ბათუმში, მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, ორი ბავშვი და სამი ზრდასრული – ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს. ერთ-ერთი დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. შს სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა აქ მცხოვრები ადამიანები ვარაუდობენ, რომ აფეთქება გაზმა გამოიწვია. ჩართვა …
Continue reading “ბათუმში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ბავშვია”