თურქული მხარის მორატორიუმი – რომ არ დააჯარიმებდა ქართულ ავტომანქანებს, პირველ აგვისტოს დასრულდა. საკითხი იმ ავტომანქანებს ეხება, რომლებითაც საქართველოდან თურქეთში ტურისტული ჯგუფები გადაჰყავთ და შესაბამისი ნებართვა არ აქვთ. საქართველო-თურქეთის შეთანხმება მგზავრთა გადაყვანისას გარკვეულ შეღავათებს აწესებს, თუმცა არა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის. აღნიშნული შეთანხმებით „გადამზიდავმა უნდა აიღოს ერთწლიანი ნებართვა, რათა მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს რეგულარული რეისები და რეგულარული …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
ბათუმში გარევაჭრობისა და ხმის დონის დამრღვევებს ადგილზე დააჯარიმებენ
დღეიდან, პირველი აგვისტოდან, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლებს უფლება აქვთ, სამართალდამრღვევვები დააჯარიმონ და ადგილზევე შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. აქამდე ეს ფუნქცია, როგორც მერიაში ამბობენ, მხოლოდ მერიის ზედამხედველობის სამსახურს ჰქონდა, სადაც მონიტორინგის კუთხით სამი თანამშრომელი მუშაობს. მუნიციპალური სერვისების სააგენტოში კი, ამ მიმართულებით 44 თანამშრომელია დასაქმებული. სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალური ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის 28 …
Continue reading “ბათუმში გარევაჭრობისა და ხმის დონის დამრღვევებს ადგილზე დააჯარიმებენ”
მერია „ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობის იძულებით შეჩერებას აპირებს
ბათუმში, ზღვასთან ახლოს, სახელმწიფო მიწაზე კერძო კომპანია უნებართვო მშენებლობას აგრძელებს. არის თუ არა გარიგება კერძო კომპანიასა და სახელმწიფო უწყებებს შორის? – ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომლის თანამშრომლები „არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან“, აცხადებენ, რომ ტერიტორიით სარგებლობასა თუ სამუშაოების წარმოებაზე კომპანიასთან სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, 3022 კვ/მ ტერიტორიას „ორბი ჯგუფი ბათუმი“ …
Continue reading “მერია „ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობის იძულებით შეჩერებას აპირებს”
მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვაზე მერიაში განაცხადი ჯერ არ შესულა
მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში გუშინ, 2018 წლის 30 ივლისს, დაიწყო და ხვალ, პირველ აგვისტოს, 18 საათზე დასრულდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის [12:40] მერიის მიერ შექმნილ საკონკურსო კომისიაში ნებართვის მაძიებელთა არც ერთი განაცხადი არ შესულა. დღეს არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, მხოლოდ ოთხ …
Continue reading “მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვაზე მერიაში განაცხადი ჯერ არ შესულა”
თორნიკე რიჟვაძე: სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები გვეყოლება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარას სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები ეყოლება. შესაბამის კონცეფციაზე კი მუშაობა დაწყებულია და პროექტის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება. აჭარის მთავრობის სხდომა დღეს, 31 ივლისს გაიმართა. სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. „ჩვენ სამიზნე ქვეყნებში გვეყოლება ტურიზმის ელჩები, რომლებიც დაგვეხმარებიან მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში, რადგან მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენ შესახებ. უახლოეს პერიოდში გვექნება პრეზენტაცია …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე: სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები გვეყოლება”
სარფში 20 კგ ყაყაჩოს თესლი ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის, ა.ს-ს, კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 20 კგ. ყაყაჩოს თესლი აღმოაჩინეს. „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყაყაჩოს თესლი [„arifiglu Mavi hashas blue poppy seeds 01/062020 P.NO:012 NET.80G“] ნარკოტიკულ საშუალებებს მორფინსა და კოდეინს შეიცავს. საქმეთა მასალები, შემდგომი …
აჭარის მთავრობა სსიპ-ების ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევს
აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად გამარტივებული საჯარო კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოცხადდება – ამის შესახებ განკარგულება აჭარის მთავრობამ დღეს, 31 ივლისს, გამართულ სხდომაზე მიიღო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი გამოცხადდება შემდეგ თანამდებობზე: აჭარის დასაქმების სააგენტოს უფროსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსი ბათუმის ბულვარის დირექტორი ტექნიკური …
Continue reading “აჭარის მთავრობა სსიპ-ების ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევს”
მახინჯაურში მანქანა გაქურდეს
ბათუმში დღეს, 27 ივლისს, ავტომანქანა გაქურდეს. ფაქტი მახინჯაურის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს – ქურდობა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანა ტურისტების იყო.
ბათუმში ანბანის კოშკთან ოთხი ადამიანი დაჭრეს
შს სამინსიტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, ღამით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი …
Continue reading “ბათუმში ანბანის კოშკთან ოთხი ადამიანი დაჭრეს”
აჭარის ეკონომიკის სამინისტროს 94 შესყიდვიდან 54 შემთხვევაში ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია – აუდიტი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვების განყოფილებამ, 2017 წელს, შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 94 შესყიდვიდან ბაზრის კვლევა არ ჩაატარა 54 შემთხვევაში. შესაბამისად, სამინისტრომ არ შეასრულა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაც მისაღები ხელშეკრულების ოპტიმალური პირობების განსაზღვრისთვის ბაზრის მოკვლევაში გამოიხატება. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების დაგეგმვისას, ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებული …
აჭარის სატყეო სააგენტო საწვავის ხარჯებს სუსტად აკონტროლებს – აუდიტი
აჭარის სატყეო სააგენტოში, სუსტია შიდა კონტროლის მექანიზმები, როგორც შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრასთან, ისე გაცემული საწვავის ხარჯვასთან მიმართებაში – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი. 2017 წლამდე კონტროლის მექანიზმს წარმოადგენდა სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული კონტროლისა და გადაადგილების მონიტორინგის სისტემა, GPS-ის მოწყობილობია, თუმცა ამ სისტემაზე გასულ წელს სააგენტომ უარი თქვა. ამით, საწვავის ხარჯვა, აუდიტის თქმით, ფაქტობრივად, უკონტროლო …
Continue reading “აჭარის სატყეო სააგენტო საწვავის ხარჯებს სუსტად აკონტროლებს – აუდიტი”
შსს-მ ვიდეოკამერების არ არსებობის გამო 465 ობიექტი დააჯარიმა, 252 კი გააფრთხილა
465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არ არსებობის, ან სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა, ხოლო 252 ობიექტს გაფრთხილება მიეცა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში აღნიშნული ობიექტები არაგეგმიურად შეამოწმა. ქვეყნის მასშტაბით საერთო ჯამში 1640 ობიექტი შემოწმდა. „შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლიცენზირებადი სააფთიაქო ქსელები, აზარტული თამაშების ობიექტები [მათ შორის ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი, ლოტო, სამორინე], ავტო-გასამართი სადგურები და სავალუტო …
Continue reading “შსს-მ ვიდეოკამერების არ არსებობის გამო 465 ობიექტი დააჯარიმა, 252 კი გააფრთხილა”
სახელმწიფო ქონებისა და ფულის უკანონო გამოყენების და მითვისების რისკები აჭარაში
არასწორი ფინანსური აღრიცხვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში; სახელმწიფო ქონების უკანონო გამოყენების ან გასხვისების, ასევე სახელმწიფოს, ორგანიზაციის კუთვნილი, თუ გრანტის სახით მიღებული სახსრების შესაძლო არამიზნობრივი გამოყენებისა და მითვისების რისკები ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც სახელმწიფო აუდიტმა თავის ანგარიშში მიუთითა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქციებისა და სხვა კაპიტალის ნაშთი 2017 წელს …
Continue reading “სახელმწიფო ქონებისა და ფულის უკანონო გამოყენების და მითვისების რისკები აჭარაში”
ბათუმში აღებულ ნესვის ნიმუშში ნიტრატები ნორმაზე 5-ჯერ მეტი აღმოჩნდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ბათუმის მარკეტებში – „აისბერგსა“ და „ბილიონში“ აღებულ ნესვის ნიმუშში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების რაოდენობა დაშვებულ ნორმაზე 5-ჯერ მეტი აღმოჩნდა. ნიმუში ბათუმში 16 ივლისს აიღეს. სააგენტოს მონაცემებით ნესვის ნიმუშში ნიტრატის შემცველობა იყო 480 მგ/კგ, მაშინ როდესაც ნორმა არის 90 მგ/კგ. სურსათის მწარმოებელი ინდმეწარმე ჯონი ხოზრევანიძეა. სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს …
Continue reading “ბათუმში აღებულ ნესვის ნიმუშში ნიტრატები ნორმაზე 5-ჯერ მეტი აღმოჩნდა”
მივლინების თანხა კულტურის მუშაკებს, რომლებიც მივლინებაში არ ყოფილან – აუდიტი
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემავალი იურიდიული პირების მიერ 2017 წელს თანამშრომლებზე მივლინებისთვის გადახდილი 11 061 ლარი, ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ჩამოწერილია „ხარჯებში“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი და თავის ანგარიშში საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივად ხარჯვის რისკებზე მიუთითებს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება ანსამბლ „ბათუმის“ მიერ მივლინებისთვის გაცემული 6 071 ლარი და მუსიკალური ცენტრის მიერ გაცემული 4 …
Continue reading “მივლინების თანხა კულტურის მუშაკებს, რომლებიც მივლინებაში არ ყოფილან – აუდიტი”
საქართველომ და თურქეთმა საზღვარზე სიგარეტის შეტანის წესები გაამკაცრეს
საქართველოდან თურქეთში სიგარეტის შეტანის რეგულაციები შეიცვალა. თუ საქართველოდან თურქეთში გადამსვლელ მგზავრს შეეძლო გარკვეული რაოდენობის სიგარეტი ერთი თვის განმავლობაში 10-ჯერ გადაეტანა, დღეს ეს მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოდან თურქეთში შემსვლელ მგზავრებზე არსებულ საბაჟო შეღავათებში ცვლილებები თურქეთის ვაჭრობის მინისტრის 2018 წლის 9 ივლისის თანხმობისა და საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის განკარგულებით შევიდა. „ადრე მოქალაქეს უფლება ეძლეოდა 30 დღის განმავლობაში …
Continue reading “საქართველომ და თურქეთმა საზღვარზე სიგარეტის შეტანის წესები გაამკაცრეს”
ნურის ტბაში წყლის ხარისხს „ბათუმის წყალი“ გამოიკვლევს
ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ნურის ტბის „სათანადო მოვლა-პატრონობის მიზნით, ტბის წყლის ლაბორატორიულ კვლევას იწყებს“. ამ თემაზე: ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბა ისევ გამწვანდა [ფოტო] „ნურის ტბაში არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით, „ბათუმის წყალმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინიგის დეპარტამენტიდან, უკვე გამოითხოვა ინფორმაცია გასულ წლებში ნურის ტბაზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების …
Continue reading “ნურის ტბაში წყლის ხარისხს „ბათუმის წყალი“ გამოიკვლევს”
კომპანიის წახალისება მომხმარებლის ტარიფის ზრდის ხარჯზე – სემეკი ახალ მექანიზმზე მუშაობს
ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ სემეკში წახალისებისა და სანქცირების მექანიზმის დაწესებაზე მსჯელობენ. მომარაგების საიმედოობის ხარისხის შესაბამისად, მიმწოდებელი კომპანია შეიძლება წაახალისონ ან პირიქით, დააჯარიმონ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აისახება სამომხმარებლო ტარიფზე. არსებული პროექტის მიხედვით, თუ მომსახურების ხარისხი ცუდია, კომპანიას დააჯარიმებენ და შეუმცირებენ სამომხმარებლო ტარიფს, მაგრამ თუ გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, წაახალისებენ და გაუზრდიან სამომხმარებლო …
მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ქობულეთში ერთი პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული თ.ბ. ქობულეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის ფანჯარა დააზიანა, შენობაში …
Continue reading “მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ქობულეთში ერთი პირი დააკავეს – შსს”
ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელ წყალში დარღვევები გამოვლინდა – კვლევის შედეგი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ თვეში აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლვა ჩაატარა. წყლის გამანაწილებელი სხვადასხვა ქსელიდან აღებულ წყლის 17 სინჯიდან, დარღვევა 15-ში აღმოჩნდა. სინჯები კი, ძირითადად, სხვადასხვა საბავშვო ბაღის სამზარეულოებში იყო აღებული. აღნიშნულ სინჯებში, სეს-ის მონიტორინგის [აპრილი-ივნისი] შედეგების მიხედვით, შემდეგი მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა: სასმელ წყალში აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები [რაც ნორმით …
ბულვარში ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიმართება [ანონსი]
ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან 2018 წლის 31 ივლისს, 19:00 საათიდან გაიმართება ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბულვარის კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმანული, ბერძნული, უკრაინული, ებრაული, სომხური დიასპორების და აჭარის აფხაზური გაერთიანების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა ნივთები, რომლებიც ასოცირდება მათ ეროვნებასთან. კოლონადებთან განთავსებულ იმპროვიზებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა …
Continue reading “ბულვარში ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიმართება [ანონსი]”
აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო ხვალ უყრის კენჭს
აჭარის უმაღლესი საბჭო ხვალ, 21 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე კენჭს უყრის აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაა წარდგენილი. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, თანამდებობაზე დასამტკიცებლად კენჭი ეყრება მთავრობის წევრი ოთხი მომავალი მინისტრის კანდიდატურასაც: სოფლის მეურნეობის მინისტრად – ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად – ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად …
Continue reading “აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო ხვალ უყრის კენჭს”
გასართობი ღონისძიებები ბულვარის კოლონადებთან [ანონსი]
„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, 20 ივლისს, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თემატიკაზე სპეციალური სივრცე მოეწყობა. ბულვარის მიერ გაწერილი პროგრამის ფარგლებში, მთელი დღის მანძილზე იგეგმება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ქორეოგრაფიული, მუსიკალური შოუები და გასართობი თამაშები. სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ფოტოსესიებსა და ქვიზ-შოუში. გაიმართება ერთდროული თამაშები დიდოსტატთან. ღონისძიება 18 საათზე დაიწყება. ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ამ …
Continue reading “გასართობი ღონისძიებები ბულვარის კოლონადებთან [ანონსი]”
თურქეთში ქართულ მანქანებს 2018 წლის 31 ივლისამდე არ დააჯარიმებენ – საკონსულო
საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქალაქ ტრაპიზონში, ქართველი მძღოლების აქციასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ თურქული მხარე, შეთანხმებისამებრ, არ აპირებს ქართული მანქანების დაჯარიმებას 2018 წლის 31 ივლისამდე. თუმცა, ლიმიტირებულია იმ მანქანების რაოდენობა, რომლებსაც თურქეთში ტურისტული ჯგუფები გადაჰყავთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქული მხარე ელოდება საქართველოსა და აჭარის ახალი მთავრობების ფორმირების პროცესის დასრულებას, რის შემდეგადაც კიდევ უფრო გააქტიურდება მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის, მგზავრთა გადაყვანის საკითხების …
Continue reading “თურქეთში ქართულ მანქანებს 2018 წლის 31 ივლისამდე არ დააჯარიმებენ – საკონსულო”
ქართველმა მძღოლებმა სარფში თურქულ მანქანებს ავტომაგისტრალი გადაუკეტეს
ქართველი მძღოლების ერთმა ნაწილმა, რომლებსაც თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრები გადაჰყავთ, სარფში, დღეს 19 ივლისს, გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მიერ ავტომაგისტრალი ამ დროისთვის [12:00 სთ] გადაკეტილია. მძღოლებმა, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, აქცია ათი დღის წინ, ბათუმში თურქეთის საკონსულოსთანაც გამართეს. მათი თქმით, თურქეთში პოლიციამ ისინი უსამართლოდ დააჯარიმა და ავტომანქანები ჩამოართვა. ამასთან, ქართველ მძღოლებს თურქეთში არასათანადოდ ეპყრობიან, ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოში კი …
Continue reading “ქართველმა მძღოლებმა სარფში თურქულ მანქანებს ავტომაგისტრალი გადაუკეტეს”
რომელ ქუჩებზეა განთავსებული ბათუმში შსს-ს ვიდეოკამერები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ქალაქ ბათუმში 114 ლოკაციაზე შსს-მ, მერიის მხარდაჭერით, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. კამერები საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ ზონებშია განთავსებული, მათ შორის ძველ ბათუმში და ბულვარის ტერიტორიაზე. „ავტო-საგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად უსაფრთხო …
Continue reading “რომელ ქუჩებზეა განთავსებული ბათუმში შსს-ს ვიდეოკამერები”
204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“
„ბათუმობა 2018“ მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 144 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სარეკლამო და მასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის 60 ათასი ლარი. შესაბამისად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული ბათუმის კულტურის ცენტრს, სადაც წინადადებების მიღება 24-25 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ღონისძიების დაიწყება პირველ სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება იმავე დღის 19:00 საათზე. რაც …
Continue reading “204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“”
მერია: „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ ტერიტორია უნებართვოდ შემოღობა – რა ხდება სასპორტო სკოლასთან
ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე დღეა რკინა-ბეტონის კვადრატული ფილებითაა შემოსაზღვრული, რომელთა ნაწილი ტროტუარზე აწყვია. ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, აჭარის საკუთრებაა, ტროტუარი კი ბათუმის მერიის. არც მერიაში და არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ დაალაგა ეს ფილები და რა სამუშაოები მიმდინარეობს სასპორტო სკოლის გვერდით ნაკვეთზე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი …
ახალი აბონენტების დაერთების შემთხვევაში ბათუმი შეიძლება დენის გარეშე დარჩეს – სემეკის განმარტება
„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმში აშენებულ, მშენებარე მრავალბინიან კორპუსებსა თუ სხვა მსხვილ ობიექტებს, ელექტროენერგიას ვერ აწვდის. ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი აბონენტების ქსელზე დაერთება ბათუმში საკმარისი სიმძლავრის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. ამის გამო ოთხმა კომპანიამ სემეკსაც კი მიმართა. სემეკს მიმართა „ენერგო-პრო ჯორჯიამაც“ და სიმძლავრის გაზრდის ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. კომისიამ ენერგოკომპანიის თხოვნა დააკმაყოფილა და მას სიმძლავრის გასაზრდელად ვადა მიმდინარე …
რა თანხა შევიდა წელს ბათუმის კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში
ბათუმში, ქალაქის მერიის მონაცემებით, დღეს 11 კაზინო ფუნქციონირებს. კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ კი, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში, 14 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა. ამ თანხაში შედის მოსაკრებელი როგორც მაგიდებიდან, ასევე კაზინოებში განთავსებულ სათამაშო აპარატებიდან. მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქის ბიუჯეტში კაზინოებიდან დამატებით 14 მილიონზე მეტი ლარი კიდევ შევა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …
Continue reading “რა თანხა შევიდა წელს ბათუმის კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში”
კომპანია „სვეტის“ საქმეზე გამოძიება გრძელდება, დაკავებული არავინაა – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი დირექტორისთვის, გივი ჯიბლაძისთვის ბრალის წარდგენისა და მისი დაკავების შესახებ. საგამოძიებო სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ “კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მენაშენეების და სხვა პირების გამოკითხვა და ბრალი წარდგენილი არავის აქვს“. საგამოძიებო სამსახურმა „სვეტთან“ და მის შვილობილ კომპანიებთან დაკავშირებით გამოძიება დაახლოებით …
Continue reading “კომპანია „სვეტის“ საქმეზე გამოძიება გრძელდება, დაკავებული არავინაა – საგამოძიებო”
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტს არმაზ ახვლედიანს წარუდგენენ
აჭარაში საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც რეგიონის ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიან, დღეს, 15 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე არმაზ ახლედიანის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც პრეზიდენტს წარუდგენენ. „საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა შესთავაზეს პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის შემოგვთავაზეს ჩვენც. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი კონსულტაციებს გადის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან, ეს არის მისი პირველი რიგის ვალდებულება, შესაბამისად, ამათგან უნდა მოისმინოს კანდიდატები. …
ბათუმში კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტომ ბათუმში ჯგუფური იძულების ბრალდებით ორი პირი დაკავა. გამოძიების მიხედვით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მფლობელი ჯ.ც. და მისი თანამშრომელი ი.ჩ. კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ. „ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი. ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.დ.-ს …
114 ათასი ლარი გონიო-აფსაროსში რომაული ბანაკის მოსაწყობად
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკის მოწყობა აქვს დაგეგმილი. საჭირო კარვებისა და ინვენტარის დამზადებისთვის კი სააგენტოს ბიუჯეტიდან 114 500 ლარია გამოყოფილი. მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკისათვის კარვებისა და ინვენტარის დამზადების სამუშაოებს სააგენტო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2018 წლის 27 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს 2015 წლის …
Continue reading “114 ათასი ლარი გონიო-აფსაროსში რომაული ბანაკის მოსაწყობად”
ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანი ხე 256-საბურავიანი მისაბმელით გადააქვთ
მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე, რომელიც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ, ამჯერად ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ამოთხარეს. ტვირთის წონა დაახლოებით 1100 ტონაა. ხე მახინჯაურიდან შეკვეთილში ზღვით უნდა გადაიტანონ. კომპანიაში, რომელიც ევკალიპტის ხის გადატანაზე მუშაობს, გვითხრეს, რომ ხის ზღვამდე მისატანად, 2 კილომეტრამდე მანძილია დარჩენილი, ამ გზაზე კი ხის აღმართში ატანაც მოუწევთ. ევკალიპტის ზღვის ნაპირამდე მიტანას, დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. ევკალიპტის ხე …
Continue reading “ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანი ხე 256-საბურავიანი მისაბმელით გადააქვთ”
ეთიკის რა პრინციპების დაცვა დაევალათ კომერციულ ბანკებს
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ეთიკის კოდექსი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება – „ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“ – მიმდინარე წლის 10 ივლისიდან შევიდა ძალაში. კომერციულ ბანკებს მიეცათ 6 თვე, რათა მათი საქმიანობა კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ. „კოდექსით განსაზღვრულია ეთიკის ის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომლებსაც …
Continue reading “ეთიკის რა პრინციპების დაცვა დაევალათ კომერციულ ბანკებს”