Batumelebi | აჭარაში მოსწავლეთა სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება აჭარაში მოსწავლეთა სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში მოსწავლეთა სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქვეპროგრამის “დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკის” ღონისძიების – “ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ და აჭარის განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

 

მემორანდუმის ფარგლებში სს “საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში – ქალაქ ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო – ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის 36 378 მოსწავლის სამედიცინო – პროფილაქტიკურ შემოწმებას.

 

მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის კონსულტაციები. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრამა და სხვა.

 

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია. შეიქმნება მონაცემთა ელექტრონული ბაზა და ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრების) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორაგნიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"