სიახლეები

ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობა კვლავ აჭარბებს ნორმას

06.02.2019 • 1834
ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობა კვლავ აჭარბებს ნორმას

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების გაზომვას. შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა 28 იანვარს თბილისში განთავსებულ სამ ავტომატურ სადგურზე. კერძოდ, წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 2.1-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.3-ჯერ, ქუთაისში – 1.1-ჯერ, ხოლო ბათუმში – 1.2-ჯერ.

29 იანვარს – თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.2-ჯერ, ქუთაისში – 1.7-ჯერ, ხოლო ბათუმში – 1.8-ჯერ.

30 იანვარს – თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.3-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.2-ჯერ, ქუთაისში – 1.3-ჯერ, ბათუმში კი – 2.2-ჯერ.

31 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კერძოდ, თბილისში – ყაზბეგის ბამზირზე – 1.3-ჯერ, წერეთლის გამზირზე, ვარკეთილში, ვაშლიჯვარსა და ქ.ქუთაისში – 1.5-ჯერ, ხოლო ბათუმში – 1.7-ჯერ.

პირველ თებერვალს თბილისში წერეთლის გამზირზე – 2.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.7-ჯერ, ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში – 2-ჯერ, ხოლო ქუთაისში – უმნიშვნელოდ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ყველა ეს გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო.

2 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, ხოლო 3 თებერვალს გადაჭარბება იყო ქუთაისში 1.2-ჯერ და ბათუმში – 1.1-ჯერ. მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზსა და ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ქუთაისში – უმნიშვნელოდ.

ამ დღეების განმავლობაში, ასევე, ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში,აბუსერიძის ქუჩაზე – 1.6-ჯერ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: