დღეს, 3 მაისს, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში თვითნასწავლი ბათუმელი მხატვრის, ჯონი ჯიჯეიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ჯონი ჯიჯეიშვილი პროფესიით ფილოლოგია, არის რამდენიმე წიგნის ავტორი, რომლებშიც შესულია მისი მოთხრობები და რომანი. იგი ხატვით 40 წლის ასაკში დაინტერესდა.
გამოფენაზე მხატვრის 30 ნამუშევარია გამოტანილი. გამოფენა ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 4 მაისამდე დარჩება.
“ჯონის, ამ თვითნასწავლი მხატვრის პრიმიტივისტული თუ ნაივური სტილით შესრულებული ნამუშევრები, მისი საოცარი თემები, გამომსახველი ფერწერა, ექსპრესიულობა, რომელსაც ახლავს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პოეტურ-ემოციური მუხტი, ნამდვილად შთამბეჭდავი და ამაღელვებელია,” – თქვა ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძემ. მისივე შეფასებით, აჭარას ასეთი მნიშვნელობის სამი თვითნასწავლი მხატვარი ჰყავს – ლაზი ჰასან ჰელიმიში,
ჯონი ჯიჯეიშვილი 1984 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. 1986 წელს ჰქონდა პერსონალური გამოფენა ბათუმის მხატვრის სახლის გალერეაში.