გონიოს გზაზე ევკალიპტებს ჭრიან. „გონიომდე არ მისული, სუპერმარკეტ „სმარტთან“ მოჭრეს ევკალიპტის ხე და ამბობენ, რომ კიდევ უნდა მოჭრას იმ ადამიანმა, ვინც იყიდა ეს მიწა. მე შემთხვევით შევესწარი ხის მოჭრას, ფოტო გადავიღე და პირველი რაც მომაფიქრდა, ნატა ფერაძეს დავურეკე [“პარტიზანული მებაღეობა”] , სხვა არ ვიცი როგორ მოვიქცე, სამწუხაროდ. ამ წუთას ხალხი „დრუჟბებით“ სხეპავს ტოტებს“, – განუცხადა …
Author Archives: ნანა კვაჭაძე
ფესტივალი „განდაგანა“ – რას ნახავთ ხვალ ევროპის მოედანზე [პროგრამა]
28 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მოედანზე მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განმარტებით, ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან …
Continue reading “ფესტივალი „განდაგანა“ – რას ნახავთ ხვალ ევროპის მოედანზე [პროგრამა]”
შსს: სარფში 223 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს
შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1979 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ჩხრეკისას, 223 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,7166 გრ …
რატომ არის შემოდგომაზე რეკომენდებული გრიპის ვაქცინის გაკეთება
„იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა“, – ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს თავის ვებგვერდზე, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ …
Continue reading “რატომ არის შემოდგომაზე რეკომენდებული გრიპის ვაქცინის გაკეთება”
„ოცნება” VS “ნაციონალები – ვინ ვის უპირისპირდება მეორე ტურში ბათუმში
აჭარაში არჩევნების შედეგად ვერ გაირკვა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა, რადგან ერთი კანდიდატის გარდა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტზე მეტი. მეორე ტურში გადადის ორი კანდიდატი, რომელთაც დააგროვეს ყველაზე მეტი ხმა. ბათუმში, ისევე როგორც მთელ აჭარაში, მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს მხოლოდ ორი – „ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები უპირისპირდებიან საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად. …
Continue reading “„ოცნება” VS “ნაციონალები – ვინ ვის უპირისპირდება მეორე ტურში ბათუმში”
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 13 111 ბიულეტენი გაბათილდა
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში დაახლოებით 137 საჩივარია შესული. აქედან, გუშინ, 10 ოქტომბერს კომისიებმა განიხილეს 75 საჩივარი, დღეს და ხვალ კი განიხილავენ 63 საჩივარს. უსკოს ცნობით, განცხადება/საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის ყუთების გახსნამდე პროცედურებს ეხებოდა. 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის ჯამში დაიბეჭდა 585 400 ბიულეტენი. გამოყენებული ბიულეტენების …
Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 13 111 ბიულეტენი გაბათილდა”
უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები აჭარაში
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დათვლილია 245 უბანი, დასათვლელი – 103 უბანი. წინასწარი მონაცემებით აჭარის უმაღლესი საბჭო ოთხი პარტიით დაკომპლექტდება: წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება” – 44.77% [46602 ხმა] – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 30.01% [31241 ხმა] „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” – 5.87% [6107 ხმა] “პატრიოტთა ალიანსი” – 5.77% [6003] …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები აჭარაში”
წინასწარი მონაცემებით ნინო ბურჯანაძის პარტია და პატრიოტთა ალიანსი უმაღლეს საბჭოში შევლენ
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის 5-პროცენტიან ბარიერს უმაღლეს საბჭოში პროპორციული სისტემით შესასვლელად მხოლოდ ოთხი პარტია ლახავს. ხმათა უმრავლესობით პირველ ადგილზეა “ქართული ოცნება” – 45.03% [5770 ხმა], მეორეზე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -29.22% [3745 ხმა], მესამეზე “პატრიოტთა ალიანსი” – 6.02% [772 ხმა], მეოთხეზე კი ნინო ბურჯანაძის პარტია – 5.92% [759 ხმა]. ამ დროისათვის აჭარაში დათვლილია 44 …
1:30 – ექვსი უბნის შედეგები აჭარაში
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის აჭარაში 342 უბნიდან 6 უბანია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები ექვს უბანზე ასე გამოიყურება: ლიდერობს „ქართული ოცნება” – 44.97% [652 ხმა] მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 26.48% [384 ხმა] მესამე ადგილზეა „ბურჯანაძე – დემოკრატები” – 6.76% [98 ხმა] მეოთხე ადგილი – „პატრიოტთა ალიანსი“ – 6.55% …
მარკირებიანმა ამომრჩევლებმა ბათუმის რამდენიმე უბანზე ხმის მიცემა სცადეს
ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე მარკირებიანი ამომრჩევლების მიერ ხმის ხელმეორედ მიცემის რამდენიმე მცდელობა დაფიქსირდა. #18 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ მისცეს ხმის მიცემის უფლება, რადგან მას აღენიშნებოდა მარკირება. #29 უბანზე ამომრჩეველთან ნაკადის მარეგულირებლის თქმით, აღინიშნა ერთი ასეთი შემთხვევა. უბანზე საჩივარი აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით არ დაწერილა, რადგან ამომრჩეველს არ მისცეს ხმის მიცემის საშუალება. მოგვიანებით „ბათუმელების“ რეპორტიორმა დააფიქსირა …
Continue reading “მარკირებიანმა ამომრჩევლებმა ბათუმის რამდენიმე უბანზე ხმის მიცემა სცადეს”
ძაღლი, კოორდინატორები და უბანი ამომრჩევლის მოლოდინში [ფოტო]
ბათუმის #31 უბანზე, სადაც 1541 ამომრჩეველია რეგისტრირებული, კოორდინატები ეზოში სხედან სიებით, უბანზე კი ამომრჩეველთა აქტივობა შენელდა.
დღის სამი საათისთვის აჭარაში ამომრჩეველთა 35-მა პროცენტმა მისცა ხმა
უსკოს მონაცემებით, 15:00 საათისათვის აჭარაში 308 506 ამომრჩევლიდან 108 871-მა უკვე გააკეთა არჩევანი. დღის სამი საათის მონაცემებით ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ხულოშია. აქტივობის მიხედვით აჭარაში, ოლქებში შემდეგი მონაცემებია: N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) -52 308 ამომრჩეველი, 32.9 % N71 – ქობულეთის ოლქი- 18 611 ამომრჩეველი, 37.7 % N72 – ხელვაჩაურის ოლქი- 17 063 ამომრჩეველი,35.4 % N73 – ხულოს ოლქი- 20 …
Continue reading “დღის სამი საათისთვის აჭარაში ამომრჩეველთა 35-მა პროცენტმა მისცა ხმა”
ბათუმში 85 წლის მამაკაცი ხმის მიცემის შემდეგ გარდაიცვალა
ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანთან 85 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მან ხმის მიცემის შემდეგ უბანი დატოვა და კიბეზე ჩამოსვლის შემდეგ წაიქცა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი გარდაცვლილი დახვდა. „მამაკაცი 85 წლის იყო. როგორც გვითხრეს, ავადმყოფობდა” – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცნო დახმარების სამსახურში.
შშმ პირებისთვის ბათუმში საარჩევნო უბნები არასრულადაა ადაპტირებული
ბათუმში საარჩევნო უბნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არასრულადაა ადაპტირებული – ამის შესახებ ფეისბუქში თომა კაკაბაძემ დაწერა, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა. “მიუხედავად დაპირებებისა, საარჩევნო უბნები იქნებოდა ადაპტირებული, რეალობა აბსოლუტურად სხვა დამხვდა. ფაქტობრივად, ამიტანეს და შემიტანეს საარჩევნო უბანში. არც კაბინა იყო საჭიროებაზე მორგებული (მაღალი იყო) და პანდუსზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ,” – წერს თომა კაკაბაძე. ფაქტის დამადასტურებელი …
Continue reading “შშმ პირებისთვის ბათუმში საარჩევნო უბნები არასრულადაა ადაპტირებული”
სპეცუბანი აჭარაში, სადაც პატიმრები აძლევენ ხმას
აჭარაში წელს ერთი სპეცუბანია, 70-ე ოლქში, სასჯელაღსრულების ნომერ მე-3 დაწესებულებაში, სადაც პატიმრები აძლევენ ხმას. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, სპეცუბანზე 72 ამომრჩეველია რეგისტრირებული, პატიმრები და დაწესებულების თანამშრომლები.
ნინო ტავლალაშვილი: დროა შეიცვალოს პოლიტიკური თაობა
იურისტი და პედაგოგი ნინო ტავლალაშვილი #69 საარჩევნო ოლქში პაატა ბურჭულაძის ბლოკიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატია. იგი „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წევრია, რომელიც წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დარეგისტრირდა, როგორც პოლიტიკური სუბიექტი. მას აჭარაში, ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. საზოგადოება წლებია გიცნობთ, როგორც ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელს რეგიონში, როგორ და რატომ მიიღეთ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება? …
Continue reading “ნინო ტავლალაშვილი: დროა შეიცვალოს პოლიტიკური თაობა”
საბავშვო ბაღების მასწავლებლები მმართველი პარტიის შეხვედრაზე ბათუმში
ბათუმში საბავშვო ბაღების მასწავლებლები და აღსაზრდელების მშობლები „ოცნებასთან“ შეხვედრაზე დაიბარეს. როგორც საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებში აცხადებენ, მმართველ პარტიასთან შეხვედრა მათ ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანებამ შესთავაზა, რომელიც ბათუმის მერიის ა(ა)იპია. „საბავშვო ბაღის მასწავლებელმა მითხრა, თუ წამოხვალ „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, გვავალებენ მშობლების შეკრებასო. მე უარი ვუთხარი, სხვებმა არ ვიცი რა ქნეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საბავშვო …
Continue reading “საბავშვო ბაღების მასწავლებლები მმართველი პარტიის შეხვედრაზე ბათუმში”
აჭარაში ამომრჩევლები ოთხ, სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებენ
2016 წლის 8 ოქტომბერს აჭარაში ამომრჩევლები 4, სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებენ. მწვანე და ყვითელი ბიულეტენი უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვისაა, ხოლო ცისფერი და ვარდისფერი – საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური ვიდეო-რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა, რაზეც დატანილია ბიულეტენების ფერები, ასევე აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს უფლება-მოვალეობების მცირე ჩამონათვალი, რისი მიზანიც ამომრჩევლის ინფორმირება …
Continue reading “აჭარაში ამომრჩევლები ოთხ, სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებენ”
კინოფესტივალის აფიშა: „როცა დედამიწა მსუბუქია“ და კრისტიან მუნჯუს ახალი ფილმი
დღეს, 22 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე შემდეგ ფილმებს ნახავთ: 12:00 საათზე: „ჩიხი“. რეჟისორი არუთინ ხაჩატრიანი. სომხეთი ფილმი სომხური დიასპორისადმი მიძღვნილი ხუთსერიანი დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილია. ამერიკული მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ლეონი აშშ-ში მიდის, თუმცა მის ამერიკულ ოცნებას ახდენა არ უწერია. 14:00 საათზე: ბათუმელი რეჟისორების მოკლემენტრაჟიანი ფილმების კოლექცია “ბათუმის ტალღა” „ბათუმის ტალღა“ შემოქმედებითი ერთობაა, რომელიც ბათუმელმა …
Continue reading “კინოფესტივალის აფიშა: „როცა დედამიწა მსუბუქია“ და კრისტიან მუნჯუს ახალი ფილმი”
„კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში” – ბათუმელი მაგისტრანტებისთვის
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ აცხადებს მიღებას სეზონურ სკოლაში – „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში”. „რა არის კრიტიკული აზროვნება?“ „რატომ ვიქცევით ისე, როგორც სხვები?“ „სექსუალობა, გენეტიკა და კულტურა“ – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მაგისტრატურის სტუდენტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი, თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი ნიჟარაძე ესაუბრებიან. …
Continue reading “„კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში” – ბათუმელი მაგისტრანტებისთვის”
კინოფესტივალის აფიშა: „სიყვარულის შეერთებული შტატები“ და კიმ კი-დუკის ახალი ფილმი
დღეს, 21 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტვალზე შემდეგ ფილმებს ნახავთ: 12:00 საათზე: „წელიწადის დროები ქუინსში: ჯონ ბერგერის ოთხი პორტრეტი“. დოკუმენტური ფილმი. რეჟისორები: კოლინ მაკკეიბი, ტილდა სვინტონი, კრისტოფერ როთი, ბარტეკ დზიადოსცი. დიდი ბრიტანეთი. ბრიტანელი მწერალი და მხატვარი ჯონ ბერგერი უკვე 40 წელია საფრანგეთის ალპებში ცხოვრობს. მას დროდადრო მეგობრები სტუმრობენ. მათი დიალოგები ხან ხან მდორე და მარტივია, ხან …
Continue reading “კინოფესტივალის აფიშა: „სიყვარულის შეერთებული შტატები“ და კიმ კი-დუკის ახალი ფილმი”
კინოფესტივალის აფიშა: რა ფილმებს ნახავთ დღეს, 20 სექტემბერს
ბათუმში საავტორო კინოს XI საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. დღეს, 20 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“ აჩვენებენ: 12.00 საათზე: „განათლებულთა მიწა“, დოკუმენტური ფილმი რეჟისორი პიტერ ჟან დე პუ [ბელგია/ირლანდია/ჰოლანდია/გერმანია. 2015; 87 წთ.] 14: 00 საათზე: „პროსპეროს წიგნები“. რეჟისორი პიტერ გრინევეი [დიდი ბრიტანეთი/ ჰოლანდია/ საფრანგეთი/ იტალია/ იაპონია, 1991; 124 წთ.] ფილმი ნაჩვენები იქნება სექციის – „შექსპირი კინოში“ – ფარგლებში, რომელიც კინოფესტივალზე შექსპირის …
Continue reading “კინოფესტივალის აფიშა: რა ფილმებს ნახავთ დღეს, 20 სექტემბერს”
დღეს – „სმოლენსკის“ პრემიერა ბათუმის კინოფესტივალზე
დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე პოლონელი რეჟისორის, ენტონი კრაუზეს ფილმის ჩვენება შედგება. ფილმის პრემიერა სექტემბრის დასაწყისში შედგა ვარშავაში, შესაბამისად, BIAFF-ი პირველი კინოფესტივალია, სადაც ფილმს აჩვენებენ. ფილმი 2010 წელს სმოლენსკში მომხდარ ტრაგედიას ეძღვნება, როცა ავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა. ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიის …
Continue reading “დღეს – „სმოლენსკის“ პრემიერა ბათუმის კინოფესტივალზე”
10 ფილმი, რომელიც BIAFF-ზე უნდა ნახოთ
ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტვალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ერთი კვირის მანძილზე, 40-მდე სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები იქნება ნაჩვენები. “ბათუმელები” გთავაზობთ იმ ახალი ფილმების [2015-2016 წწ] ჩამონათვალს, რომელთაც უკვე მიქციეს ყურადღება სხვადასხვა ფესტივალზე. „სიყვარულის შეერთებული შტატები“ – მხატვრული ფილმი [საკონკურსო სექცია] პოლონელი რეჟისორის, ტომას ვასილევსკის ფილმი გასული საუკუნის 90-იან წლებში ოთხი სხვადასხვა …
აჭარას ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლევან გორგილაძე უხელმძღვანელებს – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ლევან გორგილაძემ მინისტრის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, როცა ყოფილმა მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ თანამდებობა დატოვა, რადგან ის მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ლევან გორგილაძე 2012 წლიდან დღემდე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საქმიანობდა. ის სხვადასხვა წლებში იყო მინისტრის მოადგილე, მინისტრის …
მეტლახი XX საუკუნის დასაწყისში დაგებული იატაკის ნაცვლად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში
ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აგებული შენობის რეკონსტრუქცია ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. შენობა ბათუმის მერიას ეკუთვნის და აქ ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისი უნდა განთავსდეს, თუმცა ძველ ბათუმში მდებარე შენობა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მერიაში ეს არ იცოდნენ. ზვიად გამსახურდიას #-6-ში ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია. ჯერ კიდევ გუშინ, 9 …
„ქართული ოცნების“ სიის ათეული აჭარაში
„ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეული აჭარაში ასე გამოიყურება: 1. ნუგზარ სურმანიძე [აჭარის ჯანდაცვის ყოფილ იმინისტრი] 2. დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი] 3. ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] 4. ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი] 5. დავით თედორაძე [საკრებულოს წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი] 6. ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის …
„თავისუფალი დემოკრატების“ სიის პირველი ათეული აჭარაში
8 სექტემბერს, უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადის ბოლო დღეს, ცნობილი გახდა „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. პარტიული სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აჭარაში, კობა ჩხეიძეა. სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. კობა ჩხეიძე [მაჟორიტარი #69 საარჩევნო ოლქში] 2. ჯაბა ბერიძე [მაჟორიტარი #68 საარჩევნო ოლქში] 3. ოთარ ცეცხლაძე [მაჟორიტარი …
Continue reading “„თავისუფალი დემოკრატების“ სიის პირველი ათეული აჭარაში”
„ფოტოდღეები“ ბათუმში პოლონურ და სამხრეთ კორეულ ფოტოგრაფიაზე აქცენტებით
„ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები“ – ასე ეწოდება ფესტივალს, რომელიც ორ ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას ერთი პროექტის ფარგლებში აერთიანებს. ფესტივალი ბათუმში 10 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. ოთხი დღის მანძილზე ფესტივალის ფარგლებში სამი გამოფენა, სამი მასტერკლასი, სამი ღამის ფოტოჩვენება და ორი პრეზენტაცია ჩატარდება ბათუმის საგამოფენო სივრცეებში: „თიბისი ბანკის“ გალერეაში, აჭარის სახელმწიფო მუზეუმსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. ფოტოგრაფები: …
Continue reading “„ფოტოდღეები“ ბათუმში პოლონურ და სამხრეთ კორეულ ფოტოგრაფიაზე აქცენტებით”
ტურიზმის დეპარტამენტი: აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 110,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, აგვისტოში, აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 110,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით მხოლოდ ერთ თვეში 22 539 ვიზიტორმა ისარგებლა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია სამი თვის მონაცემებითაც. მიმდინარე წლის ზაფხულში აჭარაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში სტუმართა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109,10%-ით გაიზარდა. სულ, 2016 …
გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ 17 პროცენტით იმატა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოში 1 851 917 ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17,4%-ით აღემატება. ჯამში, იანვარ-აგვისტოში, ქვეყანაში 4 247 729 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,2%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. 2016 წლის აგვისტოში საქართველოში 450 003 ტურისტი შემოვიდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 17,3% …
Continue reading “გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ 17 პროცენტით იმატა”
რა ფილმებს ვნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე
18 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს XI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება და 25 სექტემბრამდე გასტანს. რა სიახლეები იქნება წელს ფესტივალზე, ამის შესახებ „ბათუმელები“ კინოფესტივალის მენეჯერს, ზვიად ელიზიანს ესაუბრა. ზვიად, რა ეტაპზეა კინოფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები? პროგრამისა და ჟიურის ფორმირება მორჩა, თითქმის მზად არის ფესტივალის პროგრამა და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ფესტივალის მაყურებლისათვის. კინოფესტივალზე, ტრადიციულად, იქნება წარმოდგენილი მხატვრული, დოკუმენტური …
Continue reading “რა ფილმებს ვნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე”
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს: ნუ ენდობით სმს-ით მიღებულ ინფორმაციას
24 აგვისტოს აბიტურიენტემა მიიღეს გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგის შესახებ ინფორმაცია ფასიანი სმს შეტყობინებით. ბევრი აბიტურიენტი გამოცდების წარმატებით ჩაბარებასაც აღნიშნავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს საბოლოო შედეგი არ არის და აბიტურიენტებმა დამუშავების პროცესში მყოფი ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ “მონაცემების დამუშავებისას, მცირე ხნის განმავლობაში აბიტურიენტები, …
Continue reading “გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს: ნუ ენდობით სმს-ით მიღებულ ინფორმაციას”
კლასიკური მუსიკის შედევრები შავი ზღვის სანაპიროზე
17-22 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მეოთხედ ტარდება. რა პროგრამა ექნება წელს ფესტივალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფესტივალის დამაარსებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, ელისო ბოლქვაძეს ესაუბრა. ქალბატონო ელისო, პირველ რიგში, მზად არის თუ არა ფესტივალის პროგრამა, რომელ შემსრულებლებს მოუსმენს ფესტივალის მსმენელი? ფესტივალი 17 …
Continue reading “კლასიკური მუსიკის შედევრები შავი ზღვის სანაპიროზე”
“წარმატებული სპორტსმენი, ექიმი ან ბიზნესმენი არ ნიშნავს კარგ პარლამენტარს”
13 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. მმართველი პარტიის არჩევანის შეფასება `ბათუმელებმა“ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს, ასლან ჭანიძეს სთხოვა. როგორ აფასებთ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას? იყო თუ არა თქვენთვის ვინმე მოულოდნელი ამ სიაში? მოულოდნელი ნამდვილად იყო. ის, რომ ძველი, ცნობილი სახეები არ …
Continue reading ““წარმატებული სპორტსმენი, ექიმი ან ბიზნესმენი არ ნიშნავს კარგ პარლამენტარს””
“ოცნება” ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად ნუკრი ბეჟანიძეს წარადგენს
დღეს, საღამოს 8 საათზე ევროპის მოედანზე მმართველი პარტია დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ერთ-ერთი კანდიდატი ბათუმელი ექიმი, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე იქნება. ნუკრი ბეჟანიძემ ინფორმაცია “ბათუმელებთან” დაადასტურა, თუმცა არ დააზუსტა, პარლამენტში მოხვედრისთვის იბრძოლებს, თუ უმაღლესი საბჭოსთვის: “დღეს, გაიგებთ ამის შესახებ, ევროპის მოედანზე” – აღნიშნა მან. ნუკრი ბეჟანიძის …
Continue reading ““ოცნება” ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად ნუკრი ბეჟანიძეს წარადგენს”