დღეს, 22 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვს. თოვა აქ დილის 8 საათიდან დაიწყო. თხილვანის, ღორჯომისა და დანისპარაულის თემების სოფლებში თოვლის საფარი ამ დროისთვის 5 სანტიმეტრს აღწევს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ცივი ამინდი აჭარაში რამდენიმე დღის მანძილზე შენარჩუნდება. მთავარი ფოტო: აპრილის თოვლი ხულოში, სოფელ ჭახაურაში. თემურ ართმელაძის ფოტო _________________________________________________________ ამავე თემაზე: ამინდის პროგნოზი: აჭარაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და …
Author Archives: ეკა ბარამიძე
ზურაბ პატარაძემ მახუნცეთში, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა
დღეს, 21 აპრილს, ქედის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, საჯარო მოხელეებთან ერთად, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა, დასუფთავდა მუნიციპალიტეტის დაბებიც. დასუფთავების აქციის პარალელურად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შ.პ.ს „ქედის კომუნალურსერვისმა“ პირველ მაისის თემის ოთხ სოფელში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ნაგვის ურნები განათავსა. ქედის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოსახლეობას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალურად დამზადებული ბუკლეტები …
Continue reading “ზურაბ პატარაძემ მახუნცეთში, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა”
ხანძრით დაზარალებული ოჯახი სახლის მაძიებელთა პროგრამაში
სოფელ წონიარისში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ გოგიტიძეების ხუთსულიანი ოჯახი, სამინისტროს 25 000-ლარიანი პროგრამით ისარგებლებს. ქედის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით თედორაძე ამბობს, რომ ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ქედის გამგეობა სახლის ასაშენებლად ფინანსურად ეხმარება მაგრამ, რადგანაც გოგიტიძეების ყოფილ საცხოვრებელ ტერიტორიაზე გეოლოგიური დასკვნით სახლის აშენება არ შეიძლება, სტიქიით დაზარალებული ეს ოჯახი საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილდება. „ოჯახმა სურვილი გამოთქვა და სახლის მაძიაბელეთა პროგრამაში …
Continue reading “ხანძრით დაზარალებული ოჯახი სახლის მაძიებელთა პროგრამაში”
ამაგი – შუამავალი სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისცენტრმა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ამაგის [აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება] შესაქმნელად 73 980 ლარი დახარჯა. კითხვაზე, რა არის ამაგი და რისთვის დასჭირდა სამინისტროს სოფლებში ასეთი გაერთიანების ჩამოყალიბება? – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე პასუხობს: ამაგი ჩვენი ახალი ინიციატივაა, რომელიც წარმოადგენს სოფელში მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებსაც ენდობა მოსახლეობა და …
Continue reading “ამაგი – შუამავალი სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის”
წყლის ჩამოსასხმელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალაძეებში, მინერალური წყლის ჩამოსასხმელმა საწარმომ -„კემისი“ მუშაობა შეაჩერა. საწარმოს დირექტორი, მუხრან ძნელაძე, საწარმოს შეჩერების მიზეზად ტექნიკური დანადგარების უხარისხობასთან ერთად, იმ სასამართლო დავას ასახელებს, რომლითაც „კემისი“ მინერალური წყლის ჩამოსასხმელად საწარმოსთვის შესყიდულ ტექნიკურ დანადგარების შპს „ლიმონათი ბათუმისგან“ უკან დაბრუნებას ითხოვს. მუხრან ძნელაძე ამბობს, რომ შპს „ლიმონათი ბათუმმა“ მათ ტექნიკურად გაუმართავი და სახელმწიფო დავალიანების მქონე ტექნიკური …
Continue reading “წყლის ჩამოსასხმელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა”
აჭარაში მიწებს წელსაც სახელმწიფო კომპანიის ტექნიკით ხნავენ
სახნავ-სათეს მიწებს აჭარაში, გასული წლების მსგავსად, წელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ დაამუშავებს. „მექანიზატორის“ ტექნიკით, ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება 140 ლარი ღირს, თუმცა ეს ტარიფი მხოლოდ ვაკე ადგილებზე ვრცელდება, იმ შემთხვევაში, თუ დასამუშავებელი მიწა დახრილ ფერდობიანია, ტარიფი მატულობს და თანხის ოდენობას, ძირითადად, ნაკვეთის დახრილობა განსაზღვრავს. ნაკვეთის დახრილობის შესაბამისად ერთ ჰექტარზე ტარიფი შეიძლება 10, 20 ან …
Continue reading “აჭარაში მიწებს წელსაც სახელმწიფო კომპანიის ტექნიკით ხნავენ”
პრემიები სააღდგომოდ აჭარის მუნიციპალიტეტებში
ქედისა და შუახევის გამგეობა სააღდგომოდ ხელფასის 50%-ის ოდენობით პრემიის გაცემას გეგმავს. პრემიის გაცემას აპირებს ხულოს გამგეობაც, თუმცა ხელფასის 100%-ით. პრემიის გაცემის მოთხოვნით აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობებმა სახელმწიფო ხაზინას უკვე მიმართა. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხაზინა მუნიციპალიტეტების პრემიების გაცემის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პრემიას ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, თანამდებობრივი სარგოს 50% -ის ოდენობით მუნიციპალუტეტების გამგეობის, საკრებულოსა და საბავშვო …
Continue reading “პრემიები სააღდგომოდ აჭარის მუნიციპალიტეტებში”
ფერმერები მთავრობისგან შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების ხარისხის გაკონტროლებას ითხოვენ
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე დღეს, ქედაში მოსახლეობას შეხვდა და მათ სამინისტროს მიერ 2017 წელს განსახორციელებელი და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრთან შეხვედრაზე ქედელმა ფერმერებმა ძირითად პრობლემადუხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები დაასახელეს. მათი თქმით, რეალიზაციაში არსებული შხამ-ქიმიკატები მცენარესა და მოსავალს ანადგურებს და მინისტრს პრობლემის მოგვარების მიზნით პესტიციდებზე კონტროლის მექანიზმის აღსრულება სთხოვეს. „მოსახლეობის უმრავლესობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა, …
ქედასა და შუახევში სოფლის რწმუნებულებს ბავშვზე ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე შუახევსა და ქედაში გამგებლის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს ტრენინგებს უტარებს. ასოციაციის წარმომადგენელი და ტრენერი ნათია მაჭარაშვილი ამბობს, რომ ტრენინგის ძირითადი მიზანია საჯარო მოხელეებს, მათ შორის, სოფლის რწმუნებულებს გააცნონ, რას ავალდებულებს მათ კანონი, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. „საზოგადოებაში ბავშვი პირად საკუთრებადაა აღქმული, ხშირ შემთხვევაში კი, ადამიანები ძალადობრივ …
Continue reading “ქედასა და შუახევში სოფლის რწმუნებულებს ბავშვზე ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს”
მთა თეთრობზე ახალი ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მთა თეთრობზე, სადაც ფაჩხის, წაბლანის, წაბლიანის, რაქვთის, თხილვანისა და ფურტიოს სოფლების მოსახლეობა (სულ 400-მდე ოჯახი) მემთეურობას ეწევა, ახალ ელექტროგადამცემ ხაზს ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 504 ლარი გამოყო. ხულოს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზაზა აბულაძის თქმით, ელექტროგადამცემი ხაზი თეთრობზე გოდერძის უღელტეხილიდან გავა და ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა, წელს მოიალაღეებს …
Continue reading “მთა თეთრობზე ახალი ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება”
