XIX საუკუნის ჩუქურთმები და ფერწერა ბათუმში – მესაკუთრე სახლის რესტავრირების ნებართვას ითხოვს

ბათუმში, ირაკლი აბაშიძის # 3-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე უნებართვო სამუშაოები, რაზეც „ბათუმელები“ წერდა, სააგენტოს მონიტორინგისა და ნებართვების განყოფილებამ შეაჩერა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას სახლის მესაკუთრე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია, სახურავი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და ჟონავს, რაც ოთახებში მოჩუქურთმებულ, უნიკალურ ჭერს აზიანებს, ეზოს მხრიდან კი კედლები დაბზარულია და თანდათან იშლება, ამიტომაც მისი …

ბათუმის მერია ისტორიული სახლების გამოსყიდვაზე

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირველ წარმატებულ მაგალითად დაასახელა, როცა ბათუმის მერიამ მოახერხა მესაკუთრეებთან შეთანხმება მათ საკუთრებაში არსებული ბინების ალტენატიულ ბინებში გაცვლასთან დაკავშირებით. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ამ სახლს დაახლოებით ხუთი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და სახლის შიდა ნაწილი დაიწვა, …

ძველ ბათუმში, ირაკლი აბაშიძის #3-ში ძეგლზე უნებართვო სამუშაოები შეაჩერეს

ძველ ბათუმში, ირაკლი აბაშიძის #3-ში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაახლოებით ერთი საათის წინ სამშენებლო მასალები შეიტანეს. ადგილზე მუშებმა „ბათუმელებს“ ვერ უპასუხეს კითხვაზე, გაცემულია თუ არა მშენებლობის ნებართვა: „მოვა მეპატრონე, ჩვენ არაფერი ვიცით“. შენობა მე-19 საუკუნეშია აშენებული. ეს სახლი იმ კუთხითაცაა გამორჩეული, რომ სადარბაზო შემონახულია იმ სახით, როგორც ის მე-19 საუკუნეში მოუპირკეთებიათ. გაცემულია თუ არა ნებართვა …

მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრი – ცვლილება ბათუმის განაშენიანების წესში

ბათუმის საკრებულო განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილების შეტანის მიზნით შესაბამისი დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს. ამის თაობაზე ხვალ, 15 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე – „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის მოწონების მიზნით. კიდევ ერთი დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც 15 თებერვალს საკრებულომ სხდომაზე უნდა …

ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსები სიმაღლეში გაიზრდება – პატარაძის ოთხი შუამდგომლობა

სამშენებლო კომპანია „ბათმშენი 2007“ ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე, #17/19-ში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტი ცხრა სართულის მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა შესაძლოა ის სიმაღლეში კიდევ გაიზარდოს. პროექტის დადგენილზე მეტად სიმაღლეში გაზრდაზე [კ2 კოეფიციენტი] კომპანიას ბათუმის მერიასთან ზურაბ პატარაძემ უშუამდგომლა. ბათუმის მერისთვის მიწერილ შუამდგომლობის წერილში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წერს, რომ კომპანიამ ამ ადგილზე ახალი სახლის …

კიდევ ერთი ახალი სამშენებლო პროექტი ბათუმში, რომელმაც ქალაქს ტროტუარი წაართვა [ფოტოამბავი]

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წრიულთან,  სამი მაღალსართულიანი სახლის წინ კიდევ ერთ მაღალსართულიან კორპუსს აშენებენ. სამშენებლო ღობის შიგნითაა მოქცეული როგორც ტროტუარი, ასევე სამანქანო გზის ნაწილი.   მშენებარე სახლის წინ, ე.წ. „ვოქსის ცხრიანში“ მცხოვრებნი შიშობენ, რომ ახალი პროექტი მათ ბინებს კიდევ უფრო დააბნელებს. მშენებლობის ნებართვა ბათუმის  ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, 2017 წლის 16 ოქტომბერს გასცა. ამ სახლის დასრულების …

ზურაბ პატარაძემ k2-ის გაზრდაზე უკვე 62 კომპანიას უშუამდგომლა

უფლებამოსილების სამ თვეში, რაც ის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან 11 წერილი მიიღო კონკრეტულ ზონაში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის დასაშვებზე მეტად გაზრდის თხოვნით. k2 -კოეფიციენტის გაზრდა, სამშენებლო ფართობის მაქსიმალურად ათვისების ხარჯზე, მშენებლობის სიმაღლეში ზრდასაც გულისხმობს. ამ მიზეზით ბათუმში ბევრი მრავალბინიანი სახლი აშენდა, ეზოს, პარკინგისა და გამწვანების გარეშე. აჭარის მთავრობიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული …

შეჩერდება თუ არა ნგრევა ძველ ბათუმში – ინტერვიუ ბათუმის მერთან

ბათუმის მერია ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონის დამტკიცებას გეგმავს. დოკუმენტი მერიის დაკვეთით „გეოგრაფიკმა“ 2007 წელს მოამზადა, ხოლო მისი ნაწილი 2017 წელს განაახლა. ლაშა კომახიძესთან შეხვედრაზე დღეს „ბათომმა“ დოკუმენტის თავდაპირველი ვერსიის იმ ორ თავზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც განახლებული ვარიანტიდან ამოღებულია. რა ცვლილებები იგეგმება განაშენიანების კუთხით ბათუმში? – ამ და სხვა საკითხებს ლაშა კომახიძე „ბათუმელებთან“ დამატებით განმარტავს. ბატონო …

ბათუმის მერის იდეა: 10 000 ლარი ძველი ბათუმის ეზოებში კომერციული პროექტებისთვის

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ,  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან შეხვედრისას ახალი იდეის შესახებ განაცხადა.  მერის თქმით, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი ძველ ბათუმში მდებარე ეზოების კომერციულ დატვირთვაზე. კონკურსში გამარჯვებული კი 10 000 ლარით დაფინანსდება. მერმა ასეთ წარმატებულ მაგალითად „დელირია“ დაასახელა, ისტორიული სახლი ძველ ბათუმში, რომლის მეპატრონემაც სახლში კაფე-რესტორანი გახსნა. პროექტის შესახებ სხვა დეტალები ბათუმის მერს არ დაუზუსტებია. …

ბათუმის მერის გეგმა ძველი ბათუმის გადასარჩენად

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მერმა აჭარის მთავრობასთან მუშაობის შედეგად შემუშავებული პროექტი წარმოადგინა ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონაში. კერძოდ: • პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრი; • დახვეწილი არქიტექტურა შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით; • მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მცხოვრებლებისთვის.  როგორც მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში …

ბათუმის ისტორიული სახლები სტატუსის გარეშე – რეკომენდაცია უპასუხოდ

„სახლი გამოირჩევა გემოვნებით გაფორმებული ფასადით, დეკორაციული ელემენტების ზომიერი გამოყენებით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით“ – ეს ამონარიდია ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ბელეტაჟის  დახასიათებიდან. ავტორი კომპანია „გეოგრაფიკია“, რომელმაც 2015 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობების ინვენტარიზაცია ჩაატარა. სამუშაოს ნაწილი იყო ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარსადგენი ობიექტების ნუსხის შედგენაც.  დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, #13-ში მდებარე …

რვასართულიანი სახლი ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად – ახალი პროექტი

ბათუმში, კლდიაშვილის #11-ში, ისტორიული, ერთსართულიანი ბელეტაჟის ნაცვლად შპს „დანი“ რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ერთსართულიანი ისტორიული სახლი მდებარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „დანს“ ჯერ მერიისგან თანხმობა არ აქვს პროექტზე. კომპანიას 2017 წლის ივნისში უარი ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა უთხრა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახლი კომპანიის წარმომადგენელს 2013 წელს გამოუსყიდია, მომავალში ახალ სახლში ნაწილობრივ გარემონტებული …

ნებართვაგაცემული და დაგეგმილი მშენებლობები ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, გორგილაძის ქუჩის 22 და 53 ნომრებს შორის მონაკვეთი, აქ დაგეგმილი ყველა პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სრულიად შეიცვლის სახეს. ამ მონაკვეთში ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლების ნაცვლად რამდენიმე მაღლივი კორპუსის აშენება იგეგმება – ერთი პროექტი მშენებელს უკვე დამტკიცებული აქვს. გორგილაძის #28-ში შპს „გურმშენი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებს. მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის ახალმა მერმა, ლაშა კომახიძემ გასცა. მშენებლობა ძეგლის …

ვინ აძლევს ბათუმს მილიონებს ძეგლების გადასარჩენად – ლაშა კომახიძის განმარტება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, არ ასახელებს ორგანიზაციას, რომელთანაც, მისივე თქმით, მოლაპარაკებები აქვს რამდენიმე მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის დაცვის ზონაში მდებარე ისტორიული სახლების გადასარჩენად. ამ ორგანიზაციაზე მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, სადაც პასუხი გასცა „ბათომს “ ღია წერილზე. „ბათუმელებმა“ ლაშა კომახიძეს კიდევ რამდენიმე საკითხის დაზუსტება სთხოვა. ბატონო ლაშა, მინდა გთხოვოთ …

შოთა გუჯაბიძე: „მერმა გადაწყვიტა, საკონტროლო გასროლით მოვეთავებინეთ“

„რატომ ცდილობთ შექმნათ აგრესიული ფონი?“, „თანამშრომლობისთვის გამოწვდილ ხელს კბენთ და ღრღნით?!“, „მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“, – ეს არის ის ციტატები ფეისბუქზე დაწერილი ვრცელი პოსტიდან, რითაც ბათუმის არჩეულმა მერმა საზოგადოება „ბათომის“ წევრების მიმართ. ამის მიუხედავად ლაშა კომახიძე წერს, რომ „ეს იყოს პროლოგი მომავალი შეხვედრისთვის“. ლაშა კომახიძემ პოსტი კულტურული მემკვიდრეობის დამცველ ორგანიზაციას მას შემდეგ მიუძღვნა, რაც …

ისტორიულ ქალაქს მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ ქმნიან – „ბათომის“ ღია წერილი მერს

ორგანიზაცია „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, ღია წერილით მიმართავს და ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობების, ეგრეთ წოდებული ფონური ნაგებობების, ისტორიული სახლების დემონტაჟის გაცემული ნებართვების გადახედვას და ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცებას სთხოვს.  „ბათუმელები“ ორგანიზაციის ღია წერილს სრულად გთავაზობთ. „ბატონო ლაშა! 2018 წელს, თქვენი მერად არჩევის შემდეგ, ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში  ისტორიული სახლების დემონტაჟი ინტენსიურად …

მშენებელი ბათუმში ისტორიული სახლის დემონტაჟზე თანხმობას ითხოვს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის #65-ში, შპს „აჭარა დეველოპმენტი“ ისტორიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. მშენებლობის მსურველმა კომპანიამ მშენებლობაზე თანხმობის მისაღებად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა. სააგენტოს ეს პროექტი საბჭოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში აქვს შეტანილი. „ბათუმელები“ ისტორიულ სახლში მცხოვრებლებს …

ძეგლის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის აშენებას გეგმავენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის მშენებლობის საკითხი განიხილება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში განაცხადები უკვე შესულია. მათგან ერთს ბათუმის მერიის თანხმობა 2016 წელს აქვს მიღებული. ორივე პროექტს ეწინააღმდეგება სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი. გაითვალისწინებენ თუ არა მის რეკომენდაციას ზონალური საბჭოს წევრები, ეს საბჭოს მომავალ სხდომაზე გამოჩნდება. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #27-ში სამშენებლო კომპანია …

კიდევ ერთხელ ზონალური საბჭოს დათხოვნაზე – ზურაბ პატარაძის „უახლესი პერიოდის გეგმები“

დღეს, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სხვა საკითხებთან ერთად ზურაბ პატარაძე შეეხო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს დათხოვნის შესახებ მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას: „თქვენ იცით, რომ დედაქალაქში საერთოდ გაუქმდა ზონალური საბჭო.  გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ექსპერტებთან. თუ ეს საბჭო გააგრძელებს მუშაობას ამ ფორმით, ჩვენ მზად ვართ მასში …

ზონალური საბჭოს წევრები ასათიანის #8-ში ისტორიული სახლის შესაძლო დემონტაჟზე

ბათუმში, ლუკა ასათიანის #8-ში, ისტორიული სახლის ნაცვლად ახალი რვასართულიანი სახლის აშენების წინადადებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ერთხელ უკვე თქვა უარი – სიმაღლის გამო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ საბჭოს ახალ, „მოსაწონ პროექტს“ წარუდგენენ, ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეიძლება დაანგრიონ?  საბჭო მხოლოდ ახალი პროექტის გაბარიტებზე იმსჯელებს, თუ საკითხს ისტორიული შენობის გადარჩენის ჭრილში განიხილავს? …

კიდევ ერთ ისტორიულ სახლს ბათუმში დანგრევა ემუქრება

ბათუმში, ლუკა ასათიანის #8-ში, ერთსართულიანი, აგურით ნაშენი ისტორიული სახლის ბედი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჯერ არ გადაუწყვეტიათ. სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ამ სახლის დემონტაჟის სანაცვლოდ ახალი, რვასართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის შესახებ წინადადება ერთხელ უკვე განიხილა და უარი თქვა. უარის თქმის მოტივად ზონალური საბჭოს სხდომაზე ახალი პროექტის სიმაღლე დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლის დანგრევის შესაძლებობა განიხილება. საბჭოს …

მოქალაქე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან სახლს იშენებს

ბათუმში, გამსახურდიასა და გორგასლის ქუჩების კვეთაში [ #35 ] – სომხურ-კათოლიკურ ეკლესიასთან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მოქალაქე ნანული დოლიძე საცხოვრებელ სახლს იშენებს. ადგილზე მშენებლებმა წარმოგვიდგინეს ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებართვა გაცემულია საზოგადოებრივი ობიექტის რეკონსტრუქციაზე 2017 წლის 26 ნოემბერს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც ახლა მშენებლობა …

„ბათომის“ თავმჯდომარე კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს – „პასუხისგებაში ხართ მისაცემი“

„…რატომ გაიგულავა ყველამ ამ ქალაქზე? – არ შეიძლება ასეთი მიდგომა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ საბჭოს ფუნქციაც სწორედ ეს იყო, რომ ეს დაგეცვათ. მოგეთხოვებათ პასუხი სულ ყველას სათითაოდ, ვინც კი ამ საბჭოს წევრია და ეს განსაკუთრებით ეხება მერიის სამსახურებს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი უმრავლესობით… ბოლოს და ბოლოს გაიაზრონ და შეცვალონ პოლიტიკა ქალაქის მიმართ“, – …

ძველ ბათუმში ორსართულიანი სახლის ოთხსართულიანად გადაკეთება სურთ

ძველ ბათუმში, ჟორდანიას #9-ში მოქალაქე ორსართულიანი ისტორიული სახლის რეკონსტრუქციას და კიდევ ორი სართულის დამატებას გეგმავს. გარდა იმისა, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, მასზე შემორჩენილია ძველი მასკარონები [ ქვაზე გამოსახული ადამიანების სახეები], ქუჩას კი შენარჩუნებული აქვს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი სიმწყობრე. სახლის რეკონსტრუქციას მოქალაქე ხასან გორგაძე აპირებს. მან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს უკვე მიმართა, საბჭომ …

აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ძველ ბათუმზე: „ საჭიროა მეტი სასტუმროები, სახლების ნაცვლად“

ბათუმში, გენერალ მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ორი ისტორიული სახლის დანგრევის ხარჯზე შპს „პროგრეს სიტი“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს უკვე შეათანხმა. პროექტს მხარი დაუჭირა საბჭოში აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა კახა შაშიკაძემაც. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა მოტივით დაუჭირა მხარი მთავრობის წარმომადგენლმა ძველ ბათუმში ორი ისტორიული სახლის დემონტაჟს, მაშინ, როცა მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 40%-იანი ფასდაკლებით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და პირობით ყიდის.  სამინისტრომ აუქციონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაყიდვაზე მეხუთედ გამოაცხადა. ბოლო მცდელობისას სამინისტრო ძეგლს 15 მილიონ ლარად და პირობით ყიდდა, ამჯერად კი ძეგლის საწყისი ფასი 9 მილიონი ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, იყიდება ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე #25-სა და გამსახურდიას #12-ში მდებარე 2380, …

მოქალაქე: ციხისძირში ისტორიულ სახლებს ანადგურებენ

ციხისძირში, ზღვასთან ახლოს, სასტუმრო „კასტელო მარისთან“ ახლოს მდებარე ისტორიული აგარაკები ნადგურდება. 6 აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2016 წელს მიანიჭა ძეგლის სტატუსი. სტატუსის მინიჭების შემდეგ აგარაკების მდგომარეობა არ შეცვლილა. პირიქით, ადგილობრივები ამბობენ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ აგარაკებს მიზანმიმართულად ანადგურებენ. „არ ვიცი, ვინ ანადგურებს, მაგრამ ამ სახლს ფანჯარა ჰქონდა და მოხსნეს, მალე ალბათ სახურავსაც გადახსნიან. …

ნგრევა ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე #61-ში , სადაც რესტორანი „ბრემენი“ ფუნქციონირებდა, მესაკუთრე ეთერ ქილიფთარი ძველი შენობის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალფუნქციური შენობის აშენებას გეგმავს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც  მშენებელმა ახალი პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტოს შეათანხმა. საბჭოს შვიდი წევრიდან, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ექვსმა თანხმობა განაცხადა, რაც იმას ნიშნავს  რომ საკითხი …

ხალას მეჩეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მეჩეთის რეაბილიტაცია იგეგმება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ავარიულ მდგომარეობაშია. ხალას მეჩეთის სარემონტო სამუშაოებს სააგენტო ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 28 ათასი ლარია გათვალისწინებული. ძეგლზე ჩატარდება შემდეგი სამუშაოები: არსებული სახურავის დემონტაჟი; ლამინირებული პარკეტის ფილის მოწყობა იატაკებზე; შეკიდული ჭერის მოწყობა მუყაოთაბაშირის ფილებით ლითონის კარკასზე; ლითონის კარების მოწყობა და შეღებვა; ხის …

