ივლისში ესტაკადის გახსნის შემდეგ ბათუმში მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩაზე შეიზღუდება

ბათუმის პორტთან მშენებარე ესტაკადის გახსნის შემდეგ მოძრაობა შეიზღუდება მაიაკოვსკის ქუჩაზე – ავტოსადგურიდან გოგოლის ქუჩამდე მონაკვეთში. ესტაკადა ავტომანქანებისთვის პირველ ან 2 ივლისს გაიხსნება, ივლისის შუა რიცხვებიდან კი მაიაკოვსკის ქუჩაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა, ხოლო მოგვიანებით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. „მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაციაზე მერიას კონტრაქტორი კომპანია უკვე გამოვლენილი ჰყავს. წყლისა და კანალიზაციის ახალი ქსელის მოწყობა და …

ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე წუთის წინ ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. შემთხვევა ნინო და ალის ქანდაკების მიმდებარედ მოხდა. „მამაკაცი დაახლოებით 25 წლამდე იქნება. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპული შუახევის მუნიციალიტეტიდანაა. ცხედარი ნაპოვნია და რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა გამოიტანეს ზღვიდან“, – გვითხრეს სამაშველოში.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი აჭარაში – ხვალ ის ქობულეთის შემოვლით გზას გახსნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ხვალ, 25 ივნისს ბათუმში ჩამოდის. პრემიერი ხვალ რამდენიმე ღონისძიებას დაესწრება. დილის 11:30 საათზე, ის ბათუმის ნავსადგურში მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება, დღის 2 საათისთვის კი მამუკა ბახტაძე ქობულეთის შემოვლით გზას გახსნის. ქობულეთის შემოვლითი გზის [მეორე ლოტი] ოფიციალურ გახსნას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან, დაგეგმილია ამავე გზის მე-13 …

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში – 25 ივნისის ღონისძიებების პროგრამა

25 ივნისს, ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ქალაქის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეკრებით და მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობით დაიწყება. საზეიმო მსვლელობა კოლონადებიდან 10:30 საათზე დაიწყება. ღონისძიება გაგრძელდება ბათუმის ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომთან: [checklist] 11:30 – 12:15 – ოფიციალური მისალმება, საზეიმო მილოცვა [საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე; 12:15 – 12:20 – ნავსადგურის სახელმწიფო …

2 ივლისიდან ბათუმის ესტაკადაზე ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს [ვიდეო]

ბათუმში, პორტთან მშენებარე ესტაკადაზე, 2018 წლის ივლისიდან, ავტოტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. შესაბამისად, გაიხსნება ბაქოს ქუჩა ქალაქიდან გამსვლელი ავტომობილებისთვის, რომლებიც დღეს, დროებითი სქემით, ბონი-ბარცხანის მიმართულებით გადაადგილდებიან. ესტაკადაზე იქნება ველობილიკებიც. „ამჯერად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოასფალტება. 1-ელ ან 2 ივლისს, ვგეგმავთ ესტაკადის გახსნას და ავტოტრანსპორტი, უკვე ხიდზე, ორმხრივად იმოძრავებს“ – გვითხრეს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტსში“, რომელიც ესტაკადას აშენებს. პროექტის …

ბათუმის მერი ქალაქში მიტაცებულ ტროტუარებზე: ხშირ შემთხვევაში ჯარიმა არაადეკვატურია

„ძალიან მალე, ვფიქრობ არაუგვიანეს ამ თვის ბოლოს, ავამოქმედებთ ახალ ვებ ინსტრუმენტს ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება შევიდეს და ნახოს, კონკრეტულ ადგილზე რა სავაჭრო ნებართვებია გაცემული – იქნება ეს ღია კაფეები, სხვა ტიპის ვაჭრობა, წერტილოვანი ვაჭრობა – ვთქვათ, წვენის აპარატები, ნაყინის დახლები თუ სხვა. აქვე, პირველ ეტაპზე თუ არა, უმოკლეს ხანში მაინც იქნება ატვირთული შესაბამისი …

სამაშველო: არდაგანის ტბაში სამძებრო სამუშაოები შეწყდა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, არდაგანის ტბაში სამძებრო სამუშაოები, რომელიც გუშინ, 24 ივნისს საღამოს დაიწყო, უკვე შეწყვეტილია. სამძებრო სამუშაოები ტბაში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ბათუმელებმა“ შსს-ს მიაწოდა ტბაზე გადაღებული ფოტო, სადაც დაფიქსირებული იყო ადამიანის ხელის მსგავსი გამოსახულება. „ფოტომასალა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ შსს-ს დაეწყო გამოძიება და დაწყებულიყო სამძებრო სამუშაოებიც. ჩვენმა სამსახურმა ტბაში წყლის დონე საკმად დასწია, თუმცა …

ქობულეთის შემოვლითი გზა 25 ივნისს გაიხსნება

ხვალ, 25 ივნისს, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ოფიციალური ცერემონიაა დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით გზის გახსნა დღის 2 საათზე იგეგმება, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საქართველოსა და აჭარის მთავრობების, ასევე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან. ბათუმში ხვალ, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეც აღინიშნება, ამიტომ სხვადასვა ღონისძიებების გრაფიკი ამ დრომდე თანხმდება. ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე …

ქობულეთს ბუნებრივი აირი ავარიის გამო არ მიეწოდება

ქობულეთს დღეს, 24 ივნისს, დილიდან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორის, დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე წუხელ მომხდარი ავარიაა. „მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც თითქმის სრულდება და დაახლოებით 1,5 ან 2 საათში დავიწყებთ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას“ – გვითხრა დავით ლეკვეიშვილმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის [დღის 12 საათი] ქობულეთში გაზის მიწოდება შეწყვეტილი …

კონდიცირების არმქონე მიკროავტობუსზე ნებართვა აღარ გაიცემა – კონკურსის ახალი კრიტერიუმები

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებლებს მალე კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ბათუმის საკრებულომ უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ახალი კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსზე, რომელსაც არ ექნება კონდიცირების/გათბობის ან/და ვენტილაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა. ნებართვა არ გაიცემა ასევე იმ მიკროავტობუსებზე, რომლებიც გამოშვებულია 2000 წლამდე. ამასთან, ნებართვის მისაღებად აუცილებელია მიკროავტობუსს ძარაზე არ …

მიკროავტობუსისთვის სამგზავრო გადაყვანის ნებართვა 5-ის ნაცვლად შესაძლოა 50 ლარი გახდეს

ბათუმის მერიის ინიციატივით, ბათუმში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის [სამარშრუტო მიკროავტობუსები] 50 ლარით უნდა განისაზღვროს. მერიის ინიციატივა ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საკითხი საკრებულოს 28 ივნისის სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია. საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღების შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდება 2012 წელს მიღებული განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დღეს, სამარშრუტო მიკროავტობუსის მესაკუთრე [სამგზავრო …

მერია ცვლილებებს გეგმავს, გონიო-კვარიათის პლაჟზე კი უკანონო მშენებლობები გრძელდება

3 ივნისს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონზე, დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი დღემდე მოუგვარებელია – აუქციონები ბათუმის მერიას არ გამოუცხადებია. მეტიც, როგორც მერიაში გვითხრეს, საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებას ელოდებიან და მხოლოდ შემდეგ გამოაცხადებენ აუქციონებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულო დადგენილების პროექტს, სავარაუდოდ, 28 ივნისის სხდომაზე განიხილავს. საკითხი ეხება „ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების …

შუახევი-ხულოს გაზსადენის პროექტირება იწყება – ტენდერი 300 ათასი ლარით

შუახევი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის [ზანკების დასახლება] მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სამშენებლო დოკუმენტის პროექტს შეისყიდის. პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოცხადებულია, სატენდერო თანხა კი 300 ათასი ლარია. შუახევისა და ხულოს დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების მიზნით, ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა შედგეს პოტენციურ აბონენტთა რაოდენობისა და ბუნებრივი აირის საპროგნოზო მოხმარების გათვალისწინებით, …

აჭარის მთავრობის მიერ 1 ლარად გაცემული იახტკლუბი მფლობელმა სხვას გადასცა

შპს „რივიერამ“, რომელსაც აჭარის მთავრობამ ბათუმის იახტკლუბი [მიმდებარე ტერიტორია] 1 ლარად 20 წლით გადასცა, ქონება განსაკარგავად სხვას – შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ მისცა. იახტკლუბის ტერიტორია „რივიერამ“ 19-წლიანი იჯარით გასცა. ეს კომპანია, ქონების იჯარით აღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს თბილისში. შპს „ბათუმის იახტკლუბი“ მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში დააფუძნა შპს „იუ ჯი თი ჯგუფმა“ და კომპანიის დირექტორად …

ბინები პლაჟზე, რეკრეაციულ ზონაში – რამდენად კანონიერია ერმაკოვის მიერ გაცემული ნებართვა

კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯია“, რომელიც ახალი ბულვარის ბოლოში კომპლექს Batumi View-ს, ოთხ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, შენობების მოცულობის გაზრდაზე ნებართვას ითხოვს. ეს კომპლექსი ზედ პლაჟზე, ველობილიკის გასწვრივ შენდება და მთლიანად კეტავს ზღვისპირა სივრცეს ახალი ბულვარიდან აეროპორტის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, გამორიცხული არ არის, ახალი ბულვარისა და მისი გაგრძელების დამაკავშირებელი ზღვის პირას აქ მხოლოდ ველობილიკი დარჩეს. ვინ …

სტადიონი ზედამხედველ კომპანიას ეძებს, ოფიციალური პირები კი მშენებლობას ხშირად ათვალიერებენ

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც ზედამხედველი კომპანიის მეთვალყურეობის გარეშე მეექვსე თვეა შენდება, ოფიციალურმა პირებმა დღეს, 20 ივნისს, კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად, სატენდერო თანხა 3 520 474 ლარია გამოყოფილი. მშენებლობას, როგორც შპს „სტადიონის“ დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, ამ ეტაპზე მათი ორი თანამშრომელი [ინჟინერ-კონსტრუქტორები] ზედამხედველობს. თუ „სტადიონის“ თანამშრომლების კვალიფიკაცია საკმარისია საფეხბურთო …

ნიაზ დიასამიძე და 33ა ბათუმში 18 750 ლარად იმღერებს – 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2018 წლის 25 ივნისს ბათუმის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების მოწყობას გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებები, რომელთა დეტალებს აზუსტებენ, დასრულდება ევროპის მოედანზე კონცერტით, „რომელსაც გამართავს შემსრულებელი და სიმღერის ავტორი ნიაზ დიასამიძე“. „ნიაზ დიასამიძეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში დარეგისტრირებული აქვს საავტორო ქონებრივი უფლებები მუსიკალურ ნაწარმოებზე – სიმღერა მეზღვაურებზე [იგივე მეზღვაურების ჰიმნი], ამიტომ …

„ორბმა“ თამარის დასახლებაში „კაისა“ და ზღვისპირა ტერიტორია იყიდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ჭადრაკის სახლი „კაისა“ და მის მიმდებარედ 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორია კომპანია „ორბი ბიზნესცენტრმა“ 4 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. კომპანიის დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, მუშაობენ კონცეფციაზე და ამ დროისთვის არ აქვთ გადაწყვეტილი ამ ადგილზე კონკრეტულად რა უნდა აშენდეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „სვეტი ჯგუფი“ ოლიმპიური ქალაქის აშენებას გეგმავდა. პროექტი ჩავარდა. „სვეტის“ საკუთრებაში აქ …

კომპანია „სვეტი ჯგუფი“, რომელიც ბათუმში ოლიმპიურ ქალაქს აშენებდა, სხვისდება

კომპანია „სვეტი ჯგუფის“ მესაკუთრე შესაძლოა შეიცვალოს. „სვეტი ჯგუფი“ ბათუმში „ოლიმპიურ ქალაქს“ აშენებდა, თუმცა მშენებლობა კარგა ხანია შეჩერებულია. კომპანიის 100% წილის შესყიდვით დაინტერესებულია გივი წულეისკირი, რომელიც შპს „სფერო ჰოლდინგის“ მფლობელია. „სფერო ჰოლდინგში“ აცხადებენ, რომ მათი ერთ-ერთი ინტერესი ისეთი სამშენებლო კომპანიების შეძენაა, რომლებმაც წამოწყებული მშენებლობა ბოლომდე ვერ მიიყვანეს: „ასეთია, მაგალითად, „სვეტი“ და არამხოლოდ ეს. ამჟამად სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიასთან …

უკავშირდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზის დროებითი გახსნა ხის გატანას – დეპარტამენტის განმარტება

დღეს, 18 ივნისს, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნულ გზაზე, 16 ივნისის ღამით და 17-ში დილით, მთლიანად იყო გადართული მოძრაობა – ბათუმსა და ქობულეთს შორის ტრანსპორტი ციხისძირის უღელტეხილის გვერდის ავლით, ახალ გზაზე მოძრაობდა. ზოგიერთი მძღოლის თქმით, ახალ გზაზე მოძრაობის გადართვის მიზეზი იმ ხის გადატანა …

ბათუმში ყინულის არენა 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს – ვინ აშენებს და ვინ ზედამხედველობს

ახალი სპორტული კომპლექსი, რომელიც ბათუმში, ყინულის სასახლის გვერდით შენდება, საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს 2018 წლის 10 სექტემბრისთვის აუცილებლად უნდა გადაეცეს. კომპლექსი კომიტეტს განსაკარგავად დროებით გადაეცემა – 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, აქ ყინულის არენა და საცურაო აუზი უნდა მოეწყოს. მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ კურირებს, რომელმაც დახურული სპორტული კომპლექსის …

მუნიციპალური ავტობუსები, სადაც ბილეთს ვერ შეიძენთ – უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარია

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ოთხ სამარშრუტო ხაზზე ავტობუსებში სამგზავრო ბილეთები აღარ იყიდება. N2, N2ა, N12 და N13 ხაზზე მოძრავ ავტობუსებში კონდუქტორები არ არიან. ამ ხაზებზე მოძრავ ავტობუსებში მგზავრი სამგზავრო ბილეთს ვერ შეიძენს, თუმცა თუ აქვს ბილეთი, მას შეუძლია ამ ბილეთით ისარგებლოს. თუ არც ბილეთი გაქვთ და არც პლასტიკური ბარათი, ბუნებრივია მგზავრობის საფასურს ვერ გადაიხდით, რისთვისაც შესაძლოა …

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა ისევ გადაიდო

ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთის გახსნა ისევ გადაიდო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა ორშაბათს, 2018 წლის 18 ივნისს, უნდა გახსნილიყო. „რა მიზეზით გადაიდო გზის გახსნა, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ 18 ივნისს ნამდვილად აღარ გაიხსნება. გზის გახსნა ძალიან დიდი ხნით არ გადადებულა, მაგრამ როდის გაიხსნება, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით. გზის მშენებლობა დასრულებულია, …

სკაუტების საერთაშორისო ბანაკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა

ბათუმის მერია ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, საერთაშორისო ბანაკის – სკაუტარიუმის ორგანიზებას გეგმავს. მერიის ინფორმაციით, „აჭარის სკაუტების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ბანაკი – სკაუტარიუმი“   14 -21 ივლისის  პერიოდში გაიმართება. ბანაკის ორგანიზებისთვის ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 35 ათასამდე ლარს გადაიხდის, შესაბამის მომსახურებას კი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო ბანაკში  ქართველი, თურქი, ინგლისელი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული …

ენმ: მოძალადე საკრებულოს წევრები დაისაჯონ და შეუწყდეთ უფლებამოსილება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია ოზურგეთში გუშინ, 15 ივნისს მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. [checklist] „დაუყოვნებლივ, პოლიციის მიერ დაკავებული იქნან და დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი „ქართული ოცნების“ მოძალადე საკრებულოს წევრები და შეუწყდეთ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება; პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ პოლიციაზე უკანონო დავალების გაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიცია არ ახდენს რეაგირებას.“ …

ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ აბრეშუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული აბრეშუმი“. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა“ – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში. აბრეშუმს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ძველად ქართველი …

ბათუმის მერიას დავების საბჭოში უჩივიან – 438 ათასი ლარი ჭკვიანი კამერებისთვის

ბათუმის მერიას, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „იუჯითი“ დავების საბჭოში უჩივის. სატენდერო თანხა 438 233 ლარია, ტენდერში მონაწილე „დელტა კონსალტინგი“ კი მერიას შესაბამის მომსახურებას 399 129 ლარად სთავაზობს. მერიის სატენდერო კომისიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. სწორედ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი „იუჯითისთვის“, ეჩივლა სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში. „იუჯითის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ „დელტა …

შსს: ყაჩაღობისა და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით სარფსა და თბილისში ნათესავები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით ნათესაურ კავშირში მყოფი რ.ხ. და ლ.ზ. თბილისში და სარფში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სწრაფი ჩარიცხვის …

მორიგ ტიტას ხეს, რომელიც ენმ-ს არ მიჰყიდეს, ივანიშვილის პარკისთვის ამზადებენ [ფოტო, ვიდეო]

ქობულეთის სოფელ ციხისძირში, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ახლოს, მრავალწლოვანი ტიტას ხე გადასატანად თითქმის გამზადებულია. ხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. კომპანიაში, რომელიც ხეს გადასატანად ამზადებს, გვითხრეს, რომ ტვირთის წონა მთლიანობაში 1000-მდე ტონა იქნება. ტიტას ხის გადატანა სამ-ოთხ დღეში დაიწყება და მას ჩაქვიდან შეკვეთილში ზღვით წაიღებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2018 …

ქობულეთის შემოვლითი გზა იხსნება – ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობა 30 წუთით მცირდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზა [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთი] 2018 წლის 18 ივნისს გაიხსნება. „გზის ოფიციალური გახსნა ორშაბათს, 18 ივნისსა დაგეგმილი, თუ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება“ – გვითხრეს დეპარტამენტში. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] კი ახლა გაიხსნება. …

სამაშველო: მდინარე ჭოროხში მამაკაცის ცხედარი ვიპოვეთ

სამაშველო სამსახურმა წუხელ, 14 ივნისს, გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი დღეს დილით მდინარე ჭოროხში იპოვა. როგორც სამაშველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათ გარდაცვლილის ნათესავმა მიმართა. ამავე სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქობულეთის მცხოვრებია. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადატანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თითქოს პოლიციელი უნდა ყოფილიყო, თუმცა შსს-ში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. …

მკვლელობა ქობულეთში – მოკლულია მუხაესტატეს პოლიციის უფროსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, 14 ივნისს, მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. სამინისტროში გვითხრეს, რომ დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება დაიწყო 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც „ბათუმელებს“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა ბონდო თედორაძემ უთხრა, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი იმ დროს მოკლეს, როცა ის თავის მოვალეობას ასრულებდა. წუხელ ქობულეთში დენდროლოგიურ პარკში ხე გადაჰქონდათ. პოლიცია ხეს მიაცილებდა. …

სარფში 1კვ/მ მიწას ზღვის ხედით სახელმწიფო აუქციონზე 35 ლარად ყიდის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფში მდებარე 1819 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე 64 000 ლარად ყიდის. ბიჯი 1 000 ლარია. ანუ, 1კვ/მ სახელმწიფო მიწის საწყისი გასაყიდი ფასი 35 ლარი და 70 თეთრია. მიწის ნაკვეთი სარფში პირობების გარეშე იყიდება. აუქციონის დოკუმენტების მიხედვით, ნაკვეთი შემაღლებულ ადგილზეა, საიდანაც კარგად მოჩანს ზღვა და კვარიათი-გონიოს დასახლება. …

ბათუმის თოჯინების თეატრის სარდაფში საბავშვო ელექტრომატარებელი იმოძრავებს

ბათუმის თოჯინების თეატრი მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე კუთვნილი შენობის სარდაფში საბავშვო ატრაქციონს – ელექტრომატარებელს დაამონტაჟებს. თეატრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობის სარდაფში დაგეგმილი აქვთ თოჯინების თეატრის მუზეუმის გახსნა, სადაც მოზარდები ელექტრომატარებლით გაისეირნებენ. მუზეუმის გახსნას თეატრი 2018 წლის სექტემბრისთვის გეგმავს. „თეატრის შენობის სარდაფში მოეწყობა მუზეუმი იმ სპექტაკლების ძველი დეკორაციებით, რომლებიც მოქმედი აღარ არის და ამ დეკორაციებში გაივლის …

85 ათასი ლარი ბულვარში სკეიტპარკის გასარემონტებლად

ბათუმში, ახალ ბულვარში, არდაგანის ტბის გასწვრივ არსებული სკეიტპარკის გასარემონტებლად ბულვარის ადმინისტრაციას 85 867 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურება ითვალისწინებს როგორც სამშენებლო-სამღებრო სამუშაოებს, ასევე ელექტროგანათების მოწყობას. სარემონტო სამუშაოებს ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებს გავითვალისწინებთ, სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე ვერ დასრულდება, ზღვის სეზონი კი, ბათუმში უკვე გახსნილია. სკეიტპარკის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარე …

ზაფხულის სეზონზე ორი ორსართულიანი მატარებელი შეწყვილებული იმოძრავებს

„საქართველოს რკინიგზა“, ზაფხულის სეზონზე, 15 ივლისიდან, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ ორსართულიან მატარებელს შეაწყვილებს. შეწყვილებული შემადგენლობა 75 დღის განმავლობაში იმოძრავებს და ყოველდღიურად ერთ რეისს შეასრულებს. „საზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად, მკვეთრად იზრდება მოთხოვნა სარკინიგზო ტრანსპორტზე თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, განსაკუთრებით ახალ ორსართულიან GRS ტიპის ელექტრომატარებლებზე. არსებული რესურსის გათვალისწინებით, გასული წლის ზაფხულში, დღის განმავლობაში სრული დატვირთვით კურსირებდა 4 ერთეული GRS ტიპის …

Exit mobile version