ავტორი: თამარ ორაგველიძე, აჭარის მუზეუმის დირექტორი, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი მიუხედავად პრესის ორგანოების სიმრავლისა, XX საუკუნის პირველ ათწლეულში აჭარის მოსახლეობას არ ჰქონდა ქართულენოვანი გაზეთი, თუმცა მოთხოვნა დიდი იყო. ამ მხრივ დიდ ყურადღებას იჩენდნენ საქართველოს სხვა ქალაქებში გამომავალი გაზეთების რედაქტორები და აჭარაში თავიანთ გაზეთებს უფასოდ აგზავნიდნენ. სხვა ქალაქებიდან გამოგზავნილი გაზეთები, ცხადია, არ იყო საკმარისი. აჭარის საზოგადოება და მასთან …
Category Archives: კულტურული მემკვიდრეობა
მოდერნის სტილის შენობა გამსახურდიას ქუჩაზე – რას გადაწყვეტს აჭარის განათლების მინისტრი?
გასულ კვირას აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით, გადაარჩინოს ავთენტურობის დაკარგვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა. რას ფიქრობს ამ საკითხზე წერილის ადრესატი, ინგა შამილიშვილი? „ბათუმელებს“ მისი კომენტარის მიღება სურდა, თუმცა ეს ვერ შევძელით. სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია. …
რა შეიცვლება ბათუმის ბულვარში ახალი სეზონიდან – ინტერვიუ ირაკლი ჯინჭარაძესთან
„საქმით დავამტკიცებთ, თუ როგორ ვზრუნავთ… ბათუმის ბულვარი იქ არსებული სახაშეებისგან გაიწმინდება“, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ ერთ-ერთ მიმართვას. მთავრობის თავმჯდომარეს არ განუმარტავს, როგორ აპირებს ბულვარის არასასურველი ობიექტებისგან „გაწმენდას“, მაშინ როცა მათ შორის ბევრია ისეთი, რომელთა მეპატრონეს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ვალდებულებები აქვთ გაწერილი. იმისგან გასათავისუფლებლად, რაც ბულვარში …
Continue reading “რა შეიცვლება ბათუმის ბულვარში ახალი სეზონიდან – ინტერვიუ ირაკლი ჯინჭარაძესთან”
აქცია მერიასთან: „არ მოაწეროთ ხელი რივიერაზე ექვსი კოშკის აშენების პროექტს“
დღეს, პირველ მარტს, ბათუმის მერიასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რათა მოუწოდონ ბათუმის მერიასა და საკრებულოს, არ მოაწეროს ხელი ბათუმის რივიერაზე დაგეგმილი პროექტის მშენებლობას. „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმის მერიაში ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] უკვე წარადგინა. კომპანიას ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი თაუერის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. მათგან ყველაზე მაღალი …
Continue reading “აქცია მერიასთან: „არ მოაწეროთ ხელი რივიერაზე ექვსი კოშკის აშენების პროექტს“”
„სილქ როუდ ჯგუფმა“ გრგ მოამზადა – ექვსი კოშკი ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე
„სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმის მერიაში ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] უკვე წარადგინა. კომპანიას ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი თაუერის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის, 42-სართულიანი აპარტოტელი „სილქ თაუერი“ იქნება, რომლის აშენებასაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად გეგმავენ. „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში …
Continue reading “„სილქ როუდ ჯგუფმა“ გრგ მოამზადა – ექვსი კოშკი ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე”
“ისრაელის სახლის” განცხადება ბათუმის ძველი სინაგოგის აღდგენაზე
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ ბათუმის ძველ სინაგოგასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ საქართველო-ისრაელის პირდაპირ კავშირებსა და ისრაელის წარმოდგენაზე (ჰასბარაზე) მუშაობენ. ეს საქმიანობა ქვეყნებს შორის ურთიერთობის 80%-ს მოიცავს და ამიტომ მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა იმ საკითხში, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიზნებს ემსახურება. ამასთან, „ისრაელის სახლი“ ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის …
Continue reading ““ისრაელის სახლის” განცხადება ბათუმის ძველი სინაგოგის აღდგენაზე”
კმდს-ს ხელმძღვანელი ბათუმის ძველი სინაგოგის შესაძლო დანგრევაზე
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, თუკი ვინმეს ექნება სურვილი ბათუმის ძველი სინაგოგა ძველი ფორმით აღდგეს, სააგენტო მათ არქიტექტურულ პროექტს შეუსყიდის. “თუკი საქართველოს ებრაელთა კავშირს ან სხვას ექნება შენობის იგივე ფორმატში რესტავრაციის სურვილი, ჩვენ მზად ვართ, ისევე როგორც სხვა ეკლესიების შემთხვევაში, ვიყიდოთ პროექტი. დაფინანსების არსებობის შემთხვევაში სააგენტო მზადაა გამოაცხადოს ტენდერი რესტავრაციაზე,” – …
Continue reading “კმდს-ს ხელმძღვანელი ბათუმის ძველი სინაგოგის შესაძლო დანგრევაზე”
ბათუმში ისტორიული სინაგოგის ნაცვლად ებრაული ცენტრის აშენებას გეგმავენ
„ამ ადამიანებს უნდათ მე-19 საუკუნის სინაგოგის ადგილას დაიდგას მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც, თურმე, პირველ სართულზე სინაგოგას გახსნიან, მეორე სართულზე – ქაშერული ტიპის სასადილო-რესტორანს, მესამეზე – ებრაული კულტურის ცენტრს და მაღალ სართულებზე იქნება სტუმრის სახლი, ებრაელი რაბინებისთვის. სიტყვა სასტუმროს ხსენებას ერიდებიან, თუმცა ზუსტადაც სასტუმროზეა საუბარი,“ – ბათუმელი აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ბათუმის ძველი სინაგოგის მოსალოდნელ ტრანსფორმაციაზე წერს. „ბათუმელებმა“ …
Continue reading “ბათუმში ისტორიული სინაგოგის ნაცვლად ებრაული ცენტრის აშენებას გეგმავენ”
სპეციალისტები ინგა შამილიშვილს: არ დაუშვათ მოდერნის სტილის ძეგლის დაზიანება
საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ინგა შამილიშვილს მიმართავს თხოვნით, არ დაუშვას ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქ. N12-ში, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე ჩარევა. „ბათუმის ერთ-ერთი საუკეთესო შენობა, ზვიად გამსახურდიას ქ. N12, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და მოდერნის სტილის (იგივე, არტ ნუვო – Art Nouveau) საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. ეს სახლი …
Continue reading “სპეციალისტები ინგა შამილიშვილს: არ დაუშვათ მოდერნის სტილის ძეგლის დაზიანება”
რაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებმა თორნიკე რიჟვაძესთან
დღეს, 26 თებერვალს, საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ. რა საკითხებზე ესაუბრა საინიციატივო ჯგუფის წევრებს თონიკე რიჟვაძე შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა? შეხვედრის შინაარსის შესახებ „ბათუმელები“ საინიციატივო ჯგუფის ორ წევრს ესაუბრა. „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრი, ზეინაბ დიასამიძემ ამბობს, რომ მთავრობის თავმჯდომარემ საინიციატივო ჯგუფის ყველა მოთხოვნას ვერ უპასუხა, თუმცა …
ფესენკოს აგარაკის [ყოფილი ბავშვთა სახლი] სარეაბილიტაციოდ სააგენტო პროექტს შეისყიდის
ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე ე.წ. ფესენკოს აგარაკის [ყოფილი ბავშვთა სახლი] რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია. შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული და დღეს ავარიულ მდგომარეობაშია. მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა. სატენდერო პირობის მიხედვით, კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს „კულტურული მემკვიდრეობის …
ლაშა კომახიძე გადაწყვეტს, ააშენებს თუ არა „პროგრეს სიტი“ ძველ ბათუმში 15 მეტრი სიმაღლის შენობას
ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში შპს „პროგრეს სიტი“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. ეს ტერიტორია ისტორიული ბათუმის საზღვრებშია. ბათუმის მერიას, ჯერჯერობით, მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ზონალური საბჭო თანახმაა „პროგრეს სიტიმ“ აქ არსებული ორი ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე 15 მეტრი სიმაღლის სასტუმრო ააშენოს. ამ პროექტს ეთანხმება ზონალური საბჭოს წევრი და, ამავე დროს, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა …
მერია, კულტურული მემკვიდრეობა და ინვესტორი – რა ხდება თავდადებულის 35-ში
