აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინეს

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს. როგორ ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტები იტყობინებიან,  პოლიციამ ისინი გააფრთხილა, არ მიუახლოვდნენ შენობას, რადგან მოსალოდნელია შენობის მისამართით ქვების სროლა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი: დაკავებულები ამბობენ, რომ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია

სახალხო დამცველის წარმოამდგენელი აჭარაში, ციალა ქათამიძე დღეს, 11 მარტს, აქციაზე დაკავებულებს შეხვდა. ციალა ქათამიძის განცხადებით, დაკავებულების თქმით, მათ არა აქვთ პრეტენზია პოლიციის მიმართ. რაც შეეხება „პლაზასთან“ დაკავებულ პირს, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ როგორც დაკავებულმა აღნიშნა, მის მიმართ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, გარეგნულად დაკავებულს არ აღენიშნება ძალადობის კვალი. შეგახსენებთ, რომ ინცინდენტი მოხდა …

ბათუმში აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან სიტუაცია დაძაბულია, აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც. ბათუმის „პლაზასთან“ დღეს, 11 მარტს, აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ არასწორი პარკირებითვის მოქალაქე დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ პოლიციის მისამართით შეიგინა, რასაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. აქცია „ბათუმი პლაზასთან“ მოკლე ხანში …

“პლაზასთან“ გზა გაიხსნა

ამ დროისათვის (22:00) ბათუმის „პლაზასთან“ გზა გადაკეტილი აღარ არის, პოლიციამ გზა გახსნა და დერეფანი გააკეთა. იკლო აქციის მონაწილეების რაოდენობამაც. ბათუმის „საბაგირო გზასთან“ მობილიზებულია პოლიცია. „პლაზასთან“ აქციის პარალელურად აქცია მიმდინარეობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთანაც. დღეს აქციებზე სულ 6 ადამიანი დააკავეს. ბათუმის „პლაზასთან“ დღეს, 11 მარტს, აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ არასწორი პარკირებითვის მოქალაქე დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, …

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ, სადაც რამდენიმე წუთის წინ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. აქციაზე  100-ზე მეტი ადამიანია შეკრებული და ითხოვენ დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას. “ჩვენ გავიგეთ, რომ ეს ადამიანები არიან ძალიან ნაცემი, არ ვიცით სად ჰყავთ, ვითხოვთ გაგვაგებინონ მათი ამბავი“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ გამოვიდა …

შსს: ტურისტების რაოდენობა 24 პროცენტით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-თებერვალში ტურისტების რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24, 3 პროცენტით გაიზარდა – ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს. სამინისტროს ნფორმაციით, იანვარ-თებერვალში საქართველოში 294 001 ტურისტი შემოვიდა, რაც ქვეყანაში უცხო ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტების  საერთო რაოდენობის 38,9%. ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში  სულ 755 080 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,5%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. …

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისათვის. ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს …

#ჩემიფოტოძველბათუმში – ჰეშთეგი და ფოტოაქცია ძველი ბათუმის გადასარჩენად

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბათუმი“ – ქალაქის ისტორიული ნაწილის დასაცავად ფოტოაქცია – „ჩემი ფოტო ძველ ბათუმში“ – დაიწყო. 28 თებერვალს ბათუმში პირველი ფოტოაქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა აქციის მონაწილეებს ძველი ბათუმის ქუჩებში გადაუღეს ფოტოები. აქციის მონაწილეები ფოტოებს ფეისბუქზე ათავსებენ ჰეშთეგით – #შენიფოტოძველბათუმში. „დაიცავი ძველი ბათუმი“, „ნუ ანგრევ“, „ძველი არ ნიშნავს უვარგისს“, „შევინარჩუნოთ ისტორია“ – ეს არის …

დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის აშენებას არჩილ ხაბაძის მეგობრის კომპანია გეგმავს

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით, დუმბაძის#12-24 -ა-ში, კაფე “ვინილის” ერთსართულიანი შენობის ადგილას რვასართულიანი სახლის მშენებლობას შპს “ახალი ერა” გეგმავს. დუმბაძის #12-24 -ა-ს გვერდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი პირველი აფთიაქის სამსართულიანი შენობა მდებარეობს, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული, ანუ ეს ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონაშია, სადაც კანონითაა განსაზღვრული, რა შეიძლება განთავსდეს და რა – არა. …

ვინ დაინტერესდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელნაწერით

ჩაქვის მეფე დავითის სახელობის სკოლაში, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ბოლო სამი წლის მანძილზე მენეჯერად მუშაობდა, 23 თებერვალს დეკანოზის ხელნაწერის წასაღებად მივიდნენ. სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ ტარიელაძე ამბობს, რომ სკოლაში მისული მას გაეცნო, როგორც აჭარის პროკურატურის თანამშრომელი და დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა დირექტორის მოადგილე არ არის დარწმუნებული, რომ იგი პროკურატურის წარმომადგენელი იყო. „ხელით ნაწერი ნებისმიერი დოკუმენტი უნდოდა. …

რა ბიზნესინტერესები აქვთ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს – „გამჭვირვალობის” კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას მიმართავს, უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: ზაზა ოქუაშვილისა და დავით თედორაძის ინტერესთა შეუთავსელობის ფაქტების შესახებ; მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს: გიორგი ცინცქილაძეს, გიორგი მანველიძეს, გია აბულაძეს, ილია ვერძაძეს უმოკლეს დროში შეიტანონ ცვლილებები წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციებსა და დოკუმენტში ასახონ გასულ წელს მიღებული შემოსავალი; საჯარო …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების სახელმძღვანელოს გამოსცემს

21 თებერვარს, გიდების საერთაშორისო დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედ გიდებს ახალი პროექტები გააცნო. დეპარტამენტის ინფორმაციით, გიდების სახელმძღვანელო, მაღალმთიანი აჭარის მარშრუტებზე გიდების გადამზადება და გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება – ის პროექტებია, რომლებსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო წელს აჭარაში გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განახორციელებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი …

ბათუმის ქუჩებში ნადირობა განახლდა

დღეს, 17 თებერვალს, თოვლიან ამინდში ბათუმის ქუჩებში ისევ გამოჩნდნენ ფრინველზე მონადირეები. თვითმხილველმა “ბათუმელებს”  მიაწოდა ფოტოები, რომელიც აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული და ჩანს, როგორ ნადირობენ ფრინველზე. პნევმატური იარაღიდან სროლა დასახლებულ ადგილას არის სამართალდარღვევა და იწვევს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. ქალაქში ფრინველზე ნადირობის ფაქტები წელს პირველი არ არის. „ბათუმელებმა“ პირველ თებერვალს ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც …

შსს: სარფში დაკავებულია „კანონიერი ქურდი“

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. 1981 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა იგი იმ …

ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის აჭარის აგროსერვის ცენტრში

აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსიტრო ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. სტუდენტები 6 თვით იმუშავებენ აჭარის აგროსერვისცენტში და მათი ანაზღაურება თვეში 250 ლარი იქნება. სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია დღეს, 17 თებერვალს, შედგა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს სტაჟირებაზე აჭარს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე  ესაუბრნენ. 6-თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების მიზანი სოფლის …

საია: გიორგი მამალაძის საქმეზე ინფორმაცია საზოგადოებას ცალმხრივად მიეწოდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. საიას განცხადებით, ამ საქმეზე საზოგადოება ცალმხრივად არის ინფორმირებული. „ბათუმელები“ განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე …

გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, 17 თებერვალს, გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აღინიშნება და მიმდინარეობს ექსპერტიზა. მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი პიკაპები – აჭარის გზების დეპარტამენტის პასუხი ენმ-ის კრიტიკაზე

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი სპეციალიზებულ, მაღალი გამავლობის ხუთ ავტომანქანას, პიკაპს, შეისყიდის. ავტომანქანების შესაძენად დეპარტამენტს 320 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. დღეს, 17 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში, დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და  აჭარის მთავრობას და საგზაო დეპარტამენტს ტენდერის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ენმ-ი მიიჩნევს, რომ 320 000 ლარად სპეცტექნიკის შეძენა სჯობს, რომელიც გამოიყენება დიდთოვლობისა და …

„ბათომი“: მორატორიუმი ერთადერთი გამოსავალია ქალაქის ნგრევის შესაჩერებლად

15 თებერვალს ბათუმის მერიაში ქალაქის მერთან დახურული შეხვედრა შედგა, რომელსაც საზოგადოება „ბათომის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რაზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე? „ბათუმელები“ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა. შოთა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ შედგა შეხვედრა მერიაში, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან. რა იყო საუბროს თემა? საუბრის თემა …

რა უნდა ვიცოდეთ ხორცის ყიდვისას

თუ ბაზარში ან მაღაზიაში ხორცის ყიდვისას გამოსაჩენ ადგილას არ არის წარმოდგენილი ეტიკეტი, რომელზეც აღნიშნულია ცხოველის საცნობარო ნომერი, სასაკლაოს ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, ცხოველის წარმოშობა – ადგილობრივია თუ იმპორტირებული – ხორცის გამყიდველი/ბიზნესოპერატორი კანონს არღვევს და დაჯარიმდება – რეგლამენტი, რომელიც საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესს განსაზღვრავს, პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რა უნდა გაითვალისწინოთ ხორცის შეძენამდე – სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაცია ხორცს …

ამინდის პროგნოზი: უამინდობა აჭარაში 17 თებერვლამდე გაგრძელდება

თოვლიანი ამინდი აჭარაში მომდევნო სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. „დღეს და მომდევნო ორ დღეს აჭარაში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი. ხვალ, 15 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი, ზღვაზე მოიმატებს შტორმი 5-6 ბალამდე. მთაში შენარჩუნებული იქნება ზვავსაშიშროება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ღამით, სანაპირო ზოლში …

რის აშენება იგეგმება ბარათაშვილის #24-ში

12 თებერვალს ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, ისტორიული შენობის დემონტაჟი ისე დაიწყეს, რომ კომპანიას, რომელიც ამ ადგილას 7-სართულიანი სახლის აგებას გეგმავს, მერიისგან დემონტაჟის ნებართვა არ ჰქონდა. მერიაში ამბობენ, რომ კომპანია, სავარაუდოდ, დაჯარიმდება, თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ სახლის პროექტი, რომელიც ბარათაშვილის #24-ში უნდა აშენდეს, უკვე შეთანხმებულია.  საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს ტერიტორია კომპანია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის. კომპანიის …

ბათუმის მერია: ბარათაშვილის #24-ში დემონტაჟზე ნებართვა არ გაგვიცია, თუმცა პროექტი შეთანხმებულია

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ ბათუმის მერიას არ გაუცია ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობის დემონტაჟის ნებართვა. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი აქვე დასძენს, რომ სახლის პროექტი, რომელიც უნდა აიგოს ბარათაშვილის #24-ში, შეთანხმებულია, თუმცა კომპანიას მერიაში ჯერ არ შეუტანია განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე. „პროექტი შეთანხმდა შარშან. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად. პირველი და მეორე სტადია გავლილი აქვს, მათ …

ბათუმში ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრიეს

12 თებერვალს ბათუმში დაანგრიეს ბარათაშვილის ქუჩის #24-ში მდებარე შენობა, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იყო აგებული. ამ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა: 2014 წლის 3 ივნისს საბჭომ გადაწყვიტა, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, იმავე წლის ბოლოს კი საბჭო ხელახლა შეიკრიბა და გადაწყდა, სახლს ძეგლის სტატუსი …

ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ

ბათუმში, ხიხანის ქუჩაზე საპროსტესტო აქციები გრძელდება. ამ ქუჩაზე საქართველოს ელექტროსისტემას ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზი გაჰყავს, რომელიც აქ მცხოვრებთა საკუთრებაზე გაივლის. კომპანია მოსახლეობას კომპენსაციას სთავაზობს, თუმცა აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ თანხა დაბალია. „ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, პროფესიით პედაგოგ თამაზ ვანაძეს ესაუბრა. ბატონო თამაზ, დღეს, 10 თებერვალს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნა ისევ კომპენსაციის გაზრდა იყო? არასათანადო კომპენსაციას დაემატა ადამიანის …

აფეთქება ქობულეთში – გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს

10 თებერვალს, ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. მსხვერპლი არ არის. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა …

უმაღლეს საბჭოში მესამედ – რის გაკეთება ვერ მოასწრო ასმათ დიასამიძემ

10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით ასმათ დიასამიძე შევა, სიის მეექვსე ნომერი. ეს უკვე მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოა, რომლის წევრიც ასმათ დიასამიძე გახდება. რის გაკეთება ვერ მოასწრო წინა ორი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 8 წლის მანძილზე, ასმათ დიასამიძემ და …

ლევან ვარშალომიძე უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ არის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს აჭარაში და აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს დღეს, 10 თებერვალს, ოფიციალურად შეუწყდა უფლებამოსილება აჭარის უმაღლეს საბჭოში. ლევან ვარშალომიძემ თავად განაცხადა უარი უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსსზე, იმის მიუხადავად, რომ იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო. იმის მიუხედავად, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არც ერთ სხდომას არ …

აქციაზე დაკავებული მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არაადეკვატურ ფასს სთავაზობს

ბათუმში დღეს, 10 თებერვალს, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები სულიკო გვიანიძე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შს სამინისტროს ინფორმაციით,  დაკავებულს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173- მუხლებით ედება ბრალი. სულიკო გვიანიძის დაკავებას წინ უძღოდა აქცია, რომელსაც ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებლები უკვე მესამედ მართავენ. ამ ქუჩაზე  ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი გადის, რისთვისაც მოსახლეობის ნაწილს საკუთრების დათმობა მოუწევს. მოსახლეობა საკუთრების დათმობის სანაცვლოდ …

აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი დეპარტამენტი იქმნება

„საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი“ – ასე ეწოდება დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ახალ დეპარტამენტს აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც, პრესსამსახურის თქმით, უმაღლესი საბჭოს სამ  – პრესსამსახურს, IT ჯგუფსა და პროტოკოლის სამსახურს გააერთიანებს. გადაწყვეტილება ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ დღეს, 10 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. როგორც უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განმარტავენ, ცვლილება მიზნად ისახავს სამი სამსახურის ერთი ქოლგის ქვეშ …

დღეს უმაღლესი საბჭო ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

დღეს, 10 თებერვალს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე ლევან ვარშალომიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ამ თემაზე მომხსენებელი ნინო ჩხეტია იქნება,  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ  27 იანვარს განაცხადა.  …

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ლაშა ასლანიშვილი უხელმძღვანელებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ლაშა ასლანიშვილი დაინიშნა. ლაშა ასლანიშვილი პროფესიით ისტორიკოსია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელი. იგი სააგენტოში სამუზეუმო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. „ძველმა ბათუმმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს იერ-სახე. მე ვარ მოვალეობის შემსრულებელი და წინასწარ რაიმე სტრატეგიაზე მე ვერ ვსაუბრებ, მაგრამ ვთვლი, რომ თითოეული ბათუმელის ინტერესში უნდა შედიოდეს, შენარჩუნდეს ის, რასაც …

აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 111 წლისაა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ფიქრიე ირემაძეა. იგი 111 წლისაა და ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ირემაძეებში ცხოვრობს.  აჭარაში ამჟამად 100 წელს გადაცილებული 26 მოქალაქე ცხოვრობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 7 თებერვალს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე 100 წლის იუბილეს მიულოცავს ანტისა ნორაკიძეს, რომელიც დაბა ჩაქვში ცხოვრობს და 1000 ლარს გადასცემს მას. „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი …

ბათუმში „კარფური“ გაიხსნება

2017 წლის ზაფხულში ჰიპერმარკეტების  ქსელი „კარფურ ჯორჯია“ ბათუმში ფილიალის გახსნას გეგმავს. „ბათუმის კარფურის მარკეტი განთავსდება ახალი ბათუმის ტერიტორიაზე, იუტიციის სახლის მიმდებარედ და იქნება კარფურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ადგილობრივ ბაზარს მორგებული დიდი სუპერმარკეტი,“ –  უთხრეს „ბათუმელებს“ ორგანიზაციაში. „კარფურში“ ამბობენ, რომ ახალ სუპერმარკეტში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. ორგანიზაციამ რამდენიმე ვაკანსია უკვე გამოაცხადა. „გეგმების მიხედვით, კარფური გააგრძელებს რეგიონალურ განვითარებას ჯერ …

#შაჰინიჩემია – გამოხმაურება ფეისბუქზე

ბათუმში შაჰინის სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმებას სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქზე. სკოლის მხარდამჭერებმა ჰაშთაგიც შექმნეს – #შაჰინიჩემია.

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი ეკლესია ჩამოინგრა

4 თებერვალს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩის #35-ში ძველი, სომხურ-კათოლიკური ეკლესიის შენობა ჩამოინგრა. საზოგადოება „ბათომის“ წევრის, შოთა გუჯაბიძის თქმით, შენობა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ბათუმში იყო აგებული,  1877 წელს.  სამლოცველოს ფუნქცია შენობას გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ძველი სომხურ-კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე იყო 2012 წლიდან. შენობა წლებია მოუვლელია. „შენობის …

Exit mobile version