მთავარი,სიახლეები

800 საათი უწყვეტი ლოცვა – ჰოლანდიაში მღვდლები ერთი ოჯახის გადასარჩენად გაერთიანდნენ

30.11.2018 • 1700
800 საათი უწყვეტი ლოცვა – ჰოლანდიაში მღვდლები ერთი ოჯახის გადასარჩენად  გაერთიანდნენ

ჰოლანდიაში, ჰააგის ერთ-ერთ ეკლესიაში, თვეზე მეტია წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. ასამდე მღვდელი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ლოცულობს.

ამ ფორმით სასულიერო პირები ცდილობენ გადაარჩინონ ერთი ოჯახი მოსალოდნელი დეპორტაციისგან. ჰოლანდიაში მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციას არ აქვს უფლება ეკლესიაში შევიდეს მაშინ, როცა იქ წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ტამრაზიანების ოჯახი პოლიტიკური დევნის გამო სომხეთიდან ჰოლანდიაში საცხოვრებლად 2010 წელს გადავიდა. ისინი ჰოლანდიის მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვდნენ. თუმცა ოჯახს საბოლოოდ თავშესაფარზე უარი უთხრეს და მათ ახლა დეპორტაცია ემუქრებათ. მას შემდეგ, რაც თავშესაფარზე უარი მიიღეს, ოჯახმა თავი ეკლესიას შეაფარა.

ტამრაზიანების ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება – მშობლები და მათი 21, 19 და 14 წლის სამი შვილი. მანამ, სანამ ეკლესიაში წირვა მიმდინარეობს, პოლიცია იქ შესვლას და ოჯახის დეპორტაციას ვერ შეძლებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ წირვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

ერთი მღვდელი გადასცემს მეორე მღვდელს სანთელს იმისთვის, რომ წირვა გააგრძელოს

 

გადაბეჭდვის წესი