ბათუმის მერიას, დღევანდელი მონაცემებით, 87 მილიონი ევრო საგარეო ვალი აქვს. ეს არის იმ სესხის დარჩენილი ნაწილი, რომლითაც ბათუმში 2008 წლიდან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა. 2017 წელს ბათუმის საგარეო ვალი 101 მილიონამდე ევრო იყო. ეს ვალი ქალაქის ბიუჯეტიდან 2045 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა დაიფაროს. სესხის მომსახურების თანხას, ანუ ვალს, მერია ნაწილობრივ ყოველწლიურად იხდიდა, თუმცა, პანდემიის გამო, …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა აჭარაში – 16 იანვარი
აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 84 ახალი ფაქტი გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 127 პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, სულ გამოჯანმრთელდა 33 404 პაციენტი. ამ დროისთვის კლინიკა დატოვა 33-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვაზეა) – 8 პაციენტი. აჭარაში კლინიკაში მკურნალობს – 310 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში …
Continue reading “კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა აჭარაში – 16 იანვარი”
ბათუმში წელს 80 ოჯახს გადასცემენ ბინას „იაფ სახლში“
ბათუმის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის მიხედვით, 2021 წელს ქალაქის მერიამ საცხოვრებელი ბინა 80 ოჯახს უნდა გადასცეს. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოჯახებს/ბენეფიციარებს ხელმისაწვდომი საცხოვრისის [იაფი სახლის] პროგრამის ფარგლებში შეარჩევენ. მერიაში ამ პროგრამის ფარგლებში ბინის მსურველთა 245 განაცხადია შესული. 2021 წელს, „ბენეფიციართათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მიზნით განხორციელდება აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა – ოჯახებში ვიზიტი და ინტერვიუს წარმოება-ანკეტის …
Continue reading “ბათუმში წელს 80 ოჯახს გადასცემენ ბინას „იაფ სახლში“”
საქართველოში დეკემბერში უცხოეთიდან 199.7 მილიონი დოლარი ჩამოირიცხა – სები
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში უცხოეთიდან 199.7 მლნ აშშ დოლარი [(656.2 მლნ ლარი] ჩამოირიცხა, რაც 15.9%-ით [27.4 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სების მონაცემებით დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 82.67 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა, 117.01 აშშ დოლარი კი სხვა ქვეყნებიდან: საქართველოდან კი, 2020 წლის დეკემბერში, საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ …
Continue reading “საქართველოში დეკემბერში უცხოეთიდან 199.7 მილიონი დოლარი ჩამოირიცხა – სები”
ბათუმში შაბათ-კვირას უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ორშაბათიდან კი – თოვლ-ჭყაპი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შაბათს, დღის მეორე ნახევრიდან და კვირას, ბათუმსა და აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ორშაბათიდან სანაპირო ზოლში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, მთაში – თოვა. 15 იანვრის 21 საათიდან 16 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა. მთაში თოვა. დღის მეორე ნახევრიდან …
Continue reading “ბათუმში შაბათ-კვირას უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ორშაბათიდან კი – თოვლ-ჭყაპი”
აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 15 იანვარი
აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, 2021 წლის 15 იანვრამდე, აჭარაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის – 33 277. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში – 323; აჭარის კოვიდ-სასტუმროშია 315 …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 15 იანვარი”
კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – 15 იანვარი
საქართველოში, 15 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 26 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 245 789-ს. …
Continue reading “კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – 15 იანვარი”
დენის ფასი ივლისიდან კიდევ გაიზრდება? – რამდენს დაფარავს სახელმწიფო
მიმდინარე წლის ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ მოსახლეობას დენს უშუალოდ აღარ მიაწვდიან. დენის [უნივერსალური] მიმწოდებლები იქნებიან ახალი კომპანიები, რომლებისთვისაც ტარიფებს სემეკი ხელახლა დაადგენს. დიდი ალბათობით, უნივერსალური მიმწოდებლები ისევ ამ კომპანიების შვილობილი კომპანიები იქნებიან. სემეკში ამბობენ, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ გააძვირებს, „თუმცა, გააჩნია რა მდგომარეობა იქნება“. როგორ მოხდება დენის საფასურის სუბსიდირება 2021 წელს მოსახლეობისთვის მოსახლეობას, ანუ …
Continue reading “დენის ფასი ივლისიდან კიდევ გაიზრდება? – რამდენს დაფარავს სახელმწიფო”
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვრის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, აჭარისა და მცხეთის რეგიონებში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინეს. დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 6 პირი, რომელთა შორის 2 დაკავებულია. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა …
Continue reading “უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი – საგამოძიებო”
ბათუმის შემოსასვლელში ხიდის რემონტის გამო ტრანსპორტი დროებით ნაგებობაზე იმოძრავებს
ბათუმში, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის რეაბილიტაციის გამო, მდინარეზე დროებითი გადასასვლელი მოეწყობა. აღნიშნული მონაკვეთი [თამარ მეფის გამზირი] ფაქტობრივად ბათუმში შემოსასვლელი ერთადერთი გზაა და აქ ინტენსიური მოძრაობაა, მათ შორის სატრანზიტო. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია არსებული ხიდის დემონტაჟი [ბურჯების გარდა] და ახლი ხიდის აშენება. სამუშაოების მიმდინარეობისას კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ნაგებობაზე გადაერთვება. სამუშაოები ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე …
რომელ ბიზნესს გადაუხდის დენის ფასს სახელმწიფო ნაწილობრივ – რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 12 იანვრის დადგენილებით, „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები“ დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, სახელმწიფო, 2021 წლის განმავლობაში, თითოეულ თვეში [ლიცენზიატის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში] მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს იმ მეწარმე …
Continue reading “რომელ ბიზნესს გადაუხდის დენის ფასს სახელმწიფო ნაწილობრივ – რეგისტრაცია დაიწყო”
წვიმა და თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო; მთაში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი …
Continue reading “წვიმა და თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში”
აჭარაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 13 იანვარი
13 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 352 პაციენტი, მათ შორის მძიმე პაციენტია – 68; ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პირი. კოვიდ სასტუმროშია 314 პაციენტი, ონლაინ კლინიკაში – 636. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 13 იანვარი”
1 618 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – კორონავირუსი საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 13 იანვრის მდგომარეობით, ანალოგიურ პერიოდში გარდაიცვალა 26 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 403 პირი. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან …
Continue reading “1 618 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – კორონავირუსი საქართველოში”
ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემა 10 იანვარს დაიწყება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. „კუთვნილი პროდუქტის ერთი თვის მარაგს მუნიციპალური სასადილოს ძირითადი და დამატებითი სიის ყველა ბენეფიციარი მიიღებს“ – აცხადებს მერია. 2020 წლის ბოლოს ბათუმის მუნიციპალიტეტების სასადილოებს 6000-მდე ბენეფიციარი ჰყავდა, ხოლო დამატებით სიაში 500-მდე პირი. კანონის თანახმად, უფასო სასადილოთი სარგებლობენ ის სოციალურად …
Continue reading “ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემა 10 იანვარს დაიწყება “
გადაამოწმეთ ხართ თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სიაში
შემოსავლების სამსახურმა განაახლა პროგრამა, რომლითაც მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში. ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა სიაში, ამის გადასამოწმებლად გადადით ბმულზე „დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ …
Continue reading “გადაამოწმეთ ხართ თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სიაში”
ქობულეთის სათბურებს აჭარის მთავრობა ამჯერად 47 ათასით ნაკლებ ფასად ასხვისებს – აუქციონი
ქობულეთში მდებარე სასათბურე მეურნეობას აჭარის მთავრობა ამჯერად, წინა აუქციონთან შედარებით, 47 ათას 60 ლარით ნაკლებ ფასად ასხვისებს იჯარით. წინა აუქციონი, სადაც საწყისი წლიური საიჯარო თანხა 235 300 ლარი იყო, არ შედგა. მიმდინარე აუქციონზე კი, წლიური საწყისი საიჯარო თანხა 188 240 ლარია. ბიჯი 3 530 ლარი. მიმდინარე აუქციონზეც სასათბურე მეურნეობა 25 წლით გაიცემა სარგებლობაში, ოღონდ ამჯერად …
200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების წარდგენა დაიწყო – ბოლო ვადა 20 იანვარია
200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. 2020 წლის დეკემბრის თვის კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 20 იანვარის ჩათვლით. იმ დასაქმებულის შესახებ მონაცემებს, რომელსაც ეკუთვნის კომპენსაცია – 200 ლარი, შემოსავლების სამსახურს აწვდის დამსაქმებელი. ანუ, განაცხადს ელექტრონულად ავსებს დამსაქმებელი[კომპანია/ორგანოიზაცია] და არა კომპენსაციის მიმღები პირი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის …
სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, ნავმისადგომი – რას ცვლის გრიგოლეთში ახალი კონცეფცია
ახალი კონცეფცია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა, ურეკიდან ფოთამდე მონაკვეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, წარმოდგენილია გრიგოლეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო საავტომობილო გზის მონაკვეთის პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტი: ა) სატრანზიტო მოძრაობა გრიგოლეთის მონაკვეთში აიკრძალება და ავტომომობილები ბათუმიდან ფოთამდე [და პირიქით] ლანჩხუთი-სამტრედია-სენაკის გავლით ივლის, არსებული გზა კი [გრიგოლეთი-მალთაყვის მონაკვეთი] მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადავა; ბ) გრიგოლეთში …
Continue reading “სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, ნავმისადგომი – რას ცვლის გრიგოლეთში ახალი კონცეფცია”
ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 11 მილიონი დაიხარჯება
ბათუმის მერიას ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, რისთვისაც ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში 4 359 741 ლარია გათვალისწინებული. ამ ქუჩაზე, ავტომანქანების სავალ ნაწილზე, წლების წინ რკინა-ბეტონის ფილები დააგეს, რომლებიც კარგა ხანია ამორტიზებულია. ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, შარტავას წრიულიდან [რეფერალური საავადმყოფოდან] ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები მრავალწლიანი …
Continue reading “ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 11 მილიონი დაიხარჯება”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში, ასევე მაღალმთიანეთში კვლავ ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო დღეები იქნება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში კი: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
დეკრეტულის ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა, რომლითაც ბავშვის მამაც ისარგებლებს
2021 წლის იანვრიდან „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების“ ახალი წესი ამოქმედდა. ამ წესის მიხედვით, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. „ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით“, – …
Continue reading “დეკრეტულის ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა, რომლითაც ბავშვის მამაც ისარგებლებს”
დააკავეს კიდევ 1 პირი, რომელიც ნაქირავებ მანქანებს შლიდა და ნაწილებად ყიდდა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული ვ.მ., ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებულმა გ.რ.-მ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი ბრალდებულ ვ.მ.-ს …
Continue reading “დააკავეს კიდევ 1 პირი, რომელიც ნაქირავებ მანქანებს შლიდა და ნაწილებად ყიდდა – შსს”
ბათუმის სტადიონისთვის ხელოვნური მზის შესაძენად 1,6 მილიონი დაიხარჯება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების [ხელოვნური მზე] შესყიდვაზე, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 640 000 ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებულმა კი კონსტრუქციების მიწოდება-მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა უზრუნველყოს. ტენდერის …
Continue reading “ბათუმის სტადიონისთვის ხელოვნური მზის შესაძენად 1,6 მილიონი დაიხარჯება”
აჭარაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 7 იანვარი
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი კიდევ 118 პირს დაუდასტურდა. 7 იანვრის დილიდ მონაცემებით საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში – 353. რეგიონის კლინიკებში 87 მძიმე პაციენტია. ამ დროისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 13 პაციენტი. 455 პაციენტი აჭარაში იმყოფება კოვიდ-სასტუმროში. ამ ეტაპზე აჭარაში 2 052 …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 7 იანვარი”
საქართველოში კოვიდით 28 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 612 ახალი შემთხვევა
7 იანვრის დილის მონაცემებით საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 28 პაციენტი. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 223 695-მდე. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში მძიმე პაციენტია 856 პირი, …
Continue reading “საქართველოში კოვიდით 28 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 612 ახალი შემთხვევა”
დღეს საღამოს 9 საათიდან გადაადგილება აკრძალულია – რა შეზღუდვები გაუქმდება 16 იანვრიდან
