კონკურსი ინგლისურ ენაში მოსწავლეებისთვის

ქედის გამგეობის განათლების სამსახური ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში კონკურსს ატარებს, საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებისა და უცხოელი მოხალისე მასწავლებლების თხოვნის საფუძველზე. ინგლისური ენის კითხვის კონკურსი დაბა ქედის საჯარო სკოლაში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მონაწილეობას ქედის სხვადასხვა სკოლის 120-მდე მოსწავლე მიიღებს, კონკურსის მეორე ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები გადავლენ. „ინგლისური ენის გამოცდაში …

გადასატანი კარკასული კარავი სოფლებში

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლების – წაბლანისა და ვერნებისთვის ორ გადასატან, კარკასული კარვის ასაწყობ მასალას ყიდულობს. მასალის შესაძენად გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 12 345 ლარზე 4 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერი 10 ნოემბერს დასრულდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ელდარ ბოლქვაძე განმარტავს, რომ კარვებს  ვერნებსა და წაბლანისთვის ყიდულობენ მოსახლეობის მოთხოვნით – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. …

სახლი სტიქიის პირისპირ – „დამეწყრილ სახლში 40 დღის ბარბარესთან ერთად დავბურუნდით“

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში მცხოვრები ქათამაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. სიცოცხლისთვის სახიფათოა მათი სახლი, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდება – სახლის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია და დამცავი კედლის მოწყობას საჭიროებს. ქათამაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება სახიფათო რომ არის, ამას ის გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს, რომელიც სპეციალისტებმა სტიქიის განვითარებიდან რამდენიმე კვირაში დაწერეს. ოჯახს სახლთან ჩამოსული მიწის მასის გატანა და დამცავი კედლის …

როგორ გაანაწილებს ფულს მაღალმთიანი აჭარა

მაღალმთიან აჭარაში 2017 წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი – 9 მილიონ 016 500 ლარი აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება ქედას, გეგმით აქ 8 მილიონ 049 400 ლარია გათვალისწინებული, ხოლო შუახევში – 8 მილიონ 177 ლარი. აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტები მომავალ წელს ყველაზე მეტ თანხას ინფრასტრუქტურის გამართვაზე, ხოლო ყველაზე ნაკლებ თანხას ჯანდაცვაზე დახარჯავენ. ქედა ქედის მუნიციპალიტეტი 2017 წელს …

ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მუსლიმი მოსახლეობა სამუფთოს დახმარებით არემონტებს. აქ არსებულ მეჩეთს ძეგლის სტატუსი სამინისტრომ 2006 წელს მიანიჭა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არც სამუფთო ფლობს, არც ადგილობრივი გამგეობა და არც ის მოსახლეობა, რომელიც ჩამონგრევის პირას მყოფი სალოცავის გადარჩენას ცდილობს. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში ხის ორსართულიანი შენობა დგას. შენობა სიძველითა და არქიტექტურული სტილით …

მოხალისეები მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად

როგორ გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაცია შინ მოვლის პროგრამის ქედაში განხორციელებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დახმარების ეროვნული ფონდი“ ქედის მუნიციპალიტეტში შინ მოვლის პროგრამის განხორციელებას იწყებს. რა კრიტერიუმებით შეარჩევს არასამთავრობო ბენეფიციარებს და რა მომსახურებას შესთავაზებს მათ? – „ბათუმელები“ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ავალიანს ესაუბრა. ნინო, ვინ იქნებიან პროგრამის ბენეფიციარები ქედაში და რა კრიტერიუმით შეარჩევთ მათ? „შინ მოვლის“ პროგრამაზე 2011 წლიდან …

რას ითხოვს მოსახლეობა პეტიციით

აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას პეტიციით ითხოვს. მოქალაქეებმა პეტიციები დაწერეს სამივე მუნიციპალიტეტში, მათი მოთხოვნები თითქმის იდენტურია: მოსახლეობა, ძირითადად, სასოფლო გზების მოწესრიგებას, დაბებსა და სოფლებში აბრებისა და ნიშნულების  განთავსებას, საბავშვო ბაღების ეზოებისა და სოფლის ხიდების მოწყობას ითხოვს. პეტიცია, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის 1% აწერს ხელს, საინიციატივო ჯგუფის სამმა წარმომადგენელმა – ჰამლეტ გობაძემ, თეონა კოჩალიძემ …

შუახევში ფერდობებს 50 ადგილას გაამაგრებენ

შუახევის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 295 202 ლარს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად დახარჯავს. გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ამ მიმართულებით ოქტომბერში სამჯერ, მთლიანობაში, 51 000 ლარზე  გამოაცხადა. სოფელ სხეფში შალვა ზოიძის საცხოვრებელ სახლთან დამცავი კედლისა და სოფელ ტაკიძეებში, ციციანიძეების უბანში სასაფლაოებთან ახლოს ფერდსამაგრი ღონისძიების გასატარებლად გამგეობამ ტენდერი 20 862 ლარზე გამოაცხადა. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად გამოცხადებული ტენდერი პირველ …

ქედელი მორაგბეების მეორე სეზონის წაუგებელი სერია

სარაგბო კლუბი ქედაში ორი წლის წინ ქედელმა ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს, გუნდი დასავლეთ ლიგის ჩემპიონატში მეორე სეზონია ასპარეზობს. 2016-2017 წლის სეზონზე „ფირალებმა“ რვა თამაში გამართეს, ყველა მოიგეს და მეორე ლიგაში მოთამაშე გუნდებს შორის 35 ქულით ლიდერობენ. ქედის სარაგბო კლუბი „ფირალები“ ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ასპარეზობა ქედელმა მორაგბეებმა მეორე ლიგაში 2014 წლის ზაფხულში დაიწყეს. არსებობიდან დღემდე „ფირალებმა“ ჩემპიონთა …

17 ათასი ლარი ახალაშენებული სასპორტო სკოლის რემონტისთვის

შუახევის მუნიციპალიტეტში 2013 წელს აშენებულ სასპორტო სკოლას არემონტებენ, რომლის ასაგებად  ბიუჯეტიდან 1 მლნ 5000 ლარი დაიხარჯა. ამ შენობის რემონტისთვის ახლა 17 800 ლარია გათვალისწინებული. რატომ გახდა საჭირო სამი წლის შემდეგ ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარება? დაბა შუახევში სასპორტო სკოლის გასარემონტებლად ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 17 800 ლარზე ივლისში გამოაცხადა. სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „კონსულმა“ გაიმარჯვა. …

როდის მიიღებენ ხელფასს ჭვანის საბავშვო ბაღის თანამშრომლები

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ. მათ სამუშაო ხელშეკრულება წელს, ორჯერ –  სამი თვით, ხოლო შემდეგ წლის ბოლომდე გაუგრძელდათ. ხელშეკრულებას ვადა არ გასვლია, თუმცა ბაღში დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს ვერ იღებენ. შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების ბუღალტერი მიხეილ ცეცხლაძე განმარტავს, რომ ხელფასი თანამშრომლებმა მხოლოდ იმის გამო ვერ მიიღეს, რომ საბავშვო ბაღში სარემონტო …

ჭიბონის ოსტატი ქედიდან

თემურ არძენაძე ჭიბონს ბავშვობიდან ამზადებს. ქედელ ხელოსანს ჭიბონის დასამზადებლად  არამარტო ქართველი, არამედ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებიც ხშირად აკითხავენ. ჩასაბერი საკრავის დამზადებასთან ერთად ქედელი ხელოსანი ჭიბონის საუკეთესო დამკვრელიცაა. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მცხოვრებმა თემურ არძენაძემ პირველი ჭიბონი 12 წლის ასაკში დაამზადა. ახლა 52 წლისაა და ამბობს, რომ წლების განმავლობაში ათეულობით დამზადებულმა ჭიბონმა პროფესიონალ ხელოსნად აქცია. „არ …

რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი და საწებელი ზამთრის მარაგისთვის

72 წლის ნათელა ბერიძე პენსიიდან და სოციალური შემწეობიდან მხოლოდ ათ ლარს იტოვებს თავისთვის, დანარჩენს კი სტუდენტ შვილიშვილს უგზავნის. დღეში ერთხელ ის უფასოდ სადილობს მუნიციპალურ სასადილოში, საღამოს კი თითქმის დანგრეულ სახლში მარტო დარჩენილი იმაზე დარდობს, ან იატაკი არ ჩაინგრეს, ან წვიმისას ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა ღიად დარჩენილი ელექტროსადენები არ დაასველოს და ხანძარი არ გაჩნდეს. ნათელა ბერიძე შუახევის …

გზის მონაკვეთები აჭარის მთაში, სადაც ადამიანები ხშირად იღუპებიან

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით სარკეების მოწყობასა და ინფრასტრუქტურის გამართვას ადგილობრივები თვითმართველობას პეტიციით სთხოვენ. გზის ამ მონაკვეთში მუდმივად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ადამიანები იღუპებიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ვისაც ეს მაგისტრალი ეკუთვნის, მოსახლეობის მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებენ. აქ ფიქრობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება, თუ აჭარის მთაში საპატრულო პოლიცია იარსებებს. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მაღალმთიანი …

ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა.  იუბილესთან დაკავშირებით, ქედის კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. „ელესამ“ კონცერტი გახსნა სიმღერით „ელესა“. ალბომში შესულია ანსამბლის 20 დამუშავებული ძველი სიმღერა, რომელიც ადგილობრივ ფოლკლორს წარმოადგენს. ანსამბლი მეორე ალბომზეც მუშაობს, სადაც 15 სიმღერა ჩაიწერება. კონცერტის დაწყებამდე კულტურის ცენტრში ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.  ქართული ტრადიციული მაგიდა გაწყობილი იყო ძველი ჭურჭლით, სადაც …

120 ოჯახი ქედაში სახლის სახურავს ითხოვს

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამორტიზებული სახურავების შესაცვლელად თუნუქის ფურცლებით დაეხმარება. ქედის გამგეობამ ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოყო. ვინ მიიღებს სახურავებს სახელმწიფოსგან უფასოდ? – ამ საკითხზე საბოლო გადაწყვეტილებას ქედის გამგეობაში არსებული სპეციალური კომისია მიიღებს. ქედაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და მათი …

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები მორცხვობას დასძლევენ“

25 წლის ზაკ ჰაუერსი ინგლისური ენის ერთადერთი სერტიფიცირებული მოხალისე მასწავლებელია, რომელიც „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სკოლებში ექვს თვეს იმუშავებს. რა გამოწვევებს ხედავს ამერიკელი მოხალისე საქართველოს მთის სკოლებში და რაზე აპირებს მუშაობას? – „ბათუმელები“ ზაკ ჰაუერს გასულ კვირას ესაუბრა. ამერიკის სამთავრობო პროგრამა „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით იმყოფებით საქართველოში. როგორ მოხვდით ამ პროგრამაში და რატომ …

ოთხი შვილით ერთი ძროხის ამარა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ხუთსულიან ოჯახს, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს და ოჯახის უმცროსი წევრი სტუდენტია, საარსებო შემწეობა წელს, იანვარში მოუხსნეს. გულვარდი ოთხ შვილთან ერთად სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში ქვის ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. მას ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ცხრა წლის წინ დაეღუპა. სახლში კარ-ფანჯარა მხოლოდ რამდენიმე …

ვინ ჩაიბარებს ყურძენს

აჭარის მთაში მოსახლეობის ნაწილმა ყურძენი დაკრიფა და გაყიდა კიდეც, მოსავლის ნაწილი კი დასაკრეფია. აქ ყურძის მიმღები პუნქტები არ არის, მაგრამ არის ღვინის საწარმო, რომელსაც წლის განმავლობაში 500-მდე ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. თუმცა, ქედის საწარმო წელს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს არ ჩაიბარებს და შესაძლოა არც ცოლიკაური მიიღოს. აჭარის მთის სოფლებში, ძირითადად, გავრცელებულია ვაზის ჯიშები – ჩხავერი და …

თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა 20 ძველი მერისული სიმღერა აღადგინა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები არაერთი ეთნომუსიკოსი იცნობს. ოჯახი ადგილობრივ მერისულ ფოლკლორს მღერის და სცენაზე სამი თაობით წარსდგება. თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა წელს გამართულ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე „ოჯახის“ ნომინაციაში ლაურეატის წოდება მოიპოვა. სოფელ მერისში მცხოვრებმა თურმანიძეების ოჯახმა სახელი ძველი მერისული სიმღერების შესრულებით გაითქვა. ოჯახის შვიდი წევრიდან სცენაზე მერისულ ფოლკლორს, ძირითადად, …

ისევ ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტი აჭარის მაღალმთიანეთში

ახალი სასწავლო წელი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა აჭარის მთიანეთის ბევრ სკოლაში ზოგიერთ საგანში გაკვეთილი ჯერაც არ ჩატარებულა. გასული წლის მსგავსად აქ, ძირითადად, ინგლისური ენის პედაგოგები არ ჰყავთ. აჭარის მთიანეთში, ხულოსა და შუახევის სკოლები მასწავლებლების გარეშეა დარჩენილი. 29 სექტემბრის მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში 24 ვაკანსიაა. ერთსა და იმავე სკოლაში ზოგჯერ რამდენიმე საგნის პედაგოგი არ …

საუკუნის სახლი ჭინკაძეებში

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სოფლის ბოლოს ძველი კრამიტით გადახურული სახლი დგას. ლაზური არქიტექტურისა და სიძველის კვალი სახლს შორიდანვე ეტყობა. ეს მიქელაძეების საცხოვრებელი სახლია, რომელსაც გასულ კვირას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სახლის პირველი სართული ქვითკირითაა ნაშენი, მეორე სართულის ნაწილი – წაბლის ხეში, ნაწილი კი ქვაშია მოქცეული. ქვითკირის კიბეს წაბლის მერქანისგან დამზადებული მოაჯირი აქვს …

თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს

წლების წინ, როდესაც ტელევიზორი სოფლის მოსახლეობისთვის ფუფუნების საგანი იყო, საღამოობით, ფილმის დიდ ეკრანზე სანახავად სოფელი „კანტორაში“ იკრიბებოდა. მსგავსი კლუბი თითქმის ყველა სოფელში არსებობდა. თავდაპირველად კლუბებში ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ, მერე ქართული ფილმები ინდურმა თუ რუსულმა ფილმებმა ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი კინოკლუბები გაქრა. მას შემდეგ 25 წელზე მეტი გავიდა. აჭარის მაღალმთიანეთში ახალგაზრდების უმრავლესობას კინო დიდ ეკრანზე არასდროს უნახავს. …

რა ნერგები უნდა დავრგოთ შემოდგომაზე

რომელი მრავალწლოვანი კულტურების დარგვა შეიძლება შემოდგომაზე, როგორ უნდა მომზადდეს ნერგი და ნიადაგი დასარგავად ისე, რომ ნერგს გახარება არ გაუჭირდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, შოთა ლომინაძეს ესაუბრა. ბატონო შოთა, რომელი მრავალწლოვანი კულტურების დასარგავად არის ხელსაყრელი შემოდგომა? მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისას უნდა გამოიყოს დაბალი და მაღალი ზონა. დაბალ ზონაში ყველაზე კარგი პერიოდი ციტრუსის დასარგავად შემოდგომაა, …

„ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალებზე“: როგორც მიპოვეს, ისე დამკარგეს

ანზორ ბოლქვაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია ხულო-შუახევი-ქედის [მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის გამოკლებით] 73-ე მაჟორიტარულ ოლქში. ის აქამდეც იყო ორი მოწვევის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ორივეჯერ დეპუტატად არჩეული იქნა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობის“ მაჟორიტარი. თუმცა, ბოლო მოწვევის პარლამენტში მან „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ბატონო ანზორ, რა გააკეთეთ ისეთი, რომ ახლანდელმა მმართველმა პარტიამაც თქვენზე შეაჩერა არჩევანი? ყოველთვის მქონდა …

მდინარე აჭარისწყალში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქედაში, მდინარე აჭარისწყალზე, ჭალახმელის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირველადი დაკვირვებით მამაკაცის ცხედარი, სავარაუდოდ, ის ჰოლანდიელი ტურისტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მახუნცეთში თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მდინარეში ჩავარდა. ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი უკვე პროზექტურაშია. მაშველები მდინარე აჭარისწყალში დაკარგულ ტურისტს ექვსი დღის განმავლოვაში ეძებდნენ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოთარ ცეცხლაძე: ჰოლივუდსა და ბოლივუდში მილიარდებს ხარჯავენ, რომ ხულოს, ქედისა და შუახევის მსგავსი ბუნება შეიქმნას

პროფესიით ექიმი, ბიოლოგი, ხულოს ყოფილი გამგებელი, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოთარ ცეცხლაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაასახელა. რა სამუშაო გამოცდილებით მოდიხართ? სხვადასხვა სფეროში მაქვს მუშაობის გამოცდილება, ვიყავი ხულოს გამგებელი, სამეცნიერო ინსტიტუტის დეკანი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნების მეტყველებისა და სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის …

მაჟორიტარი კანდიდატი: ვიცნობ ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა ჩიხს, მთას და სოფელს

პროფესიით ექიმი, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი და ხულოს საკრებულოს ყოფილი წევრი, რაულ პაქსაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დაასახელა.   ბატონო რაულ, რა პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ? 2004 წლიდან ჩართული ვარ პოლიტიკაში. 2005 წლიდან 2011 წლამდე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ვიყავი ხულოს მუნიციპალიტეტში. 2006-2010 წლებში ხულოს საკრებულოს წევრი ვიყავი „რესპუბლიკური …

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 400 ლარით გაზრდილი გამგებლის მოადგილის ხელფასი

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს ხელფასი 400 ლარით გაუზარდეს. ეს გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ დღეს, 30 სექტემბერს ხმაურის ფონზე მიიღო. დეპუტატების პროტესტი გამგებლის პირველი მოადგილის გურამ ბერიძისთვის სახელფასო სარგოს 400 ლარით გაზრდამ გამოიწვია, პროტესტის მიუხედავად ხმათა უმრავლესობით (11 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი) ბერიძეს ანაზღაურება 1 300 ლარიდან 1 700 ლარამდე გაეზარდა. ვიდრე …

ინგლისურის მასწავლებლის ლილიების ბიზნესი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მცხოვრები თამარ ბალაძე მცირე ბიზნესს რამდენიმე წელია ეწევა. მას საცხოვრებელ სახლთან ახლოს ბაღში სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ლილიები გამოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. თამარი პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, ათი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ინგლისურ ენას ბათუმისა და ქედის საჯარო კოლებში ასწავლიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ყვავილების გამოყვანით დაინტერესდა, პედაგოგობას თავი დაანება და ყვავილების …

დეპუტატობის კანდიდატი: 2014 წელს „ოცნებას“ დაბის მაჟორიტარული არჩევნები მოვუგე

ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს წევრი ირაკლი ჯორბენაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარია საქართველოს პარლმენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“  დაასახელა. ბატონო ირაკლი, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა? პირველ რიგში იმიტომ, რომ გამოცდილ გუნდს წარმოვადგენ. ალბათ ბევრს ახსოვს ჩვენ რა ქვეყანა ჩავიბარეთ და რა გადავაბარეთ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“. მინდა შევახსენო ბევრს – 2003 წელში …

მინური აბულაძე: მე არც ერთი პარტიის კუთვნილება არ ვყოფილვარ

მინური აბულაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლმენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პაატა ბურჭულაძის პარტიამ – „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაასახელა. ბატონო მინური, რა პოლიტიკური გამოცდილებით მოდიხართ? წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში ვმუშაობდი, ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა კი სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობა იყო, ვიყავი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სოციალურ სააგენტოში მუშაობისას, როდესაც ადამიანები შიმშილსა და სიღარიბეს ებრძოდნენ, მათი …

დეპუტატობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან: ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ დაასახელა. ქალბატონო მადონა, თქვენ ერთ-ერთი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი ხართ საქართველოს პარლამენტში აჭარის მთიდან. რატომ დაგასახელათ პარტიამ კანდიდატად და როგორ მოხვდით ამ პარტიაში? მინდოდა იმ პარტიაში შევსულიყავი, რომელშიც ჩემი აზრები იქნებოდა გათვალისწინებული. ამ პარტიის გეგმები, იდეები წავიკითხე, მომეწონა, პარტიამ შემომთავაზა …

249 ათასი ლარი ქედის სოფელ ნამლისევის ბაღის მშენებლობისთვის

დღეს, 22 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამლისევში საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა. 50 აღსაზრდელზე გათვლილ ბაღში ორი ჯგუფი იქნება. საბავშვო ბაღში 11 ადგილობრივი დასაქმდა და ამ დროისთვის 25 აღსაზრდელი დადის. ნამლისევის ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 249 000 ლარი იყო გამოყოფილი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის კი ქედაში წელს 600 ათასი ლარი დაიხარჯა. ,,ეს ბაღი ნამლისევის, მილისის, უჩხითისა და ქოსოფლის მოსახლეობას …

ფიზიკის მასწავლებელი ქედიდან ევროპის ატომური კვლევების ცენტრში

მერაბ დიასამიძე ერთადერთი ფიზიკის მასწავლებელია მთიანი აჭარიდან, რომელიც ჟენევაში, მსოფლიოს უდიდესი ატომური კვლევების ორგანიზაციაში – „ცერნში“ სასწავლო კურსს გაივლის. მერაბთან ერთად აჭარიდან ფიზიკის ორი პედაგოგი გადამზადდება. „ცერნი“ ატომური კვლევების უდიდესი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც ჟენევაში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. საქართველომ „ცერნთან“ თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო, 2013 წელს კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განათლების …

Exit mobile version