მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 აგვისტო

08.08.2024
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 587 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 8 431 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 16 332 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 16 487 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 142 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 914 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 366 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 327 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 293 ერთეული [+81]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 424 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 22 285 ერთეული [+59]
  • სპეცტექნიკა – 2 767 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 636 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 29 402 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 563 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 937 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 398 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 976 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 528 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კურსკის ოლქში საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა

ათეულობით ტყვე და პუტინის თათბირი – ბოლო ცნობები კურსკის ოლქიდან

უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში სამი სოფელი აიღეს – რუსული ტელეგრამ-არხები

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: