TV ERA სამართალდამრღვევად ცნეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ TV ERA სამართალდამრღვევად ცნო. ეროვნულ კომისიას კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედმა“ მიმართა საჩივრით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ  შპს „TV ERA“ საკუთარი ქსელით საქართველოს ტერიტორიაზე იმ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახდენდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გვერდზეა აღნიშნულია, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ სამართალდარმღვევია თავად მომჩივანი კომპანიაც,  „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედი“, რომელსაც არ აქვს უფლება …

წითელას ასი შემთხვევა – ეპიდაფეთქება აჭარაში

2 თებერვლის მონაცემებით, წელს აჭარაში წითელას 100 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მონაცემები რომ ეპიდაფეთქებაზე მიუთითებს, ამაზე უკვე ერთი კვირაა საუბრობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ბავშვების და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი …

ბათუმში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. სანაპირო რაიონებში ტემპერატურა დღისით 9-14, ღამით კი 1-6 გრადუსი იქნება. მთაში დღისით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, ღამით – 1-6 გრადუსი ყინვა. მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი,“  – …

წითელას შემთხვევეთა რაოდენობა აჭარაში 96-მდე გაიზარდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას შემთხვევათა რაოდენობამ იანვარში 96-ს მიაღწია. წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე კვირაში ბრიფინგიც გაიმართა ამ თემაზე, სადაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, …

ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის კონსული გაიწვია

ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის კონსული, რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი, გაიწვია. შესაბამისი დოკუმენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გუშინ, 29 იანვარს, გამოსცა. დღეს აზერბაიჯანის კონსულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე დაემშვიდობნენ. რაშიდ ისმაილოვი აჭარაში კონსულად 2015 წელს დაინიშნა.  მანამდე იგი „სოკარის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა აზერბაიჯანში. 29 იანვარს ილჰამ ალიევმა ბათუმიდან კონსულის გაწვევის გარდა გაიწვია ელჩები ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან, …

წითელას 86 შემთხვევა – ბრიფინგი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

დღეს, 30 იანვარს, აჭარაში წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროში, სადაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, წითელას შემთხვევების ზრდაზე და მის პრევენციაზე ისაუბრა. „დღეისათის უკვე 86 შემთხვევა გვაქვს, ამ წუთას კლინიკაში გვყავს ორი პაციენტი, ყველა დანარჩენი შემთხვევა არის ამბულატორიული. ერთადერთი გზა წითელას თავიდან ასარიდებლად, არის იმუნიცაზია. შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტი უკავშირდება სწორედ …

წამლის ინსტრუქცია ქართულ ენაზე – სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო აფთიაქებს მიმართავს

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აფთიაქებს მედიკამენტების ქართულენოვანი ინსტრუქციის გაცემა ევალებათ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, აფთიაქმა თვალსაჩინო ადგილზე უნდა განათავსოს განცხადება, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ მოითხოვონ წამლის გამოყენების ქართულენოვანი ინსტრუქცია და მიიღონ მოთხოვნისთანავე. როგორც „ბათუმელებს“ სააგენტოს პრესსამსახურში უთხრეს, ეს არის მოთხოვნა და არა რეკომენდაცია და კანონმდებლობით …

წითელას 75 შემთხვევა აჭარაში – ბოლო მონაცემები

ბოლო მონაცემებით, იანვარში აჭარაში წითელას 75 შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, შემთხვევათა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, არ დგას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სააღმზრდელო პროცესის/სწავლის შეჩერების საკითხი, რადგან „შემთხვევები ასაკობრივად გაფანტულია და მხოლოდ სასკოლო ან ბაღის ასაკის ბავშვებში არ გვხვდება. მითუმეტეს, რომ ერთ სკოლაში ან ერთ ბაღში 20 პროცენტზე მეტი გაცდენის ალბათობა არ …

ამინდის პროგნოზი: ბათუმში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში კი ითოვებს, პერიოდულად – ძლიერად. „მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 6-11, ღამით – 1-6, მთაში – 0-5 გრადუსი სითბო, ღამით – 2-7 ყინვა. 31 იანვარს ღამით მოსალოდნელია უმეტესად …

კონკურსი – აჭარის დასაქმების სააგენტომ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დაიწყო

დასაქმების სააგენტომ  პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა დაიწყო.  სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადდება 80 და გადამზადდება 25 მოქალაქე. მომზადების პროგრამით სარგებლობა შეუძლია აჭარაში მცხოვრებ, პროფესიული მომზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს, ხოლო გადამზადების პროგრამით – აჭარაში მცხოვრებ პროფესიული გადამზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს, რომელსაც გააჩნია მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება კონკრეტულ პროფესიაში. პროფესიული მომზადება: • …

10 ოჯახი ელექტროენერგიის ჩასართავად სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

აქცია იყო დღეს ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე, სადაც თვითნებურად ჩასახლებული 10 ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას, რადგან ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი. ეს ქუჩა ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ ახლოს მდებარეობს. აქციაზე იმყოფებოდა ადამიანის უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძე, რომლის თქმითაც, ეს ოჯახები აქ დაახლოებით შვიდი წლის წინ დასახლდნენ და მათ შორის არიან მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველები: „აქვე, ახლოს ოჯახები ცხოვრობდნენ, რომლებიც …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარის სანაპიროზე უმეტესად უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 7-12 გრადუსი იქნება, ღამით – 2-7 გრადუსი. მთაში მოსალოდნელია თოვა, ჰაერის ტემპერატურა დღისით 0-5 გრადუსი, ღამით კი -2-7 გრადუსი ყინვა იქნება,“ – …

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 28 ადამიანი ცხოვრობს – ყველა მათგანი ქალია 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარაში მცხოვრებ  100 წელს გადაცილებულ 28 მოქალაქეს საბანკო ანგარიშზე 1000-1000 ლარი გადაურიცხა. ფინანსური დახმარება „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების” პროგრამის ფარგლებში გაიცა. ამ პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს აჭარაში 100 წელი 11 მოქალაქეს შუსრულდა ან შეუსრულდება. ეს მოქალაქეები თანხას საიუბილეო თარიღების შესაბამისად მიიღებენ. პროგრამის …

სეზონური გრიპის პიკს თებერვალში უნდა ველოდოთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს საქართველოში A ტიპის გრიპის ვირუსები გავრცელებული არ არის. სწორედ ამ ტიპის ვირუსებს მიეკუთვნება H1N1 [ე.წ. ღორის გრიპი], რომელიც გასულ წლებში აჭარაშიც იყო გავრცელებული. რა ტიპის ვირუსია გავრცელებული წელს, როგორია ეპიდსიტუაცია აჭარაში და როდის დგება სეზონური გრიპის პიკი? – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ნიჟარაძეს ბლიც-ინტერვიუში …

შვიდ ეკომიგრანტ ოჯახს აჭარაში დღეს საცხოვრებელ ფართობს გადასცემენ

შვიდ ეკომიგრანტ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი ფართობები დაურეგისტრირდება „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2018 წლის პროგრამის ფარგლებში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართობების რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში დღეს, 23 იანვარს, გაიმართება. საცხოვრებელი ფართობების დაკანონების პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე დაესწრება. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან …

აჭარაში წითელას შემთხვევებმა იმატა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს

იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასულ წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია – ასეთია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაცია. ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, 2013 წლის შემდეგ, როცა აჭარაში წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ 196-ს მიაღწია, ასეთი ეპიდსიტუაცია არ ყოფილა. „მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს, მოვუწოდებთ: წითელას აცრა კეთდება ერთი და ხუთი წლის ასაკში. მიიყვანეთ …

სოფელ განთიადთან, მთაზე ხანძარია

ხანძარია ბათუმთან ახლოს მდებარე სოფელ განთიადთან, მთაზე. შემთხვევის ადგილისკენ წავიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები. სახანძროს ინფორმაციით, მათთან შეტყობინება შევიდა, რომ მთაზე ეკალ-ბარდი იწვის. ემუქრება თუ არა ხანძარი საცხოვრებელ სახლებს, სახანძროში ამის შესახებ ჯერ არ იციან. ფოტოზე: ხანძარი მთაზე. შალვა თავდგირიძის ფოტო   

ისტორიულ ქალაქს მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ ქმნიან – „ბათომის“ ღია წერილი მერს

ორგანიზაცია „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, ღია წერილით მიმართავს და ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობების, ეგრეთ წოდებული ფონური ნაგებობების, ისტორიული სახლების დემონტაჟის გაცემული ნებართვების გადახედვას და ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცებას სთხოვს.  „ბათუმელები“ ორგანიზაციის ღია წერილს სრულად გთავაზობთ. „ბატონო ლაშა! 2018 წელს, თქვენი მერად არჩევის შემდეგ, ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში  ისტორიული სახლების დემონტაჟი ინტენსიურად …

ნინო ბაციაშვილის საჭადრაკო პარტია

„ახლახან ჩამოვედი ტურნირიდან, რამდენიმე გადასხდომა დაგვჭირდა ფრენისას, ძალიან რთული გზა იყო“, – მითხრა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა, როცა ინტერვიუზე შესათანხმებლად დავურეკე. გზა, აეროპორტებში გატარებული საათები და რეისების ლოდინი ცხოვრების ნაწილია მოჭადრაკისათვის, რომელიც წელიწადში ათამდე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. ეს შემოდგომა ნინოსთვის დაძაბული და წარმატებული იყო. ნოემბერში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა, რომელშიც იგი უკვე ხუთი წელია თამაშობს, კუნძულ …

სასწრაფო სამედიცინო ცენტრი: მოსახლეობას ვურჩევთ თავი შეიკავონ გადაბმული სმისგან

ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო ახალი წლის დღეებში ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახების 30 შემთხვევაზე მეტი იყო – უთხრა „ბათუმელებს“ მინდია კახიძემ, ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მედიკოსებმა პაციენტებს ძირითადად ადგილზე  გაუწიეს გადაუდებელი დახმარება, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანაც გახდა საჭირო. „მძიმე მდგომარეობები, გართულებები არ ყოფილა საბედნიეროდ. მოსახლეობას ვურჩევ, ზომიერად მოიხმარონ ალკოჰოლი, თავი შეიკავონ გადაბმული სმისგან …

პოლიციამ ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღი და 150 ვაზნა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ზ.ს. ბათუმში დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 150 ვაზნა ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და …

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობას ითხოვს

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (აჭარის ტელევიზია) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს მიმართა ახალი შენობის თხოვნით. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  „აჭარის ტელევიზია განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიან შენობაში. თანამშრომელთა უმეტესობას სამუშაო ადგილი არ გააჩნია. ოთახების დიდი ნაწილი ფანჯრების და სათანადო ვენტილაციის გარეშეა,“ – ასე ხნის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობის საჭიროებას. როგორც …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში 31 დეკემბერს

წინასაახალწლო დღეები ბათუმში ღრუბლიანი, თუმცა თბილი და უნალექო იქნება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. 30 დეკემბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 იქნება, დღისით – 12-17 გრადუსი სითბო. მთაში ღამით მოსალოდნელია  – 0-5 ყინვა, დღისით – 3-8 სითბო. 31 დეკემბერს უმეტესად …

სამინისტრომ აჭარაში ჯანდაცვის სფეროს 20 წარმომადგენელი დააჯილდოვა

დღეს, 25 დეკემბერს, მედიცინის მუშაკთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა და მედიცინის სფეროს 20 წარმომადგენელი დააჯილდოვა. მათი უმრავლესობა ექიმია. დაჯილდოვდნენ: გული ქიქავა, მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი; ნათელა ანანიძე, კლინიკა „მედცენტრის“ ონკოგინეკოლოგი; რამაზ შაქარაძე, ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი; ალექსი ცეცხლაძე, ბობოყვათის ამბულატორიის ექიმი; ლალი კალანდაძე, ბათუმის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი; მართა …

რვა წლის საბას გადამწყვეტი ბრძოლა

„საბა, აბა ხელები მიიტანე ერთმანეთთან“ – ეუბნება რვა წლის საბას მამა.  საბა თითებს შლის და მონდომებით ცდილობს ორივე ხელის თითები ერთმანეთთან მიიტანოს, თუმცა არ გამოსდის. რვა წლის საბას დიაგნოზი გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენაა – ასე უთხრეს მშობლებს, გურამსა და ლიას ექიმებმა თბილისსა და ანკარაში. თუ საბას სწორი მკურნალობა გაგრძელდება, იგი განვითარებას შეძლებს, თუ ვერა, მაშინ …

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ფოტოგამოფენა თბილისში გაიმართება [ანონსი]

26 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისში, „ფაბრიკაში“,  ფოტოგამოფენა – „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ გაიმართება. ფოტოგამოფენის ორგანიზატორები არიან საზოგადოება „ბათომი“ და „თბილისის ჰამქარი“. გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს.  მე-19 საუკუნის ბოლოს,  როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული …

ხვალ ბათუმში მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ

ხვალ, 25 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. ნაძვის ხის შესაძენად შარშან ბათუმის მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი  – 11 მეტრი. ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. საახალწლო კონცერტები ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპის მოედანზე სტუმრებს …

შსს: მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

ბათუმში, 23 დეკემბერს, მამა-შვილის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შემთხვევა გუშინ ბათუმში, თამარის დასახლებაში მოხდა. მამა-შვილს ჭრილობა დანით მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

ვინ იმღერებს ახალ წელს ბათუმში 25 დეკემბრიდან 2 იანვრამდე

საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში საახალწლო დეკორაციებით მორთულ ევროპის მოედანზე სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და შემსრულებლების კონცერტებს დაესწრონ.  მათ შორის იქნებიან ჯგუფები: Groovephonics-ი,  Saund Lab-ი, Sea Side, Strowberry  filds-ი, Fourth Season-ი, asea sool-ი, ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band-ი და Geoplanet-ი. 29 …

ქართული წიგნები, რომლებიც წელს გერმანულ ენაზე ითარგმნა

2017 წელს, ამ დრომდე, ქართულიდან გერმანულ ენაზე 24 წიგნი ითარგმნა და გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პროგრამის – „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ – ფარგლებში. პროგრამა განკუთვნილია უცხოელი გამომცემლებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნა და გამოცემა. ეს წიგნები, წინა წლებში თარგმნილ ლიტერატურასთან ერთად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი. ცნობილია, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის …

რა ამინდს უნდა ველოდოთ ბათუმში უახლოეს დღეებში

უახლოეს დღეებში ბათუმში ღრუბლიანი ამინდი და წვიმა შენარჩუნდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. „ამ დღეებში აჭარის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით იწვიმებს. მთაში მოსალოდნელია თოვა, დღისით – ზოგან ძლიერი.  იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი დღისით 10-15, ღამით: 10-17 წმ-დე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით 8-13 გრადუსი სითბო, ღამით: 2-7 გრადუსი. მთაში ღამით მოსალოდნელია 0-5 …

ნახევარფაბრიკატებში აღმოჩენილი ცხენის ხორცი – მონიტორინგის შედეგები ბათუმში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 12 დარღვევა გამოვლინდა. 11 შემთხვევაში პროდუქტის შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ერთ შემთხვევაში კი – ვირის ხორცი. სამი ასეთი შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა. შპს „გ.რ.ზ.ა“ მარკეტში, ანგისის N2-ში, შპს „მეგას“ მიერ წარმოებული გაყინული ქაბაბი ცხენის ხორცისგან იყო დამზადებული. მაიკოვსკის #1-ში, კაფე „ჩვენებურებში“ კატლეტის ფარში ასევე …

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს – ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს საკითხი განიხილება, თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გუნდი არც აუქციონზეა გატანილი. „დინამოს“ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი ამბობს, რომ მათთვის კლუბის გაყიდვა მისაღებია, ასე გუნდი სახელმწიფოს ჩამოშორდება. „გუნდს საკუთარი ბაზა აქვს, სტადიონი შენდება, ბავშვთა სკოლა აქვს, ინვესტორისთვის დღესდღეობით მისაღებია ბათუმის „დინამო“. ადრე არ …

შსს: სამინისტრომ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ს.ე., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 204 აბი და ნატეხები, ასევე, ჰეროინის შემცველი 0,1061 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო: შვიდი დაშავებულიდან ორმა კლინიკა დატოვა

დღეს, 10 დეკემბერს, ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია –  განცხადებას აჭარის ჯდანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში ხუთი პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვი -ერთი წლის და შვიდი წლის. ხოლო შემთხვევის ადგილიდან ორმა მოქალაქემ კლინიკას საკუთარი ინიციატივით მიმართა. დაშავებულები მოინახულა აჭარის ჯანმრთელობისა და …

ბათუმის მერი: დაზარალებულ ოჯახებს დღესვე გავიყვანთ

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში ძლიერი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქებამ სახლი დააზიანა და მიმდებარე კორპუსებში ფანჯრები ჩაამსხვრია. შემთხვევის ადგილზე ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან: „სამსართულიანი სახლია, დაახლოებით ცხრა ოჯახი გვეყოლება გასაყვანი, უკვე მომზადებულია სასტუმროები, რომ დღესვე გავიყვანოთ ოჯახები. ხუთი ადამიანია დაშავებული, რამდენადაც ვიცით, ყველანი …

Exit mobile version