11 თვის მონაცემებით, აჭარაში 1 830 888 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 თვის მონაცემებით აჭარაში 1 830 888 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა. ეს წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 16.4% -ით მეტია. მოგზაურების სტატისტიკა სარფის, პორტისა და აეროპორტის საზღვრის კვეთის მონაცემებს ითვალისწინებს. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან დაფიქსირდა. ვიზიტების ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა კი აჭარაში ესტონეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, …

მაღალმთიან აჭარაში თოვს – ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვა გუშინ, 12 დეკემბერს, გვიან ღამით დაიწყო და დღესაც თოვდა. თოვლის საფარმა ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე 50 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში – 15-20 სმ-ს, დაბის ტერიტორიაზე 1-2 სანტიმეტრს მიაღწია. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საავტომობილო მიმოსვლა და სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არ შეფერხებულა. გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ფუშრუკაულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ …

აქცია ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად

დღეს ბათუმში, ანბანის კოშკთან, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე მოქალაქეებმა რუსეთის აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს ერთიანი მტრის წინაშე. “დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეა და რადგანაც ჩვენ ბევრი უკრაინელი მეგობარი გვყავს, და ზოგადად, ძალიან დადებითად ვართ უკრაინელები და ქართველები ერთმანეთის მიმართ განწყობილნი, ჩავთვალეთ საჭიროდ გამოვსულიყავით და ერთგვარი მხარდაჭერა გამოგვეხატა ჩვენი ერთად შეკრებით უკრაინელების …

ნურის ტბის გადარჩენის კიდევ ერთი მცდელობა

ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბის დაჭაობების რისკების შესამცირებლად წყლის სპეციალური ტუმბო დაამონტაჟეს. შპს “ბათუმის წყალში” ამბობენ, რომ ამ მოწყობილობით ტბიდან წყლის ამოტუმბვა და მისი სანიაღვრე არხში უსაფრთხოდ ჩაშვება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციაა. წყლის ამოტუმბვის მიზანი ტბისთვის სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნებაა. „შესაძლოა ტბიდან წყლის ამოტუმბვის შედეგად მოხდეს წყალგანახლების პროცესის ფორსირება, რომ მიწისქვეშა წყლების ხარჯზე მოხდეს წყალგანახლება …

3 კგ-ზე მეტი “კოკაინის” და ნახევარ კილოგრამამდე “ჰეროინის” უკანონო შემოტანის მცდელობა

შს სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 კილოგრამი და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინი“. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პორტუგალიის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ფ. …

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თევზს უცხოური სამეცნიერო გემი დაითვლის

საქართველოს წყლებში თევზის ზუსტი მარაგის დასადგენად მალე თურქული სამეცნიერო გემი შემოვა. ამის შესახებ “ბათუმელებს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ გუჩმანიძე ესაუბრა,  “პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების ექოსაუნდინგს ანუ დასხივებას ჩაატარებს  ასეთი მასშტაბის სამეცნიერო გემი”, ამბობს ის. აკუსტიკური კვლევის შედეგად მინიმალური ცდომილებით განსაზღვრავენ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ …

დღეს ბრიუსელში ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს მიანიჭებენ

ACES Europe – ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას ბათუმი დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს, რომელიც ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართება. ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები დაესწრებიან. დაჯილდოების ცერემონიაზე მალაგის, ლისაბონისა და ჰააგის დელეგაციებიც დაესწრებიან, …

იანვრიდან მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება იკრძალება

ქართული თაფლი ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდად გატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი მეფუტკრეები ფუტკრის სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს აღარ გამოიყენებენ.  ამ დროისთვის როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე კერძო კომპანიების მიერ გაკეთებულ თაფლის ლაბორატორიულ სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა ფიქსირდება. მეფუტკრე ასლან შაქარაძე ქედიდან ამბობს, რომ საქართველოში ანტიბიოტიკების შემცველ პრეპარატებს მეფუტკრეობაში მასიურად იყენებენ, ქართულ …

აზარტული თამაშები, როგორც დიაგნოზი

ქართული საიტების რეიტინგში, პირველ ოთხეულში აუცილებლად შეხვდებით მინიმუმ ერთ ონლაინ კაზინოს. ერთ-ერთ მათგანს დღეში, საშუალოდ, ას ოცი ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, მათგან 79% კაცია. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქოლოგიური დარღვევების სიაში შეიყვანა. „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (Gambling Disorder) ფსიქოლოგიური დარღვევაა. იგი გულისხმობს თამაშის განმეორებად პრობლემატურ ქცევას, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს. ზოგიერთი ადამიანი აზარტულ თამაშებზე …

რუსეთი აივ-ის გავრცელების ტემპებით ევროპაში ლიდერად დასახელდა

რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია იმუნოდეფიციტის ვირუსის (შიდსი) გავრცელების ტემპით 2017 წელს ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერად დასახელდა. ამის შესახებ ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრისა (ECDC) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ბიუროს 2018 წლის ანგარიშში წერია. ტელეკომპანია Дождь-ი წერს, რომ გასულ წელს ევროპის რეგიონში შიდსის 159 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 130 ათასი – აღმოსავლეთ ევროპაში, უშუალოდ …

მწვანე კონცხზე ძველ საბაგიროს 20 დეკემბრამდე დაშლიან, ახალს კი ივანიშვილის კომპანია ააშენებს

დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში „მწვანე კონცხზე“ ასასვლელი საჰაერო-საბაგირო გზის დემონტაჟის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. სამუშაოები მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ხელშეკრულებას ბათუმის ბოტანიკური ბაღის და შპს „ზრმ ჯეორჯიას“ დირექტორებმა – ირაკლი არჩაიამ და ზურაბ სურმანიძემ მოაწერეს ხელი. ახალი საბაგირო გზის აშენებას აქ ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ გეგმავს, რომელიც ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ადგილზე კომპლექს „მაგნოლიას“ აშენებს, …

გულშემატკივრების 15 ილუსტრაცია „სპანჯბობის“ შემქმნელის ხსოვნის პატივსაცემად

ცნობილი ანიმაციური სერიალის „სპანჯბობის“ შემქმნელი სტივენ ჰილენბურგი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. „გარდიანის“ ცნობით, ანიმატორი, მწერალი და პროდიუსერი ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს ებრძოდა, რის შესახებაც მან გასული წლის მარტში განაცხადა. „სპანჯბობი“,  რომელიც 1999 წელს გავიდა ეთერში, გლობალურ ჰიტად იქცა და 60-ზე მეტ ენაზე, მათ შორის, ქართულადაც ითარგმნა. ნახეთ, როგორ გამოემშვიდობნენ სტივენ ჰილენბურგს სხვა არტისტები და გულშემატკივრები: 1. Andrew Sings …

აჭარაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგიონის მოსახლეობისთვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტრანსპლანტაციისთვის ერთ პაციენტზე 65 000 ლარი გამოიყოფა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მომავალი წლისთვის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (რომელიც, ასევე, სამინისტროს პროგრამაშია გათვალისწინებული) ჯამში 10 პაციენტს დაუფინანსდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 2016 წელს დაიწყო.  დღემდე სამინისტროს დაფინანსებით ისარგებლა …

ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 47.3-მა პროცენტმა – 17 საათის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 47.31%-ია, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათის მონაცემებით ასე გამოიყურება: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 47.3-მა პროცენტმა [68 101 ამომრჩეველი] ქედაში – 58 %[9 100 ამომრჩეველი] ქობულეთში –  49.8 % [33 870 ამომრჩეველი] შუახევში –  52.2 % [7 912 ამომრჩეველი] ხელვაჩაურში – 49.5% …

აჭარაში ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაშია – 15 საათის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 38.8%-ია, რაც რაოდენობრივად 1 363493 ამომრჩეველია. აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათის მონაცემებით ასე გამოიყურება: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 38.1-მა პროცენტმა [54 766 ამომრჩეველი] ქედაში – 47.6 %[7 477 ამომრჩეველი] ქობულეთში –  42.3 % [28 824 ამომრჩეველი] შუახევში –  42 % [6 360 ამომრჩეველი] ხელვაჩაურში – 41.4 % [18 613 ამომრჩეველი] ხულოში – …

საერთაშორისო გამჭვირვალობა: არსებობს ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ ბათუმში, რამდენიმე უბანზე, ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. „ბ​ათუმში 90-ე და მე-11 საარჩევნო უბნებთან გვაქვს შემთხვევები, როდესაც უბნის სიახლოვეს დგას მანქანები. ამ ადამიანების ქცევაც საეჭვოა, მაგრამ დამატებით ეჭვი რამაც გაგვიჩინა ის არის, რომ ამ მანქანებში შედიან ახალმოსული მოქალაქეები, რამდენიმე წუთის შემდეგ გამოდიან და მიდიან უბანზე. ამ მანქანებში …

ბათუმში ამომრჩევლის 19.3-მა პროცენტმა მისცა ხმა – 12:00 საათი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 19.6%-ია, რაც რაოდენობრივად 688 551 ამომრჩეველია. აჭარაში ამამრჩევლთა აქტივობა მაღალია, 12 საათის მონაცემებით: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 19.3-მა პროცენტმა  ქედაში – 20.9-მა პროცენტმა  ქობულეთში –  23.3- მა პროცენტმა  შუახევში –  18.1-მა პროცენტმა  ხელვაჩაურში – 23.7-მა პროცენტმა  ხულოში – 14.8-მა პროცენტმა  ცესკოს  ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 …

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა

შავ ზღვაზე 2018 წლის დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა. ექსპედიცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე  ჩატარდა. კვლევის მიზანია შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შეფასება და შესწავლა. ექსპედიცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა მოაწყო. სპეციალისტები, ასევე, დააკვირდნენ ზღვის ძუძუმწოვრებს. აიღეს სპეციალური სინჯები, რომელთა კვლევა …

ღამით შესაძლოა წყლის მიწოდება 11 ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტს შეეზღუდოს

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 27 ნოემბერს 01:00 საათიდან, 04:00 საათამდე, წყლის მიწოდება შესაძლოა შეეზღუდოს გორგილაძის, ფიროსმანის, გენერალ ასლან აბაშიძის, აბუსერიძის, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის, გუდიაშვილის, მალაზონიას, კაჭარავას, მიქელაძის და გორგასალის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.

ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა მალე გაიხსნება, ძველში მთავრობის გადასვლა განიხილება

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. უნივერსიტეტის ახლანდელ შენობაში, სადაც ადრე ბათუმის პირველი საავადმყოფო იყო განთავსებული, მთავრობის გადასვლა განიხილება. მთავრობაში ამბობენ, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორ დაიტვირთება ასეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის შენობა, თუმცა ადასტურებენ, რომ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახლანდელ შენობაში მთავრობის ან რომელიმე უწყების გადასვლაზე მსჯელობენ. შენობა, სადაც ჯერ კიდევ …

შუახევს ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადასცეს

შუახევის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადაეცა. მაღალი გამავლობის, მანევრირებადი და სწრაფი მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს. ოქტომბერში ტყის ხანძრის ახალი მანქანები 13 რეგიონს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების ავტოპარკს გადასცეს. მაშინ აჭარაში ასეთი მანქანა მხოლოდ ხულოს გადაეცა. უახლოეს მომავალში ტყის ხანძრის ახალ მანქანას ქედასაც გადასცემენ. რეგიონების სახანძრო-სამაშველოებს ტყის ახალი …

სექსუალური შევიწროების სტატისტიკა ევროპის ქვეყნებში [ინფოგრაფიკა]

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან [25 ნოემბერი] დაკავშირებით, ორგანიზაცია European Foundation for Progressive Studies (FEPS) – მა და Jean-Jaurès ფონდმა ქალებზე სექსუალური ძალადობის თემაზე კვლევა ჩაატარა. კვლევა აშშ-სა [1000 ქალი] და ევროპის ხუთ ქვეყანაში – საფრანგეთში [1004 ქალი], იტალიში [1009 ქალი], ესპანეთში [1007 ქალი], გერმანიასა [1004 ქალი] და ბრიტანეთში [1001 ქალი] ჩატარდა. ჯამში კვლევის ფარგლებში 18 წელს …

ვირტუალური რეინჯერების კლუბი ბათუმის ამერიკულ კუთხეში

ბათუმის ამერიკულ კუთხეში ახალი კლუბი -Virtual Rangers [ვირტუალური რეინჯერები] შეიქმნა. მასში გაწევრიანება 16-დან 23 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. კლუბის წევრები მიიღებენ ინფორმაციებს ვირტუალური რეალობისა და VR ტექნოლოგიის განვითარების შესახებ, შექმნიან 3D მოდელებსა და იმუშავებენ ამერიკული კუთხის უახლეს ტექნიკასთან. კონკურსის შედეგად შეირჩევა 15 ფინალისტი, რომლებიც ტრენერების დახმარებით VR ტექნოლოგიებთან ყოველ კვირას 6 თვის მანძილზე იმუშავებენ. თითოეული მონაწილე კურსის მანძილზე ჩვენი …

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის ემზადება

დღეს ბათუმის მერმა ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მერიაში საგანგებო თათბირი გამართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულები და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, უხვი ნალექისა და თოვლის შემთხვევაში, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავლენ. გასულ წლებში დიდთოვლობის გამო, გარკვეული პერიოდით ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. თოვლის გამო დაზიანდა სადენებიც და მცენარეებიც. დღეს, 22 …

შუახევის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვის პროგრამებზე 611 700 ლარი დაიხარჯება

დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ,,შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტი საჯაროდ განიხილეს. მუნიციპალიტეტის 2019 წლის საწყისი ბიუჯეტი 9 600 000 ლარია. აქედან ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 4 101 700 ლარი, ხოლო განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით 2 305 000 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 611 …

6 რჩევა მშობლებს უსაფრთხო სათამაშოს შერჩევისთვის

ამ დროისთვის საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოებას არც ერთი უწყება არ აკონტროლებს. თუმცა მომავალი წლიდან სახელმწიფო ვალდებული იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყოს პროდუქციის კონტროლი, მათ შორის, სათამაშოების. სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივების ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა სათამაშო გაივლის – ქიმიურ, ფიზიკურ, მექანიკურ, ელექტრო, რადიაქტიურ და ჰიგიენურ ანალიზს. იქამდე კი, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს გთავაზობთ – …

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში მხოლოდ ერთი ადამიანი დაჯარიმდა არასწორი პარკირებისთვის, კერძოდ დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო. ფოტოები გადაღებულია 14 ნოემბერს.

ჯანმოს ტესტი ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე [quiz]

12-18 ნოემბერს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული ტარდება. კვირეული 2015 წლიდან იმართება. საქართველო თავიდანვე შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ჯანმო-ს ინიციატივას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყების შესახებ. ვრცლად ამ თემაზე: რა გვემუქრება ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის შემთხვევაში

რა გვემუქრება ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის შემთხვევაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ანტიბიოტიკებისადმი  მდგრადობა სახიფათოდ მაღალ დონეს აღწევს მთელს მსოფლიოში. ყოველ წელს ანტიბიოტიკური მედიკამენტების მიმართ გამძლე ბაქტერიებით დაავადების გამო, მსოფლიოში დაახლოებით 700 000 ადამიანი კვდება. საქართველოში ანტიბიოტიკები რეცეპტით გაიცემა, მაგრამ თვითმკურნალობის პრაქტიკა ჯერ კიდევ აქტუალურია. გარდა ამისა, ანტიბიოტიკებს ხშირად უადგილოდ, ზედმეტი დოზით ნიშნავენ ექიმები და ვეტერინარები. ჯანმო იუწყება, რომ სასწრაფო ზომების მიღების გარეშე …

მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გელა ბოლქვაძემ ოქროს, რამაზ ზოიძემ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა 

ბუქარესტში 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გელა ბოლქვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოჭიდავემ 82-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რუმინელ მეტოქეს, ნიკუ სამუელ ოჯოგს სძლია. ბოლქვაძე 3:0-ს აგებდა, მაგრამ 30 წამით ადრე შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა და ოქროს მედალს დაეუფლა. მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ადგილობრივმა სპორტსმენმა, რამაზ ზოიძემ (72 კგ) მოიპოვა ვერცხლის მედალი. რამაზ ზოიძემ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება …

როგორ ეძებენ საქართველოში სექსს ინტერნეტით [ინფოგრაფიკა]

გუგლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ბოლო 12 თვის მანძილზე უმეტესად სოციალურ ქსელებს, ფილმების საიტებსა და თამაშებს (მათ შორის აზარტულს) ეძებენ. ცხადია, საქართველოში ყველაზე ხშირად დაგუგლულ პირველ 50 სიტყვაში აღმოჩნდა პორნოც. ძებნის პოპულარობით, 45-ე ადგილზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორნოსაიტია. გუგლტრენდის საძიებო სისტემაში, სექსთან დაკავშირებული რამდენიმე საკვანძო სიტყვა ჩავწერეთ, მათგან ყველაზე პოპულარული porno აღმოჩნდა. რუკაზე ნაჩვენებია ბოლო 12 თვის განმავლობაში …

უფასო კონსულტაციებისა და სკრინინგის აქცია ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში

14 ნოემბერს, მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრის ექიმები 9:00 საათიდან 16:00 საათამდე უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. გარდა ამისა, შაქრიანი დიაბეტის რისკჯგუფის მქონე პაციენტებს (ჭარბი წონა, დამძიმებული მემკვიდრეობა) ჩაუტარდებათ სკრინინგი, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში (საჭიროების შემთხვევაში, გლუკოზა-ტოლერანტული ტესტი). უფასო კონსულტაციებითა და სკრინინგით სარგებლობისთვის მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ შემდეგ ნომერზე: +995 555 77 44 00. …

 ძუძუს კიბოს მედიკამენტს 80%-იანი ფასდაკლებით მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტებიც  მიიღებენ

ძუძუს კიბოს ადრეული სტადიით (I, II, III) დაავადებული მოქალაქეების გარდა, სამკურნალო ორ მედიკამენტს – პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტებიც მიიღებენ.  ეს ჯანდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელ კომპანია “როშეს” შორის მოლაპარაკების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. “უკვე უახლოეს დღეებში ეს პროგრამა გააქტიურდება და საწყის სტადიასთან ერთად, მოიცავს მეოთხე სტადიასაც – მეტასტაზურ ფორმას. ეს …

წყალდიდობები, ხანძრები და სიღარიბე – რა მოხდება თუ მსოფლიოში 1.5C-ით დათბება

IPCC კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ბოლო ანგარიშში 2040 წლისთვის კრიზისის რისკების განხილვისას აღნიშნულია, რომ ექსტრემალური დათბობის, წყალდიდობებისა და სიღარიბის რისკების შესამცირებლად სწრაფი ცვლილებებია საჭირო. „მსოფლიოს წამყვანი მეცნიერ-კლიმატოლოგები იუწყებიან, რომ დარჩენილია მხოლოდ ათეული წელი იმისთვის, რომ (გლობალური) დათბობის მაჩვენებელი შენარჩუნებული იყოს 1.5 C-ზე, რადგან ნახევარი გრადუსით მეტი მატებაც კი მნიშვნელოვნად ზრდის ათასობით ადამიანისთვის გვალვების, წყალდიდობების, ექსტრემალური …

ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ბათუმის აეროპორტში

4 ნოემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეების, ი.შ.სა და ბ.თ-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერებისას, 208 კაფსულა და 11 აბი ფსიქოტროპული და 27 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. საქმეთა მასალები, …

ბათუმის თემატიკის ნახატების ალბომის შექმნაზე 20 000 ლარი დაიხარჯება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბათუმის თემატიკაზე შექმნილი ნახატების წიგნი-ალბომის შექმნაზე 20 000 ლარს დახარჯავს. კონკურსი წიგნი-ალბომის შექმნის თაობაზე უკვე გამოცხადდა. კატალოგში შევა აჭარის რეგიონში მოღვაწე არანაკლებ 50 მხატვრის სხვადასხვა ჟანრში შექმნილი ნამუშევრები. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 21 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ წიგნი-ალბომის ელექტრონული მაკეტი, რომელიც წარმოაჩენს ავტორის ჩანაფიქრს, წიგნის წყობას და კონცეფციას. კონკურსში გამარჯვებული პროექტი 20 000 ლარით დაფინანსდება.   როგორც საკონკურსო პირობებში წერია, წიგნი ქართულ და ინგლისურენოვანი იქნება. იგი 200 გვერდისგან შესდგება.

Exit mobile version