როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისის 21 საათიდან 25 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა,  ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან …

როგორ დავისვენოთ ტენერიფეზე, მარადიული გაზაფხულის კუნძულზე ესპანეთში 

სანამ საქართველოში ზაფხულის პიკი და პაპანაქება სიცხეა, ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულ ტენერიფეზე იდეალური ამინდია – ოკეანის ნიავი და ზომიერი სითბო დასვენებას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის.  ტენერიფეზე, „მარადიული გაზაფხულის კუნძულზე“, არის გამორჩეული ადგილი – Regency Country Club, სადაც ტროპიკული ეგზოტიკა და ევროპული კომფორტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. რატომ RCC Tenerife? კუნძული ტენერიფე მსოფლიოში ცნობილია იდეალური კლიმატით – ვულკანური …

რუსეთში, Wildberries-ის საწყობებში კვლავ ხანძარი გაჩნდა დრონების თავდასხმის შედეგად

პარასკევს, 24 ივლისს, ღამით, სანქტ-პეტერბურგზე, ლენინგრადის ოლქსა და ტვერზე დრონებით თავდასხმების შედეგად Wildberry-ის საწყობებში ხანძარი გაჩნდა. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ დაადასტურა ხანძარი ვსევოლოჟსკის ოლქის სოფელ ნოვოსარატოვკაში მდებარე Wildberries-ის საწყობში. მედიის ცნობით, თავდასხმის შემდეგ Wildberries-მა შეაჩერა მუშაობა სანქტ-პეტერბურგში არსებულ ორ საწყობში. ასევე, ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლში მდებარე Wildberries-ის დახარისხების ცენტრი ევაკუირებულ იქნა. Wildberries-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 436 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 201 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 25 000 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 46 646 …

ქვეყნის მასშტაბით დენი ავარიულად გაითიშა – „ელექტროსისტემის“ განცხადება

საქართველოს ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს დღეს, 24 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ელექტორენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით. „დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს. ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. …

დენი არ მიეწოდება ქვეყნის დიდ ნაწილს – გათიშულია ქალაქები და რეგიონები

24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე ელექტროენერგია გაითიშა ბათუმში, თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში. მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდან ფეისბუქზე წერენ, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. „სახელმწიფო ელექტროსისტემიდან არ მოგვეწოდება ძაბვა“ – უთხრეს „ბათუმელებს“  „ენერგო პრო-ჯორჯიაში“. აქ განმარტეს, რომ დენის გათიშვა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა. ამ დრომდე [00:50 სთ] გათიშვის მიზეზის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია სახელმწიფო ელექტროსისტემას. …

როგორ უნდა გადანაწილდეს კომერციული ობიექტები ბულვარში გენგეგმის მიხედვით

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბულვარის გენგეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა უნებართვო კომერციული ობიექტების დაშლით დაწყო, თუმცა რამდენიმე გამონაკლისი დაუშვეს და გენგეგმაში შესაბამისი ცვლილებებიც შეიტანეს. შეუსაბამო ნაგებობების ნგრევის პროცესს აქტიურად ეხმაურებოდა და მხარს უჭერდა საკრებულოში „ოცნების“ უმრავლესობა. ამაში, თავისთავად, ცუდი არაფერია, იმ შემთხვევაში, თუ მიდგომა შერჩევითი არ იქნება და მერია რეალურად „გაჰყვება“ სპეციალისტების მიერ შემუშავებულ დოკუმენტს. ბათუმის ბულვარის გენგეგმაზე …

როგორ ხსნის დასანქცირებული რუსული Wildberries ოფისებს საქართველოში

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის სამხედროებმა იერიში მიიტანეს რუსულ უმსხვილეს ონლაინ სავაჭრო ქსელის Wildberries-ის სათაო ოფისებზე. უკრაინული და სხვა გამოცემების მიხედვით, განადგურებულია კომპანიის საწყობების 552 000კვ.მეტრი ფართობი, რაც ბაზრის ლოჯისტიკური შესაძლებლობების დაახლოებით 10%-ია. კომპანია Wildberrie-ი, რუსეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს ტატიანა კიმს ეკუთვნის. თუმცა 2024 წლის ზაფხულში Wildberries-ი შეუერთდა რუსეთის უმსხვილეს სარეკლამო ოპერატორს, Russ Group-ს. ამ გაერთიანების …

პროფესორის გოგოზე თავდასხმის საქმე ბათუმში – რა გაარკვია ბსუ-მ, შს სამინისტრომ

რა დაადგინა გამოძიებამ და რა რეაგირება მოახდინა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესორის მიერ ახალგაზრდა აქტივისტების თავდასხმის საქმეზე? – შეკითხვით შსს-ს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. საუბარია დაახლოებით 2 თვის წინ – 2026 წლის 28 მაისს მომხდარ შემთხვევაზე: ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბსუ-ს შესასვლელთან ახალგაზრდა აქტივისტები თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის პეტიციაზე …

ბზარები კრემლის კედლებში: როგორ ანგრევს უკრაინის დარტყმები პუტინის სტაბილურობის ილუზიას

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ როდესაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსულ საზოგადოებასთან დადებული უთქმელი პირობა მარტივი იყო: ცხოვრება მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა. თუმცა, ეს ილუზია სწრაფად იმსხვრევა, რადგან უკრაინა სიღრმისეული დარტყმების კამპანიას აფართოებს და იერიშებს ახორციელებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სატრანსპორტო მარშრუტებსა და „ჩრდილოვან ფლოტზე“. ატლანტიკური საბჭოს (ატლანტიკური …

ბათუმში უძრავი ქონების მყიდველებში უცხოელების წილი 47%-მდე გაიზარდა – Colliers Georgia

„Colliers Georgia“-ს ახალი კვლევის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში, ბათუმში, საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 11.4%-ით გაიზარდა და 7838 ერთეული შეადგინა. ბაზრის ზომა კი 29%-ით 507 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2026 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის ივნისთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 26.4%-ით იკლო. ტრანზაქციების რაოდენობა 24.5%-ით …

„გაქცეულია, მაგრამ პოლიციამ იცის ვინ არის“- ბათუმში დაჭრილი კაცის მამა

22 ივლისს ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ბაჩო ბერიძის მდგომარეობა, მძიმეა. როგორც დაჭრილის მამა „tv პირველთან“ საუბარში ამბობს, მის შვილს და სავარაუდო ბრალდებულს, სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონიათ მანამდე. „წალაპარაკება იყო მათ შორის, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, რაზე. თუმცა ხელდახელ ჩხუბი არ ყოფილა. იმ დღესაც, როცა ჩემი შვილი კაფეში იყო, შელაპარაკებაც კი არ ჰქონიათ, მოტოციკლით ჩამოირა …

„ყოველი დღე ჩვენი გამარჯვებით სრულდება, სანამ არ დავნებებულვართ“ – ზუგდიდელი აქტივისტის წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი ზუგდიდელი აქტივისტი, ალექსანდრე ჩილაჩავა ციხიდან წერილს ავრცელებს. მის წერილში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ალექსანდრე ჩილაჩავა პროტესტის მონაწილეებს და ოპოზიციას მიმართავს. „გამარჯობა მეგობრებო, თანამებრძოლებო, ყველას მაგრად გაფასებთ… ყველაფერში ვგრძნობ თქვენ თანადგომას, რაც მთავარია – საერთო ბრძოლაში. მაბედნიერებს თქვენი არსებობა. არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლა, როცა ერთ ნავში ვსხედვართ, ერთი იდეისთვის ვიბრძვით. მე ვიცი როგორია …

„კაფეში ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს“ – ძარცვის 2 საქმე ბათუმის სასამართლოში

22 ივლისს ძარცვის ორი საქმე განიხილეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ შემთხვევაში, პროკურატურის მტკიცებით, კაცი კაფეში გაძარცვეს – ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს, მეორე შემთხვევაში კი, თურქეთის ორ მოქალაქეს წაართვეს ქუჩაში პირადი ნივთები, მათ შორის, მაჯის საათი. „როდის გამომკითხეთ, ყველაფერი რომ გადაწყვიტეთ მერე?“ – მიმართა სასამართლო სხდომაზე პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულმა ბექა თ.-მ გამომძიებელს. სხდომაზე მოსამართლე …

14 წლამდე მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 10 წელი მიუსაჯეს

14 წელს მიუღწეველი მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ადევნებაში ბრალდებულს 10 წელი მიუსაჯეს. პროკურატურის ცნობით, გადაწყვეტილება გორის სასამართლომ მიიღო. „დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ცდილობდა მასთან ნდობაში შესვლას. ასევე, მის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა“ – წერს პროკურატურა. ბრალდებულს ბრალდება ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით …

ბათუმში ქალმა 59 წლის ასაკში შვილი გააჩინა

19 წლიანი ლოდინის შემდეგ, ოზურგეთელ წყვილს, ნანა ურუშაძესა და გენადი ხომერიკს შვილი შეეძინათ. ნანა ურუშაძე-ხომერიკმა პირველი შვილი 59 წლის ასაკში გააჩინა. „ქალბატონი ნანა რეპროდუქტოლოგის მიერ დროულად იქნა გადმომისამართებული ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, სადაც ორსულობა მესამე დონის ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში მიმდინარეობდა,“ – ნათქვამია კლინიკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საკეისრო კვეთა ორსულობის 34-ე კვირაზე, 16 ივლისს ჩატარდა. …

შსს აცხადებს, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში თავად გამოცხადდა

შს სამინისტრო აცხადებს, რომ კომიკოსს [სთენდაფერ] ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა და ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, იკითხება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. 23 ივლისს, საღამოს, სტენდაფერ კომიკოსს, ონისე ოქრიაშვილს 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიასა და სოცქსელებში პროპაგანდისტული კამპანია …

ბათუმში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ სუნთქვაზეა

ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მას რამდენიმე ტყვია მუცლის არეში ქონდა მოხვედრილი და რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. 31 წლის კაცს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის ბოლოში გუშინ, 22 ივლისს ესროლეს. თვითმხილველების თქმით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე …

23 ივლისის მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 434 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 191 ერთეული [+28] ჯავშანტექნიკა – 24 994 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 46 570 …

„სარფის 8 კმ გვირაბის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება“ – თუმცა ჯერ ხელშეკრულება არ არის დადებული

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაში გვირაბის მშენებლობა დაიწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით კი, გზის მშენებელ კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. „სულ რამდენიმე კვირაში დაიწყება სარფის 8-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა“, – ეს განცხადება „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ 21 ივლისს გააკეთა.  „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. ჩვენ დავინტერესდით, …

რას ითხოვს ბათუმის მერია „გრანდ მოლისგან“, რომლის შენობაც ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა

ბათუმის მერია თანახმაა შპს „გრანდ მოლს“ პირდაპირი წესით და პირობებით შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიყიდოს. მიწა დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მაგრამ მას პირდაპირი წესით ვერ განკარგავს, ქონება ჯერ აჭარის მთავრობას უნდა გადაეცეს, მთავრობა კი „გრანდ მოლს“ გადასცემს. 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის აჭარისთვის გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 2026 წლის 24 …

სროლა ბათუმში – დაჭრილია 1 ადამიანი

დღეს, 22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 31 წლის კაცი. თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა. ბათუმელების ინფორმაციით, მინიმუმ 7 ტყვიაა გაისროლეს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან უბანში ადგილზე იმყოფება პოლიცია. დაჭრილი კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტრო მომხდართა დაკავშირებით, ჯერჯერობით, არაფერს …

„ცენზურის შექმნის კიდევ ერთი მაგალითი“ – საია ვახო სანაიას ფეისბუქის პოსტისთვის დაპატიმრებაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება „ფორმულას“ ჟურნალისტის, ვახო სანაიას 14 დღით ადმინისტრაციულ დაპატიმრებას ფეისბუქ პოსტებით შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო. „სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს, რომელთაც ქართული …

კურორტ გომისმთაზე 3 სახლი დაიწვა

გურიაში, კურორტ გომისმთაზე სამი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა წუხელ, 21 ივლისს მოხდა. როგორც სოციალურ ქსელში თვითმხილველები წერენ, ხანძრის ჩაქრობა ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ოზურგეთიდან კურორტზე ავიდა სახანძროს მანქანაც, თუმცა მოქალაქეების თქმით, ამ დროს ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო. ოზურგეთის მერიის პრესცენტრში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კურორტზე მუშაობენ სახანძრო სამსახურის, ასევე სასწრაფო-სამედიცინო …

სარფსა და ფოთში იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკანონოდ იარაღის შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიებზე, ავტომობილების დათვალიერებისას, „ნივთმტკიცებად ამოიღეს 500-მდე საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, 2 000-ზე მეტი ტყვიის მასრა, 900-მდე მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კილოგრამი დენთი. დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 433 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 163 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 982 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 46 492 …

ვინ არის მიხაილო დრაპატი, უკრაინის ახალი მთავარსარდალი

21 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა ალექსანდრ სირსკი და ამ პოსტზე მიხაილო დრაპატი დაინიშნა. 43 წლის მიხაილო დრაპატი გენერალ-მაიორია, მიღებული აქვს სამხედრო განათლება. მან ოფიცრის წოდება დამოუკიდებელ უკრაინაში მიიღო. უკრაინული მედიის ცნობით, ჯერ კიდევ 2014 წელს დრაპატი მონაწილეობდა მიიღო ოკუპირებული მარიუპოლის განთავისუფლებაში. მისი ბრძანებით, უკრაინულმა ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებმა 9 …

რას მოუტანს საქართველოს თურქმენეთის განათლების სისტემასთან თანამშრომლობა – ინტერვიუ

16 ივლისს საქართველოს განათლების სამინისტრომ საზოგადოებას აცნობა, რომ გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრთან შეხვედრები გამართა და მხარეებმა „სამომავლო მიზნები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს“. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ და თურქმენეთმა უნდა ითანამშრომლონ როგორც პროფესიული, ასევე სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებებით კავშირების გაღრმავებაზე, საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებასა და კვლევითი ინსტიტუტების პარტნიორობის გაფართოებაზე. საქართველო წლებია ევროპულ საგანმანათლებლო …

რა თქვა მაშველმა ხიდიდან გადაგდებული კაცის მკვლელობაზე – ბრალდებული მამა-შვილია

„ადიდებული არ იყო იმ დღეს მდინარე… ის მონაკვეთი, სადაც ჩააგდეს, ძალიან სწრაფი დინება იყო, მყვინთავი ვერ ჩავიდა საერთოდ. სადაც უკვე მდინარის დინება ნელდება, იქ ჩავიდა და დათვალიერება მოხდა წყალქვეშ ზღვის შესართავამდე,“ – ეს მაშველმა უთხრა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს „ხიდიდან ჭოროხში გადაგდებული კაცის მკვლელობის საქმეზე“. ამ საქმეზე დღეს, 21 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გაგრძელდა. …

სუს-ში დაარსების დღე უნდა იზეიმონ, რაშიც 80 ათას ლარს უტენდეროდ ხარჯავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუს-ი] დაარსების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებაში კი, ტენდერის გარეშე, 80 ათას 10 ლარს დახარჯავს – „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ საფუძვლით. „ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონცეფციის ჩამოყალიბებას დასჭირდა დაგეგმილზე დიდი პერიოდი, ასევე გარკვეული პერიოდი დასჭირდა ბაზრის კვლევის პროცედურებს, პროცედურების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ შედგა კომუნიკაცია ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიებთან, …

„უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ საიდუმლო ბრძანება… ქერჩის ხიდი დაუტოვეს რუსებს გასაქცევად“ – ინტერვიუ

„რუსეთის ტერიტორიული სიდიდე გახდა მისი სუსტი წერტილი. ვერ ახდენენ საჰაერო თავდაცვის ორგანიზებას – ამხელა ტერიტორიის დაცვას. აღარ ჰყოფნით თავდაცვის საშუალებები და ამის გამო ჩნდება ე.წ. ღრიჭოები, რომელსაც კარგად იყენებენ უკრაინელები,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთს ამჯერად უკვე ხორბლის ექსპორტის პრობლემა შეექმნა. გადამდგარი …

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” – ბათუმში აქციაზე დღეს ფილმს აჩვენებენ

დღეს, 21 ივლისს, საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო წინააღმდეგობის 601-ე დღეს, ბათუმში, 21:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყვეტ საპროტესტო აქციაზე აჩვენებენ ასკოლდ კუროვის 2024 წლის ფილმს – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. ანონსის თანახმად, ფილმი ასახავს პირადი და პოლიტიკური დილემის წინაშე მყოფ რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და აქტივისტებს, რომლებსაც სასტიკი სასჯელი ემუქრებათ. „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის პირველი ვერსია რუსეთში 2012 …

საქართველოში ასამდე პოლიტიკური პატიმარია – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, დღეის მდგომარეობით საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს. დღეს, 21 ივნისს, „გამჭვრივალობამ“ გამოაქვეყნა საქართველოში პოლიტიკური პატიმრების განახლებული სია, რომელიც შედგენილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. დოკუმენტის მიხედვით, ამჟამად საქართველოში 90 პირი აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრის ერთ ან რამდენიმე საერთაშორისო კრიტერიუმს. თითოეული საქმე შეფასებულია ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების, …

ოდესასთან სამოქალაქო გემის ეკიპაჟის წევრების დაღუპვას ინდოეთის საგარეო გამოეხმაურა

ინდოეთის საგარეო სამინისტრო გამოეხმაურა უკრაინაში, ოდესის პორტთან რუსეთის სარაკეტო თავდასხმას სამოქალაქო გემ Golden Leo-ზე. ამ თავდასხმის შედეგად გემზე მყოფი 4 ინდოელი მეზღვაური დაიღუპა. „კომერციულ გემებზე თავდასხმები და უდანაშაულო სამოქალაქო ეკიპაჟის წევრების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, ასევე ნავიგაციისა და ვაჭრობის თავისუფლების სხვა დაბრკოლებები დასაგმობია და თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – ნათქვამია ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გვინეა-ბისაუს დროშის …

6 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც დაზარალებულებს სახლების აშენებას დაჰპირდა და თანხა მიითვისა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმე მშენებლობას შეეხება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დაზარალებულებს შეუთანხმდა, რომ მათ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელ სახლებს ააშენებდა. „ბრალდებულმა თითქოსდა სამშენებლო მასალის შესაძენად და მშენებლობის დასაწყებად, დაზარალებულებს ჯამში 75 000 ლარი ჩაარიცხინა. მიუხედავად შეთანხმებისა, ბრალდებულმა არ დაიწყო მშენებლობა და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ …

რუსეთში, ლიპეცკში, თბოელექტროსადგურთან ხანძარი გაჩნდა აფეთქების შემდეგ

რუსეთში, ლიპეცკში, 21 ივლისის ღამეს, სარაკეტო განგაშის შემდეგ თბოელექტროსადგურის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერენ ტელეგრამზე არხები – ASTRA და Exilenova+ და ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებენ. ხანძარი, რომელსაც წინ განგაში და აფეთქების ხმა უძღოდა, ადგილობრივი თბოელექტროსადგურისა და ლიპეცკის ფოლადის ქარხნის მახლობლად გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო სამიზნე. ხანძრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ოლქის …

Exit mobile version