შუახევის გამგეობამ შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი შვიდ პოზიციაზე – ბარათაულის, უჩამბის, ზამლეთის, წყალსაყრის და ჭვანის თემებში წამყვანი სპეციალისტისა და გამგეობაში ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოაცხადა. თემებში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ხელფასი 530 ლარს შეადგენს, გამგეობაში კი ანაზღაურება 560 ლარია. კონკურსი ორ ტაპად ჩატარდება, კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა, მეორე კი – გასაუბრებაა. მუნიციპალიტეტის …
Continue reading “შუახევის გამგეობამ შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა”
ხულოში რძის საწარმოს ლიცენზია შეუჩერეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში რძის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა. სამეწარმეო საქმიანობის დროებით შეჩერების მიზეზად რძის გადამამუშავებელ საწარმო „ცეზარის“ მფლობელები სურსათის ეროვნული სააგეტოს მიერ საწარმოსთვის ლიცენზიის შეჩერებას ასახელებენ და ამბობენ, რომ სამეწარმეო საქმიანობა სააგეტომ საწარმოში არსებული ტექნიკური დანადგარების საკანონმდებლო რეგულაციებთან შეუთავსებლობის გამო შეუჩერა. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პირველად, გასულ წელს, რძის პასტერილიზატორის გამო დაგვაჯარიმა. გვითხრეს, რომ დანადგარი …
თოვლი ქვემო თხილვანაში [ფოტო]
აჭარის მაღალმთიანეთ სოფლებში თოვა გუშინ, 9 აპრილს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 5 სანტიმეტრს, ხოლო შუახევის სოფლებში 3 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტების გამგეობებში აცხადებენ, რომ გაზაფხულის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია. ნინო ქამაშიძის ფოტოები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანადან:
აჭარაში შუქის გათიშვის გრაფიკით ენერგოომბუდსმენი დაინტერესდება
რამდენიმე დღეა, რაც აჭარის მაღალმთიან სოფლებში შუქი მოსახლეობას დღის საათებში არ მიეწოდება. შუქი არ მიეწოდება საჯარო სკოლებს, ასევე საბავშვო ბაღებს, სადაც ხორცსა და სხვა მალფუჭებად პროდუქტებს მაცივარში ინახავენ. ენერგოკომპანია „ენერგო პრო-ჯორჯია“ შუქის გათიშვასთან დაკავშირებით აბონენტებს სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის და შეტყობინებას შუქის გამორთვასთან დაკავშირებით მაშინ უგზავნის აბონენტებს, როდესაც შუქი უკვე რამდენიმე საათის გამორთულია. ამასთან, შუქი …
Continue reading “აჭარაში შუქის გათიშვის გრაფიკით ენერგოომბუდსმენი დაინტერესდება”
დასუფთავების აქცია ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში დღეს, 6 აპრილს, დასუფთავების აქცია მოეწყო. რუსთაველის ქუჩაზე არსებული „გამარჯვების პარკი“ და მიმდებარე ტერიტორია ქედის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურისა და ქედის კომუნალური სერვისის თანამშრომლებმა ახალგაზრდებთან ერთად დაასუფთავეს. დასუფთავების აქცია დაბიდან დილის 10 საათზე დაიწყო და ქედის ყველაზე შორ სოფელში – ხარაულაში გაგრძელდება, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის კონტეინერები განთავსდება და სოფელში არსებული უკანონო ნაგავსაყრელი გაიწმინდება. …
წონიარისში ხუთსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა
ქედის მუნიციპალიტეტს სოფელ წონიარისში, ხანძრის შედეგად გოგიტიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი ხის საცხოვრებელ სახლს, სადაც ხუთი წევრი ცხოვრობდა, ღამით გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა. როგორც ქედის გამგეობაში თქვეს, დაზარალებულ ოჯახს ბინის ქირას შესთავაზებენ მანამდე, ვიდრე გამოძიება დაადგენს, თუ რის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლი.
ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერთან [ფოტორეპორტაჟი]
მაღალმთიან აჭარაში გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი, ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკიური მონაცემებით, მახუნცეთს ეწვია. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მნახველებს ძირითადად, თამარის თაღოვანი ხიდი და ჩანჩქერი იზიდავს. მას შემდეგ, რაც მახუნცეთში ტურისტების რაოდენობამ იმატა, ადგილობრივებმა აქ კაფე-ბარები გახსნეს; მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; აშენდება საზაფხულო თეატრიც; მახუნცეთში სასტუმროს კი უკრაინელი ინვესტორი აშენებს. მახუნცეთში ტურისტები, ძირითადად, ტურისტულ კომპანიებს ავტობუსებით აჰყავთ. როგორც …
Continue reading “ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერთან [ფოტორეპორტაჟი]”
ვინ შეაკეთებს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს აჭარის მაღალმთიანეთში
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი სოფელ დოლოგნიდან ერგემდე ორმოებადაა ქცეული, ამორტიზებულია ასევე გზის მონაკვეთები შუახევში – დაბა ხიჭაურიდან შუახევის მუნიციპალურ ცენტრამდე და ხულოში – დაბისა და მიმდებარე ტერიტორიები. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის თქმით, საავტომობილო გზაზე ქედის მონაკვეთამდე ორმოები ამოივსება, ხოლო ხულოსა და შუახევში მწყობრიდან გამოსულ ათკილომეტრიან მონაკვეთებს [მთლინობაში 20 კილომეტრს] …
Continue reading “ვინ შეაკეთებს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს აჭარის მაღალმთიანეთში”
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი „ბენზეში“ სათბურს აშენებს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თამარის დასახლებაში, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ეზოში, სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების მიზნით, სათბურს აშენებს. სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების სათბური ინსტიტუტის ეზოში 400 კვადრატზე მოეწყობა. სათბურის მშენებლობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 60 000-მდე ლარია გამოყოფილი. თამარის [„ბენზეს“] დასახლებაში არსებულ მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულება ისწავლება. სათბურში სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას …
Continue reading “ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი „ბენზეში“ სათბურს აშენებს”
კონკურსი ხულოში – 60 განაცხადი 8 ვაკანსიაზე
ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი რვა პოზიციაზე – დიოკნისის, ღორჯომის, დიდაჭარის, საციხურისა და ვაშლოვანის თემებში, გამგებლის წარმომადგენლისა და ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე გამოაცხადა. 8 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად სულ 60 განაცხადი შევიდა, საიდანაც საკონკურსო მოთხოვნა მხოლოდ 47-მა კონკურსანტმა დააკმაყოფილა. ყველაზე მეტი განაცხადი კი დიოკნისის თემის ადმინისტრაციული სამსახურისა და საციხურის თემში გამგებლის წარმომადგენლის …
Continue reading “კონკურსი ხულოში – 60 განაცხადი 8 ვაკანსიაზე”
სოფელ ვაიოში კომპანია ელექტროსისტემას გზა გადაუკეტეს
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მოსახლეობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას სამედიცინო დასკვნას სთხოვს, რომელიც დაადასტურებს, რომ ვაიოში მაღალი ძაბვის 220-კილოვოლტიანი ხაზის გაყვანა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. მოსახლეობამ ამ მოთხოვნით კომპანიას დღეს, 31 მარტს, გზა გადაუკეტა და ტექნიკა სოფელში არ შეუშვა. „ზუსტ ინფორმაციასა და კოორდინატებს არ გვაწვდიან. მართალია, ანძა ჩემს ნაკვეთში არ იქნება, მაგრამ ხაზები მიწის ნაკვეთებს სრულად გადაფარავს, ხომ შეიძლება სხვა …
Continue reading “სოფელ ვაიოში კომპანია ელექტროსისტემას გზა გადაუკეტეს”
რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს
31 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ქედის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად უხარისხო პესტიციდები, ადგილზე არარსებული სანერგე მეურნეობები, სახელმწიფოს მიერ წლების წინ „მისაკუთრებული მამაპაპისეული ტერიტორიები“ დაასახელეს და …
Continue reading “რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს”
ქედის გამგებელი საკრებულოში – დაპირებები და კრიტიკა
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ 31 მარტს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. გამგებლის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქედის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 მილიონ 835 ათას 500 ლარი, ხოლო აჭარის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 462 ათას 572 ლარი, სპეციალური ტრანსფერის სახით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად კი – 589 ათას 517 ლარი მიიღო. ანგარიშის …
Continue reading “ქედის გამგებელი საკრებულოში – დაპირებები და კრიტიკა”
დენის მიწოდებაში შეზღუდვები აჭარის მთიანეთში მაისამდე გაგრძელდება
„ენერგო პრო-ჯორჯიას“ აჭარისა და გურიის სადისპეტჩერო განყოფილების უფროსის, ჰაიდარ ფარტენაძის თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აჭარის მთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები აპრილის თვის ბოლომდე გაგრძელდება. მისივე თქმით, დაანონსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას აბონენტები sms-ით მიიღებენ, ხოლო სოფლებში ეტაპობრივად, სამდღიანი გრაფიკით, დღისით შეწყდება შუქის მიწოდება. „220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით შუქი მოსახლეობას დღით, სამდღიანი გრაფიკით გაეთიშება. …
Continue reading “დენის მიწოდებაში შეზღუდვები აჭარის მთიანეთში მაისამდე გაგრძელდება”
ქედაში გზის გასაფართოებლად მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს
ქედაში, მერისი-ოქტომბრის მიმართულებით, საავტომობილო გზის გაფართოება მიმდინარეობს. დაბის ტერიტორიაზე გზის გაფართოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ქედის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც გზის მიმდებარედ მწვანე ნარგავები მოჭრეს. ქედის გამგეობის ინფორმაციით, სულ შვიდი ნაძვის ხეა მოჭრილი. „აღნიშნული მონაკვეთის გაფართოების საჭიროება იყო, რადგანაც ამ ზამთარმა აჩვენა, რომ გზის ამ მონაკვეთზე შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო ავტოსაგზაო შემთხვევა. სულ შვიდი ხე მოვჭარით ნებართვით, ეს სახეობა წითელ ნუსხაში …
Continue reading “ქედაში გზის გასაფართოებლად მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს”
საკრებულოს წევრი: ხულოში სასწრაფოს ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულს წევრის, ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხულოს ცენტრში მომუშავე ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული. საკრებულოს წევრი ხელისფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს, რომელიც შეაკეთეს და მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ექვსი თვის წინ ზარზეიმით ღორჯომში თვითონ აიყვანა, ერთი თვეც კი არ უმუშავია, მწყობრიდანაა გამოსული. დღეს ხულოში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მხოლოდ ორი ავტომობილი მუშაობს, …
Continue reading “საკრებულოს წევრი: ხულოში სასწრაფოს ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული”
გაქირავებული ბინები ქედის სოციალურ სახლში
ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში, ეკნარას უბანში, 12- ბინიან სოციალურ სახლში ბინები, რომლებიც სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ პირველ კატეგორიაში მყოფ 12 ეკომიგრანტ ოჯახს სახელმწიფომ 2015 წელს სიმბოლურ ფასად გადასცა, ნაწილი ახლა გაქირავებულია, ნაწილი კი – დაგირავებული. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, ხელისუფლებამ ბინები ორი წლის წინ ეკომიგრანტებს ხელშეკრულებით გადასცა, რომლითაც ეკომიგრანტები ვალდებულებას იღებდნენ, რომ ბინის მიღების შემთხვევაში ისინი …
Continue reading “გაქირავებული ბინები ქედის სოციალურ სახლში”
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჭინკაძეების მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში მდებარე ორსაუკუნოვანი მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს. მეჩეთზე სარემონტო სამუშაოები ადგილობრივმა მუსლიმებმა გასულ წელს დაიწყეს სამუფთოს ფინანსური დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. მეჩეთს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მეტალო-პლასმასის ფანჯრები გაუკეთეს და თუნუქით გადახურეს. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე საკულტო ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ სააგენტომ მას შემდეგ შეიტყო, როცა …
Continue reading “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჭინკაძეების მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს”
ქედელი მეთევზეები ზურაბ პატარაძეს მიმართავენ
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მცხოვრები, თევზის მწარმოებელი მერაბ ჯაბნიძე ხელისუფლებისგან, კონკრეტულად ზურაბ პატარაძისგან დახმარებას ითხოვს. საკალმახე მეურნეობის გაყიდვას, რომელიც ქედელმა ფერმერმა 14 წლის წინ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოაწყო, ქედის გამგეობა აუქციონის წესით აპირებს. ქედაში მერაბის მსგავს მდგომარეობაში კიდევ 14 თევზის მწარმოებელია. მერაბ ჯაბნიძემ 2003 წელს 279 კვადრატულ ფართობზე საკალმახე მეურნეობა საკუთარი სახსრებით მოაწყო. ზუსტად არ …
Continue reading “ქედელი მეთევზეები ზურაბ პატარაძეს მიმართავენ”
