სიახლეები

ბათუმში ერთი გოგო და ორი ბიჭი დაჭრეს

08.08.2024
ბათუმში ერთი გოგო და ორი ბიჭი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი გოგო და ორი ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში  არ მოგვაწოდეს ინფორმაციას, დაჭრილები თავად გადაიყვანეს თუ არა სამედიცინო დაწესებულებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, დაჭრილებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით.

ამ დროისთვის ბრალდებულების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: