მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 აგვისტო

12.08.2024 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 592 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
  • ტანკი – 8 450 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 16 368 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 16 728 ერთეული [+65]
  • MLRS – 1 146 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 919 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 366 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 472 ერთეული [+73]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 426 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 22 590 ერთეული [+66]
  • სპეცტექნიკა – 2 801 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 637 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 29 771 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 566 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 042 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 400 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 135 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 668 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინა ამტკიცებს, რომ შეუძლია აღადგინოს სამართლიანობა“ — ზელენსკი კურსკის მოვლენებზე

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: