„ნატო დაიცავს თავის ყველა მოკავშირეს და ტერიტორიას რუსული თავდასხმისგან“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა პარასკევს, ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩასვლისას.
„ჩვენი ალიანსი თავდაცვითია. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, მაგრამ თუ კონფლიქტი მოვა ჩვენამდე, ჩვენ მზად ვართ და დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, – განაცხადა ანტონი ბლინკენმა ჟურნალისტებთან. კომენტარს „როიტერსი“ ავრცელებს.
„გასულ ღამეს ჩვენ ასევე ვნახეთ ცნობები ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ. ეს უბრალოდ ადასტურებს ამ ომის უგუნურობას, მისი დამთავრების, რუსეთის მიერ თავისი ყველა ჯარისკაცის უკან გაწვევისა და დიპლომატიურ ძალისხმევაში კეთილსინდისიერად ჩართვის მნიშვნელობას,“ – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
_______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YVES HERMAN






