მთავარი,სიახლეები

მახინჯაურთან გვირაბში ტრაილერი იწვის [ვიდეო]

03.02.2017 • 2577
მახინჯაურთან გვირაბში ტრაილერი იწვის [ვიდეო]

ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბში ტრაილერს ცეცხლი მოედო – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს” თვითმხილველმა მიაწოდა. შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ მსხვერპლი არ არის, მძღოლი არ დაშავებულა.

ადგილზე მყოფი თვითმხილველის თქმით, ამ დროისთვის გადაკეტილია ბათუმიდან გამავალი გვირაბი და ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები მუშაობენ.

ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: