სიახლეები

თანამედროვე ხელოვნების სივრცე პროექტების კონკურსს აცხადებს

18.01.2017
თანამედროვე ხელოვნების სივრცე პროექტების კონკურსს აცხადებს

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე “თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით საგამოფენო პროექტების ხელშეწყობა – 2017“-ის ფარგლებში პროექტების კონკურსს აცხადებს.

კონკურსში პროექტები მიიღება ბათუმიდან, საქართველოს სხვა ქალაქებიდან, რეგიონებიდან და უცხო ქვეყნებიდან.

კონკურში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • პროექტის შემსრულებელი შესაძლებელია იყოს საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
  • პროექტი მხოლოდ თანამედროვე ხელოვნების სფეროს უნდა ეხებოდეს;
  •  აუცილებელია გამოფენას ჰქონდეს გამოკვეთილი კურატორული კონცეფცია (არაუმეტეს ორი თაბახის ფურცლისა) და განსაზღვრული მონაწილე მხატვრები (თითო გამოფენაში ორი ან მეტი ხელოვანი);
  • განაცხადს უნდა ერთვოდეს ვიზუალური მასალა, მონაწილე ხელოვანების მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების მაგალითები PDF ანა JPEG ფორმატში;
  • განაცხადს უნდა ერთვოდეს მიახლოებითი ხარჯაღრიცხვა.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე უზრუნველყოფს გამოფენის მომზადებისთვის საჭირო მცირე ხელშეწყობას – საგამოფენო, საექსპოზიციო ხარჯი, ტექნიკური მხარდაჭერა, პუბლიკაცია და მგზავრობა (გამონაკლისის სახით). გამოფენის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 1 თვე.

განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: info@casbatumi.ge casbatumi@gmail.com. ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის განცხადებით, თუ თქვენ კონკურში მონაწილე არ მიიღებს ელფოსტით დასტურს, განცხადება არ ჩაითვლება მიღებულად.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 თებერვალი. განაცხადები განიხილება თანამედროვე ხელოვნების მოწვეული კურატორების და ხელოვანების მიერ. პროექტები 20 თებერვლამდე შეირჩევა.  მხოლოდ შერჩეული პროექტების ხელმძღვანელები ინფორმაციას მიიღებენ ელექტონულ მისამართზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: მობ: +995 593 141212, +995 593 60 45 95 ან casbatumi@gmail.com, info@casbatumi.ge

ამავე თემაზე:

როგორ შეიქმნა „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“

„დაკარგული სიყმაწვილე“ – ფოტოგამოფენა ბათუმში

თაობა საკუთარ სივრცეში 

ძალადობის მსხვერპლი ქალები „საკუთარ სუფრაზე“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: