უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 589 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
- ტანკი – 8 441 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 16 350 ერთეული [+9]
- საარტილერიო სისტემა – 16 605 ერთეული [+69]
- MLRS – 1 143 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 918 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 327 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 372 ერთეული [+47]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 425 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 22 453 ერთეული [+82]
- სპეცტექნიკა – 2 789 ერთეული [+20]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 637 თვითმფრინავი
- 278 ვერტმფრენი
- 29 660 უპილოტო საფრენი აპარატი
- 563 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 011 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 399 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 13 090 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 24 591 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა
ზელენსკი: რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა