ვინ დააჯარიმებს სიგარეტის მწეველებს პირველი მაისიდან

პირველი მაისიდან ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც სიგარეტისა და ელექტროსიგარეტის მოწევა იკრძალება დაწესებულებების, რესტორნებისა და კაფე-ბარების შენობებში, ასევე ტრანსპორტში [ტაქსის გარდა]. დაწესებულება, სადაც სიგარეტს მოწევენ შენობაში, ასევე ტრანსპორტის მფლობელი, დაჯარიმდება პირველ ჯერზე 500 ლარით,  ფიზიკური პირი – 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი  – 100 ლარით. კანონის ძალაში შესვლამდე ორი თვე რჩება, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ …

წითელას სტატისტიკა: ლაბორატორიულად დადასტურდა 219 შემთხვევა

ბოლო მონაცემებით, წელს აჭარაში, პირველი იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით, წითელას 219 შემთხვევა დაფიქსირდა. „ჩვენ გამოვხშირეთ ლაბორატორიულად დაუდასტურებელი შემთხვევები და 27 თებერვლის მონაცემებით გვაქვს 219 შემთხვევა. ცენტრში უფრო მეტი შეტყობინებაა შემოსული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არ დასტურდება წითელა და ხდება ასეთი შემთხვევების უკუგდება, შესაბამისად, გვაქვს ეს რიცხვი,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, ამ კვირაში, …

ამინდის პროგნოზი აჭარაში: ტემპერატურა დაიკლებს, მთაში მოსალოდნელია თოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. „28 თებერვალს, ღამით, აჭარის სანაპირო რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აჭარის დაბლობში ამინდი გაუარესდება ხვალ, პირველ მარტს, დღის მეორე ნახევრიდან. სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა, ზოგან – ძლიერი. მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ხვალ, …

სად ვეღარ მოწევ სიგარეტს პირველი მაისიდან

ორი თვის შემდეგ ძალაში შედის 2017 წელს მიღებული კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში. პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევ: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში [გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა]. იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის …

უკუღმა დაკიდული აჭარის დროშა მერიის შენობაზე – მერიის განმარტება

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე უკუღმა შემოტრიალებული აჭარის დროშა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძემ გადაიღო და ფოტოს ვიდეოც დაურთო თან: ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ დროშა სწორად იყო დაკიდული და ქარმა შეატრიალა: „დილიდანვე მერიის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებული იქნა დროშები. ლერმონტოვის ქუჩაზე, დროშის დაწევის შემდეგ ქარმა ამოატრიალა დროშა, ორ სამაგრიანიდან მოწყდა, დარჩა …

შმაგი ბოლქვაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა [ვიდეო]

24 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში, კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე გახდა 72 კგ. წონით კატეგორიაში. შმაგიმ ფინალში უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა ანგარიშით – 7-5. შმაგი ბოლქვაძე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონია თავის წონით კატეგორიაში. მან  გასული წლის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება რუსეთის სახელით მოასპარეზე ალენ მირზოიანთან მოიპოვა.

დაშვებული დროშები ბათუმში – ოკუპაციის დღე

ბათუმის მერიის შენობაზე, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის  დაკავშირებით, დროშები დაშვებულია. შავი ლენტები აქვს დროშებს აჭარის მთავრობისა და საკონსტუტუციო სასამართლოს შენობებზე. საქართველოს მთავრობის ცნობით, დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.  

ბათუმში სუმგაიტის ტრაგედია გაიხსენეს

ბათუმში მცხოვრებმა სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა დღეს, 25 თებერვალს,  1988 წელს აზერბაიჯანში, ქალაქ სუმგაიტში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს, როცა ეთნოკონფლიქტის დროს ქალაქში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა დაიღუპა.  პანაშვიდი ბათუმის სომხურ ეკლესიასთან გაიმართა. საბჭოთა პროპაგანდის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სუმგაიტში სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 27 სომეხი, დაიჭრა – 100, დარბეული იქნა 200 ბინა, თუმცა არაოფიციალური სტატისტიკით მსხვერპლი გაცილებით დიდი …

რესპუბლიკის პირველი იუნკრები

23 თებერვალს საქართველოში ქართველი იუნკრების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ვინ იყვნენ ქართველი იუნკრები და რა ბედი ეწიათ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ირაკლი ირემაძეს ესაუბრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელს. ეს ცენტრი რამდენიმე წელია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას იკვლევს. როდის და როგორ შეიქმნა იუნკერთა სასწავლებელი   იუნკერთა სასწავლებელი რესპუბლიკის …

ქედის ბიუჯეტი 319 ათასი ლარით გაიზარდა

დღეს, 23 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ქედის ბიუჯეტი 319 ათასი ლარით გაიზარდა. საკრებულოს ინფორმაციით, ბიუჯეტი 180 ათასი ლარის ეკონომიისა და გასული წლის ნაშთის ხარჯზე გაიზარდა. ბიუჯეტში შესული ცვლილებებით, ყველაზე მეტი თანხა – 129 602 ლარი ქედაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაიწერა. 15 000 ლარი შპს „ქედის კომუნალურსერვისსა“ და შპს „ქედის წყალკანალს“ ავტომობილების შესაძენად …

ნარკოდანაშაული – ბათუმში უცხოეთის ექვსი მოქალაქე დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 427 აბი „ექსტაზი“. სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დააკავეს მათთან კავშირში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის …

ხულოს ყოფილი გამგებელი აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

ხულოს ყოფილი გამგებელი და 2017 წლის მოწვევის ხულოს საკრებულოს წევრი ბესიკ ბაუჩაძე აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე შეუდგა მუშაობას. ბაუჩაძემ ხულოს საკრებულო დატოვა. „აქტიურ სადეპუტატო უფლებამოსილებას ვერ განვახორციელებდი, ეს გავითვალისწინე და ისე მივიღე გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ბესიკ ბაუჩაძემ „ბათუმელებთან“. ბესიკ ბაუჩაძე პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ფინანსების აღრიცხვისა და …

შუახევის ყოფილი გამგებელი აჭარის განათლების ფონდის დირექტორად

აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელად შუახევის ყოფილი გამგებელი, ტარიელ ებრალიძე დაინიშნა. განათლების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი თავბერიძე კი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ახალი დირექტორი ფონდის თანამშრომლებს აჭარის განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა, 22 თებერვალს წარუდგინა. ტარიელ ებრალიძე 2013-2017 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მოსახლეობის 72.9-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. იგი პროფესიით …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ძირითადად – უნალექოდ. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 9-14, ღამით – 2-7, მთაში – 3-8 გრადუსი სითბო, ღამით – 0-3 გრადუსი ყინვა.  იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. მომდევნო ორ დღეს შენარჩუნდება …

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ ჯამბულ ხოზრევანიძე დაინიშნა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ავთანდილ მესხიძის მოადგილედ ჯამბულ ხოზრევანიძე დაინიშნა. იგი  2014-2017 წლებში ხულოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა. სამინისტროს ცნობით, ჯამბულ ხოზრევანიძე პროფესიით ინჟინერია. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება გლეხთა საკრედიტო კავშირის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარედ, 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე. 2016 წელს, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს ჯამბულ ხოზრევანიძემ „ქართული ოცნებიდან“ ხულოს, …

რეპროდუქციული ასაკის ქალებში მოიმატა უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა – კვლევის შედეგები

დალი ტრაპაიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, წლების განმავლობაში აკვირდება რეპროდუქციული ასაკის ქალთა ავადობისა და სიკვდილიანობის მონაცემებს საქართველოში და მათ შორის, აჭარაშიც. 2018 წლის თებერვალში მან ქობულეთში გამართულ კონფერენციაზე წარადგინა კვლევა – „რეპროდუქციული ასაკის ქალთა ავადობისა და სიკვდილობის მონაცემები აჭარის პოპულაციაში“. „ბათუმელები“ მას კვლევის შედეგების შესახებ ესაუბრა. ქალბატონო …

ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებულია ქალი, მას შეჯახების შედეგად დაუზიანდა  ზედა კიდური და სავარაუდოდ აქვს ტვინის შერყევა. დაზარალებული გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად …

შსს: ხელვაჩაურში ახალშობილი დაკრძალულია, გამოძიება უკანონო აბორტზე მიმდინარეობს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი არ დაკარგულა, იგი პოლიციას სახლში გარდაცვლილი დახვდა. შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გარდაცვლილ ახალშობილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და იგი ოჯახმა დაკრძალა. სიუჟეტი ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილის გაუჩინარების შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ, 20 თებერვალს გავიდა. სიუჟეტის თანახმად, 20 წლის სტუდენტმა გოგომ სახლში, მალულად იმშობიარა, ახალშობილი კი ვერ იპოვეს. …

სტუდენტთა იმუნიზაცია წითელას წინააღმდეგ ბსუ-ში

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წითელას წინააღმდეგ სტუდენტთა იმუნიზაცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები არიან უნივერისტეტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. აიცრებიან ის სტუდენტები, რომელთაც აცრა ჩატარებული არ აქვთ. აცრა უფასოა. აცრის გაკეთება შესაძლებელია ბსუ-ს მედპუნქტში (ოთახი #101),  21-დან 23- თებერვლის ჩათვლით, 12:00- 15:00 საათამდე. დღეს, 21 თებერვალს, იმუნიზაციას უნივერსიტეტში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძეც დაესწრო. აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა. ბოლო …

ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს [ფოტოამბავი]

მწვანე კონცხზე, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელთან ახლოს, მრავალწლოვანი ხეა ამოთხრილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, აქედან ხე ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის ამოთხარეს, რაც საერთო საცხოვრებლის შენობას, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ სტუდენტები, საფრთხეს უქმნის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და ვიზუალური დათვალიერებით, შენობას ტექნიკური პრობლემა არ აქვს და შეფასება, რომ ის წარმოადგენს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის …

ზურაბ პატარაძე K2-ის შუამდგომლობაზე უარს ამბობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, დღეს, 20 თებერვალს, ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა, რომ უარს ამბობს K2 კოეფიციენტის შუამდგომლობის მოთხოვნის უფლებაზე, რისი საშუალებაც მას, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ჰქონდა. K2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რომელიც შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს. „ამ საკითხს მერია გადაწყვეტს“, – თქვა ზურაბ პატარაძემ და დასძინა, რომ აჭარის მთავრობა პროცესებს გარედან გააკონტროლებს.  …

ალიევმა ბათუმში აზერბაიჯანის ახალი კონსული დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსულის პოსტზე ფარვიზ ჯაფარ ოღლუ ისმაილზადე დანიშნა. ალიევმა ბრძანებას ხელი 19 თებერვალს მოაწერა. ისმაილზადე აქამდე  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში მუშაობდა აზერბაიჯანის გენერალური კონსულის პოსტზე. იგი დუბაიდან ალიევმა 2018 წლის 29 იანვარს გაიწვია, სწორედ იმ დღეებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ელჩები და კონსულები არაერთ ქვეყანასა და ქალაქში შეცვალა, მათ შორის ბათუმშიც. 

გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობაზე საბჭოს არ უმსჯელია

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს ჯერ არ უმსჯელია იმ ექიმების პროფესიულ პასუხისმგებლობაზე, რომლებიც აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილეს, თემურ გაბაიძეს მკურნალობდნენ. თემურ გაბაიძე გასულ წელს, კუროტ „გოდერძიზე“ დაშავდა და რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სამედიცინო ისტორია საქართველოს სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა დაადგინა. კერძოდ: სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული …

ენერგოინვესტიციის ფორუმი ბათუმში – აზიის განვითარების ბანკისა და აჭარის მთავრობის შეხვედრა

11-12 სექტემბერს ბათუმში ენერგოინვესტიციის ფორუმი გაიმართება. დღეს, 19 თებერვალს, ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოების და საპილოტე საინვესტიციო პროექტების განსახილველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ენერგოინვესტიციის ფორუმი ოთხი მიმართულებით იმუშავებს: მზის ენერგია, ენერგოეფექტურობა, ელექტროავტომობილები და ელექტროელემენტების განვითარება. ფორუმი ბათუმში აზიის ბანკის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის – CAREC-ის პროგრამის ფარგლებში უნდა გაიმართოს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია. მისი ჩართულობით არაერთი პროექტი ხორციელდება …

სად გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 17 თებერვალს, სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ბათუმსა და ხულოში ელექტროენერგიის მიწოდება იზღუდება. ბათუმში, 12:00-დან 15:00 საათამდე გაეთიშება შუქი 1249 აბონენტს, ფრიდონ ხალვაშისა და აღმაშენებლის ქუჩის ბოლო დასახლებაში, ასევე  ინჯალოსა და კახაბრის დასახლებებს. ხულოს მუნიციპალიტეტში 11:00-დან 18:00 საათამდე შუქი გაეთიშება 210 აბონენტს კორტოხი და პაქსაძეებში. შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში აჭარაში 19 თებერვალსაც იქნება შემდეგი განრიგით: …

ფერადი სახლები ძაღლებისთვის ბათუმში – „თათის“ ინიციატივა

ორგანიზაცია „თათი“ ბათუმის ქუჩებში უპატრონო ძაღლებისთვის მცირე ზომის სახლების, ე.წ. „პეტ ჰაუსების“ განთავსების ინიციატივით გამოდის. საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ახლახან დარეგისტრირდა ორგანიზაციად, უკვე მიმართა ბათუმის მერიას თხოვნით, დაეხმარონ პროექტის განხორციელებაში და მისცენ განსაზღვრულ ადგილებში 15 „პეტ ჰაუსის“ განთავსების უფლება. „თათის“ წევრები მარია ზოიძე, დავით არძენაძე, ანა მითაიშვილი, გიორგი კალანდაძე და ქეთი ლაბაძე არიან. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფოტოგრაფი …

„ბათუმობა“ შესაძლოა 28 აპრილს აღინიშნოს

ბათუმის მერია აპირებს საკრებულოს მიმართოს ბათუმობის დღესასწაულის თარიღის შეცვლის ინიციატივით. თუ საკრებულო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ბათუმობა არა სექტემბრის დასაწყისში, არამედ 28 აპრილს აღინიშნება. „იმ შემთხვევაში, როცა 28 აპრილი არ დაემთხვევა შაბათ-კვირას, ქალაქის დღესასწაული აპრილის ბოლო შაბათს ან კვირას აღინიშნება, დასვენების დღეებში,“ – განმარტავენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. 28 აპრილს ბათუმობის აღნიშვნა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივაა …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარის სანაპიროზე უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 13-18 გრადუსი იქნება, ღამით – 3-8 გრადუსი. მთაში ჰაერის ტემპერატურა იქნება: დღისით 8-13 გრადუსი სითბო, ღამით კი – 0-5 ყინვა,“ – ამბობენ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ …

„გამჭვირვალობა“: ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუნიციპალიტეტების ვებგვერდების გამჭვირვალობისა და ინფორმატიულობის შესახებ კვლევის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაცია ბათუმის საკრებულოსა და მერიას გამჭვირვალობის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო აკრიტიკებს. „ბათუმის საკრებულომ 2014 წლის 31 იანვარს მიიღო დადგენილებები ბათუმის მერიისა და საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ; მიღებული აქტები შესაბამისობაშია მთავრობის N 219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რომელიც …

„მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები“ – წითელას შემთხვევები ისევ იზრდება

აჭარაში წითელას შემთხვევათა რაოდენობა ისევ იზრდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე აჭარაში წითელას 182 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა უმრავლესობა ბათუმზე მოდის. მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ბავშვების და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების,  გართულებების და …

ბათუმში მოსალოდნელია 17 გრადუსი სითბო – ამინდის პროგნოზი

უახლოეს დღეებში ბათუმში უნალექო ამინდი შენარჩუნდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით 12-17 გრადუსი სითბო, ღამით: 3-8 გრადუსი. მთაში ღამით მოსალოდნელია 0-5 ყინვა, დღისით – 3-8 გრადუსი სითბო,“- აცხადებენ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. უნალექო ამინდი აჭარაში მომდევნო …

ვინ იყვნენ ძველი ბათუმის პირველი ექიმები

1878 წელია ბათუმში. ჭაობებით მოფენილ პატარა ქალაქს ანოფელესი ეხვევა, მალარიის გადამტანი კოღო, ძველი ბათუმელების მთავარი სატანჯველი. მალარიით გამოწვეულ ციებ-ცხელების შეტევებს ბათუმელები ხალხური მედიცინით ებრძვიან, მაგრამ ვერ ერევიან. ცხოვრება განსაკუთრებით ჭირს ზაფხულში. ვისაც საშუალება აქვს, ამ დროს აგარაკებსა და მთებს აფარებს თავს, მაგრამ ასეთი ბევრი არ არის.  ქალაქში მხოლოდ ერთი პატარა ჰოსპიტალია, რომელიც სამხედროებს ემსახურება. ბათუმს …

ხანძარი სოფელ განთიადთან

ამ წუთებში ხანძარია ბათუმთან ახლოს. როგორც ბათუმის სახანძრო სამსახურში ამბობენ, მათი ინფორმაციით, სოფლების, განთიადისა და კაპრეშუმის მახლობლად ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია. სახანძრო სამსახური გასულია შემთხვევის ადგილზე.  

როგორ რეგულირდება გერმანიაში საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვა

არის თუ არა შეზღუდვები საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვაზე ევროკავშირის ქვეყნებში? „ბათუმელები“ მაკა გოგიბერიძეს ესაუბრა, რომელიც 20 წელია გერმანიაში, დიუსელდორფში ცხოვრობს. მაკა ამბობს, რომ გერმანიაში საახალწლო პიროტექნიკა იყიდება, ოღონდ კატეგორიების მიხედვით და რეგულაციების დაცვით: „მაგალითად, არასაშიში შუშხუნები, ხმის გარეშე, რომელსაც დაბადების დღეებზე და ახალ წელსაც იყენებენ, იყიდება მთელი წლის მანძილზე. ამ შუშხუნების ყიდვა შეუძლიათ ბავშვებსაც, მხოლოდ 12 …

2017 წელს საქართველოში 4 მილიონ 21 ათასი დოლარის პიროტექნიკა შემოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 4 მილიონ 21 ათასი დოლარის პიროტექნიკური ნაწარმი შემოვიდა, მათ შორის ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები და სხვა. ყველაზე მეტი – მილიონ 982 ათასი დოლარის საქონელი, წლის მეოთხე კვარტალშია შემოტანილი. ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული პიროტექნიკური ნაწარმის ყველაზე დიდი რაოდენობაა. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 3 მილიონ 922 ათასი …

ვისთვის არის სავალდებული აცრა – წითელას 149 შემთხვევა აჭარაში

ბოლო მონაცემებით წელს აჭარაში წითელას 149 შემთხვევა აღირიცხა. მონაცემები მზარდია და შემთხვევათა რაოდენობა კლებისკენ არ მიდის – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ცენტრის დირექტორი, ნინო ნიჟარაძე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას: „აცრა შესაძლებელია პოლიკლინიკებში. ვისაც არ ახსოვს და არ არის დარწმუნებული, გაკეთებული აქვს თუ არა, აუცილებლად უნდა გაიკეთოს აცრა.“ წითელას აცრა კეთდება ერთი და …

Exit mobile version