საგანგებო სამსახური: 14 ივლისს ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი და შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ ბანაობა აკრძალულია. „შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი …

მოქალაქე: თუ შესაბამის კომპენსაციას არ მოგვცემენ ქონებას არ დავთმობთ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრებ ნაკაშიძეების ოჯახთან, მათი საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის ნებაყოფლობით დათმობაზე, ამ დრომდე ვერ შეთანხმდა. სახლი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო აღებაშია. მესაკუთრეები აცხადებენ, რომ დეპარტამენტი ქონების სანაცვლოდ მათ არარეალურ ფასს სთავაზობს. ახალი გზის მშენებლობა დაწყებულია და ნაკაშიძეების სამეზობლოში რამდენიმე სახლი უკვე დაანგრიეს. „ჩვენი სამსართულიანი სახლი არაობიექტურად შეაფასეს. აქ …

მერია მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვაზე განცხადებებს მიიღებს

ბათუმის მერიაში ქალაქში არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად საკონკურსო კომისია უკვე შექმნილია. მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში, 2018 წლის 30 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია. …

სპეციფიკური სუნი ადლიაში – „ბათუმის წყალი“ გამწმენდ ნაგებობაზე ბიოგაზის დაჭერას გეგმავს

ბათუმში, ადლიის დასახლებაში მოქალაქეები ხშირად უჩივიან სფეციფიკურ, უსიამოვნო სუნს. გარდა იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე ბათუმის ნაგავსაყრელია განთავსებული, ბოლო 6 წელია აქ ქალაქის საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობაც ფუნქციონირებს. უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზად ამ დრომდე მხოლოდ ნაგავსაყრელი სახელდებოდა, „ბათუმის წყალმა“ კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე არის გოგირდ-წყალბადის სუნი და აპირებს მის გაუნებელყოფას. …

სად იქნება შესაძლებელი ბუნგალოს მოწყობა კვარიათისა და გონიოს პლაჟებზე

ბათუმის მერიამ კვარიათისა და გონიოს პლაჟები 41 სექტორად დაყო, რომელთაგან ზოგ სექტორში დასაშვები იქნება ბუნგალოსა თუ სხვა დროებითი ნაგებობის განთავსება, ზოგ სექტორში კი – არა. ამ სექტორებს მერია მომავალში შესაბამისი პირობებით იჯარით გასცემს. „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიიდან გამოითხოვა რუკები, რომლებზეც ეს სექტორებია დატანილი. ყოველი სექტორის სიგრძე განსაზღვრულია 100 მეტრით ზღვის ნაპირის გასწვრივ. ამასთან, ზოგ სექტორში დასაშვებია …

მაჭახელა, მომავალი ეთნოსოფელი – ნახევარი მილიონი ლარი ხეობის განვითარების კონცეფციისთვის

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის განვითარების გეგმა-კონცეფცია უნდა შემუშავდეს, რისთვისაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 423 700 ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის განვითარების ძირითადი მიზნებია: ბუნებრივი გარემოს დაცვა; ადგილობრივი კულტურული გარემოს მიზანმიმართული განვითარება/ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა. მაჭახელას ხეობის განვითარების გეგმას სამინისტრო კონკურსის წესით შეისყიდის. „კონკურსზე წარმოდგენილი ტექნიკური წინადადება შეფასდება იმის მიხედვით, თუ …

გახსენი უნებართვოდ ბუნგალო და იმუშავე გადასახადის გარეშე – გონიო-კვარიათის პლაჟი

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გონიო-კვარიათის პლაჟზე უნებართვოდ დადგამთ ბუნგალოს ან კაფე-ბარს და აამუშავებთ? – როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, თუ არ გაგიმართლათ, შესაძლოა მოვიდნენ ბათუმის მერიიდან, გაგაფრთხილონ ან/და შემდეგ დაგაჯარიმონ. მიუხედავად ამისა, მუშაობას მაინც გააგრძელებთ. აღმოჩნდა, რომ ყველა ბუნგალო და კაფე, რომლებიც დღეს გონიო-კვარიათის პლაჟზეა განთავსებული, ფაქტობრივად, უკანონოა. თვითნებურად აშენებული ბუნგალოს მფლობელს კი იქამდე შეუძლია საქმიანობის …

კურორტ გოდერძიზე კვადროციკლის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კურორტ გოდერძიზე 10 ივლისს, საღამოს, უბედური შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირი დაშავდა. მთის კურორტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანიის თანამშრომელი იყო, ის კურორტის საბაგიროზე მუშაობდა. „რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის არის ცნობილი, ისაა, რომ ჩვენი ორი თანამშრომელი, რომლებსაც დასრულებული ჰქონდათ სამსახურეობრივი მოვალეობა, კვადროციკლით მოდიოდნენ ჭანჭახის მთიდან, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ეს ფატალური შედეგი …

კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2018 წლის ხუთ თვეში 362 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დღეს 16 ლიცენზირებული კომერციული ბანკი ფუნქციონირებს. საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2018 წლის პირველ ხუთ თვეში 362 მილიონ 467 ათასი ლარი შეადგინა, რაც 10 მილიონ 422 ათასი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რომელიმე კომერციული ბანკის ოფიციალური თხოვნა ლიცენზიის გაუქმებაზე სებ-ში შესული არ არის. …

„ველმონდის“ წარმომადგენელი: სასტუმრო მუშაობის შეჩერებას არ აპირებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ [ყოფილი „ლეო გრანდი“] შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს. სამსახურის ინფორმაციით, შენობაში სახანძრო უსაფრთხოება კვლავ არ არის დაცული. ამის შესახებ „ბათუმელებისთვის“ დღეს გახდა ცნობილი. „ველმონდის“ წარმომადგენლმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მუშაობის შეჩერებას სასტუმრო არ აპირებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. სასტუმრო „ველმონდის“ წარმომადგენლის, კახაბერ წერეთლის ინფორმაციით, „აღნიშნულ …

საგანგებო: სასტუმრო „ველმონდის“ [ყოფილი „ლეო გრანდი“] შენობის ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ [ყოფილი „ლეო გრანდი“] შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს, რისთვისაც მათ სასამართლოს უკვე მიმართეს. „ველმონდის“ წარმომადგენლის განცხადებით კი, სამსახურის მოთხოვნა მათთვის მოულოდნელი იყო და მას გაასაჩივრებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებას, რომელიც სამსახურმა დღეს გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ: „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების …

სამარშრუტო ხაზებზე კონკურსი გამოცხადებულია – როდის დაიწყება განცხადებების მიღება

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადებულია. კონკურსის ორგანიზება, საკრებულოს დავალებით, ბათუმის მერიამ უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც საკონკურსო კომისია შეიქმნება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომისიის შემადგენლობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ამისთვის კი მათ ვადა 13 ივლისამდე აქვთ. „კომისიაში იქნებიან მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ასევე საკრებულოს სამი წევრი. დეტალები, კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ამ …

რომელი ქუჩები მოწესრიგდება ბონი-გოროდოკში – 5 მილიონი ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმში, ე.წ. ბონი-გოროდოკის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩის მოსაწესრიგებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ 80 ათას 930 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს მერიის ახალი ა[ა]იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო  ტენდერით შეისყიდის. ტენდერის, რომელიც უკვე გამოცხადებულია, პირობების მიხედვით, ბონი-გოროდოკში იგეგმება შემდეგი ქუჩების კეთილმოწყობა: მაიაკოვსკის I, III და IV ჩიხები, ს. მესხის III ჩიხი, დ. ჭონქაძის ქუჩა, გოგოლის შესახვევი, თ. …

სტადიონის ზედამხედველობისთვის თანხა 1 მილიონით შემცირდა – ხელახალი ტენდერი

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მეშვიდე თვეა მიმდინარეობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ კი მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი ამ დრომდე ვერ შეარჩია. ვინაიდან 2018 წლის 21 ივნისისთვის უკვე შესრულებული იყო 15 789 511 ლარის სამუშაო, ზედამხედველის შესარჩევი ტენდერი შეწყდა. „სტადიონმა“ ახალი ტენდერი კი ახალი პირობებით და ნაკლები ღირებულებით გამოაცხადა. ზედამხედველობისთვის თავდაპირველად 3 520 474 ლარი იყო …

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

ბათუმში არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული. აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო სტანდარტით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მოთხოვნებით, დადგენილია სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები და დაშვებული სიმაღლეები. ამ კონვენციას  საქართველოც მიერთებულია. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „ბათუმის მერიამ სამშენებლო ნებართვის გაცემამდე …

ქედის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის 4-ის ნაცვლად 5-სართულიანი სახლი აშენდება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება. ქედის მერიას თავდაპირველად ოთხსართულიანი სახლის აშენება ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა, მოგვიანებით გადაწყდა ერთი სართულის დამატება. ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი. სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 2018 წლის 21 ივლისს დაიწყება. წინადადებების მიღება შეწყდება 26 ივლისს და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების …

დღეს, 3 საათზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უმრავლესობა განცხადებებს გააკეთებენ

უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 3 საათზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმრავლესობის ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ. თემა, სავარაუდოდ, აჭარაში მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი მთავრობის ფორმირების საკითხები იქნება. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თავისი გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. შესაბამისად, აჭარის მთავრობას შეუწყდა უფლებამოსილება. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატი, აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა უნდა …

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა

დღეს, 4 ივლისს, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან მოხდა. ფოტო „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა, რომლის თქმით, მიკროავტობუსთან არავინ იმყოფებოდა, ადგილზე არ იყო არც საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაიმე ავარიის შესახებ შეტყობინება უწყებაში არ შესულა.    

მანდატურს სკოლის დირექტორი ვეღარ დანიშნავს – კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში შევიდა

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს არა სკოლის დირექტორი, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსი. შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერებისა და მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევიდა. შსს-ს ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია, მანდატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდის გზით, სკოლებში მომხდარ ინციდენტებზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა. მანდატურის …

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი ივლისიდან 1%-იანი განაკვეთით იბეგრება

2018 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი, რითაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი 1%-იანი განაკვეთით იბეგრება, ნაცვლად 5%-ისა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. …

ზურაბ გორგილაძის სახლმუზეუმისთვის ქობულეთის ბიუჯეტიდან 296 ათასი ლარია გამოყოფილი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში ზურაბ გორგილაძის სახლმუზეუმის სარეაბილიტაციოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 296 260 ლარია გამოყოფილი. შესაბამის სამუშაოებს ქობულეთის მერია ტენდერით შეისყიდის. სახლმუზეუმის რეაბილიტაცია კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს. რეაბილიტაცია მოიცავს შენობის შიგა სარემონტო სამუშაოებს, ელექტროქსელის, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მოწყობას. ასევე გარემონტდება შენობის სახურავი, ფასადი, მოეწყბა ეზო, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელები. სახლმუზეუმისთვის იგეგმება ავეჯისა და ტექნიკის …

ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17,5 მილიარდი აშშ დოლარია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17,5 მილიარდი აშშ დოლარი [42,2 მილიარდი ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მთლიანი შიდა პროექტის [მშპ] 111,5 პროცენტია. 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 192,6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან: [checklist] საკურსო ცვლილებების გამო – 238,3 მლნ აშშ დოლარით, ოპერაციული ცვლილებების …

შსს: დღეიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით მოემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2018 წლის 1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250-250 ლარით გაეზარდა. პოლიციელებისთვის ხელფასის გაზრდაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 19 ივნისს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ დღეს შემიძლია გითხრათ, პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 …

შსს: ძმამ და ჩაქუჩით მოკლა და ეზოში დამარხა – საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1938 წელს დაბადებული რ.თ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრებმა ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თავის დას – 1936 წელს დაბადებულ კ.თ.-ს, ჩაქუჩით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც კ.თ. ადგილზე გარდაიცვალა. …

ხელვაჩაურის მერია ეკომიგრანტებისთვის სოციალურ სახლს ააშენებს

ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 335 145 ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის ნაპირთან, 2019 წლის დეკემბრამდე უნდა აშენდეს. სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია. მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა იქნება ოროთახიანი [თითოეული ბინის ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – …

რა კრიტერიუმებით შეაფასებენ ტურისტულ ობიექტებს – ტენდერი იდუმალი სტუმრის გამოსავლენად

მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტული ობიექტების მონიტორინგსა და შეფასებას გეგმავს. მომსახურების ხარისხის კვლევა აჭარის ფარგლებში 120 განთავსების ობიექტზე და კვების 80  ობიექტზე ჩატარდება. მომსახურებას დეპარტამენტი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 36 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, კვლევა იდუმალი სტუმრის/კლიენტის მეთოდით უნდა ჩატარდეს – „იდუმალი სტუმარი/კლიენტი უნდა ესტუმროს განთავსები …

ვინ ყიდის და ვინ იყენებს ბათუმის საკანალიზაციო წყლიდან მიღებულ სასუქს

ბათუმის გამწმენდ ნაგებობაზე გასულ წელს 17 მილიონამდე კუბური მეტრი საკანალიზაციო წყალი გაიწმინდა. საკანალიზაციო წყლების გაფილტვრა-გაწმენდის შედეგად, ყოველწლიურად, დაახლოებით 300 კუბური მეტრი მშრალი მასა – გაუწყლოებული შლამი რჩება, რომელიც ერთგვარი სასუქია. გადამუშავებულ შლამს „ბათუმის წყალი“ ყიდის, მუნიციპალური ორგანიზაციებს კი, მაგალითად „ბათუმის გამწვანებას“, ეს შლამი უფასოდ გააქვს. გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ზღვისპირას, აეროპორტის ასაფრენ ზოლსა და მდინარე ჭოროხს …

49 მილიონი ლარი საქართველოს აეროპორტებს შორის მგზავრთა გადაყვანისთვის

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მის მიერვე დადგენილი გრაფიკითა და პირობებით მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.  4 წლის განმავლობაში საქართველოს მოქმედ აეროპორტებს შორის მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის აეროპორტების გაერთიანებას 49 672 332 ლარი აქვს გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, ავიარეისები: მესტია-ქუთაისი-მესტია, ნატახტარი-მესტია-ნატახტარი, ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, უნდა შესრულდეს მცირე ზომის [არანაკლებ 15 ადგილიანი] საჰაერო ხომალდით. ხოლო, ავიარეისი: თბილისი-ბათუმი-თბილისი, საშუალო ზომის [არანაკლებ 30 ადგილიანი] საჰაერო ხომალდით. მცირე ზომის …

სექტემბერში გოგოლის ქუჩა ჩაიკეტება – რა ეტაპზეა ბათუმში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია

ბათუმში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა აღმაშენებლის, ლეონიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ფიროსმანის, კობალაძისა და მიმდებარე ქუჩებზე. მერიაში ვერ აზუსტებენ ტენდერის გამოცხადების თარიღს, თუმცა ვარაუდობენ, რომ სამუშაოები ამ ქუჩებზე 2019 წლის იანვრიდან დაიწყება. ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა დასრულებულია ე.წ. ჭაობის უბანში ჯავახიშვილის …

გონიოს პლაჟთან 4 662 კვ/მ მიწას სამინისტრო 2 მილიონ ლარად აუქციონზე ყიდის

გონიოში, პლაჟის გასწვრივ მდებარე 4662 კვ/მ მიწის ნაკვეთს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე სასტუმროს აშენების პირობით ყიდის. სამინისტროს 1 კვ/მ მიწა აქ 422,5 ლარად აქვს შეფასებული, შესაბამისად, მთლიანი ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი 1 970 000 ლარია, ბიჯი კი 40 ათასი ლარი. ქონების მყიდველი, აუქციონის პირობების მიხედვით, ვალდებულია: [checklist] ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში …

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი შეწყდა

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებული 3,5-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა. კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ეს თანხა მშენებლობისთვის საჭირო თანხის 3%-ს შეადგენდა, 2018 წლის 21 ივნისისთვის კი, მშენებელ კომპანიას უკვე შესრულებული ჰქონდა 15 789 511 ლარის სამუშაოები [99 448 408 ლარიდან.] ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე, კომისიის ოქმის მიხედვით, „სამშენებლო ობიექტზე დასრულებულია ისეთი …

რას უპირებს ბულვარი დაზიანებულ ველობილიკს – 1,7-მილიონიანი ტენდერით არავინ დაინტერესდა

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ისევ არ შედგა. ერთი ტენდერი უარყოფითი შედეგით ადრე დასრულდა – პრეტენდენტ კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა. ხელახალ ტენდერში კი მონაწილეობ არავინ მიიღო. ახალი ველობილიკის მოწყობა ბულვარის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის იანვარში გადაწყვიტა  და 1 763 113 ლარიც გამოყო. „შეიძლება პროექტშია რამე ხარვეზი, ან ჩვენ მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებში, ვინაიდან …

სანიაღვრე არხით დაბინძურებული ზღვა [ვიდეო]

ბათუმში ზღვას 20-მდე ღია თუ დახურული სანიაღვრე არხი უერთდება. სანიაღვრე არხად მიიჩნევა ის მდინარეებიც, რომლებიც ქალაქის უბნების გავლით უერთებიან ზღვას [ყოროლისწყალი, ბარცხანა, მეჯინისწყალი]. ამ არხებს ზღვაში დღემდე შეაქვთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. გარდა ამისა, სანიაღვრე არხებსა თუ მდინარეებზე ჯერ კიდევ თვითნებურად აქვთ მოქალაქეებს დაერთებული კანალიზაცია, შესაბამისად, ზღვაში ამ არხებით საკანალიზაციო წყლებიც ჩაედინება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე …

დემოკრატია და ევროპეიზაცია საქართველოში – დისკუსია [ანონსი]

ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია – ერთმანეთის მსგავსი თუ განსხვავებული პროცესები? ვინ უდგას თითოეულს სათავეში? როგორ და რამდენად განსხვავდება პოლიტიკური ელიტის, ექსპერტთა და სამოქალაქო საზოგადოებებისა და მოსახლეობის მოსაზრებები? რა შედარებითი გავლენის ხარისხი აქვს თითოეულ ჯგუფს? დგას თუ არა დემოკრატიზაციით „გადაღლა“ ქართულ დღის წესრიგში და როგორია მისი გავლენა ევროპეიზაციაზე? ან, პირიქით, აქვს თუ არა ევროპეიზაციით „გადაღლას“ ზეგავლენა დემოკრატიზაციაზე? …

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი მოხალისეებს იწვევს

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში თანამშრომლობისთვის 18-30 წლის ახალგაზრდებს მოხალისეებად იწვევს. მოხალისეთა შერჩევა მოხდება სარეგისტრაციო ფორმით და გასაუბრებით. მოხალისეთა რაოდენობა შეზღუდულია. [checklist] მოხალისე სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ ენას, დამატებითი ენის ცოდნა მიიჩნევა პრიორიტეტად. სამუშაო დრო არ აღემატება 8 საათს, თუმცა ის დღე-ღამის ყველა მონაკვეთს მოიცავს სხვადასხვა სივრცეში – აეროპორტი, სასტუმრო, სათამაშო დარბაზი და ა.შ. არასამუშაო დროს მოხალისეები ერთვებიან ერთიან, სპეციალურად …

პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის შემოვლითი გზა გახსნა

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18-კილომეტრიანი მონაკვეთი, დღეს, 25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკევთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები კი ჯამში 31,7 კილომეტრია. ეს გზა ბათუმსა და თბილის შორის მგზავრობის დროს დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად …

Exit mobile version