ხულოს საკრებულოს წევრი სოციალურ სახლში ეკომიგრანტებისთვის ბინების გადაცემას ითხოვს
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ირაკლი ჯორბენაძე, სოფელ ქვედა ვაშლოვანში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ აგებული, 72-ბინიანი „სოციალური სახლის“ ეკომიგრანტი, პირველი კატეგორიის მქონე ოჯახებისთვის გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით საკრებულოს წევრმა ბრიფინგი დღეს, 17 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში გამართა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა: „იმ სოციალურ ფონზე, რაც ხულოშია, 2015 წელს დასრულებული 72- ბინიანი „სოციალური სახლი“ სოფელ ვაშლოვანში …
რა უნდა გააკეთოთ თუ მაღალმთიანეთში დენის გადასახადზე შეღავათით ვერ სარგებლობთ
2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით უნდა ესარგებლა, თუმცა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ბევრმა ოჯახმა „მთის კანონით“ გაწერილი ეს სარგებელი ვერ მიიღო. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ ქედაში ელექტროენერგიის შეღავათით ძირითადად იმ ოჯახებმა ვერ ისარგებლეს, რომელთა სააბონენტო ქვითარზე მითითებული …
Continue reading “რა უნდა გააკეთოთ თუ მაღალმთიანეთში დენის გადასახადზე შეღავათით ვერ სარგებლობთ”
სამშენებლო ნარჩენები ხევებსა და მდინარეებში
საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმა არ აქვთ გაწერილი. კონტროლი მეტ-ნაკლებად მხოლოდ საყოფაცხორებო ნარჩენებზე ხორციელდება. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს, სოფლებში არავინ აკონტროლებს. ხშირ შემთხვევაში ამ ტიპის ნარჩენებს, როგორც ადგილობრივები, ასევე სამშენებლო კომპანიები ხევებში, მდინარეებსა თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან. ქედის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში, სამშენებლო ნარჩენებს დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე, …
Continue reading “სამშენებლო ნარჩენები ხევებსა და მდინარეებში”
სოფელ ძენწმანში ლოჯისტიკური ცენტრი მოეწყობა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობს გეგმავს. ლოჯისტიკური ცენტრის მოსაწყობად სოფელ ძენწმანში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 800 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქედის გამგეობამ აჭარის მთავრობას საკუთრებაში 24 თებერვალს უსასყიდლოდ გადასცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა.ა.(ი).პ აგროსერვისცენტრის ქედის სამსახურის უფროსის, სოსო შერვაშიძის ინფორმაციით, ქედის ლოჯისტიკური ცენტრი ხილის დახარისხება-შეფუთვისა და სამაცივრე მოწყობილობებით აღიჭურვება, რაც …
Continue reading “სოფელ ძენწმანში ლოჯისტიკური ცენტრი მოეწყობა”
ვაჟა ბოლქვაძე ქედის წყალკანალს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს
ქედის საკრებულოს წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე შპს „ქედის წყალკანალის“ მიერ განხორციელებულ 15 000-ლარიანი სახელმწიფო შესყიდვის გაუქმებას მოითხოვს. მისი თქმით, ელექტრონული ტენდერი, რომლითაც შპს-ს მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი უნდა შეეძინა კორუფციის ნიშნებს შეიცავს. „წყალკანალის მიერ ავტომობილის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ტექნიკურ პარამეტრებში ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, რითაც სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, …
Continue reading “ვაჟა ბოლქვაძე ქედის წყალკანალს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს”
ქედის გამგეობამ მრავალშვილიანი დედები დაასაჩუქრა
ქედის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ქედაში მცხოვრებ 64 მრავალშვილიან დედასა და 9 ღვაწლმოსილ ქალს საჩუქრები გადასცეს. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალშვილიანი დედებისა და ღვაწლმოსილი ქალებისთვის საჩუქრად 73 შეკვრა ფაიფურის სახილე [შეკვრაში სამი ცალი], ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ზენდიდი 2015“ – მა შეიძინა. საჩუქრებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 103 ლარი და …
Continue reading “ქედის გამგეობამ მრავალშვილიანი დედები დაასაჩუქრა”
ნაგვის ურნები ქედის სოფლებში
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დღეს დილიდან სოფლებში ნაგვის ურნების განთავსება დაიწყო. სანაგვე კონტეინერები ქედის 64-ვე სოფელში იქნება და ძირითადად, სოფლის ცენტრებში ან იმ მდინარეებისა თუ ხევების მიმდებარედ განთავსდება, სადაც სოფლის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრის. ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას წელს პირველად ქედის გამგეობის შპს „ქედის კომუნალურსერვისი“ უზრუნველყოფს, რისთვისაც გამგეობამ კომპანიას საკურებაში 2017 წელს სესხით ნაყიდი, სპეციალური ნაგავმზიდიც …