ოთხი მუზეუმი ერთად – აჭარის მთავრობამ ახალი უწყება შექმნა

ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა №4 – ამ მისამართზე ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი მდებარეობს, თუმცა პირველი ივნისიდან ეს ახალი ორგანიზაციის მისამართი იქნება. აჭარის მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აჭარის მუზეუმი“ შექმნა, რომელიც ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს გააერთიანებს. აჭარის მუზეუმში გაერთიანდება ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმიც, რომელიც აქამდე აჭარის …

პოლიციის ცნობით, ბათუმში საბურავის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, 1982 წელს დაბადებული თ.დ. კი – ამხილეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ და თ.დ.-მ, მიმდინარე წლის 10 მაისს ბათუმში მოქალაქის კუთვნილი „INFINITI“-ს მარკის ავტომობილიდან …

კაპიტან ანატოლი კაჭარავასა და ნატო ვაჩნაძის სიყვარულის ხანმოკლე ისტორია

ბათუმის საზღვაო აკადემიასთან ერთი საფლავია, რომელთანაც ყოველ წელს მიდიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ყვავილებით ამკობენ. აქ შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ანატოლი კაჭარავაა დაკრძალული, საქართველოში საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი. ცნობილი კაპიტანი მეორე მსოფლიო ომის დროს ყინულმჭრელ „ალექსანდრე სიბირიაკოვს“ მეთაურობდა, რომელიც 1942 წლის 25 აგვისტოს გერმანულ კრეისერ „ადმირალ შეერთან“ შეტაკებისას ჩაიძირა, ხოლო დაჭრილი ანატოლი …

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული …

სიმსივნის სამკურნალო საშუალება ტაქსოტერი მწარმოებელმა ბაზრიდან გამოითხოვა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებსა და ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებს მიმართავს, შეწყვიტონ სამკურნალო საშუალება „ტაქსოტერის“ გაყიდვა და უზრუნველყონ მისი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან. ინფორმაცია „ტაქსოტერის“ ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ 4 მაისით თარიღდება. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტოში შევიდა კომპანია „Sanofi-Aventis Deutschland GmbH “-ის შეტყობინება, რომლის თანახმად, სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის მიზეზით (სპეციფიკაციით განსაზღვრული პარამეტრები სცდება დადგენილ ზღვრულ ნორმებს), ბაზრიდან …

ქართველი მეზღვაური ლიბიაში თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ სახლში დაბრუნდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, საქართველოში დაბრუნდა. სოსლან კაკაბაძე 2015 წლის 24 აგვისტოს ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს დააკავეს არალეგალური ნავთობის გადატანის მცდელობის ბრალდებით. კაკაბაძე ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ  მცირე ნავთობ-ტანკერ “Sovereign M”- ის ეკიპაჟში …

შპრიცები ბათუმის სანაპიროზე – ფოტოამბავი

ეს ფოტოები ბათუმელმა ლევან სამსონაძემ 4 მაისს გადაიღო ბათუმში, თევზის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიასთან, პლაჟზე. ლევანი ამბობს, რომ რამდენიმე წელია პლაჟზე და, ზოგადად, ქალაქში, დანაგვიანებულ ადგილებს საკუთარი ინიციატივით ალაგებს, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ – მეგობრებთან ერთად. ეს შპრიცებიც საკუთარი „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მოაგროვა და ფოტოები გადაუღო. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, ზოგიერთი შპრიცი უფრო ძველია, ზოგი – …

ავარია ქედაში – დაიღუპა ხუთი ადამიანი

დღეს, 5 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტში, “ღვინის სახლთან”, ავტოავარიას ხუთი სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. “ბათუმელები” ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. “დაახლოებით დილის ათ საათზე მოხდა ავარია. ათი წუთის მომხდარი იყო შემთხვევა, მე რომ გავიარე. დიდ, კარიერზე რომ მუშაობენ, ისეთ მანქანაზე იყო შეჯახებული ძველი მერსედერსი. თქვეს, რომ მანქანაში ყველა გარდაცვილი იყო. არ …

მახინჯაურიდან ხე ბიძინა ივანიშვილისთვის ზღვით გადააქვთ [ფოტო]

დღეს, 5 მაისს, დილით, მახინჯაურის სანაპიროზე კიდევ ერთი მცურავი ხე გამოჩნდა. გიგანტური ხე ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

შსს: ჯელალ ქიქავასა და მისი მეგობრების ცემის ფაქტზე სამ სპორტსმენს ბრალი წარუდგინეს 

შს სამინისტროს ინფორმაციით, 24 მარტს ბათუმში, ჯელალ ქიქავასა და მის თანხმლებ ორ პირზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბრალი წარუდგინეს ინციდენტში მონაწილე 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს. სამივე მათგანი სპორტსმენია. შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირები დაფიქსირებულნი არიან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ინციდენტის …

დღეს საბჭო თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე იმსჯელებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 4 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭო აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს საბჭო სამინისტროში ოთხ საათზე შეიკრიბება. კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავს საბჭო, ამის შესახებ სააგენტოში ინფორმაცია არ გაამხილეს, თუმცა გვითხრეს, რომ საბჭოზე გასულ საკითხებზე გადაწყვეტილებები …

5 000 ლარით დაჯარიმდება მედია, რომელიც მოწევის მავნებლობის ამსახველ პიქტოგრამას არ გამოიყენებს

„მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს“,  „თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს“ – მსგავს მესიჯებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის ან ხორხის კიბოთი დაავადებული ადამიანის გამოსახულებასთან ერთად იმ ფილმების, გადაცემების დასაწყისსა და ბოლოს მოისმენთ და ნახავთ, რომლებშიც სიგარეტის მოწევის კადრია ან თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქსესუარი. 2018 წლის პირველი მაისიდან ძალაში შევიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის …

10 ქართული ფილმი, რომელსაც ცენზურა შეეხებოდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო

თუ კი საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, ბევრი ცნობილი ქართული ფილმი შესაძლოა ცენზურის ქვეშ მოექცეს. ქართულ (და არა მხოლოდ) ფილმებში სასულიერი პირები ხშირად არ იქცევიან შესაფერისად, ზოგი ხარბია, ზოგს ზედმეტად უყვარს ჭამა-სმა, ზოგს არც ღმერთის არსებობის სჯერა. ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება იჩივლოს, იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ ესა თუ ის კადრი ამ ფილმებიდან მის …

„მივიღებთ კარიკატურას“ – ლევან ღამბაშიძე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ

როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, საქართველოს პარლამენტმა რომ მიიღოს კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს ესაუბრა. თქვენი აზრით, რა მოცემულობაში მოგვიწევს ცხოვრება, დავუშვათ და პარლამენტმა მიიღოს კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე? როგორ შეიძლება ეს აისახოს ხელოვნებაზე, კულტურაზე, რაზე შეიძლება მოგვიხდეს უარის თქმა? დარწმუნებული ვარ, ეს კანონი არ გავა, მაგრამ რომ გავიდეს და აღსრულება …

ერთი ავტომობილის 66 გადაუხდელი ჯარიმა [ფოტოამბავი]

ეს ავტომობილი ბათუმის ავტოტრანსპორტმა 2016 წლიდან დღემდე 66-ჯერ დააჯარიმა, თუმცა მძღოლს არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი. „მერსედერსის“ მინივენს ბოლო ორი წელია პარკირების საფასურის გარეშე დგომისა და ტროტუარზე გაჩერებისთვის აჯარიმებენ. ბათუმის ავტოტრანსპორტმა მძღოლს 66-დან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადაუგზავნა საჯარიმო ოქმი, რომელიც მას ასევე არ გადაუხდია. ბოლოს ამ სანიშნე ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლი ბათუმის ავტოტრანსპორტმა 2018 …

ქიქავა: შსს ჩემი ცემის ფაქტს არ იძიებს, თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორია

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. ჯერჯერობით შსს-ს არავინ დაუკავებია. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ გამოძიება განზრახ ჭიანურდება და სამართალდამცავებისთვის ყველა გარემოება ცნობილია. იგი ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრის, ყოფილი მოჭიდავის, ოლიმპიური ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს, რაც შსს-შიაც …

ძველი წიგნები და პრესა – გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში

24 აპრილს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ძველი წიგნებისა ჟურნალ-გაზეთების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი წიგნები და პრესა საუკუნეზე მეტი ხნისაა და მუზეუმის ბიბლიოთეკაშია დაცული. „კვალი“, „ივერია“, ბათუმის გაზეთი“,  პრესა და ძველი წიგნები აჭარისა და ბათუმის შესახებ – ამ ყველაფრის ნახვა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში 28 აპრილამდე შეგიძლიათ. მუზეუმის დირექტორი, ოთარ გოგოლიშვილი ამბობს, რომ მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცული …

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მირზა ცეცხლაძე შეასრულებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მირზა ცეცხლაძე შეასრულებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, იგი ამ თანამდებობაზე დროებით ინიშნება. მირზა ცეცხლაძე რამდენიმე წელია სააგენტოში მუშაობს. იგი ამ დრომდე სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი იყო, უფრო ადრე კი -სააგენტოს იურისტი. სააგენტოს დირექტორი ერთი კვირაა არ ჰყავს, მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა ლაშა ასლანიშვილმა …

ბათუმის ვიცე-მერი: მერია ხანძრით დაზარალებულებს ქირით გადაიყვანს

ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან გაჩენილი ხანძრის ადგილას მივიდა. ვიცე-მერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ოჯახია დაზარალებული, მაგრამ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია ქირით საცხოვრებელ ფართობებში გადაიყვანს. „შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან და მუშაობენ. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა დამწვარი… ჩვენ ველოდებით ზუსტ აღწერას. ამ ეტაპზე  ვერ გეტყვით რისგან გაჩნდა ხანძარი, ან ზუსტად რამდენი ოჯახია დაზარალებული. პირველ რიგში, …

სასწრაფო: ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. „ძირითადად ემოციური ფონის გამო ესაჭიროება მოსახლეობას დახმარება, დაშავებულები არ არიან“ – გვითხრეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. ხანძრის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფება. ხანძარი ბათუმში, „მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან“ ახლოს მდებარე სახლებს დღეს, 24 აპრილს, დაახლოებით ექვს საათზე გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დამწვარია სამი …

ბათუმში ხანძარია – საცხოვრებელი სახლები იწვის

ბათუმში, ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. სასწრაფო სამედიცინო სამსახური ადგილზე იმყოფება.    Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on Tuesday, April 24, 2018

„ოცნებას“ ბათუმში ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება დღეს, 23 აპრილს, „ქართული ოცნების“ რეგიონალურ კონფერენციაზე იქნა მიღებული. ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ჭეიშვილი იყო. მას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.

„თუ არ არის ნეპოტიზმი, მაშინ მოგვაწოდონ თანამშრომელთა სია“ – ენმ „ბათუმის წყალზე“

დღეს, 23 აპრილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შპს „ბათუმის წყალში“ დირექტორთან, თენგიზ ქოქოლაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა ენმ-ის წარმომადგენლის, ბათუმის საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის თქმით, შეხვედრა მხოლოდ „ბათუმის წყლის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შედგა და არა დირექტორთან. „ჩვენ დირექტორისგან გვაინტერესებდა კონკრეტული პასუხები, თუმცა დირექტორი არ შეგვხვდა. ამ შპს-დან გამოვითხოვეთ ბევრი ინფორმაცია, მათ შორის საშტატო ნუსხა, თანამშრომელთა სახელობითი სია და …

ბათუმში, ზღვისპირას, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

22 აპრილს ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვისპირას, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედართან კიდევ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც თითქმის უგონო მდგომარეობაში იყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. სავარაუდოდ, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

ბათუმში, სარდაფში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე შენობის სარდაფში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს, პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

რომელ ქუჩებზე აიკრძალება ავტომანქანით მოძრაობა 21 აპრილს, საღამოს, ბათუმში

21 აპრილს ბათუმშ, მარათონი – THE GREAT BATUMI NIGHT RACE გაიმართება, რასთან დაკავშირებითაც 21 აპრილს ბათუმში,19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე აიკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოძრაობა დაშვებული არ იქნება: შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი; შოთა რუსთაველის გამზირი; გოგებაშვილის ქუჩა (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე); პორტის შესახვევი; ზვიად გამსახურდიას ქუჩა (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას …

„ნამე“ – ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს „აპოლოში“ აჩვენებენ

19 აპრილიდან ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს – „ნამე“ კინოთეატრებში აჩვენებენ, მათ შორის ბათუმის „აპოლოშიც“. „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს. „ნამე“ საქართველოს მთებში, პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები …

გენდერული სტატისტიკა: 2048 – კაცი და 71 ქალი პატრულ-ინსპექტორი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში 126 პატრულ-ინსპექტორი მუშაობს, მათგან მხოლოდ ხუთია ქალი. ეს მონაცემები ბოლო სამი წელია თითქმის არ შეცვლილა, აქ მხოლოდ 2016 წელს მუშაობდა ოთხი ქალი პატრულ-ინსპექტორი. ქალი-ინსპექტორების რაოდენობა მცირეა არა მარტო აჭარაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც. შს სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მონაცემებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2048 პატრულ-ინსპექტორიდან მხოლოდ 71 ქალია. …

ხუთი კომპანიის დირექტორი ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქალაქ თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა და  ხუთი  კომპანიის ხელმძღვანელი  დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით,  საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას და რეალიზაციას ახდენდნენ. კერძოდ, მათ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ანგარიშ – ფაქტურები და სასაქონლო …

შავი ჯიპი ტროტუარზე და ათი გადაუხდელი ჯარიმა [ფოტოამბავი]

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ტროტუარზე გაჩერებული შავი ჯიპი „ბათუმელების“ ფოტოობიექტივში მოხვდა. ავტომანქანის ნომრის ბათუმის ავტოტრანსპორტის ვებგვერდზე გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამ მანქანას ტროტუარზე მეპატრონე ხშირად აჩერებს. ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, ტროტუარზე მანქანის გაჩერებისთვის ბათუმის ავტოტრანსპორტმა აღნიშნული ავტომანქანის მეპატრონე რვაჯერ დააჯარიმა, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის კი – სამჯერ. ჯარიმები სხვადასხვა წლებშია გამოწერილი. ყველაზე ძველი 2014 წელს …

ბათუმის „დინამო“ აკურთხეს

12 აპრილს ანგისის დასახლებაში არსებული ბათუმის „დინამოს“ სტადიონი და გუნდი აკურთხეს. „გუშინ მოედანი დახაზეს და პირველად ივარჯიშა „დინამომ“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე. მამა სერგი მოვიდა და მოედანი აკურთხა. გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, დგინდება ეს საკითხი. მოედანს ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ იყენებენ ფეხბურთელები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლუბის პრესსამსახურში. გუნდისა და სტადიონის კურთხევის ამსახველი ფოტოები გუნდის პიარისა …

ავარია ბათუმში – დაშავებულია სკუტერის მძღოლი

დღეს, 13 აპრილს, ბათუმში, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში, ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სკუტერი შეეჯახა.  სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, სკუტერიდან ჩავარდნილ ახალგაზრდა მამაკაცს მუხლი დაუზიანდა და სასწრაფომ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, …

შავკანიანი ბათუმელი – ყადირ გიგინეიშვილი [ფოტოისტორია]

ეს ფოტო, რომელზეც ბათუმში „სობოროს“ ნგრევის სამუშაოებია ასახული, 1932 წელსაა გადაღებული. ფოტოს თუ დააკვირდებით, შავკანიან მამაკაცს შენიშნავთ. სავარაუდოდ იგივე მამაკაცია გამოსახული დაახლოებით იმავე წლებში გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოზე [მარჯვნიდან მეორე]. ორივე ფოტო რეჟისორ შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექციაში ინახება. ფოტოზე, შესაძლოა, ყადირ გიგინეიშვილი იყოს, რომელიც გურიაში გაიზარდა და ბათუმში ცხოვრობდა. ბათუმელი კახა გიგინეიშვილი ყადირ გიგინეიშვილის შვილიშვილია. იგი …

ბათუმში „სილქნეტი“ გაითიშა

ბათუმში „სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ. როგორც „ბათუმელებს“ კომპანიის პრესსამსახურში უთხრეს, ადგილი აქვს შეფერხებას და ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. „სილქნეტში“ ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როდის აღმოიფხვრება შეფერხება, ან რა გახდა ამის მიზეზი.

მასწავლებელი ქალები ხულოდან | ფოტოისტორია

ამ ძველ ფოტოზე მასწავლებლები: მარო სურგულაძე და მინადორა თალაკვაძე არიან გამოსახული. ფოტო, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 30-იან წლებშია გადაღებული. ფოტოს ციფრული ვერსია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ მატიანეში ინახება, ორიგინალი კი – ხულოში. ძველ, საოჯახო ფოტოალბომში დაცული ეს ფოტო ხულოს კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილების უფროსმა, ლია ბოლქვაძემ იპოვა და გააციფრულა: „რელიქვიად ჰქონდათ შენახული ოჯახში. ვთხოვე, …

ეს ჩვეულებრივი ანკარაა – სპეციალისტი ბათუმის გარეუბანში გამოჩენილ გველებზე

ბათუმის გარეუბანში, ანგისაში, გამოჩენილი ქვეწარმავლები ბოლო დღეებია განხილვის თემაა. ფეისბუქზე გველის არა ერთი ფოტო გავრცელდა ანგისაში მცხოვრებთა მიერ გადაღებული. რა ჯიშის სახეობის გველებია გამოსახული ფოტოებზე და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი გველის დანახვაზე? – ამ თემაზე კომენტარი თბილისის ზოოლოგიური პარკის ეგზოტარიუმის განყოფილების უფროსს, კონსტანტინე ფხაკაძეს ვთხოვეთ, მანამდე კი, სპეციალისტს ფოტოები გადავუგზავნეთ. კონსტანტინე ფხაკაძე ამბობს, რომ ფეისბუქში გავრცელებულ …

Exit mobile version