიციელების გეგმაზე

„აქეთ ემუქრებოდნენ პოლიციელები, სისხლით დაგიჭერთ, 7-წლიანზე გაუშვით ესენიო,“ – ამბობს ნინო ელიკაშვილი „ბათუმელებთან“. ის გორში, 27 მაისს პოლიციელებისგან ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედაა. 27 მაისს გორში პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილზე. პოლიციელების ჯგუფური ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა. პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკიდან დღეს, 28 მაისს გაწერეს – მას ნეკნები აქვს გატეხილი …

რა საგნებს ირჩევენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე ხშირად

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის არის ასევე ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: …

6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქის ცემის ფაქტზე – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პოლიციელი დააკავეს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. უმოკლეს ვადაში …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 360 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 956 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 625 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 42 832 …

ვის შეხვდება ადგილები ბათუმის ბულვარში – ქონების იჯარით გასხვისება დაწყებულია

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ პლაჟზე კომერციული საქმიანობებისთვის გამოყოფილი ადგილები აუქციონზე გაიტანა. 800 კვ.მეტრიდან – 1500 კვ.მეტრამდე კომერციული ფართობები პლაჟზე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად უნდა გასხვისდეს. პირობა მხოლოდ შეზლონგების, ქოლგებისა და ნაგვის ურნების განთავსების შესაძლებლობას უშვებს და არ არის განკუთვნილი საკლუბო ან კაფეს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ადგილების გასასხვისებლად 22 მაისს გამოაცხადეს და …

„ილია II-ის დროსაც სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ“ – რა მიზანი აქვს ივანიშვილს ეკლესიასთან დაკავშირებით

„თუ რაღაც არ იცის, მაშინ გვერდით უნდა ჰყავდეს ვინმე, რომელიც ეტყვის – თქვენო უწმინდესობავ, თქვენ განასახიერებთ საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ეკლესია კი, ტრადიციის მიხედვით, ფეხებში არ უვარდება მთავრობას“, – ამბობს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი „ბათუმელებთან“. რატომ ახსენებს ასე ხშირად „ოცნების“ ხელისუფლება ტერმინებს – „სახელმწიფო რელიგია“, „ქრისტიანული სახელმწიფო“, რა მიზანი აქვს ივანიშვილს საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით და დაჰყვება თუ …

„მნიშვნელოვანი იყო, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა“ – რა აჩვენა 26 მაისის აქციამ ოპოზიციას

„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პროტესტის გაფართოება“, – მიიჩნევენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ზოგიერთი მათგანი არც მალავს, რომ არ ელოდა ამდენი ადამიანის რუსთაველზე გამოსვლას „ოცნების“ რეპრესიული ტალღის გაძლიერების შემდეგ. რა აჩვენა 26 მაისის დემონსტრაციამ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებს და რა გეგმით აპირებს მოქმედებას ამჯერად? – ამ თემაზე ვესაუბრეთ რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს. ლევან ცუცქირიძე: „ივანიშვილი დამარცხდება მოქალაქეების გაერთიანებით“  „თავისუფლების მოედნის“ …

„მოქალაქეს დღეს პოლიციის უფრო ეშინია, ვიდრე კრიმინალის” – ლონდა თოლორაია

27 მაისს, გორში, პოლიციელებმა ჯგუფურად 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილი სცემეს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია, შესვენებაზე იყო სამსახურიდან გასული და უკან, ბანკში ფეხით ბრუნდებოდა. ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა – კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც საბოლოოდ ახალგაზრდა კაცზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა – ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პაპუნა ლოცულაშვილის მეგობარმა, ლაშა …

440 000 ლარი ავანსად გაცემულია, მაგრამ საბავშვო ბაღის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ ჯერ არ დაწყებულა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #188-ში, „ოცნების ქალაქთან“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბათუმის მერიამ 2024 წლის ბოლოს დაგეგმა და 2025 წლის ბიუჯეტში ჩასვა. გასული წლის ბოლოს ამ ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოავლინა და ავანსიც გასცა. 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შედეგების ანგარიშის მიხედვით კი, ამ დრომდე მშენებლობა არ დაწყებულა. საქმე ისე მიდის, მერია ამ ბაღის …

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება 16 დღით

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 28 მაისიდან 12 ივნისამდე, ბათუმში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რამდენიმე ქუჩაზე. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეიზღუდება მურად ხინიკაძის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში და ლერმონტოვის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან ცენტრალური პარკის შესასვლელამდე. მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა უკავშირდება ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტს.

15 მილიონი სამ თვეში – სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტის მზარდი შემოსავლის წყაროა

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, სათამაშო  ბიზნესის მოსაკრებლის სახით მერიამ, 3 თვეში, 15 მილიონ 342 000 ლარი ამოიღო. მათ შორის: სათამაშო აპარატებიდან – 7 მილიონ 735 4 ათასი ლარი. წამახალისებელი გათამაშებიდან – 179 900 ლარი. სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით კი, კლუბის და სამორინეს მაგიდიდან ბიუჯეტში 7 მილიონ 426 700 ლარი …

„ეს ომი დაასრულებს რუსეთს, რომელიც უკვე იშლება“ – რუსი მწერალი

ემიგრაციაში მყოფმა რუსმა მწერალმა და პუბლიცისტმა, დიმიტრი ბიკოვმა გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ თქვა, რომ რუსეთს მოელის დაშლა და არა რევოლუცია. „მას ეს არ დაუმსახურებია. მას რევოლუცია არ ექნება. მას ქვეყანა ხელიდან გაუსხლტება, როგორც დამპალი ქსოვილი. ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამას, რადგან ქვეყნის მმართველობა ყველა თვალსაზრისით სრულიად არადამაკმაყოფილებელია“. მან ასევე თქვა, რომ რუსეთში უკრაინასთან ომს მხარდაჭერა არ აქვს: …

„ფაშინიანი ამბობს, რომ ფასების ზრდა არ აშინებს, რადგან სომხეთი გამდიდრდება“ – რუსული პროპაგანდისტული მედია

„სომხეთის ხელისუფლება არ არის შეშფოთებული სასაქონლო ფასების ზრდით, თუ რუსეთთან ურთიერთობები გაუარესდება, რადგან ისინი გამდიდრებას ელიან ქვეყნის „მსოფლიოს გზაჯვარედინად“ გადაქცევით“, – წერს რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „ტასი“. სააგენტოს ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ გარნიში გამართულ საარჩევნო მიტინგზე განაცხადა ამის შესახებ. „მაგალითად, არალოგიკურია სომხეთის მაღალი ფასებით დაშინება, რადგან მაღალი ფასების მუქარას პასუხი აქვს: ჩვენ გაცილებით მეტი …

პოლიციელებმა გორში დაკავებულ პირებზე ჯგუფურად იძალადეს – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გორში დაკავებულ პირებზე პოლიციელების მიერ ჯგუფურად ძალადობის საქმეზე. დღეს, 27 მაისს, გორში, პოლიციელებმა დაკავებულ ორ პირზე ჯგუფურად იძალადეს. ინტერნეტსივრცეში ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გამოძიება დაიწყო. „პროკურატურამ გორში მომხდარი,  პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით …

ვინ აიღებს 12 თვეში 15 თვის ხელფასს – გამჭვირვალობის კვლევა

„ქართული ოცნების“ მთავრობა ახალ საკანონმდებლო ცვლილებას იღებს, რომლის მიხედვითაც მინისტრების, მერების და სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებს კანონით შეეძლებათ 12 თვეში ამ თვეების სახელფასო სარგოს გარდა, დამატებით პრემიის სახით, 3,5 თვის ხელფასი მიიღონ. „ქართული ოცნება“ 2017 წლიდან გაუქმებულ კორუფციულ სქემას აბრუნებს“ – წერს ახალ კვლევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. პარლამენტი განიხილავს „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივას მინისტრების, მერების …

აიღე „სელფის“ ახალი ნომერი ბათუმში და მიიღე 1 კვირიანი ულიმიტო სრულიად უფასოდ

📍 7 ივნისის ჩათვლით აიღე ახალი ნომერი და მიიღე 1 კვირიანი ულიმიტო სრულიად უფასოდ 🎁 ეწვიე სელფის მაღაზიას ბათუმში და ისარგებლე: • ულიმიტო ინტერნეტით • ულიმიტო ზარებით • ულიმიტო SMS-ებით 📌 ბათუმი, გორგილაძის ქ. 40 https://go.cellfie.ge/adjara_branch_1 📌ბათუმი, ბაგრატიონისქ. 155 https://go.cellfie.ge/adjara_branch_2 📌ბათუმი, ორბი https://go.cellfie.ge/adjara_branch_3 📌ბათუმი, გრანდმოლი, შერიფ ხიმშიაშვილი 29 https://go.cellfie.ge/adjara_branch_4 👉 აიღე ახალი ნომერი – Cellfie

Exit mobile version