უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 588 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
- ტანკი – 8 434 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 16 341 ერთეული [+9]
- საარტილერიო სისტემა – 16 536 ერთეული [+49]
- MLRS – 1 142 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 916 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 327 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 325 ერთეული [+32]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 424 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 22 371 ერთეული [+86]
- სპეცტექნიკა – 2 769 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 637 თვითმფრინავი
- 278 ვერტმფრენი
- 29 507 უპილოტო საფრენი აპარატი
- 563 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 004 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 399 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 13 050 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 24 562 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ლიპეცკის ოლქზე უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, რუსეთმა ევაკუაცია დაიწყო
ზელენსკი: რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა
უკრაინის ძალები 10 კილომეტრამდე დაწინაურდნენ კურსკში – ISW