უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 593 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
- ტანკი – 8 455 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 16 385 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 16 764 ერთეული [+36]
- MLRS – 1 146 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 920 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 491 ერთეული [+19]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 426 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 22 649 ერთეული [+59]
- სპეცტექნიკა – 2 806 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 638 თვითმფრინავი
- 279 ვერტმფრენი
- 29 823 უპილოტო საფრენი აპარატი
- 569 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 046 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 400 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 13 198 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 24 686 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
პუტინმა, სავარაუდოდ, არასწორად შეაფასა უკრაინის მიერ ინიციატივის ხელში აღების შესაძლებლობა – ISW
„კრემლმა ვერ გამოიცნო უკრაინელების ჩანაფიქრი“ – რა ხდება კურსკში






