მთავარი,სიახლეები

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული ბათუმი [ფოტო]

29.12.2019
როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული ბათუმი [ფოტო]

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 26 დეკემბერს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

საახალწლო ღონისძიებები წელს ბათუმის ბულვარში იმართება, მთავარი სცენა საზაფხულო თეატრის წინაა დამონტაჟებული. თუმცა კონცერების ნაწილი გაიმართება ასევე ბულვარში, კოლონადებისა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ყოველ საღამოს პროგრამას დიჯეები დაასრულებენ.

საახალწლო დეკორაცია ბათუმის ბულვარში

საახალწლო დეკორაციები ბათუმის ბულვარში მდებარე შადრევანშიც არის განთავსებული

საზაფხულო თეატრის წინ დამონტაჟებულია სცენა. 31 დეკემბერს აქ გალაკონცერტი გაიმართება

საახალწლო გასართობი პროგრამა 31 დეკემბერს დღის 4 საათზე დაიწყება.

16:00 საათზე: Babba
19:00 საათზე: Lasha Guruli
23:00 საათზე: გალა კონცერტი.  წამყვანები: ნიკოლოზ რაჭველი, ლიკა ევგენიძე, სოფო ხალვაში. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი.

გალაკონცერტში მონაწილეობენ: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე (ბენდით), სოფო ხალვაში, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი, სვანსიხი, ნიკა მაჩაიძე, ნატალია ბერიძე.  ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ბერიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ნონა კორიფაძე, ანსამბლი „ბათუმი“, ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“, კახაბერი და ხანუმები.

ასე გამოიყურება ბათუმის მთავარი ნაძვიხე, რომელზეც 200 მანათობელი ქოლგაა დამონტაჟებული

მთავარი ნაძვის ხე

ბათუმის ბულვარი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.