მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 აგვისტო

11.08.2024
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 590 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
  • ტანკი – 8 447 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 16 363 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 16 663 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 143 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 918 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 399 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 425 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 22 524 ერთეული [+71]
  • სპეცტექნიკა – 2 800 ერთეული [+11]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 637 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 29 731 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 566 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 029 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 400 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 113 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 624 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ შავ ზღვაში გაზის კოშკს დაარტყა, რომელსაც რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა

კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა

ზელენსკი: რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: