უცხოეთის 4 მოქალაქე ნარკოდანაშაულზე დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთისა და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა. …

ქედაში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ქედაში, საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარია. როგორც ქედის მერიაში აცხადებენ, ცეცხლი სახლის სახურავს გაუჩნდა. მერიის ინფორმაციით, კორპუსში მცხოვრები ადამიანები ევაკუირებულნი არიან, ადგილზე იმყოფება სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.  

რა წერია დოკუმენტში, რომელსაც სამინისტრო განათლების ეროვნულ მიზნებს უწოდებს

დღეს, 26 თებერვალს, განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ იწყებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის პროექტის განხილვას. თუმცა, როგორც განათლების სისტემაში მყოფი ადამიანების ნაწილი გვეუბნება, დოკუმენტი სრული სახით ჯერ არ უნახავთ. განათლების სამინისტროს, ფეისბუქის გვერდზეც წერენ დაინტერესებული ადამიანები, თუ სად არის განთავსებული სრული დოკუმენტი. თუმცა სამინისტრო მათ კომენტარებს არ პასუხობს. არც ის მიუთითებია სამინისტროს, დაინტერესებულ პირებს …

120 ათასი დაიხარჯა ტუალეტზე, სადაც დაზიანებულია ინვენტარი – აუდიტი ბაღებისა და სკოლების „რემონტზე“

ნინოწმინდის მერიამ 1 მილიონ 221 ათას ლარზე მეტი დახარჯა ბიუჯეტიდან სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციაზე. თუმცა, აუდიტის დასკვნით პროექტების უმრავლესობა დაუსრულებელი ან ცუდადა შესრულებული. მეტიც, „ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას“. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 2021-2022 წლებს შეეხება. მაგალითად, 2021-2022 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 297 ათასი ლარი გადაიხადა სოფელ პატარა ხანჩალში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, თუმცა, როგორც …

რამდენად საჭიროა სკოლებში უფასო კვების შემოღება? – პარტიების ხედვა

საჯარო სკოლებში ბავშვების გამოკვების საჭიროება თითქმის ყველამ აღიარა, მათ შორის მმართველმა პარტიამ და წინა არჩევნებზე დაჰპირდა კიდეც მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა ეს დაპირება „ქართულ ოცნებას“ არ შეუსრულებია. სასკოლო კვების საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი ოპოზიციურმა პარტიებმაც. „ბათუმელები“ ამ საკითხზე ოთხი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორ ხედავენ სასკოლო კვების დაფინანსებას და კვების რა …

TikTok-ერი მასწავლებელი: ზურგს უკან მსმენია „მასწავლებელია და რა აცანცარებს“, მოსწავლეებს კი მოსწონთ

„ზურგს უკან მსმენია ხოლმე – მასწავლებელია და რა აცანცარებს. თუმცა ეს მოსწავლეების მხრიდან არასდროს ყოფილა“, – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ბიჭიკო ოჩიგავა, რომელიც თბილისის ორ სკოლაში მუშაობს და  TikTok-ზე აქტიურობს. რატომ სურდა პოპულარობა და როგორ აღმოჩნდა სკოლაში – „ბათუმელები“ პედაგოგს ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა. ბატონო ბიჭიკო, მასწავლებლები სულ ჩივიან იმაზე, რომ მოსწავლეებს სწავლა აღარ უნდათ, …

„ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ სწრაფად გადაადგილდება“ – რა იქნება 2024 წლის არჩევნებზე

„თუ არჩევნები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დასრულდება, ჩვენი სახელმწიფო უფრო ავტორიტარული მიმართულებით განვითარდება“, – ამბობს იენის უნივერსიტეტის მკვლევარი მიხეილ სარჯველაძე. მას „ბათუმელები“ 2024 წლის საპარლამეტო არჩევნებსა და მის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა. ბატონო მიხეილ, თუკი „ქართული ოცნება“ მოახერხებს, რომ 2024 წლის არჩევნებშიც უმრავლესობით დარჩეს ხელისუფლებაში, შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს ამ ქვეყნის დემოკრატიას? ზოგადად, დემოკრატიის არსი არის …

ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ბრალდებით 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხორცპროდუქტების ფალსიფიციკაციის გამო ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების  წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს. სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად ამოღებულია …

რატომ დატოვეს 7 წლის ბავშვი და მისი ოჯახი ბათუმში მშიერი – ვიდეო

„იმ ღამით ძალიან აფორიაქებული იყო, შფოთავდა. ამბობდა მომბეზრდა ყველაფერიო. შემდეგ მითხრა – მე უნდა გავიდე. შემდეგ ბავშვს აკოცა. ალბათ ემშვიდობებოდა. გვიანი იყო, როცა მეორე ოთახიდან ხმაური შემომესმა და გავედი. არასდროს ამოვა ის წუთები ჩემი თვალებიდან… არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ თოკი გადავჭერი… სახეზე ხელი შემოვარტყი და მოვასულიერე. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და პოლიციაც“, – გვეუბნება 40 …

ბათუმში 21 წლის კურიერს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების გადაკვეთაზე კურიერს ავტომანქანა დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, კურიერი საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო. დაშავებულია 21 წლის კაცი და როგორც კლინიკაში გვითხრეს, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა: „ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და მცირე ჭრილობა აქვს ფეხზე“. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური …

„შეწყვიტეთ ნერვების წვრთნა“ – რას წერენ სკოლის დირექტორობის კანდიდატები მინისტრს

საჯარო სკოლის პედაგოგებმა განათლების მინისტრს წერილობით მიმართეს. ისინი სკოლებში დირექტორების არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს ბუნდოვანს უწოდებენ და მინისტრს დიალოგისკენ მოუწოდებენ. „ბატონო მინისტრო, თქვენ ბრძანებთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი არის ძველი, 2011 წლის დირექტორების შერჩევის წესი და შემოგვთავაზეთ ახალი წესი 15 თებერვალს. აცხადებთ, რომ ახალი წესი არანაირ სპეკულაციას არ გამოიწვევს. ახალ წესში გაცილებით მეტი ბუნდოვანებაა, ვიდრე …

სად ხედავენ აქ გამჭვირვალობას?! – დირექტორობის კანდიდატი ახალ ბრძანებაზე

„მნიშვნელოვანი და ხელშესახები არაფერი შეიცვალა. სად ხედავს სამინისტრო აქ ღიაობას და გამჭვირვალობას, იქნებ ჩვენც დაგვანახონ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პედაგოგი მაია ეკალაძე, სკოლის დირექტორების არჩევის წესში ახლახან შესულ ცვლილებებზე. მაია ეკალაძე რამდენიმე თვეა განათლების სამინისტროს წინ თავის ორ კოლეგასთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავს და 2023 წელს ჩატარებული კონკურსის მეორე ეტაპის, ანუ გასაუბრების შედეგების გაუქმებას მოითხოვს. მისი …

ახალი კონკურსი სკოლის დირექტორობისთვის – რეგისტრაცია 19 თებერვალს იწყება

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, გაუქმდება სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება. ამასთან, ახალი მიდგომით, …

შევქმნით წინააღმდეგობას, რომ სამინისტრომ „ეროვნული მიზნების“ დოკუმენტი თვითნებურად ვერ მიიღოს

განათლების სამინისტრომ ახალი ეროვნული მიზნების ცვლილებები ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა. თუმცა დოკუმენტის დონეზე ეს მიზნები არავის უხილავს. ერთადერთი, რაც საზოგადოებამ ნათლად დაინახა, სამინისტროს ულტრამემარჯვენე განცხადებები იყო ამ თემაზე. განათლების სამინისტრო ფაქტობრივად გაემიჯნა იმ დოკუმენტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების კოალიციამ“ სპეციალისტების ფართო ჩართულების შედეგად მიიღო. როგორია კოალიციის მიერ შემუშავებული განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი და რატომ …

სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც არასრულწლოვან დისშვილს აუპატიურებდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, დღეს, 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის  მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების …

როგორ დაამარცხა მესამე სტადიის სიმსივნე 56 წლის ქალმა

„როცა დიაგნოზი გავიგე, ექიმმა ორივე ხელზე მომკიდა ხელები, თვალებში შემომხედა და მითხრა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ თუ იქნები დამფრთხალი თაგვივით, ვერ დაგეხმარებითო. შინაგანი რწმენა და განწყობა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია და მე იმ დღეს იმედიანად წამოვედი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 56 წლის ლალი არაბული. ლალიმ მკერდის მესამე სტადიის სიმსივნეზე გაიმარჯვა. ლალი არაბული 15 წელია …

„პრომო გოგონების“ გამოყენებით ფულის გამოძალვის სქემა – დააკავეს 4 პირი 

შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 4 ადამიანი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად, შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა. ისინი, „პრომო გოგონების“ მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ კაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ. ამის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ. …

ქობულეთში შშმ მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე 1 კაცი დააკავეს – რა გააკეთა სახელმწიფომ მის დასაცავად

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მოზარდი სოფელში ცხოვრობს. ბრალდებული კი სავარაუდოდ, მეზობელი სოფლიდანაა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი მოზარდი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და აქვს სხვა ტიპის პრობლემებიც. მოზარდის ბებია „ბათუმელებთან“ ჯერ კიდევ გასულ წელს …

ქართული ჟესტური ენა რუსულის გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს – უკმაყოფილება ყრუთა თემში

„ჩვენ უკითხავად ავრცელებენ მათ გამოგონებულ ანბანს. სკოლებში უკვე თაროებზე უდევთ. ისე შექმნეს, თემის წევრები არ ჩართეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სმენისარქმონე მანანა მხეიძე-შოეფერლე. ის ამბობს, რომ ჟესტური ენა, რომლითაც დღეს სმენისარმქონე პირები საუბრობენ, სკოლაში შეისწავლეს, თუმცა ბოლო პერიოდში გაჩნდა ამ ენის ცვლილების ტენდენცია, რაც სმენისარმქონე პირებისთვის მიუღებელია. „ყრუ პირებს აიძულებენ დაივიწყონ ის ჟესტური, რომელიც მათ ბავშვობიდან …

მზარდი კორუფციის ფაქტები აჭარაში – რას წერს „გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მოკვლევით, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ლარი მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ დღეს, 9 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში – „კორუფციის რუკა: რეგიონებში მზარდი კორუფციული ფაქტები და მათზე რეაგირების პრობლემა“. „გამჭვირვალობა“ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული 4 კომპანიის: შპს „გიგა-2015“-ის, შპს „აისის“, შპს „ქედეს“ …

ქობულეთში შუახნის კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს

ქობულეთში შუახნის კაცი ახალგაზრდა შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 138-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა. დანაშაული ისჯება ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით. განახლება:  აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ „სექსუალური ხასიათის ქმედების“ მუხლს, გაუპატიურების …

„ხალხში შიშის განცდაა, რადგან მეწყერი იქ ჩამოწვა, სადაც არ ველოდით“ – რა ხდება სხალთაში

„კი, შიშის განცდა არის ხალხში, რადგან მეწყერი იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც არავინ ელოდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ გორგილაძე, რომელიც სხალთაში იმყოფება. მისი სახლი და კარ-მიდამო მეწყერმა 1989 წელს მთლიანად გაანადგურა. ახლა ის სოციალურ სახლშია შესახლებული და ახალი მეწყერი ამ სახლის მოშორებითაც ჩამოწვა. „სადღაც 300 მეტრშია ჩამოსული მიწის მასა. ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება ამ შენობას, მაგრამ …

„ხიდი წაიღო, გზა აღარ გვაქვს“ – მეწყერი სხალთაში

ხულოში, სხალთის ხეობაში, 8 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა. „წაბლანის მეწყრის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასა ჩამოწვა მდინარე ფაჩხაში და ღვარცოფი ახალა სხალთის ტაძრის მიმდებარე ტეროტორიაზე მოდის“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ. „ხიდი წაიღო, გზა აღარ გვაქვს, 3 ოჯახი გაჰყავთ, ვისაც საფრთხე ემუქრება,“ – გვითხრა სოფელ სხალთაში მცხოვრებმა ლევან მახარაძემ. სოფელ წაბლანაში მცხოვრები დავით შაინიძის თქმით კი, სოფელ წაბლანის …

ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 533 576 ლარი. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა 2015-2023 წლებში თითქოსდა სამივლინებო, სამეურნეო, ასევე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის დანიშნულებით, როგორც საკუთარ, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზედმეტად ჩარიცხეს …

ბავშვის ცემა როგორ შეიძლება – 94 წლის ყოფილი პედაგოგი ქედიდან

„მაგელანს არ უვლია იმდენი, მე რომ მივლია. ზამთარში თხილამურებით დავდიოდი სკოლაში, 4 კლასთან ერთად ვმუშაობდი. ქიმია-ბიოლოგიას, ფიზკულტურას ვასწავლიდი, დაწყებითებსაც“, – ამბობს 94 წლის როსტომ ძნელაძე „ბათუმელებთან“. როსტომ ძნელაძე ქედაში, სოფელ ორცვაში ცხოვრობს და გვიყვება, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და რა არის მნიშვნელოვანი პედაგოგისთვის „დიდთან დიდი იყოს და პატარასთან – პატარა“. მისი თქმით, სიტყვა „მასწავლებელი“ …

ბათუმში გაჩერებაზე მყოფ 2 ადამიანს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 7 თებერვალს, ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ავტომანქანა ტროტუარზე, გაჩერებაზე მყოფ პირებს დაეჯახა და ერთ-ერთი კაფეს კედელიც დააზიანა. დაშავებულები კლინიკა „ბაუში“ არიან გადაყვანილნი. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ავარიის შედეგად დაშავდნენ 47 წლის ქალი და 54 წლის კაცი, „რომლებსაც აღენიშნებათ კიდურების მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებული აქვთ შიდა ორგანოები“. დაშავებულებს ოპერაცია უტარდებათ. …

დიდთოვლობა ხულოში – ფოტორეპორტაჟი სოფელ რიყეთიდან

ხულოში დიდთოვლობაა. თოვლის საფარი 6 თებერვლის მდგომარეობით რიგ სოფლებში ორ მეტრს აღწევს. დიდთოვლობის გამო დღეს 38 სოფელში სასწავლო პროცესი შეწყდა. მაღალმთიან სოფლებს დილიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. შეფერხებით მუშაობს „მაგთი“. დიდთოვლობას ხულოს სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესებიც მოჰყვა. ზვავმა ერთი სახლი წაიღო, დაიღუპა ერთი ადამიანი.

ზემო თხილვანაში ზვავმა სახლი წაიღო – 1 ქალი დაიღუპა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი განვითარდა და ამ სოფელში მცხოვრები ბოლქვაძეების სახლი წაიღო. სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს. „ბათუმელებს“ ამის შესახებ ამ სოფლებში მცხოვრებლებმა დაუდასტურეს, თუმცა არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურაში ეს ინფორმაცია ვერ დაგვიზუსტეს. მეწყრის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. სოფელში გვითხრეს, რომ კაცმა ზვავს გამოასწრო. 60 წლამდე ქალს სოფლის მცხოვრებლები საკუთარი ძალებით ეძებდნენ, …

38 სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ შედგა – ხულოში დიდთოვლობაა

დღეს, 6 თებერვალს, დიდთოვლობამ ხულოს მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი შეაფერხა. როგორც „ბათუმელებს“ ხულოს რესურსცენტრში უთხრეს, ხულოს 38 საჯარო სკოლაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი ვერ შედგა. „მაღალმთიან სოფლებში, სამწუხაროდ, ვერ შედგა სასწავლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ დირექცია გამოცხადდა სკოლებში, ბავშვებმა ვერ მოახერხეს სკოლაში მისვლა. აქედან გამომდინარე 38 სკოლაში ვერ განახლდა სასწავლო პროცესი“ – ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ …

როგორ შეიძლება, რასაც სწავლობდა ბებია, დედაჩემი ან მე, უცვლელად გადმოვიტანოთ დღეს სკოლაში

როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში ძველი ქართულით დაწერილი ნაწარმოებები ისე, რომ მოსწავლეებმა მათი გააზრებაც შეძლონ და არ გაუჩნდეთ გაუცხოება ტექსტების მიმართ? და საერთოდ, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კარგი ლიტერატურა ისე, რომ არ მივიღოთ უკუეფექტი – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინო ლომიძეს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, ბოლო დღეებია, საზოგადოება მსჯელობს თემაზე, უნდა ისწავლებოდეს თუ არა …

სახლი გვჭირდება იმისთვის, რომ ქალები ქვეყნიდან არ გადაიხვეწონ სამუდამოდ – აქცია თბილისში

„საცხოვრებელი სტუდენტებს“, „საცხოვრებელი ყველას“, „არა გამოსახლებებს“ – ამ სლოგანებით მიმდინარეობს აქცია დღეს, 4 თებერვალს, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ. დაგეგმილია მსვლელობაც. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „ხმა“. „გამოსახლების პოლიტიკა, საბინაო პოლიტიკა და ყველას სახლი გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ქალები არ გადაიხვეწონ სამუდამოდ ამ ქვეყნიდან, იმისთვის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ თავზე ჭერი. გამოსახლების შეჩერება და თავზე ჭერი გვჭირდება იმისთვის, …

გაუქმდეს ონკოპაციენტებისთვის დაწესებული ლიმიტი – აქცია პარლამენტთან

ონკოპაციენტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ გაუქმდეს სახელმწიფოს მიერ მკურნალობისთვის დაწესებული ლიმიტი – 25 ათასი ლარი და პაციენტი სრულად დაფინანსდეს. „ძალიან ბევრი წელია, ონკოპაციენტები ვითხოვთ სახელმწიფოსგან ყველასთვის ხელმისაწვდომ ჯანმრთელობის სერვისს. მივიღეთ დაპირება, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა ონკოპაციენტს სრულად დაუფინანსდებოდა მკურნალობა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაპირება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან კანონში, რომელიც დამტკიცდა, …

თაღლითური ქოლცენტრების შექმნის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავეს. „ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებგვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა …

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, მეცხოვრა დამოუკიდებლად, ავისრულე“ – ეტლით მოსარგებლე ქალი ბათუმიდან

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება – მეცხოვრა დამოუკიდებლად, ავისრულე. ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ“-ამბობს „ბათუმელებთან“ 23 წლის თამარ მიქელაძე. თამარი ეტლით მოსარგებლეა. დამოუკიდებლად ცხოვრების გადაწყვეტილება ექვსი წლის წინ მიიღო და მას შემდეგ მიზნისკენ სწრაფვა არ შეუწყვეტია. „16 წლის ასაკში, „ფლექსის“ პროგრამით ამერიკაში გავემგზავრე. ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო, როცა მშობლების გარეშე სადღაც მარტოდ წავედი. გარეთაც კი …

„გაკვეთილზე კურთხევის რიტუალი ჩაატარეს“ – რა მოხდა წალკის სკოლაში, სადაც მუსლიმი ბავშვებიც სწავლობენ  

წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახები აკურთხეს. როგორც ამ სკოლის პედაგოგები და ერთ-ერთი მშობელი „ბათუმელებთან“ ამბობს, კლასების ე.წ. კურთხევა, პარასკევს, 2 თებერვალს ჩატარდა. ლია შავაძეც ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია, რომელიც ამბობს, რომ კლასის კურთხევის ფაქტი მის გაკვეთილზე მოხდა. „პარასკევს, 2 თებერვალს მოხდა ეს, მესამე გაკვეთილი იყო. ორი სასულიერო პირი იყო მოსული, ვიფიქრე, …

ავარია ავტობანზე – არიან დაშავებულები

დღეს, 3 თებერვალს, ავტობანზე, სოფელ ჯაპანასთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Exit mobile version