ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ხანძრის გაჩენამდე 20 წუთით ადრე დატოვეს საცხოვრებელი, შესაბამისად ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო -სამაშველო სამსახური, თუმცა სახლის ერთი სართული ხის იყო და შენობა სწრაფად დაიწვა. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა ოთხწევრიანი ოჯახი. მათ შორის არის ჩვილიც. „ბათუმელებს“ სოფელში უთხრეს, რომ ხელვაჩაურის მერიამ …
Continue reading “ხელვაჩაურის სოფელ ქედქედში ოთხსულიანი ოჯახის სახლი დაიწვა”