ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა

„თბილისის ბოტანიკური ბაღის მსგავსად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც ბიძინა ივანიშვილი ისაკუთრებს. ახალი სასტუმრო ისე აშენდება, რომ ბოტანიკურ ბაღს ერთ-ერთი შესასვლელი აღარ ექნება.” – განაცხადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომლებმაც დღეს ბრიფინგი მწვანე კონცხზე გამართეს. ისინი ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სასტუმრო კომლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. სასტუმროს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფი აშენებს. „საუბარია ბოტანიკური ბაღის შესასვლელზე უნივერსიტეტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, …

რვა ოჯახი ქობულეთში, ყოფილი სკოლის შენობაში შეიჭრა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში რვა ოჯახი შეიჭრა. შენობაში არც წყალია, არც ელექტროენერგია და არც კარ-ფანჯარა. შეჭრილები ამბობენ, რომ მათი ეს ნაბიჯი მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა და ყველას თავ-თავისი ისტორია აქვს. რამდენიმე წარმომადგენელი დღეს ქობულეთის პოლიციაში დაკითხეს. „ჯერ მოვიდა სოფლის გამგებელი რუსლან ანთაძე, ცუდად არაფერი უთქვამს. დაგვპირდა, თუ რამე შეგვეძლება, გავაკეთებთო. მერე მოვიდა სამოქალაქო …

ხულიგნობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდი დარბაზი დღეს მოქალაქეებმა სრულად შეავსეს. სავსე იყო სასამართლო დარბაზში ბრალდებულისთვის განკუთვნილი სპეციალური, გისოსებიანი ადგილიც – პროკურატურა ხულიგნობას ხუთ პირს ედავება. საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის დეკემბერში ბათუმის ერთ-ერთ სლოტკლუბში ბრალდებულები არ შეუშვეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად სლოტკლუბის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, რაზედაც სასამართლოში წარდგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. …

„რესპუბლიკური საავადმყოფო” თანხის გადახდას გარდაცვლილ პაციენტს სთხოვს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო მომსახურების თანხის გადაუხდელობას ედავება ე.ხ.-ს, რომელიც უკვე გარდაცვლილია. „გარდაცვლილის მეუღლემ სასამართლოს წარუდგინა გარდაცვალების მოწმობაც,” – აღნიშნა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. მან საქმის განხილვა გადადო, ვიდრე მემკვიდრეობის მისაღებად კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა არ გაივლის. „ჩვენთვის ინფორმაცია ამ პირის გარდაცვალების შესახებ ცნობილი არ იყო,” – მიმართა მოსამართლეს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ წარმომადგენელმა, ნათია წულაიამ. ნათია წულაიას …

ნაფიცი მსაჯულების უმოქმედო დარბაზი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

მაგიდა 12 სავარძლით, მიკროფონები და ვიდეოკამერები, სათათბირო ოთახი, სასადილო – ბათუმის საქალაქო სასამართლო მზადაა, პროცესი ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი აქ დაახლოებით ოთხი წლის წინ მოეწყო, ჯერ არც მსაჯულები გამოჩენილან და არც პირი, ვინც მოსამართლის ნაცვლად, სიმართლის დადგენას ნაფიც მსაჯულებს მიანდობდა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2009 წლიდან ამოქმედდა და საქმის განხილვა მსაჯულებს მხოლოდ თბილისის …

არჩილ ხაბაძის პოლიტიკური ფასი

„დაძანძურება“ – ეს სიტყვა ალბათ დიდხანს გაახსენებს ბევრს არჩილ ხაბაძეს, იმის მიუხედავად, ვინ როგორ აფასებს მის მმართველობას და კიდევ იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა იგი პოლიტიკაში. „ქართულ ოცნებაში“ ახლა ყველაზე აქტიურად ეს საკითხი განიხილება – ვინ უნდა მოხვდეს სიაში. არ არის გამორიცხული, უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი სწორედ არჩილ ხაბაძე იყოს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა …

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გამართლდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მ.გ. გაამართლა. ამავე პირს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია გასული წლის 9 სექტემბერს ე.წ. „დევნილთა დასახლებაში“ მომხდარ მკვლელობებზე. ბრალდებულის ადვოკატი, რამინ პაპიძის მთავარი აქცენტი თავის გამოსვლებში იყო ის, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მ.გ.-მ მოკლა პირი, ვინც მანამდე ბრალდებულის ახლობელი …

მოქალაქე მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს

მოქალაქე იზოლდა რუსიძე ჯინჭარაძის ქუჩაზე მძიმე ტექნიკას არ უშვებს. ის მისი სახლის წინ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს, რომელსაც კომპანია „ელიტჰაუსი“ აწარმოებს. იზოლდა რუსიძე ამბობს, რომ არ შეუშვებს მშენებლობაზე მანქანებს, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. „მშენებლობა მიდის კანონდარღვევით, დამიბნელეს ოთახები და წამართვეს საერთო ეზო, რომლითაც ამდენი წელია ვსარგებლობ. ამ დიდი კორპუსის გვერდით ტოვებენ თაღს და აქედან უნდა …

„ასლან აბაშიძის საქმის“ განხილვა დასკვნით ეტაპზე

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს „ასლან აბაშიძის საქმეზე“ პროკურატურის საბოლოო სიტყვა მოისმინა. პროკურორები რამაზ შავაძე და მიქაელ ქობულაძე რამდენიმე საათის განმავლობაში დეტალურად აღწერდნენ შემთხვევებს, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ედება ბრალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს – ასლან აბაშიძეს. აბაშიძესთან ერთად გამოძიება კიდევ ხუთ პირს ედავება სხვადასხვა მუხლებით, მათ შორის, ყველასთვის საერთო და მძიმე …

„აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელობას თანამშრომელი სასამართლოში უჩივლებს

რა რეაგირება მოჰყვა „აჭარის ტელევიზიაში“ დაახლოებით ერთი თვის წინ შიდა აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ „აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელს, სოსო სტურუას მიმართა. მან ერთი თვის წინ გვითხრა, რომ დაელოდებოდა სამსახურების წერილობით განმარტებებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდა. „საყვედური გამოვუცხადეთ იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ორ თანამშრომელს განმარტებების წარმოდგენამდე, რადგან პირდაპირ იყო დაფიქსირებული შესყიდვის პროცედურებში დარღვევები. …

ტრაილერის მძღოლს პატრული სახლისკენ არ უშვებს

გონიოს ხიდთან ტრაილერს საპატრულო პოლიცია სახლისკენ არ უშვებს.  მძღოლი ამბობს, რომ ის პატრულმა 300 ლარით დააჯარიმა იმის გამო, რომ პარკირების მოთხოვნას არ დაემორჩილა. „მე და მამაჩემი ვცხოვრობთ  გონიოში, ახალსოფელში, პატრული კი მოითხოვდა, რომ მანქანა პარკირებაზე შეგვეყვანა იძულების წესით. დაჯარიმების შემდეგაც არ გვიშვებს პატრული, მოითხოვენ მანქანის საჯარიმოზე გადაყვანას“, – უთხრა „ბათუმელებს“ გენადი სურმანიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ახალი ფონდი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად

მთავრობის განკარგულებით, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი დაფუძნდა. განკარგულების მიხედვით, ფონდის დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო განახორციელებს. „ფონდი ორიენტირებული იქნება მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების განათლებაზე, გადამზადება-ტრენინგებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე მათი ოჯახების სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებზე,“ – ამბობს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, პაატა პატიაშვილი. მისი თქმით, ფონდისთვის თანხის ჩარიცხვას უკვე აპირებენ …

ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსის ახალი ქონება

„მოიცა, რა“ – ასე უპასუხა „ბათუმელებს“ ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ხვიჩა ღლონტმა შეკითხვაზე – რა დაუჯდა და როგორ მოახერხა საპატრულოს უფროსმა ახალი უძრავი ქონების შეძენა ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში. ამ „პასუხის“ შემდეგ ხვიჩა ღლონტმა ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებს აღარ უპასუხა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხვიჩა ღლონტმა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, #21-ში მიწის ფართობი იყიდა მასზე განლაგებულ შენობებთან ერთად. მიწის …

უმაღლეს საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს ისევ არ მოუსმინეს

გასული წლის აჭარის ბიუჯეტის ანგარიში უმაღლეს საბჭოში დღესაც ვერ მოისმინეს. სხდომის ჩავარდნის მიზეზი ისევ კვორუმის არარსებობა გახდა. რეგისტრაცია მხოლოდ ათმა დეპუტატმა გაიარა. „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“  და ფრაქცია „თანასწორობის“ წევრებს რიგგარეშე სხდომისთვის რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ოპოზიცია დაუსწრებლობის მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მომხსენებელი მათთან შეუთანხმებლად შეიცვალა და 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ჩაბარებას დეპუტატებისთვის დღეს აჭარის …

რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში

„რატომ გიწერიათ სარჩელში, რომ თქვენი მოპასუხე არის უშუალოდ ბათუმის მერი და არა ზოგადად მერია?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს. „იმიტომ, რომ საუბარია გიორგი ერმაკოვის მიერ დაწერილ წერილზე,“ – უპასუხა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ. წერილი, რომელიც გია ერმაკოვმა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილს მისწერა, მთავარი მტკიცებულება გახდა …

სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე

„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე  მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 …

სექსმუშაკზე ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მ.კ.-ს. მას ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი. მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც მსჯავრდებულის ცოლი არ არის. მათ საერთო, მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა ქალმა თქვა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ისინი რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ, რა დროსაც მ.კ. მას ხშირად სცემდა და საბოლოოდ მისგან საერთო შვილის წაყვანა …

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი

„გავაფრთხილე, მაგრამ არ მოვიდნენ,“ – უპასუხა ადვოკატმა რამაზ ჯორბენაძემ მოსამართლის შეკითხვას – რატომ არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულები. საქმის მასალების მიხედვით, დ.ბ.-ს სისტემატურად სცემდნენ ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი. ყოფილი ცოლ-ქმარი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ერთ სახლში ცხოვრობს. „ცოლ-ქმარი რამდენიმე წლის წინ გაშორდა ერთმანეთს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლი გაყვეს, მაგრამ კონფლიქტი შემდეგაც გრძელდებოდა. შემაკავებელი ორდერი …

რესპუბლიკური პარტია შუახევის საკრებულოს ორმა წევრმა დატოვა

„უღირსი შვილები ხანდახან დედასაც გამოსდისო, მოტყუვდნენ თანამდებობის გამო,“ – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიიდან“ ორი წევრის წასვლას ამ პარტიის შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინა მახარაძე. პარტიას გამიჯნული იაგო დიასამიძე და იური მიქელაძე შუახევის საკრებულოს წევრები არიან. „პარტიაში შესვლაც და გამოსვლაც არის ნებაყოფლობითი. ჩემი გადაწყვეტილება იყო და დავტოვე. ესაა ჩემი კომენტარი,“ – გვითხრა იაგო დიასამიძემ. „ვიდრე პარტიას დატოვებდა, …

როდის აჩერებს სახელმწიფო უკანონო მშენებლობას

ბათუმში, საპატრულო პოლიციის შენობის გვერდით, უკანონო მშენებლობა ისე დასრულდა, რომ მშენებლებს დაბრკოლება არ შექმნიათ. 4-სართულიან კორპუსს ორი დაემატა. მშენებლობის შეჩერება გასული წლის აპრილში მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოითხოვა. იგივე მოითხოვა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა, განსხვავებით სხვა ობიექტებისგან, სადაც სახელმწიფოს მოთხოვნის აღსრულება მოხერხდა, მათ შორის, პოლიციის ძალით. „ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, როცა ერთ შემთხვევაში …

სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ

„არ შეიძლება სამსახურში მიდიოდნენ გოგოები და ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერა, დავკარგე სამსახური და მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო,“ – ამას თათია სამხარაძე ამბობს, ტელეკომპანია „იმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი, პირველი ქალი, ვინც სექსუალური შევიწროება ღიად გააპროტესტა და სასამართლოს მიმართავს. ის ყოფილ უფროსს, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს უჩივლებს. უფლებათადამცველები დარწმუნებული არიან, …

სასჯელაღსრულების სამინისტრო “ბათუმელების” სტატიას გამოეხმაურა

“ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიას “პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში” გამოეხმაურა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო. ჩვენ ამ უწყების მიერ გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

სექსმუშაკი, რომელსაც შვილის წართმევას უპირებენ

იმიტომ, რომ ბრალდებული სასამართლოში საბოლოო სიტყვის სათქმელად არ გამოცხადდა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განაჩენის გამოცხადება გადადო. მ.კ.-ს წინასწარი პატიმრობა მას შემდეგ შეუფარდეს, როცა გირაოთი გათავისუფლებულს კიდევ ერთხელ დაედო ბრალი _ ოჯახურ ძალადობაში, ცემასა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში. მან ეს დანაშაული განმეორებით აღმკვეთი ღონისძიების პერიოდში ჩაიდინა. საქმის მასალების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც ბრალდებულის …

პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში

„პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა, როგორც სისტემური დანაშაული, აღმოფხვრილია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს,“ – წერია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილში, რომლითაც უწყება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაზე, ანუ ბათუმის ციხეზე, სახალხო დამცველი საპირისპიროს ამტკიცებს და ადასტურებს იმას, რასაც აქამდე არაერთი პატიმარი „ბათუმელებს“ წერდა. „პირობები, რომელიც არის „ანტივანდალურ საკანში“ …

შუახევში ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ მათ ჰესის მშენებლობამ კონკრეტული ზიანი მიაყენა: გააქტიურდა მეწყერი, დაზიანდა სახლები. მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, ასევე გვირაბების გაყვანის შეჩერებას იმ დრომდე ითხოვს, ვიდრე გეოლოგიური დასკვნა არ იქნება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასკვნები დაიდება და ამას კომისია გააკეთებს, რომელიც რამდენიმე დღეში შეიქმნება: „ამ კომისიაში იქნებიან …

დისკუსია: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი

16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი – ამ თემაზე დისკუსია 26  აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართება. დისკუსიის  ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი. იგი ისაუბრებს  კანონზე,  რომელიც მცირეწლოვანებთან ქორწინების დასჯას ითვალისწინებს; არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი  უფლებებისთვის“   წარმომადგენელი  თამაზ ბაკურიძე ისაუბრებს თემაზე, უნდა  დაისაჯონ თუ …

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ტენდერებში კორუფციას ხედავს

„ასეთი ტენდერების ჩატარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ გაბედავდა. დარწმუნებული ვართ, ამის უკან აჭარის მთავრობა დგას,“ – განაცხადა დღეს ირაკლი ბარამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატს ეჭვი კორუფციაზე აქვს, რის დასადასტურებლად მან ორი ტენდერის დოკუმენტაცია წარმოადგინა. ორივე ტენდერში ერთი კომპანიაა გამარჯვებული, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე ძვირად მოემსახურა სახელმწიფოს: პირველი ტენდერი სასათბურე …

რისთვის გამოიყენებენ ეკრანს, რომელსაც ბათუმის მერია 265 ათას ლარად შეიძენს

ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა ეკრანის შეძენას ბათუმის საავტორო, საერთაშორისო კინოფესტივალისთვის. კინოფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ ეკრანი, რომელშიც მერია 265 ათასი ლარის გადახდას აპირებს, კინოს საჩვენებლად არ ვარგა და მას ფესტივალის ფარგლებში ვერ გამოიყენებენ. ფილმების ღია ჩვენებებისთვის ეკრანის შეძენის დაფინანსების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოს BIAFF-ხელმძღვანელებმა მიმართეს. წარდგენილი პროექტის მიხედვით, ეკრანის ღირებულება 55 ათასი ევრო …

გიორგი ერმაკოვი: ”მანკიერია კანონი, რომელიც მოსამართლის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს”

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ახლო მომავალში სახელმწიფოსთვის ისევ აპირებს მუნიციპალური ქონების გადაცემას: “მომდევნო საკრებულოს სხდომებზე კიდევ იქნება ასეთი რამდენიმე საკითხი, როცა განაშენიანებისთვის ან სხვა მიზნებისთვის ჩვენ ისევ გადავცემთ გარკვეულ ქონებას სახელმწიფოს”. ”მანკიერია ეს კანონი, რომელიც მოსამართლისთვის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ჩემი აზრით, უნდა იყოს უფლებამოსილების განხორციელების ვადით, მაგრამ ეს არის არსებული კანონი. მე დავეთანხმე …

მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხის განხილვა გადაიდო

“უმრავლესობა შევჯერდით, რომ მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხის განხილვა გადაიდოს” – ამ განცხადებით დაიწყო საკრებულოს სხდომა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა. “დამსწრეთა უმრავლესობა სჭირდებოდა ამ საკითხის გადაწყვეტას. ჩვენ ამის პრობლემა არ გვქონდა, მაგრამ წერილში, რომელიც მოგვწერეს, არაა დაკონკრეტებული, რა ფორმით გადაეცემა ბინა მოსამართლეს,” – განმარტავს ირაკლი ჭეიშვილი. მოსამართლე მერაბ ტურავას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „რესპუბლიკელმა“ …

სარჩელი ზეგანკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა

ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი „პროფესიული კავშირებიდან“  იმ სამართლებრივი ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევას მოითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია კვირაში 48 საათიანი მუშაობის შემდეგ. მოსარჩელე მხარე თვლიდა, რომ ზეგანკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ყველა შემთხვევაში, თუ პირი მუშაობს კვირაში 40 საათზე მეტს. „ჩვენს ამ მოთხოვნას ეთანხმება სახალხო დამცველი. ასევე ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფომ 4 წლის განმავლობაში …

საია: მინისტრის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან

„გვაჩვენოს დავით ბალაძემ კონკრეტული ციფრები და დაადასტუროს, რომ რეგიონში ნამდვილად ინვესტორების ბუმია“ – ამ მოთხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ბრიფინგი გამართეს. უმაღლესი საბჭოს წევრი, ეკა თარგამაძე ამბობს, რომ მათ სამინისტრო იმ ინვესტორების შესახებაც არ აწვდის ინფორმაციას, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები სახელმწიფოსთან აქვთ აღებული, ანუ ე.წ. სახელმწიფო ინვესტიციებზე. რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური …

“დევნილთა დასახლებაში” მომხდარი მკვლელობის საქმე

მთელი პროცესის მიმდინარეობის დროს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მკვლელობის საქმეს განიხილავდა, მოკლულის დედა სასამართლოს ფოიეში იჯდა და ხმამაღლა ტიროდა. ის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. დედა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა სამუშაო დროის ამოწურვის გამო, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება მომდევნო სხდომისთვის გადადო. სასამართლომ ასევე უნდა მოისმინოს მკვლელობაში ბრალდებულის საბოლოო სიტყვა. ამ საქმის განხილვაზე დასასწრებად მსურველთაგან ბევრი პროცესს …

ნარკომომხმარებლებისთვის უფლებების შეზღუდვის საქმის განხილვა დაიწყო

არის თუ არა ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელს ავტომატურად უზღუდავს კონკრეტულ უფლებებს – საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ამ საქმის განხილვა დაიწყო. მოსარჩელეები ფიზიკური პირები არიან: ვასილ მარდალეიშვილი, კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გოგოლაშვილი. მოსარჩელე კონსტანტინე ლაბარტყავა ამბობს, რომ მას ნარკოტიკის მოხმარებისთვის პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული, თუმცა უფლებები ისევ შეზღუდული აქვს, მაგალითად, ავტომანქანის მართვის. კანონის მიხედვით, …

დისკრიმინაციული ბრძოლა ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ

კანონი, რომლისთვისაც პარლამენტარებმა ჯერ ვერ მოიცალეს, ნარკოტიკების მომხმარებლებს, რესოციალიზაციის ნაცვლად, გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ნარკოტიკის მომხმარებელს სასჯელის შეფარდებისთანავე ერთმევა კონკრეტული უფლებები, მათ შორის: ავტომანქანის მართვის, საჯარო დაწესებულებაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის, საადვოკატო, საექიმო, პედაგოგიური საქმიანობის, ასევე პასიური საარჩევნო (როცა პირი კენჭს იყრის არჩევით თანამდებობაზე) უფლებები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კანონი „ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ …

მოსამართლის საყვედური პროკურორს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს მ.ა.-ს საქმის განხილვის გადადება პროკურორის გამოუცხადებლობის გამო მოუხდა. მ.ა.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. სხდომის დაწყებამდე პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა სასამართლოს შეატყობინა, რომ მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოუწია წასვლა. „არ მესმის, წინასწარ შეთანხმებულ სხდომაზე რატომ უნდა თქვა უარი მას შემდეგ გამოჩენილი სხვა საქმის გამო. ალბათ იმიტომ, რომ სხვა ინსტანციის სასამართლოა. მე საჯაროდ გამოვხატავ …

Exit mobile version