დღეს, 7 იანვრიდან, კვლავ ამოქმედდება გადაადგილების შეზღუდვა – საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. ამ პერიოდში გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით. ეს შეზღუდვა გაუქმებული იყო 6 იანვრის ღამით. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა …
რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე
„რა მნიშვნელობა აქვს ბათუმის მერიისთვის ცხოველთა ლეში ბათუმიდან მანქანით ოზურგეთის გავლით გაივლის თუ სხვა გზით, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – წერს ინდმეწარმე გელა ნაცვლიშვილი დავების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში. გელა ნაცვლიშვილი ბათუმის მერიას ქუჩის ცხოველების მოვლაზე გამოცხადებული ტენდერის გამო უჩივის დავების საბჭოში. სატენდერო თანხა 351 680 ლარია. „ჩვენ სრულყოფილად წარვადგინეთ ის დოკუმენტაცია, რაც იქნა მოთხოვნილი და სრულად …
Continue reading “რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე”
როდის დაგერიცხებათ კომპენსაცია – 200 ლარი
იანვრის თვიდან გაგრძელდება კომპენსაციების – 200 ლარის გაცემა დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში. კომპენსაცია ეკუთვნის იმ დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური/შვებულებაშია და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ვერ აიღებს ხელფასს 2021 წლის იანვარში ან თებერვალში. „ბათუმელებს“ შემოსავლების …
Continue reading “როდის დაგერიცხებათ კომპენსაცია – 200 ლარი”
რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების [მე-4 ფაზის] ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 999 996 ლარით აქვს გამოცხადებული. მერიის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების დაერთების დასრულების შემდეგ დაიწყება. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 31 იანვარს დაიწყება და ამავე წლის 5 თებერვალს დასრულდება. აღდგენითი სამუშაოები ტენდერში …
Continue reading “რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში – პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 იანვრის 21 საათიდან 7 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში შენარჩუნდება ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში კი: დღისით: 8 – 13 გრადუსი, ღამით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში – პროგნოზი”
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც 10 წელი ძებნილი იყო – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი პირი – 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. „გ.მ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის [ქურდობა] ჩადენისთვის წარედგინა. ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, …
Continue reading “პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც 10 წელი ძებნილი იყო – შსს”
შსს-მ ქვეყნიდან უცხოელების გაძევების პროცესი ისევ შეაჩერა
ისევ გადაიდო კანონის იმ მუხლის ამოქმედება, რომელიც საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებას არეგულირებს. კანონის ეს მუხლი 2021 წლის პირველი იანვრამდე, პანდემიის გამო იყო შეჩერებული. კანონის ამ მუხლის მიხედვით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო… უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის უცხოელის …
Continue reading “შსს-მ ქვეყნიდან უცხოელების გაძევების პროცესი ისევ შეაჩერა”
18 იანვრიდან აღდგება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა. შესაბამისად, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას ორშაბათიდან, 18 იანვრიდან განაახლებენ. თუმცა ჯერ უცნობია, რომელ საათამდე იმოძრავებს ტრანსპორტი საღამოს, ვინაიდან საღამოს 9 საათიდან [დილის 5 საათამდე] გადაადგილება აკრძალულია. ბათუმის ავტოტრანსპორტში „ბათუმელებს“ …
Continue reading “18 იანვრიდან აღდგება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა”
ვინ მიიღებს იანვარში 200-ლარიან კომპენსაციას – მთავრობის განმარტება
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, იანვრის თვიდან გაგრძელდება კომპენსაციების – 200 ლარის გაცემა დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში. 200 ლარს მიიღებს ის დაქირავებული, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ან თუ ვერ აიღებს ხელფასს 2021 …
Continue reading “ვინ მიიღებს იანვარში 200-ლარიან კომპენსაციას – მთავრობის განმარტება”
ვინ მიიღებს 2021 წელს სასურსათო კალათას აჭარაში – პროდუქტებზე 1 მილიონი დაიხარჯება
აჭარის 2021 წლის ბიუჯეტში 1 მილიონი ლარია გამოყოფილი პროგრამისთვის, რომელიც რეგიონში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება პროდუქტების გაცემა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ხელშეწყობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას საკვები პროდუქტების [სასურსათო კალათა] მიწოდების სახით“. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის მუნიციპალიტეტების მერიებიდან მიიღებს მონაცემებს …