გენინსპექცია ბათუმში მოზარდის მიმართ პოლიციის აგრესიულ ქმედებას შეისწავლის

გენერალური ინსპექცია ბათუმში მოზარდის მიმართ პოლიციის თანამშრომლების შესაძლო აგრესიულ ქმედებას შეისწავლის – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა 26 მარტს, საღამოს, გორგილაძის ქუჩის კვეთაში მოხდა. თვითმხილველის, თამარ ქაჩლიშვილის თქმით, პოლიციის თანამშრომლები აგრესიულად ექცეოდნენ არასრულწლოვან ბიჭებს, რის გამოც მან საპატრულო პოლიციას მიმართა და დამატებითი ჯგუფი გამოიძახა ადგილზე. მისი თქმით, მოზარდი მშობლის გარეშე გადაიყვანეს განყოფილებაში, პოლიცია კი აგრესიულად …

თვითმხილველი ამბობს, რომ მოზარდს პოლიციამ სცემა – შსს უარყოფს

26 მარტს, ღამით, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომლების არასათანადო ქცევის გამო მოქალაქე თამარ ქაჩლიშვილმა საპატრულო პოლიციას მიმართა. თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ თავად გახდა თვითმხილველი, თუ როგორ აგრესიულად ექცეოდნენ პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვან ბიჭებს. „სახლში ვბრუნდებოდი და გორგილაძის 74 ნომერთან არასრულწლოვანი ბიჭები იყვნენ მოპედებით, ჩვეულებრივად იდგნენ. მოვიდა პოლიცია ორი მანქანით, აგრესიულად მიმართეს ბიჭებს, ფეხი დაარტყა მოპედზე ერთმა …

თემურ გაბაიძის დაღუპვიდან 14 თვე გავიდა, საბჭოს კი ექიმების პასუხისმგებლობაზე არ უმსჯელია

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს ჯერ არ განუხილავს თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ თემურ გაბაიძის ოჯახს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში აცნობა, რა დარღვევები გამოიკვეთა პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროფესიული განვითარების საბჭო ნოემბრიდან დღემდე რამდენჯერმე შეიკრიბა, თუმცა ამ საკითხზე არ უმსჯელიათ. კითხვაზე, რატომ …

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის ფაქტზე ორი მენეჯერი დააკავეს

შს სამინსიტროს ცნობით, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეო გრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს – ამის შესახებ დღეს, 23 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან …

ხუთსულიანი ოჯახი ქოხში, რომლის კედლებზეც მორიელები დაცოცავენ

ქობულეთში, ლიანდაგთან ახლოს, ბეტონის ფილების საამქროს ეზოში ხის ძველი ქოხი დგას. მას გარედან ალაგ-ალაგ თუნუქის ძველი ფურცლები აქვს მიკრული. რომ არა აქვე გაფენილი სარეცხი, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ქოხში ცხოვრობენ. ხის ნახევრადდამპალ საფეხურებზე ფრთხილად ავდივართ და კარზე ვაკაკუნებთ. „მობრძანდით“ – გვეხმაურებიან შიგნიდან. ვიწრო დერეფანში ჯერ მეექვსეკლასელი შოთიკო გვეგებება, მერე მეცხრეკლასელი სოფიკო, პირველკლასელი ლიკა და ბავშვების …

ბესიკ ლილუაშვილი საზმაუს ბორდის წევრად აირჩიეს

ბესიკ ლილუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩიეს. კენჭისყრა დღეს საქართველოს პარლამენტში შედგა. მან ხმათა უმრავლესობა – 101 ხმა მიიღო. ლილუაშვილი კენჭისყრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ იყო წარდგენილი. იგი აქამდე აჭარის მთავრობის აპარატში სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობა აჭარიდან ორ პირს სურდა, ნათია სირაბიძესა და ბესიკ ლილუაშვილს. უმაღლესმა საბჭომ, რომელიც წარუდგენს პარლამენტს თავის კანდიდატურას, …

ქობულეთური „პიკაპი“ ძველი ჟიგულისგან [ფოტოამბავი]

ქობულეთში ძველ, საბჭოთა მანქანებს, განსაკუთრებით „ვოლგებსა“ და „ჟიგულებს“ ხშირად შეხვდებით, თუმცა აჭყვისთაველმა რამაზ ზოიძემ ოჯახის ძველ ჟიგულს ახალი სიცოცხლე შესძინა, როცა „პიკაპის“ ტიპის მანქანად გადააკეთა. ავტოსახელოსნოში არ მიმიყვანია, მე თვითონ გავაკეთე ყველაფერიო – ამბობს რამაზი.  

ცხოველების დაღუპვის საფრთხე ისევ არსებობს – ბათუმის ზოოკუთხე

ბათუმის ზოოკუთხეში, სადაც 120-ზე მეტი ცხოველია, ყველაზე მეტად ცხოვრება პრიმატებს უჭირთ. ვოლიერში, სადაც ისინი ცხოვრობენ, იატაკი მეტლახისაა და ზამთარი მათ ვოლიერში ჩართული ელექტროგამათბობლით გადაიტანეს, თუმცა უკეთესი პირობების მოლოდინი პრიმატებს ვერც უახლოეს ხანში ექნებათ. ბათუმის მერიას ჯერ არ გადაუწყვეტია, კონკრეტულად სად გადაიტანენ ზოოპარკს, როგორ იქნება მოწყობილი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, შესაბამისად, ზოოკუთხის ცხოველები კვლავ საფრთხის ქვეშ …

ბათუმში სასტუმროს ადმინისტრატორს სცემეს

კვირას, 18 მარტს, სასტუმრო „თანამგზავრში“ ადმინისტრატორს სცემეს, სტუმრის უკმაყოფილება გადასახდელმა თანხამ გამოიწვია – ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დაზარალებული 27 წლის მამაკაცია, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. „18-ში, ღამის 12 საათზე, შემოიყვანეს ჩვენთან. სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აქვს, გუშინ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მაგრამ მძიმე …

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბიჭი დაახლოებით 8-10 წლისაა, იგი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ხელი აქვს დაზიანებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს -მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, …

ამერიკული სამხედრო ხომალდი ახლო ხედით [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის ხომალდი  USS Oak Hill დგას.  ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში.  მისი შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან. დღეს ხომალდზე შესვლის  და დათვალიერების საშუალება ჟურნალისტებს მიეცათ. ხომალდის ეკიპაჟში 700-მდე წევრია. მათთან 330 მეზღვაურია, დანარჩენი კი სამხედრო მოსამსახურეები არიან. …

წითელა უკან იხევს – სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, არ მოადუნონ ყურადღება

ბოლო მონაცემებით, აჭარაში პირველი იანვრიდან 16 მარტამდე წითელას 237 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი შემთხვევა დადასტურდა გუშინ, 15 მარტს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ აღინიშნება წითელას შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ყურადღება უნდა მოადუნოს, კვლავ მოქმედებს ბავშვებისა და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა. 40 წლამდე მოსახლეობის აცრა, უბნის მიხედვით, პოლიკლინიკაში, უფასოა. …

ნაღმზე აფეთქების შემდეგ პარაოლიმპიურ სპორტში – აგვისტოს ომისა და სამი მისიის მონაწილე

ბათუმის ცენტრალურ პარკში, კარგ ამინდში, ტბაში, აუცილებლად შენიშნავთ ორ კაიაკს. დილაობით აქ პარაოლიმპიელი სპორტსმენი, ჯონი თოფურია ნიჩბოსნობაში ვარჯიშობს მწვრთნელთან ერთად. ჯონი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ემზადება. ახლო მომავალში დაგეგმილ შეჯიბრებებზე იგი ბათუმის სახელით გამოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელდა ფოტო, რომელზეც პარკში, ტბასთან ახლოს მყოფი მანქანაა გადაღებული. ამ მანქანით ჯონი, რომელსაც ქვედა კიდურები არ აქვს, ტბასთან ახლოს მიჰყავთ. …

ნათია სირაბიძე: არასდროს გადავდგამ ნაბიჯს, რომელიც ჩემს ავტორიტეტს შელახავს

13 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინა. აჭარიდან კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი ნათია სირაბიძეა, ამჟამად სამშენებლო კომპანიის დირექტორი, ახლო წარსულში აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ნათია სირაბიძემ გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ დღეს აუდიტორიას აქვს უფრო მაღალი მოთხოვნები, ვიდრე იყო აქამდე …

ოფიციალურად რეგისტრირებული 13 261 საწოლი ტურისტებისთვის ბათუმში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2017 წლის მონაცემებით, აჭარაში 417 კვებისა და 429 განთავსების ობიექტია. აქედან 67 ახალი ობიექტი გასულ წელს გაიხსნა. გასული წლის მონაცემებით, კაფე-ბარების, რესტორნების, ლაუნჯებისა და სხვა კვების ობიექტების უმრავლესობა – 237 ობიექტი ბათუმში მდებარეობს, დანარჩენი 180 კი – აჭარის მუნიციპალიტეტებში. მათგან 44 ობიექტი აჭარაში გასულ წელს გაიხსნა. სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის რეგისტრირებული …

საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2017 წელს, ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა (25.9 პროცენტი), შემდეგ მოდის თურქეთი (15.0 პროცენტი ) და გაერთიანებული სამეფო (13.4 პროცენტი). აზერბაიჯანი – 482.1 მლნ აშშ დოლარი თურქეთი – …

მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მოზარდი თბილისში გადაიყვანეს

13 წლის მოზარდი, რომელიც ორი დღის წინ ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდა თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. „ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმე რჩება,“ – აცხადებენ იაშვილის კლინიკაში. 13 წლის ბიჭი ბათუმში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობიდან 10 მარტს გადმოვარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. „ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 13-18 გრადუსი სითბო, ღამით 5-10 გრადუსი. მთაში დღისით 8-13 გრადუსი სითბო, ღამით – 0-3 გრადუსი. „ზეგ, 14 მარტს, შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო დღეებში კი სანაპირო რაიონებში …

შეამოწმე, როგორ გესმის გურულების | ტესტი

გურიაში რომ ჩახვალ, შეძლებ იქაური დიალექტის გაგებას? შეამოწმე, აბა!  _____________ მთავარ ფოტოზე: გურული „ქუხნა“ ჩოხატაურში. მანანა ქველიაშვილის ფოტო. 

წითელას შემთხვევათა სტატისტიკა აჭარაში ისევ იზრდება

ბოლო მონაცემებით, წელს აჭარაში, პირველი იანვრიდან 6 მარტის ჩათვლით, წითელას 221 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო კვირის მონაცემებით, ჯერჯერობით, არ არის დაფიქსირებული წითელას შემთხვევათა იმდენი რაოდენობა, რამდენიც წინა კვირებში იყო. მაგალითად, 27 თებერვლიდან 6 მარტამდე წითელას ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარაში წითელას შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა, 40 პროცენტი, 0-5 წლამდე ბავშვებზე მოდის.  32 პროცენტი კი – 15-29 წლამდე …

გამოიცანი საჭმელი [ტესტი]

გიყვართ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს კერძების გასინჯვა? მაშინ ეს ტესტი თქვენთვისაა. მონიშნე სწორი პასუხი ფოტოზე და შეამოწმე შენი ცოდნა კულინარიაში.

მხოლოდ ძვირადღირებული სასტუმროები შშმ პირებისათვის ბათუმში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეტლით მოსარგებლე პირისთვის ქუჩაში გადაადგილება არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, თუ კი ეტლით მოსარგებლე საქართველოს რომელიმე ქალაქში, სასტუმროში რჩება. მართალია, ადაპტირებული სასტუმროები საქართველოს დიდ ქალაქებში არსებობს, მაგრამ, ძირითადად, ბრენდული და ძვირადღირებულია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ბათუმში არსებული იმ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მიღება, სადაც ადაპტირებული სასტუმრო ნომრები …

ტურისტებისთვის მაღალმთიან აჭარაში ქედა ყველაზე მიმზიდველია

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2017 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ ობიექტებსა და მუზეუმებს 46 592 ვიზიტორი ეწვია, რაც 98%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. გასულ წელს ვიზიტორებისთვის  მიმზიდველი იყო მაჭახელას, ქედისა და ხულოს ტურისტული მარშრუტები. აქედან ყველაზე მეტი, 20 298 ვიზიტორი, ქედაში …

მარტის პირველი კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ღამით სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვა. ხვალ, 6 მარტს კი, დღისით უმეტესად უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 13-18 გრადუსი სითბო იქნება, ღამით კი – 5-10 გრადუსი.  იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 …

თბილისის მოედანზე პარკირება შესაძლოა ფასიანი გახდეს

ბათუმში, თბილისის მოედანზე, უკვე დგას შლაგბაუმი. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ თქვეს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებას ელიან და ამის შემდეგ გაირკვევა, იქნება თუ არა ფასიანი პარკირება თბილისის მოედანზე. „ავტოტრანსპორტში“ ამ გადაწყვეტილებას მოედანზე ინფრასტრუქტურისა და მოძრაობის მოწესრიგების აუცილებლობით ხსნიან: „მოედანზე პარკირების სისტემა უნდა მოწესრიგდეს, მანქანები გვერდს ვერ უვლიდნენ ამ ადგილას ერთმანეთს, ჩახერგილი იყო ტროტუარიც. ველოდებით საკრებულოს გადაწყვეტილებას და გადაწყდება, როგორი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. „დღეს, 21 საათიდან, ხვალ, 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 10-15 სითბო, ღამით – 2-7 გრადუსი. მთაში – 5-10 გრადუსი სითბო, ღამით – 2-7 გრადუსი …

ვინ დააჯარიმებს სიგარეტის მწეველებს პირველი მაისიდან

პირველი მაისიდან ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც სიგარეტისა და ელექტროსიგარეტის მოწევა იკრძალება დაწესებულებების, რესტორნებისა და კაფე-ბარების შენობებში, ასევე ტრანსპორტში [ტაქსის გარდა]. დაწესებულება, სადაც სიგარეტს მოწევენ შენობაში, ასევე ტრანსპორტის მფლობელი, დაჯარიმდება პირველ ჯერზე 500 ლარით,  ფიზიკური პირი – 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი  – 100 ლარით. კანონის ძალაში შესვლამდე ორი თვე რჩება, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ …

წითელას სტატისტიკა: ლაბორატორიულად დადასტურდა 219 შემთხვევა

ბოლო მონაცემებით, წელს აჭარაში, პირველი იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით, წითელას 219 შემთხვევა დაფიქსირდა. „ჩვენ გამოვხშირეთ ლაბორატორიულად დაუდასტურებელი შემთხვევები და 27 თებერვლის მონაცემებით გვაქვს 219 შემთხვევა. ცენტრში უფრო მეტი შეტყობინებაა შემოსული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არ დასტურდება წითელა და ხდება ასეთი შემთხვევების უკუგდება, შესაბამისად, გვაქვს ეს რიცხვი,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, ამ კვირაში, …

ამინდის პროგნოზი აჭარაში: ტემპერატურა დაიკლებს, მთაში მოსალოდნელია თოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. „28 თებერვალს, ღამით, აჭარის სანაპირო რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აჭარის დაბლობში ამინდი გაუარესდება ხვალ, პირველ მარტს, დღის მეორე ნახევრიდან. სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა, ზოგან – ძლიერი. მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ხვალ, …

სად ვეღარ მოწევ სიგარეტს პირველი მაისიდან

ორი თვის შემდეგ ძალაში შედის 2017 წელს მიღებული კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში. პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევ: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში [გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა]. იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის …

უკუღმა დაკიდული აჭარის დროშა მერიის შენობაზე – მერიის განმარტება

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე უკუღმა შემოტრიალებული აჭარის დროშა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძემ გადაიღო და ფოტოს ვიდეოც დაურთო თან: ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ დროშა სწორად იყო დაკიდული და ქარმა შეატრიალა: „დილიდანვე მერიის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებული იქნა დროშები. ლერმონტოვის ქუჩაზე, დროშის დაწევის შემდეგ ქარმა ამოატრიალა დროშა, ორ სამაგრიანიდან მოწყდა, დარჩა …

შმაგი ბოლქვაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა [ვიდეო]

24 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში, კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე გახდა 72 კგ. წონით კატეგორიაში. შმაგიმ ფინალში უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა ანგარიშით – 7-5. შმაგი ბოლქვაძე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონია თავის წონით კატეგორიაში. მან  გასული წლის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება რუსეთის სახელით მოასპარეზე ალენ მირზოიანთან მოიპოვა.

დაშვებული დროშები ბათუმში – ოკუპაციის დღე

ბათუმის მერიის შენობაზე, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის  დაკავშირებით, დროშები დაშვებულია. შავი ლენტები აქვს დროშებს აჭარის მთავრობისა და საკონსტუტუციო სასამართლოს შენობებზე. საქართველოს მთავრობის ცნობით, დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.  

ბათუმში სუმგაიტის ტრაგედია გაიხსენეს

ბათუმში მცხოვრებმა სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა დღეს, 25 თებერვალს,  1988 წელს აზერბაიჯანში, ქალაქ სუმგაიტში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს, როცა ეთნოკონფლიქტის დროს ქალაქში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა დაიღუპა.  პანაშვიდი ბათუმის სომხურ ეკლესიასთან გაიმართა. საბჭოთა პროპაგანდის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სუმგაიტში სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 27 სომეხი, დაიჭრა – 100, დარბეული იქნა 200 ბინა, თუმცა არაოფიციალური სტატისტიკით მსხვერპლი გაცილებით დიდი …

რესპუბლიკის პირველი იუნკრები

23 თებერვალს საქართველოში ქართველი იუნკრების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ვინ იყვნენ ქართველი იუნკრები და რა ბედი ეწიათ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ირაკლი ირემაძეს ესაუბრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელს. ეს ცენტრი რამდენიმე წელია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას იკვლევს. როდის და როგორ შეიქმნა იუნკერთა სასწავლებელი   იუნკერთა სასწავლებელი რესპუბლიკის …

ქედის ბიუჯეტი 319 ათასი ლარით გაიზარდა

დღეს, 23 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ქედის ბიუჯეტი 319 ათასი ლარით გაიზარდა. საკრებულოს ინფორმაციით, ბიუჯეტი 180 ათასი ლარის ეკონომიისა და გასული წლის ნაშთის ხარჯზე გაიზარდა. ბიუჯეტში შესული ცვლილებებით, ყველაზე მეტი თანხა – 129 602 ლარი ქედაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაიწერა. 15 000 ლარი შპს „ქედის კომუნალურსერვისსა“ და შპს „ქედის წყალკანალს“ ავტომობილების შესაძენად …

Exit mobile version