რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 948 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030] ტანკი – 10 719 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 22 325 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 27 007 ერთეული [+42] MLRS – 1 373 ერთეული [+1] …

რატომ არის გადაკეტილი დელფინარუმიდან ბულვარის პრომენადამდე გადასასვლელი

ბოლო ერთი კვირის მანძილზე „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა არაერთი ფოტო და ვიდეომასალა მოაწოდეს, სადაც ასახულია ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩიდან ბულვარის პრომენადამდე შემოღობილი გადასასვლელი და მის მიმდებარედ გამწვანებული ნაწილი. ბულვარის მხარეს ღობე ველობილიკთან წყდება. მოქალაქეებს აინტერესებთ, რატომ ჩაიკეტა გადასასვლელი და მასთან ერთად ბულვარის მწვანე სივრცე. რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით, #40 ა-ში, კომპანია „ორბი“ ცათამბჯენის მშენებლობას  გეგმავს. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 947 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110] ტანკი – 10 711 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 22 320 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 26 965 ერთეული [+70] MLRS – 1 372 ერთეული [+0] …

„პუტინს 9 მაისამდე წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა“ – ინტერვიუ გენერალთან

„პუტინს 9 მაისამდე რაღაც წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა. ის ვერც კურსკს ათავისუფლებს ბოლომდე, თუმცა დიდი მცდელობა აქვს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების გააქტიურება რუსეთში ჭურვების საწყობის განადგურებას უკავშირდება. „ეს იყო რუსებისთვის დამახასიათებელი, გაბოროტებული პასუხი იმაზე, რაც მათ უკრაინელებმა დამართეს. უკრაინელებმა 22 აპრილს, სოფელ კურზაჩისთან მდებარე …

სასამართლო იწყებს რუსული კანონის საქმეზე ჟურნალისტების სარჩელის განხილვას – მედიამბუდსმენი

„მედიაომბუდსმენის“ ცნობით, 28 აპრილს, ორშაბათს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო დაიწყებს ე.წ. რუსული კანონის საქმეზე 18 ჟურნალისტის და ოპერატორის სახელით წარდგენილი სარჩელის განხილვას. სარჩელი უკავშირდება 2023 წელს ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას სამართალდამცავთა მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს. მოსარჩელები ითხოვენ პოლიციის მიერ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. საქმეს მოსამართლე ანა ჩხეტიანი უძღვება. „აღსანიშნავია, რომ …

„ვნანობ, რომ რუსთაველზე არ ვდგავართ ყველანი“ – ემიგრანტი კანადიდან

„ვნანობ, რომ იქ არ ვდგავართ ყველანი, რუსთაველზე. ეს არის პირველი, ჩვენ რაც გვაწუხებს აქ ემიგრანტებს“- ამბობს მაია ფურცხვანიძე, ქართველი ემიგრანტი, რომელიც რვა წელია კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაია „ბათუმელებთან“ საუბარში ჰყვება, თუ როგორ განიცადა არჩევნების გაყალბება და როგორ განიცდის იმ ძალადობას, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობაზე ახორციელებს. „დეკემბრამდე არ შევსულვართ სახლში. ვიდექით, ვაპროტესტებდით არჩევნების …

„კაშხლებზე ინციდენტებისა და ავარიების რისკი მაღალია“ – რა პროექტის დაფინანსება შეწყვიტა USAID-მა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობების [კაშხლების] უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებლად უნდა შემუშავდეს ტექნიკური რეგლამენტი. რეგლამენტის შემუშავებაზე სამინისტრო USAID-თან თანამშრომლობდა, თუმცა დონორმა ორგანიზაციამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რის გამოც სამუშაოები სამინისტროს სახსრებით უნდა გაგრძელდეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულებისთვის საჭიროა 192 ათას 275 აშშ დოლარი, რასაც სამინისტრო ტენდერის გარეშე დახარჯავს. „ხაზგასასმელია, რომ საქართველოში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების [კაშხლები] …

დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები შესაძლოა უთანაბრდებოდეს წამებას – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, რომ აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევები შესაძლოა უთანაბრდებოდეს წამებას. „ამ საქმეებში ერთ-ერთი შემაშფოთებელი გარემოებაა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რომლებიც თავისი არსით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს (მათ შორის, გარემოებების მიხედვით, თითოეული შეიძლება გაუთანაბრდეს სსკ 1441, 1442, 1443 მუხლებით გათვალისწინებულ – წამებას, …

რუსეთის 2 361 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს 2024 წელს – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 2 361 მოქალაქეს. საქსტატი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს ეყრდნობა. რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზე იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 24 866 მოქალაქეს მიენიჭა. ამავე მონაცემებით, არ არის მითითებული ირანის ისლამური …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 აპრილის 21 საათიდან 26 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: …

პავლოგრადში 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი – რუსეთის მორიგი თავდასხმა უკრაინაზე

25 აპრილს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაში დრონებით შეუტია დნეპროპეტროვსკის ოლქს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა დასახლებულ პუნქტებში. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეტევის შედეგად პავლოგრადში 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. დაღუპულთა შორისაა 15 წლის მოზარდი გოგო. ასევე, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა კიევში. მაშველებმა დაასრულეს მუშაობა 24 აპრილს, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად  დანგრეულ მრავალბინიან სახლთან – ბოლო ინფორმაციით დაიღუპა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 946 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170] ტანკი – 10 703 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 22 315 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 26 895 ერთეული [+72] MLRS – 1 372 ერთეული [+3] …

რას ფიქრობს ხალხი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე? – გამოკითხვა ბათუმში

რას ფიქრობს ხალხი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე ბათუმში? – ნახეთ ქუჩის გამოკითხვა.

ბათუმში ახალი ბინების 40 %-ს უცხოელები ყიდულობენ, გაყიდვები 12%-ით გაიზარდა – „კოლიერსი“

2025 წლის მარტისთვის ბათუმში ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების საშუალო ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1170 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 22.5%-ით – კვ.მეტრზე 1149 აშშ დოლარამდე გაიზარდა. გასული წლის მარტთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა გაყიდვებიც. 12%-ით არის გაზრდილი ახალაშენებული ბინების გაყიდვები, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46.5%-იანი კლება დაფიქსირდა. უძრავი ქონების ბაზრის მონაცემები საკონსულტაციო კომპანია …

რატომ ვერ გააფორმა „ოცნებამ“ ხელშეკრულება ჩინეთთან ანაკლიის პორტის მშენებლობაზე – ინტერვიუ

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. თუმცა ერთი წლის შემდეგაც, ჯერ კიდევ არაა გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებასა და კონსორციუმს შორის. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წლის 8 აპრილს თქვა, რომ „შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და პროცესი …

როდის გაიხსნება ბათუმში გადაკეტილი რუსთაველის ქუჩა – აქ ფილებს კანონდარღვევით ჭრიან

ბათუმში  რუსთაველის ქუჩა ნაწილობრივ ჩაკეტილია. აქ ფილაქანი აყარეს და ასფალტს აგებენ. პარალელურად ბორდიურებს აწყობენ და ტროტუარებზე ფილებს აგებენ. ქუჩის იმ მონაკვეთებში, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, პერიოდულად სამშენებლო მტვრის ბუღი დგას, რადგან ადგილზე ჭრიან ფილებს, რომლებითაც ბორდიურებს აწყობენ. სამშენებლო მასალების შუა ქუჩაში წესების დარღვევით დაჭრა-დამუშავება ბათუმში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა. იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე [ილია …

მაკრონი: არსებობს მხოლოდ ერთი აგრესორი – რუსეთი და აშშ-ის რისხვა პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული

უკრაინაზე რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, არ დაივიწყონ ვინ არის ნამდვილი დამნაშავე ომში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ამერიკის შეერთებული შტატების რისხვა მხოლოდ პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული”. მაკრონმა დასძინა, რომ “საფრანგეთის პოზიცია მუდმივია და არ შეიცვლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის პატივისცემით”. “ჩვენ მხარს ვუჭერთ …

აფხაზეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავს – ალხას კვიცინია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი მოსკოვში რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავს. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთი და რუსეთი გამჭვირვალედ განიხილავენ უსაფრთხოების ყველა ასპექტს… აფხაზეთის საზოგადოებას ესმის, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება ჩვენი მშვიდობის გასაღებია“, – ამბობს რუსულ პროპაგანდისტულ მედია რია ნოვოსტისთან ინტერვიუში ალხას კვიცინია. პროპაგანდისტი ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავენ თუ არა სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთში მეორე …

„მზია ამაღლობელის საკითხიც დგას წინა პლანზე“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ უცხოეთში წერილი დააგზავნა, სადაც ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნებია გაჟღერებული. მათ შორისაა: არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება, საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება და ახალი არჩევნების მოთხოვნა. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დღეს, 24 აპრილს განაცხადა ბრიფინგზე. „ასევე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პატიმრების გათავისუფლება. ეს უკვე დიდხანს გრძელდება. მიუღებელია, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ კიდევ ვთვლით ჩვენს თავს …

ჟურნალისტები ომშიც კი დაცულად გრძნობენ თავს, მაგრამ არა საქართველოში – ემიგრანტი აშშ-დან

პროფესიით ჟურნალისტია და საქართველოდან წასვლამდე პროფესიით მუშაობდა. 33 წლის თამარ ღამბაშიძე გამოცემა On.ge-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია. ის ახლა ემიგრანტია და ბოლო რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. თამარმა „ბათუმელებს“ უამბო, რატომ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა; რატომ იყო მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და როგორი იყო საპარლამენტო არჩევნების დღე ნიუ იორკში. თამარ, რატომ და როდის გადაწყვიტეთ …

თიბისი და გიორგი მამარდაშვილი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან

ქართული და ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავის – გიორგი მამარდაშვილის შთამაგონებელ ისტორიას თავდაუზოგავ შრომაზე, მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე, თიბისი ადამიანებთან კიდევ უფრო ახლოს მიიტანს, რათა ეს ისტორია მოტივაციის წყაროდ იქცეს ახალი თაობისთვის და არამხოლოდ. საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბანკსა და სპორტსმენს შორის მსგავსი ტიპის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა. მიზანი ცხადია და გვჯერა, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოცდილება …

ბათუმში გაზი არ მიეწოდება აბონენტების ნაწილს 17 ქუჩაზე

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, ბათუმში 23 აპრილს, 23:40 საათიდან ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მცხოვრებ 4 241 აბონენტს. გაზის მიწოდება შეწყდა ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ზუბალაშვილის, ლუკა ასათიანის, გორგილაძის, მემედ აბაშიძის, კლდიაშვილის, ჯინჭარაძე-ახვლედიანის, რუსთაველის, ნინოშვილის, 26 მაისის, მელიქიშვილის, მარჯანიშვილის, გორგასლის, ფარნავაზ მეფისა და დუმბაძის ქუჩებზე, აბონენტების ნაწილთან. „ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე …

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 70-ზე მეტი

24 აპრილს, გამთენიისას, რუსეთმა შეტევა განახორციელა უკრაინის დედაქალაქზე. პირველადი მონაცემებით, ცნობილია, რომ რუსეთის შეტევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვი და ორსული ქალი. უკრაინული მედიის ცნობით, რუსული რაკეტა კიევში ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურდა. ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მიმდებარე ორ სახლს. დილის 8 საათზე უკრაინელმა …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: …

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 184 ბიძგი დაფიქსირდა

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 23 აპრილს, სტამბოლში, 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ კიდევ 184 ბიძგი დაფიქსირდა. სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ზედაპირიდან დაახლოებით 7 კილომეტრის სიღრმეზე და საშუალოდ გაგრძელდა 13 წამი. სპეციალისტების ცნობით, მცირე ბიძგები შემდეგ დღეებშიცაა მოსალოდნელი. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შევიდნენ სარისკოდ მიჩნეულ შენობებში და მოქალაქეები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 945 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060] ტანკი – 10 694 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 22 312 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 26 823 ერთეული [+49] MLRS – 1 369 ერთეული [+1] …

თუ პოლიციელს ქალისგან სილა ტკივილს აყენებს, კრიმინალისგან როგორ დაგვიცავს? – ინტერვიუ

„ქალის მხრიდან მამაკაცის მისამართით სილის გაწვნა არამც და არამც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა. მზია ამაღლობელის ქმედება იყო არა თავდასხმა, არამედ ქმედება, რომელიც მან განახორციელა მოძალადე პოლიციელის მიმართ. ეს უფრო პროტესტის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ჯდება,“ – მიიჩნევს იურისტი ლია მუხაშავრია, რომელიც საქართველოდან ევროსასამართლოს საქმეებზე მუშაობს. ადვოკატი, რომელიც წლებია სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე მუშაობს, დარწმუნებულია, რომ მზია …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეიყვანენ

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 2025 წლის 5 მაისიდან საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანასთან ერთად, დასაშვები იქნება ასევე საქართველოს იმ მოქალაქის მონაცემების შეტანაც, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც. „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის ბრძანებაში შესაბამის ცვლილებას „ოცნების მთავრობის“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი 2025 წლის 16 აპრილს …

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

დღეს, 23 აპრილს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის მთავრობამ ინფორმაცია გაავრცელა 151 დაშავებულისა და დღის განმავლობაში განვითარებული, კიდევ 50-ზე მეტი ე.წ. აფტერშოკის [შედარებით მცირე სიმძლავრის მიწისძვრის] შესახებ. სტამბოლის გუბერნატორის ცნობით, მიწისძვრით გამოწვეული პანიკის შედეგად, სულ მცირე 151 ადამიანი დაშავდა სიმაღლიდან გადახტომის შედეგად. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გარდა ამისა, BBC იუწყება, …

ქუთაისელები სწრაფი მატარებლის დანიშვნას ითხოვენ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით

ქუთაისის მცხოვრებლები ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით პეტიციის ტექსტი მომზადდა და სოციალურ ქსელში გავრცელდა. პეტიცია ასევე გაგზავნილია ღია მმართველობის საიტზე გამოსაქვეყნებლად. პეტიციის ინიციატორები, ითხოვენ ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას შემდეგი განრიგით: ქუთაისი → თბილისი გასვლა დილის 06:00 საათზე – ჩასვლა თბილისში 09:00 გასვლა საღამოს 20:00 საათზე …

25 აპრილს ბათუმში გაიმართება აქცია მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

პარასკევს, 25 აპრილს, 18:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება მედიის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. მზია ამაღლობელს, რომელიც პირველი ქალი პოლიტპატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 100 დღეზე მეტია უკანონოდ აქვს თავისუფლება აღკვეთილი. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებით, მზია ამაღლობელის დაკავება აშკარა მცდელობაა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩაახშონ კრიტიკული …

რეჟიმის მიზანია ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 23 აპრილს, ბრიფინგზე განაცხადა. „ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი – ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ და ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული. მაგრამ მთავარი რაც არის – ეს …

ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან მოძრაობა იკეტება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილიდან მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ფრიდონ ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო ხიდზე. „აღნიშნულ პერიოდში N22 მიკროავტობუსის მარშრუტი დროებით შეიცვლება და იმოძრავებს ფრიდონ ხალვაშის, ზურაბ ნაჭყებიასა და მახვილაურის ქუჩების გავლით“ – აცხადებს ბათუმის მერია. მერიის ინფორმაციით, „არსებული ხიდის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა მახვილაურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში …

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 23 აპრილს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა – ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტამბოლის სილივრის რაიონში, მარმარილოს ზღვაში იყო. მიწისძვრა, რომელიც იგრძნობოდა სტამბოლსა და მიმდებარე პროვინციებში, 6,92 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია …

რუსეთი Apple-ს ლგბტ პროპაგანდაში ადანაშაულებს და 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმით ემუქრება

რუსეთმა საქმე აღძრა  Apple-ის წინააღმდეგ, კომპანიას ბრალად ედება “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა” – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია. „სასამართლოში დარეგისტრირდა საქმე რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21 მუხლის მე-3 ნაწილით (არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების, სქესის შეცვლის და შვილზე უარის თქმის პროპაგანდა)“, – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსწი“, მოსკოვის ტაგანსკის სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით. ოქმი შედგენილია ირლანდიაში რეგისტრირებულ …

რუსეთმა უკრაინაში ავტობუსს დრონი დაარტყა – 9 ადამიანი დაიღუპა

დღეს, 23 აპრილს, დილით, უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა დრონით მიიტანა შეტევა ავტობუსზე, რომელშიც საწარმოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 30 ადამიანი, თუმცა დაშავებულების რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

Exit mobile version