დაგეგმილი მშენებლობა ბათუმში, “სოკოს სახლის” გვერდით [ფოტო]

ბათუმში ე.წ. „სოკოს“ სახლის გვერდით, მაზნიაშვილის #34-ში კომპანია „მარდი ჰაუსი“ საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის ხარჯზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. მშენებელმა პროექტი შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა. ე.წ „სოკოს“ სახლში ახლა ცვილის ფიგურების მუზეუმია, რომელიც უკვე ხუთ წელზე მეტია დაკეტილია. შენობა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კანონმდებლობა ძეგლიდან  150 მეტრის რადიუსში კრძალავს ისეთ მშენებლობას, რომელიც ძეგლს …

ისტორიულ სახლს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #31-ში, დანგრევა ემუქრება

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #31-ში, ინვესტორი მრავალბიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ბათუმური ბელეტაჟია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლების დამცველები მიიჩნევენ, რომ ის თავისი არქიტექტურითა და მნიშვნელობით ძეგლის სტატუსს იმსახურებს. სახლი ძეგლის დაცვის ზონაშია, სწორედ ამიტომ ინვესტორმა პროექტის შეთანხმების მიზნით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიმართა. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე  ძეგლის სტატუსის მატარებელი რამდენიმე …

ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისთვის ემზადება

ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებში 20 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამის მომსახურებაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს „ბათუმის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საკმარისი მონაცემების შეგროვება და მერიისთვის მიწოდება ქალაქის ისტორიული ნაწილის შეუსაბამო ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული ინტერვენციებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად“. ტენდერში გამარჯვებულს ევალება: [checklist] ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების …

კედელი აივნის წინ – ბათუმის არქიტექტურა დღეს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ახალი სახლის აივნები მეორე მაღლივი სახლის კედელს ესაზღვრება. ამ ბინაში მცხოვრები კი აივნიდან ხედის ან ეზოს ნაცვლად  ყრუ კედელს დაინახავს. ახალი სახლის აივნებზე დამონტაჟებული გამჭვირვალე კარიდან კი არათუ მზის სხივი, დღის სინათლეც კი ვერ შეაღწევს. დააკვირდით ფოტოს: ამ ფოტოზე ჩანს, რომ ორ კედელს შუა ღია აივნები და ფანჯრები მოექცა. ნაცრისფერ სახლში …

იკომოს საქართველოს დასკვნა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში დაგეგმილ მშენებლობაზე

შეაჩერებს თუ არა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში მშენებლობას სასამართლო საქმის განხილვის დასრულებამდე, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. კომპანია „დარ ბილდინგს“ ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს. ორგანიზაცია „ბათომში“ კი მიიჩნევენ, რომ ბარათაშვილის 24-ში შვიდსართულიანი სახლის მშენებლობა ამ ქუჩის ისტორიულ განაშენიანებას დაარღვევს. „ბათომმა“ ამასთან დაკავშირებით სასამართლოს  „იკომოს საქართველოს“ გენერალური მდივნის, ხელოვნებათმცოდნე ნატო ცინცაბაძის  დასკვნა წარუდგინა. დასკვნას უცვლელად გთავაზობთ: …

„ბათომი“ მერიის წინააღმდეგ- საქმის განხილვა გადაიდო

ორგანიზაცია „ბათომი“  ბათუმის მერიის მიერ გამოცემულ იმ სანებართვო აქტებს ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც კომპანია „დარ ბილდინგმა“ ბათუმში ბარათშვილის 24-ში ისტორიული შენობა დაანგრია. ორგანიზაციამ სასამართლოს ჯერ კიდევ მანამდე მიმართა, ვიდრე კომპანია შენობის დემონტაჟს განახორციელებდა. დღეს დანიშნულ საქმის განხილვაზე სასამართლო დარბაზში კომპანიის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რაც მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ საქმის განხილვის შესაძლო გადადების საფუძვლად მიიჩნია: „ ვინაიდან ძირითადი …

„დარ ბილდინგმა“ ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის ნებართვა მიიღო

კომპანია „დარ ბილდინგმა“  ბათუმში,  ბარათაშვილის 24-26-ში მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღო. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. კომპანიამ 2017 წლის თებერვალში ბარათაშვილის #24-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა დაანგრია. შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს და მასზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ განიხილა, საბოლოოდ კი უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო, მაგრამ …

Exit mobile version