ოჯახი 13 წლის დაჩი ქარჩავას ეძებს, რომელიც, ოჯახის ინფორმაციით, გუშინ, 7 აგვისტოს ფოთიდან ჩამოვიდა ბათუმში.
„ბათუმელები“ ესაუბრა დაჩის დედას, რომელმაც გვითხრა, რომ მოზარდი პატარა ზურგჩანთით წამოვიდა ბათუმში, აცვია ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და თეთრი ბოტასი.
ოჯახმა უკვე მიმართა პოლიციას.
განახლებული ინფორმაცია: მოზარდი ქობულეთში იპოვეს.