ბათუმის მერია დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 944 809 ლარია. ტერიტორიით, სადაც ეს შენობა დგას, კერძო კომპანიაცაა დაინტერესებული. დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე ორსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობდნენ, ინვესტორს, რომელიც თავდადებულის ქუჩის მხარეს სახლის ფასადს ინარჩუნებდა, ამ ადგილზე …
Continue reading “მერია, კულტურული მემკვიდრეობა და ინვესტორი – რა ხდება თავდადებულის 35-ში”
6 მაღლივი კორპუსის პრეზენტაცია – „სილქ როუდ ჯგუფის“ გეგმები პროტესტის მიუხედავად არ იცვლება
კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ჭაჭის თაუერის გვერდით, ექვს შენობის აშენებას გეგმავს. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი აპარტოტელი „სილქ თაუერი“ იქნება, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებენ. გარდა ამისა კომპანია გეგმავს სასტუმროს, ბინებისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას. ამის შესახებ დღეს, 17 დეკემბერს, პროექტის პრეზენტაციაზე ბათუმში, კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი მარიმ ისაუბრა. პრეზენტაციას „რედისონში“ „სილქ …
როცა დოკუმენტი ამბობს ერთს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კი, ამტკიცებს საპირისპიროს
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ბათუმის მერიის მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ შენობებთან დაკავშირებული დოკუმენტები არასრულია, სწორედ ამ მიზეზით, ერთ წელზე მეტია ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი 24 ობიექტიდან საბჭოს სხდომაზე განსახილველად ერთიც არ გაუტანია. შესაბამისად, მათთვის არც ძეგლის სტატუსი მიუნიჭებიათ. მიენიჭოს შენობას ძეგლის სტატუსი თუ არა – შენობის ღირებულებას ეროვნული სააგენტოს საბჭო აფასებს და …
24-დან არც ერთი – ისტორიული სახლები ბათუმში უკვე ერთი წელია ძეგლის სტატუსს ელიან
თითქმის ერთი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 24 შენობიდან ერთის გაძეგლებაც ვერ შეძლო. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამ შენობების გამოსავლენად ბათუმის მერიამ სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დახარჯა. ვიდრე სააგენტოში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, გასაძეგლებლად წარდგენილი შენობების დასაცავად არავინ არაფერს აკეთებს, მათი რიცხვი თანდათან მცირდება. წარდგენილი შენობებიდან რამდენიმე …
Continue reading “24-დან არც ერთი – ისტორიული სახლები ბათუმში უკვე ერთი წელია ძეგლის სტატუსს ელიან”
დარჩება თუ არა ბათუმს მწვანე ზონა – საკრებულოს მრჩეველთა საბჭო მერიისგან პასუხს ითხოვს
„იქნებ ჩვენც გვინდა, რომ შემოვიდეს შენიშვნები, რატომ ფიქრობთ, რომ ვმალავთ რაღაცას?“ – ამ კითხვით ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირიან მეტრეველმა საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს, კონკრეტულად კი, საბჭოს წევრს, ნინო ინაიშვილს მიმართა. მანამდე ნინო ინაიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ბათუმის მერიამ, საკრებულოსთან ერთად, მწვანე კონცხზე სამშენებლოდ გამიზნულ მიწის ფართობს ისე შეუცვალა ზონის სტატუსი, რომ …
უშაკოვის აგარაკს, ზვარეს ჯამეს და ერთ-ერთ სახლს ბათუმში რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქობულეთის სოფელ ციხისძირში ე.წ. უშაკოვის აგარაკის, ქედის სოფელ ზვარეს ჯამესა და ბათუმში, კ. გამსახურდიას N36-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა, თანხა 82 ათასი ლარია. ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს იმ პროექტების შესაბამისად, რომლებიც სააგენტოს დაკვეთით მომზადდა. პროექტების მიხედვით სამივე ძეგლზე ძირითადად მოეწყობა ახალი სახურავი, ასევე, …
Continue reading “უშაკოვის აგარაკს, ზვარეს ჯამეს და ერთ-ერთ სახლს ბათუმში რეაბილიტაცია ჩაუტარდება”
ნიკოლოზ ანთიძე ვაჟა-ფშაველას #13-სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე: გარდაცვლილი უნდა დაკრძალო
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. ამ ადგილზე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ორსართულიანი სახლი მშენებელმა კომპანიამ უნებართვოდ დაანგრია. საქმეს პროკურატურა იძიებს. რა არგუმენტები ჰქონდა და როგორ დაასაბუთა საბჭომ გადაწყვეტილება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა. როგორ დაასაბუთა საბჭომ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13- სთვის ძეგლის სტატუსის …
ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნეს
ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, ამის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დაადასტურა. „გადაწყვეტილება ეროვნული სააგენტოს საბჭომ მიიღო, ჩვენ პრაქტიკულად არარსებულ ძეგლს მოვუხსენით სტატუსი,“- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ „ბათუმელებთან“. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 2015 წლის ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს საბოლოო დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს …
Continue reading “ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნეს”
ძეგლის მცირე რეაბილიტაცია – 135 ათასი ლარი სააგენტოსგან დაცვის სამსახურის ოფისის რემონტისთვის
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მცირე რეაბილიტაციის პროექტი – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა და რომლის მიხედვითაც ბათუმში, ე.წ. „საბაევის სახლი“ უნდა გაარემონტონ. შენობაში, რომელიც მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთაში მდებარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფისია განთავსებული. „საბაევის სახლის“ ფასადის რეაბილიტაციაში წინა წლებში სააგენტომ 415 200 ლარი გადაიხადა. რაც …
ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის რეკონსტრუქცია იგეგმება
„აჭარის მუზეუმს“ ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 185 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შენობა ბათუმში, თამარის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე, N3-ში მდებარეობს. სამუშაოებს „აჭარის მუზეუმი“ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. პროექტის მიხედვით, იგეგმება არსებული შენობის რემონტი, ასევე გარკვეული დეტალების დამატება. როგორც სატენდერო კომისიაში გვითხრეს, შეივსება თავისუფალი ადგილები, შენობას დაემატება კაფე, სხვადასხვა სათავსო, ლითონის დეკორატიული ორსართულიანი კარკასი, …
Continue reading “ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის რეკონსტრუქცია იგეგმება”
„ბათუმის ორსახოვნება“-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმი ბათუმში
ბათუმში, 30 სექტემბერიდან 6 ოქტომბერის ჩათვლით, „ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმი“ გაიმართება, სახელწოდებით, – „ბათუმის ორსახოვნება – ნეოლიბერალური კაპიტალიზმი და პოსტსაბჭოთა ქალაქის უთანასწორობა“. ფორუმზე მოწვეულნი არიან რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, გერ დოიზინგსი, რომელიც ერთ-ერთი თანაავტორია პროექტისა – „ქალაქის მეთოდოლოგია“ (Engaged Urbanism: Cities and Methodologies) და ოკსანა ზაპოროჟეცი, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი. პროექტის მხარდამჭერია …
Continue reading “„ბათუმის ორსახოვნება“-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმი ბათუმში”
თოჯინების თეატრის შიდა ეზოს მინით გადახურავენ
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის შიდა ეზო გადაიხურება. სამუშაოებისთვის თეატრის ადმინისტრაციას 114 ათას 983 ლარი აქვს გამოყოფილი. სამუშაოებს, რომელიც შიდა ეზოს გადახურვის გარდა შიდა კედლების დამუშავება-შეღებვასაც ითვალისწინებს, თეატრი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შიდა ეზო გამჭვირვალე ნაწრთობი მინით გადაიხურება, რისთვისაც გამოყენებული იქნება ლითონის კონსტრუქციები. დაგეგმილია დაახლოებით 87 კვ/მ ფართობის გადახურვა. ბათუმში, მემედ აბაშიძის …
Continue reading “თოჯინების თეატრის შიდა ეზოს მინით გადახურავენ”
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ძეგლების 3D გრაფიკის შექმნაზე მუშაობს
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ძეგლების 3D გრაფიკის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. სააგენტო პრეზენტაციას „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 3 განზომილებიანი გრაფიკა“ ხვალ, 3 აგვისტოს, 12:00 საათზე, განათლების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გამართავს. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის 3-განზომილებიანი გრაფიკის პირველი ნიმუში. ასევე, წარმოდგენილი და განხილული იქნება მოდელირების პროცესი. სააგენტოს მიერ შეიქმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 3-განზომილებიანი გრაფიკა, …
ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლი ბათუმში დაანგრიეს – ნებართვა მერიამ გასცა
ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში არსებული ორსართულიანი სახლი, რომელიც საქართველოს ეროვნულ სააგენტოში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად იყო წარდგენილი, მთლიანად დანგრეულია – დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. დანგრეულია ასევე მომიჯნავედ მდებარე [ფალიაშვილის #16 ] ერთსართულიანი სახლიც. ტერიტორიას ერთი საერთო ღობე აქვს შემოვლებული, ღობის შიგნით ამწე კრანი დგას, როგორც ჩანს ადგილს ნანგრევებისგან ახალი მშენებლობისთვის ასუფთავებენ. აჭარის …
რის აშენება იგეგმება ახვლედიანის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის ნაცვლად
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩის #13-ში მოქალაქეს ისტორიული ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა სურს. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოქალაქე თეიმურაზ ტაკიძემ მიმართა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ამ სახლის ერთ-ერთი მესაკუთრეა. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სახლის შესაძლო დემონტაჟზე მათ არავინ შეთანხმებია …
Continue reading “რის აშენება იგეგმება ახვლედიანის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის ნაცვლად”
„მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან სამშენებლო ნარჩენები დაყარა – დაწყებულია გამოძიება
გონიოს ციხის მიმდებარედ, არქეოლოგიური დაცვის ზონაში, სამშენებლო ნარჩენები შეიტანეს. კანონდარღვევა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააფიქსირა, რის შემდეგაც პოლიციის გონიოს განყოფილებას მიმართეს და ფოტომასალაც მიაწოდეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლით, არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის …
მარანი, ნაეკლესიარი და ჯამე – სამი ახალი ძეგლი აჭარაში
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აჭარაში სამ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიანიჭა. მათ შორისაა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთში მდებარე ილიას მარანი, როგორც მემორიალური ძეგლი, მარანი შუა საუკუნეებითაა დათარიღებული. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში არსებული ნაეკლესიარი, როგორც არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ასევე შუა საუკუნეებით თარიღდება. და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში 1903 წელს აშენებული ჯამე, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებული შენობა. საერთო …
Continue reading “მარანი, ნაეკლესიარი და ჯამე – სამი ახალი ძეგლი აჭარაში”
ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ
ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე „ამბასადორი ბათუმი“ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. მიმდებარედ არსებული სარესტორნო და გასართობი ბიზნესების მეპატრონეები ამბობენ, რომ კომპანიას მათ ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და მთავრობის მხარდაჭერაც აქვს. მათ შორის, გასართობი ბიზნესის მეპატრონეებს ატრაქციონები კომპანიის სამშენებლო მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გადაატანინეს. ისინი, ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობის …
Continue reading “ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ”
ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას
კომპანია „ამბასადორი ბათუმს“, რომელიც ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს, აჭარის მთავრობამ ბულვარში არსებული კიდევ ერთი შენობა გადასცა სარგებლობაში. ამ შენობაში ბოლოს ე.წ. საშინელებათა ოთახი მოაწყვეს, თუმცა პროექტმა არ გაამართლა და მალევე დაიხურა. ინვესტორმა სარგებლობაში გადაცემული შენობის ფასადი მოაპირკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან [კმდს] შეთანხმების გარეშე. შეთანხმება სავალდებულო იყო, რადგან ნაგებობა ძეგლის ტერიტორიაზე …
Continue reading “ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას “
რვაფეხას მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო
ბათუმის ბულვარში კაფე „ფანტაზიას“ [„რვაფეხას“] მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ფიგურაა მოზაიკით მოპირკეთებული. „რვაფეხაზე“ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება 2019 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. „რვაფეხას“ რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს. კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის …
რკინის კონსტრუქცია ტროტუარზე
ბათუმში, გამსახურდიას #36 -ში, რესტორან „ვაინ თაუნის“ მეპატრონემ ტროტუარის ხარჯზე ღია ტერასა მოაწყო და ის რკინისმოაჯირიანი კონსტრუქციით შემოსაზღვრა. ამ შემთხვევაში ტროტუარის ათვისებაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რადგან აქ მდებარე ორსართულიანი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ბათუმელები“ დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა განთავსებული კონსტრუქციის პარამეტრები პროექტს, რომლის მიხედვითაც ნებართვა გაიცა, რადგან კონსტრუქციის მიღმა მანძილი ვიწროა ფეხით …
გვარას ციხეზე XI საუკუნით დათარიღებული 18 ქვევრი აღმოჩნდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ გვარას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 18 ქვევრი აღმოჩნდა, რომლებიც XI საუკუნით თარიღდება. სპეციალისტები ციხის ტერიტორიაზე უკვე ორი კვირაა მუშაობენ და შესწავლილია ციხის შიდა ტერიტორიის ძირითადი ნაწილი. შეისწავლეს ასევე ციხის გალავანში ჩართული კოშკიც, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმი. ექსპედიციაში სპეციალისტებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. არქეოლოგიური კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა ციხის აგების თარიღიც. …
Continue reading “გვარას ციხეზე XI საუკუნით დათარიღებული 18 ქვევრი აღმოჩნდა”
კმდს ბათუმში 1907 წელს აშენებული სახლის რეაბილიტაციას გეგმავს
შეულესავი წითელი აგურით ნაშენი ორსართულიანი, აივნებიანი სახლი ბათუმში, რომელსაც ფარნავაზ მეფისა და კონსტანტინე გამსახურდიას, ასევე გორგასლის ქუჩის ნაწილი უკავია და კვარტალური განაშენიანება აქვს, მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1907 წელს აუშენებიათ, სახლს ძეგლის სტატუსი აქვს. კომპანია „გეოგრაფიკის“ დახასიათებით, „ამ სახლის ფასადები ორივე ქუჩაზე თანაბარხარისხიანია. მცირე გაბარიტის მიუხედავად, კუთხის მდებარეობის გამო მოცემული შენობა არსებულ გარემოში არქიტექტურულად კარგად იკითხება, …
Continue reading “კმდს ბათუმში 1907 წელს აშენებული სახლის რეაბილიტაციას გეგმავს”
ძველი ბათუმის სადარბაზოები
ძველ ბათუმში არაერთი სახლია, რომელთა სადარბაზოებსაც გულგრილად გვერდს ვერ აუვლით. ზოგ სახლს ფასადის დეკორის სიუხვეზევე ეტყობა, რომ სადარბაზოც ლამაზი ექნება, თუმცა ბევრ ძველ სახლში სადარბაზოები შელესილია და ისტორიის კვალი აღარ იკითხება. ქვემოთ მოცემულ მისამართებზე მოხატულობა და ჩუქურთმები შედარებით კარგადაა შემონახული, თუმცა რესტავრაცია სჭირდება. ეს სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. …