ბათუმის ისტორიული განაშენიანების საზღვრებში ეზოებში კომერციული პროექტების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ბათუმის მერია შესაბამის კვლევას ჩაატარებს და პარალელურად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს. პირველ ეტაპზე 10 ეზოს პროექტი მომზადდება. მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 20 ათასი ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხუთ ეტაპად უნდა განახორციელოს: პირველი ეტაპი დაეთმობა …
Continue reading “მერია მცირე ბიზნესის კუთხით ძველი ბათუმის ეზოების პოტენციალის შესწავლას იწყებს”