ქედაში, მახუნცეთში, ფოლკლორული ფესტივალი არტგენის მიმდინარეობს. რიგით მე- 15 ფესტივალი დღეს, 21 ივნისს, 16 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდება. ფესტივალის პარალელურად საზეიმოდ გაიხსნა მონუმენტი ,,საქართველოს სადარაჯოზე”. ფესტივალი ქედიდან 24 ივნისს გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს, 27 ივნისს – იმერეთში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს- ლეჩხუმში, მწვანე ამფითეატრში, ხოლო დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 8-15 ივლისს გაიმართება. …
Author Archives: ეკა ბარამიძე
ხის კიბე მოაჯირის გარეშე მერისის ჩანჩქერთან
მერისის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში მერისის ხეობაში მდებარეობს. ამ ადგილამდე მისასვლელი საავტომობილო გზა ჩანჩქერამდე რამდენიმე მეტრში სრულდება და საცალფეხო ბილიკი იწყება. ჩანჩქერთან მისასვლელად ლოდებზე ხის ძელისგან გაკეთებული კიბე დევს, რომელიც არამყარია და დამცავი მოაჯირი არ აქვს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ, მერისში, ჩანჩქერის სანახავად ასული უცხოელი ტურისტი ლოდებზე გადებული ძელებიდან გადავარდა, თუმცა დაზიანებას გადაურჩა. ტერიტორია, სადაც, …
Continue reading “ხის კიბე მოაჯირის გარეშე მერისის ჩანჩქერთან”
სკოლა, სადაც სამი მოსწავლე სწავლობს [ფოტოამბავი]
ეს პატარა სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცივაძეებში მდებარეობს. აქ სამი მოსწავლე სწავლობს და მათთვის ზარი სკოლის შენობაზე სპეციალურად მიმაგრებულ რკინის ნაჭერზე დარტყმით ირეკება. სკოლა დაწყებითია. შენობაში სულ სამი ოთახია. ორ ოთახში კლასებია, ერთ ოთახში კი მხოლოდ სკამები ალაგია. სკოლას არც შენობაში და არც ეზოში არ აქვს სასმელი წყალი. ცივაძეების დაწყებითი კლასების სკოლა სოფელ ჭვანის საჯარო …
Continue reading “სკოლა, სადაც სამი მოსწავლე სწავლობს [ფოტოამბავი]”
პანდუსი, როგორც ფასადური ადაპტირება
ეს „პანდუსი“ ხულოში, სოფელ ვაშლოვნის მრავალფუნქციურ შენობაზეა დამონტაჟებული. აქ ვაშლოვნის თემის ადმინისტრაციული ოფისი, სამედიცინო პუნქტი და სოფლის კლუბია განთავსებული. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ პანდუსი უფუნქციოა, ეტლით მოსარგებლე აქ ასვლას ვერ შეძლებს. საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს პანდუსების მოწყობას საქართველოს მთავრობის 2014 წელს მიღებული დადგენილება ავალდებულებს, რომლის თანახმადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ ყველა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობაში თავისუფლად …
სახიფათო ატრაქციონი საბავშვო ბაღის ეზოში [ფოტოამბავი]
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ვაშლოვანში, სკოლისა და საბავშო ბაღის მიმდებარედ საბავშვო ატრაქციონი მწყობრიდანაა გამოსული და საშიშია ბავშვებისათვის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ატრაქციონი სამი წლის წინ გაკეთდა და უკვე ორი წელია ასეთ მდგომარეობაშია.
„სოფელში ამბობდნენ, სპორტი რა ქალის საქმეაო“ – ეროვნული ნაკრების წევრი ქედიდან
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც აჭარის მაღალმთიანეთში, პატარა სოფლის სკოლის ბაზაზე არსებულ სპორტის სექციაში შესვლა გადაწყვიტა. მაშინ 11 წლის იყო, ფიქრობდა, რომ ქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ მთის სოფელში მცხოვრები გოგოსთვის ეს იყო შანსი, სოფლის საზღვრებს გასცდენოდა, მსოფლიოს ქალაქების ნახვას თუ ვერა, ქვეყნის დედაქალაქის ნახვას ამგვარად მაინც შეძლებდა. ახლა 18 წლისაა და ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად …
Continue reading “„სოფელში ამბობდნენ, სპორტი რა ქალის საქმეაო“ – ეროვნული ნაკრების წევრი ქედიდან”
ხულოში იალაღებისა და ალპური ბაღის განათებაზე მუშაობენ, თუმცა საჭირო თანხა მერიას ჯერ არ აქვს
ხულოს მერია სამ საზაფხულო იალაღზე: შქერნალზე, ლოდიძირისა და საკამბეჩოზე არსებულ 10-კილოვატიან ელექტროგადამცემ ხაზს შეაკეთებს. ქსელის სარეაბილიტაციოდ საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი პირველ მაისს 6 355 ლარზე გამოაცხადა. წინასწარი გათვლებით, ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციას 200-250 ათასამდე ლარი დასჭირდება. ადგილობრივ ბიუჯეტში ეს თანხა არ არის, ამიტომ დაფინანსებისთვის მერიამ მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების სააგენტოებს მიმართა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა აბულაძე …
მემთეურების მთაში გადასვლა [ფოტო]
აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობამ იალაღებზე გადასვლა დაიწყო. მოიალაღეები, ძირითადად, ოჯახის უხუცესი წევრები არიან და ისინი მემთეურობას მუდმივი საცხოვრებელი სახლიდან, ათეული კილომეტრით დაშორებულ იალაღებზე ატარებენ. მემთეურები საცხოვრებელ სახლებს მაისში ტოვებენ და მთაში პირუტყვი გამოსაკვებად მიჰყავთ. მემთეურები მუდმივ საცხოვრებელ სახლებს შემოდგომის მიწურულს უბრუნდებიან. მოიალაღეები მთაში დამზადებულ ყველს, კარაქს, ნადუღს გვიან შემოდგომაზე ქალაქში ყიდიან. მესაქონლეობა აჭარის მთის სოფლებში …
საინფორმაციო ცენტრები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ქედასა და ხულოში
არასამთავრობო ორგანიზაცია პინმა [People in Need Georgia] პირველ მაისს ქედის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ცენტრი გახსნა. ქედისა და ხულოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიას არა მარტო ოფისებში, არამედ სოფლებშიც ჩაატარებენ და მეწარმეებს აგრარულ საკითხებზე ინფორმაციას ადგილზე მიაწვდიან. „საინფორმაციო ცენტრი ენპარდის პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული ლაგის ბაზაზე იფუნქციონირებს და სოფელში მცხოვრებ მცირე თუ დიდ მეწარმეებს მიაწვდის ინფორმაციას საკვებ პროდუქტზე არსებულსაკანონმდებლო …
კობალთაში მცხოვრებ ოჯახებს სახლის გადასატანად ფინანსურად დაეხმარებიან
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მცხოვრებ ათ ოჯახს სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 15 000 ლარს გამოუყოფენ თითოეულს. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, ფინანსური დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს გაეწევა, რომლებიც მერიას უსაფრთხო ადგილზე არსებულ მიწის საკუთრებისა და ამ მიწაზე სახლის ასაშენებლად გეოლოგიურ ცნობას წარუდგენენ. „სახლის ადგილმონაცვლეობისთვის თანხას პირველ ეტაპზე მხოლოდ კობალთაში მუდმივად მცხოვრები ათი ოჯახი მიიღებს. …
Continue reading “კობალთაში მცხოვრებ ოჯახებს სახლის გადასატანად ფინანსურად დაეხმარებიან”
გაზრდილ ხელფასს ა[ა]იპ-ის თანამშრომლები ქედაში ამ თვიდან აიღებენ
ქედის ა[ა]იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაისის თვიდან აიღებენ. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ა[ა]იპ-ების თანამშრომლების ხელფასი 30-50%-ით არის გაზრდილი. ქედაში ყველაზე დიდი ა[ა]იპ-ი ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება და კულტურის ცენტრია. ბაღების გაერთიანებაში სულ 201 შტატია, თანამშრომლების ხელფასი აქ 80-250 ლარით გაიზარდა. ქედის ბაღების გაერთიანებაში 250 ლარით ხელფასი ბაღების გაერთიანების დირექტორს გაეზარდა, ფილიალის ხელმძღვანელებს – …
Continue reading “გაზრდილ ხელფასს ა[ა]იპ-ის თანამშრომლები ქედაში ამ თვიდან აიღებენ”
„ელესამ“ საგალობლების საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა [ვიდეო]
ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „ელესამ“ საგალობლების საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა. ანსამბლმა უკრაინაში, ქალაქ ტერნოპოლში, ფესტივალზე ქართულ საგალობლებთან ერთად ადგილობრივი, აჭარული სიმღერებიც შეასრულა. „საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ საგალობლებთან ერთად ხალხური აჭარული სიმღერებიც შევასრულეთ. განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა ჩვენს მიერ უკრაინულ ენაზე შესრულებულ „სულიკოს“, როგორც ფესტივალში მონაწილე ანსამბლს, ლაურეატის წოდება და პირველი ხარისხის დიპლომი გადმოგვეცა. საინტერესო ფესტივალი იყო, სრულდებოდა, როგორც ხალხური, ასევე …
Continue reading “„ელესამ“ საგალობლების საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა [ვიდეო]”
ბუთურაულის წყალთან ტერიტორიას შუახევის მერია მოაწესრიგებს
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში აღმოჩენილ წყალთან მიმდებარე ტერიტორიას ადგილობრივი ხელისუფლება მოაწესრიგებს. მოსახლეობის თქმით, ბუთურაულის წყალი დიაბეტს კურნავს. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ წყალთან ცოცხალი რიგები არ წყდება და ტერიტორიის მოწესრიგებისთვის თანხა ამიტომ გამოყვეს. „წყალზე მოთხოვნა დიდია, არამარტო ადგილობრივი, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან წყლის წასაღებად. წყალი რომ აავსო, მისასვლელი ბილიკიც კი არ არის, შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე, …
Continue reading “ბუთურაულის წყალთან ტერიტორიას შუახევის მერია მოაწესრიგებს”
სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ქედაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება
სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ქედის მერიას მიმდინარე წლის ბიუჯეტში 80 000 ლარი აქვს გაწერილი. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, სულიკო ბოლქვაძე განმარტავს, რომ ეს თანხა საზაფხულო იალაღებზე – დიდვაკე, მლაშე, ნაკონაღვარი, ღარათი, ღომა, თივნარი, საბადური – გზებისა და ბილიკების მოწესრიგებას მოხმარდება, ამ დროისთვის კი მერია პროექტირებაზე მუშაობს. „ეს ის მთებია, სადაც ზაფხულობით ბევრი ადამიანი გადის. მთებთან მისასვლელი გზების …
Continue reading “სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ქედაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება”
მოსწავლის გარეშე დარჩენილი სკოლა [ფოტოამბავი]
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კანტაურის დაწყებითი სკოლის კარი 2017- 2018 სასწავლო წელს ჩაირაზა – სკოლას მოსწავლე აღარ ჰყავს. წლების წინ ამ სოფელში სრულ საბაზო განათლებას იღებდნენ, შემდეგ სკოლა დაწყებითი, საბოლოოდ კი, მოსწავლის გარეშე, უფუნქციოდ დარჩა. სკოლის შესასვლელში ახლა ძაფზე აკინძული თამბაქოს ფოთლებია გაკიდული. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ეს სკოლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით …
Continue reading “მოსწავლის გარეშე დარჩენილი სკოლა [ფოტოამბავი]”
40 ათასი კილომეტრი 26 ქვეყანაში – ქედელი ველოსიპედისტის მოგზაურობა
ქედელი ველოსიპედისტის, ნოდარ ბერიძის ველომოგზაურობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც უკრაინაში მსოფლიოს არაერთგზის რეკორდსმენის, ცნობილი ველომოგზაურის, ჯუმბერ ლეჟავას თხოვნით ველოტური მოაწყო. ამბობს, რომ დღეს მისი დევიზი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან ერთად, მსოფლიო ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის პროპაგანდაა და ამ მისიით 2014 წლიდან დღემდე 26 ქვეყანაში 40 000 კილომეტრი ველოსიპედით გაიარა. „2014 წელს ჯუმბერ ლეჟავას უკრაინაში ველოტური ჰქონდა …
Continue reading “40 ათასი კილომეტრი 26 ქვეყანაში – ქედელი ველოსიპედისტის მოგზაურობა”
საკუთრებად ყველაზე მეტი მიწა სახელმწიფო პროგრამით ხელვაჩაურში დარეგისტრირდა
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის მასშტაბით, ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით 2016 წლის აგვისტოდან დღემდე აქ სულ 2 994 საკუთრებაა დარეგისტრირებული. საკუთრების რეგისტრაციის ოდენობით, ხელვაჩაურის შემდეგ ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები მოდის. 19 აპრილის მონაცემებით, ქობულეთში – 2 952, ბათუმში კი 1847 საკუთრებაა დარეგისტრირებული. რაც …
Continue reading “საკუთრებად ყველაზე მეტი მიწა სახელმწიფო პროგრამით ხელვაჩაურში დარეგისტრირდა”
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აჭარაში პოპულარულ ტურისტულ ადგილზე [ფოტო]
აჭარის მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მახუნცეთის ჩანჩქერია. მახუნცეთში ტურისტების სიმრავლე წლის ნებისმიერ სეზონზე შეინიშნება. მიუხედავად ამისა, მოუწესრიგებელია ჩანჩქერისა და „თამარის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორია, გზები და ბილიკები. მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ქედის მერია საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს – გასულ წელს 680 ათასი, ხოლო წელს 450 ათასი ლარია გამოყოფილი. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე ამბობს, რომ „თამარის …
Continue reading “მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აჭარაში პოპულარულ ტურისტულ ადგილზე [ფოტო]”
ხელვაჩაურის მერიამ 32 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი მუნიციპლიტეტის მერიასა და ადმინისტრაციულ თემებში, სულ 32 თანამდებობაზეა გამოცხადებული. ეს პოზიციებია; სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი; მუნიციპალური მშენებლობის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი; ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი; ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; სოციალური პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი; ადამიანურ რესურსების …
Continue reading “ხელვაჩაურის მერიამ 32 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა”
ქედის 38 სოფელში გარე განათება დამონტაჟდება
ქედის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში გარე განათების მოსაწყობად 187 284 ლარს დახარჯავს. გარე განათება ქედის 38 სოფელში, 58 ადგილზე მოეწყობა. მთლიანობაში, სოფლებისა და უბნების ცენტრებში დამონტაჟდება 339 განათების ბოძი. გარე განათება დამონტაჟდება ქედის შემდეგ სოფლებში: სილიბაურში, სიხალიძეებში, ჭალათში, ინაშარიძეებში, მერისში, გარეტყეში, გუნდაურში, ნამონასტრევში, ვარჯანისში, აბუქეთაში, წონიარისში, გეგელიძეებში, გობრონეთში, ახოში, ცხმორისში, ტაკიძეებში, გოგიაშვილებში, დანდალოში, ჯალაბაშვილებში, ხარაულაში, შევაბურში, ცხემნაში, …
Continue reading “ქედის 38 სოფელში გარე განათება დამონტაჟდება”
როგორ მოხვდა ტანკი სოფელ წონიარისში
აჭარის მაღალმთიანეთში მიმავალი ნებისმიერი მგზავრი, რომელსაც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წონიარისის ცენტრში ერთხელ მაინც გაუვლია, კვარცხლბეკზე შემოდგმულ ტანკს აუცილებლად შენიშნავდა. ტანკი წონიარისის თემის ცენტრში 1983 წლიდან დგას. მანამდე სოფელს „დიდი ბელადის“ – სტალინის წერილი მიუღია, რომელიც1945 წლის 18 აპრილით არის დათარიღებული. სტალინის წერილს კონკრეტული ადრესატი ჰყავდა – ჯელილ ბერიძე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქედის …
მე-19 საუკუნის მეჩეთი ნადგურდება, მას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შეისწავლის [ფოტო]
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კანტაურში არსებული უძველესი მეჩეთი ნადგურდება. სალოცავი, რომელიც ადგილობრივების თქმით, მე-19 საუკუნეში სოფლის მოსახლეობას აუშენებია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს. კრამიტით გადახურული ორსართულიანი მეჩეთის სახურავი ალაგ-ალაგ ჩამოშლილი და ჩამოტეხილია. ჩატეხილია ფანჯრები, მთლიანად ჩამოშლილია მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის ორნამენტიანი კიბეები და იატაკი. შენობის მეორე სართულზე დღემდე შემორჩენილია ხეზე ამოკვეთილი ძველი ორნამენტები, აქვე ინახება …
როგორ იმუშავებს ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი – ცხელი ხაზი: 595 10 23 97
დღეს, 13 აპრილს, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა აჭარაში მუშაობა დაიწყო. რეგიონალური საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ადგილზე გიორგი მახარაძე უხელმძღვანელებს, დაბა ჩაქვში, შპს „მექანიზაციის“ ადმინისტრაციულ შენობაში იმუშავებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, შტაბში იქნებიან სპეციალისტები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გარემოს დაცვისა და სატყეო სააგენტოდან, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურიდან. „შტაბი აღიჭურვა ინტერნეტტექნოლოგიებითა და 2 000 ცალი სპეციალური, …
Continue reading “როგორ იმუშავებს ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი – ცხელი ხაზი: 595 10 23 97”
მცენარეთა შესაწამლი აპარატი 2 044 ოჯახს აჭარაში თანადაფინანსებით გადაეცემა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორის, ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, მცენარეთა შესაწამლი მობილური აპარატების დარიგება დღეს, 13 აპრილს დაიწყება. დღეიდან დაიწყებს მუშაობას „ფაროსანასთან ბრძოლის“ შტაბიც. პირველ ეტაპზე სახელმწიფოს თანადაფინანსებით 335 აპარატი, ერთი თვის განმავლობაში კი სულ 2 044 აპარატი დარიგდება. 200-ლიტრიანი, საწვავზე მომუშავე, მცენარეთა შესაწამლი აპარატისთვის ფერმერები ღირებულების 20%-ს გადაიხდიან. აპარატის ღირებულება 899 ლარია, ფერმერებს …
Continue reading “მცენარეთა შესაწამლი აპარატი 2 044 ოჯახს აჭარაში თანადაფინანსებით გადაეცემა”
ორი მილიონი ევრო სოფლის განვითარებისთვის ქედაში
ევროკავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტის – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი ახორციელებს, სექტორული მიმართულებები ჩამოყალიბდა, სულ გამოიყო შვიდი სექტორი – ახალგაზრდები, განათლება, კულტურა – სპორტი, გარემოს დაცვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, საჯარო მმართველობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოფლის სოციალურ-ეკონომიური განვითარება, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარება, ქალთა გაძლიერება და …
Continue reading “ორი მილიონი ევრო სოფლის განვითარებისთვის ქედაში”
მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე საქართველოს სასკოლო გუნდი მეექვსე ადგილზე გავიდა
მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში საქართველოდან მონაწილე თბილისის 90-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი მე-6, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა. მალტის სასკოლო ოლიმპიადაზე, მაგიდის ჩოგბურთში სულ 25 სასკოლო გუნდი მონაწილეობდა. მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც მალტაში ტარდება, ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ოთხი თამაში გამართა – საფრანგეთის, ჩინეთის, საბერძნეთისა და არაბეთის …
Continue reading “მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე საქართველოს სასკოლო გუნდი მეექვსე ადგილზე გავიდა”
„ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – პროექტი აჭარის მთის სოფლებისთვის
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პროექტებს განახორციელებს. პროექტის – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – ფარგლებში, აჭარის რეგიონის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ქედაში, ხულოსა და შუახევში, თითოეულ მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ის პროექტი დაფინანსდება და განხორციელდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაასახელებს. დღეს, 11 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასლან ჭანიძე პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში …
საფეხბურთო კლუბ „ბეთლემს“ ქედის მერია აღარ დააფინანსებს
ეროვნულ, მესამე ლიგაში მოთამაშე საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემს“ ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს. ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად თანხას გუნდს ქედის მერია მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბზის განახლებისთვის გამოუყოფს. 2016 წელს „ბეთლემმა“ ქედის მერიისგან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის 349 916 ლარი მიიღო, 2017 წელს – 45 000 ლარი, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში მერიას 40 000 ლარი აქვს გაწერილი. ამ თანხით მერია საფეხბურთო კლუბისთვის …
Continue reading “საფეხბურთო კლუბ „ბეთლემს“ ქედის მერია აღარ დააფინანსებს”
დასრულდება თუ არა თეატრის მშენებლობა მახუნცეთში სეზონის გახსნამდე
მახუნცეთში, საზაფხულო თეატრის მშენებელ კომპანია „ახალშენს“ ქედის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. როგორც მერიაში განმარტავენ, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, ტენდერით გაწერილი ვალდებულების შეუსრულებლობაა. 156 მაყურებელზე გათვლილ თეატრს ასაშენებლად ხელშეკრულება ქედის მერიასა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ახალშენს“ შორის 2017 წლის 7 აპრილს 84 997 ლარზე გაფორმდა, მშენებლობა კომპანიას 2017 წლის შემოდგომაზე უნდა დაესრულებინა. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ამ …
Continue reading “დასრულდება თუ არა თეატრის მშენებლობა მახუნცეთში სეზონის გახსნამდე”
ქედელი მოსწავლეების მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა გუნდი მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა გუნდი მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად დღეს მალტაში გაემგზავრა. ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მერიის ეზოდან გააცილეს. ოლიმპიადა 8-10 აპრილს გაიმართება. აჭარის განათლების მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად, ქედაში გოგონების გასაცილებლად მაგიდის ჩოგბურთის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტიც ჩავიდა. „მსოფლიოზე მონაწილეობა უკვე შედეგია. სასკოლო ოლიმპიადა მესამე წელია ტარდება და აჭარის რეგიონიდან სკოლის მოსწავლეები …
როდის გაიზრდება აჭარის მთიანეთის ა(ა)იპ-ებში ხელფასი?
აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტების მერიაში ა(ა)იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით არაერთი წერილობითი მოთხოვნაა შესული. თანამდებობრივი სარგო აქ 150 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ხელფასი – 800 ლარი მხოლოდ ხულოს ა(ა)იპ-ის – „მუნიციპალური სერვისების“ დირექტორს აქვს. დაბალი ანაზღაურება აქვთ საბავშვო ბაღის, წყალკანალის, ბაგირგზის თანამშრომლებსა და კულტურისა თუ სპორტის სფეროში მომუშავეებს. გაიზრდება თუ არა აიპის თანამშრომლების ხელფასი, რამდენი პროცენტით …
Continue reading “როდის გაიზრდება აჭარის მთიანეთის ა(ა)იპ-ებში ხელფასი?”
შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში, X-XI საუკუნეების ქვევრი აღმოაჩინეს
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეებში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ქვევრი აღმოაჩინეს. ქვევრი ადგილობრივმა შალვა გოგიტიძემ საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისას მიწაში იპოვა. შუახევის მერის მოადგილის, რუსუდან შავაძის ინფორმაციით, ქვევრი მხოლოდ მცირედით მაშინ დაზიანდა, როდესაც შალვა გოგიტიძე ტალავერის მოსაწყობად, ბოძებისთვის ბარით მიწას ამუშავებდა, ნატეხები კი, რომელიც ქვევრს ჩამოტყდა, ბათუმში ჩამოიტანეს და შესასწავლად აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს, ამირან კახიძეს გადასცეს. პირველადი …
Continue reading “შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში, X-XI საუკუნეების ქვევრი აღმოაჩინეს”
საოჯახო სასტუმრო და რამდენიმე თვით ადრე დაჯავშნილი ნომრები სოფელ გარეტყეში
აქტიურ ტურისტულ სეზონამდე რამდენიმე თვე დარჩა, მაგრამ მანანა დუმბაძე ტურისტების მენიუს შესადგენად თადარიგს უკვე იჭერს და ფხლის მწნილს ამზადებს. მანანა მეწარმე ქალია ქედის შორეულ სოფელ გარეტყედან. „იდეიდან წარმატებამდე“ – ასე იწყებს საუბარს მანანა. თურმანიძეების ოჯახი მცირე ბიზნესს წლებია ეწევა. საოჯახო სასტუმროს გახსნის იდეა მანანას მაშინ გაუჩნდა, როდესაც სოფელ გარეტყეში მცხოვრები, მათი მომღერალი ოჯახით უცხოელი ტურისტები …
Continue reading “საოჯახო სასტუმრო და რამდენიმე თვით ადრე დაჯავშნილი ნომრები სოფელ გარეტყეში”
შუახევში დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები სწავლობენ
გეოლოგიური შესწავლის მოთხოვნით მიმდინარე წელს შუახევის მერიას წერილობით 170- მა ოჯახმა მიმართა და საცხოვრებელი სახლისა თუ მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა სთხოვა. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მერიამ გეოლოგები ბათუმიდან მიიწვია და გეოლოგიური შესწავლა ერთი კვირის წინ დაიწყო. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გეოლოგებმა ამ დროისთვის 120 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს. „სამი გეოლოგი იმყოფება შუახევში. ვფიქრობთ …
Continue reading “შუახევში დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები სწავლობენ”
ხულოში ხანდაზმულებისთვის კლუბი აშენდება
ვეტერანებისა და ხანდაზმულებისთვის კლუბის ასაშენებლად საჭირო პროექტს, ხულოს მერიის დაკვეთით კომპანია „ანჩაუსი“ ამზადებს. პროექტი, რომელიც დაბაში, ცხრა აპრილის ხეივანში, ერთ სართულიანი ადაპტირებული შენობის მოწყობას გულისხმობს, კომპანიამ ხულოს მერიას ხვალ, 6 აპრილს უნდა წარუდგინოს. ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა აბულაძე ამბობს, რომ პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემდეგ ეცოდინებათ რა თანხა დასჭირდება ერთსართულიანი კლუბის მოწყობას. „9 …
ხულოს მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს – თანამშრომელს სამსახურში არ აბრუნებს
შუქრი აბულაძე ხულოს გამგეობიდან 2014 წლის 7 ნოემბერს გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა მოხელემ ყველა ინსტანციის სასამართლოს მიმართა. 2017 წლის 20 ივნისს შუქრი აბულაძის გათავისუფლება უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და ხულოს მერიას მისი სამსახურში აღდგენა, ასევე განაცდურის ანაზღაურება დაავალდებულა. შუქრი აბულაძე ისევ უმუშევარია. მისთვის არც განაცდური ხელფასი ჩაურიცხავთ. შუქრი აბულაძე ხულოს გამგეობის საფინანსო სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების …