16 წლამდელთა ოთხთა ტურნირი რაგბში ქუთაისის „აიას“ გამარჯვებით დამთავრდა. ტურნირი სამი დღის განმავლობაში ბათუმში, ანგისის სპორტულ მოედანზე მიმდინარეობდა და მასში ოთხი გუნდი მონაწილებდა: თბილისის „წიქარა“, თბილისის „მერანი“ ქუთაისის აია და აჭარის 16 წლამდელთა ნაკრები გუნდი.
დღევანდელ შეხვედრაში ქუთაისის „აიამ“ თბილისის „წიქარა“ 33:0, ხოლო „მერანმა“ აჭარის ნაკრები 27:0 დაამარცხა. ტურნირის პირველობა აიამ მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა „მერანი“ მესამეზე კი – აჭარის ნაკრები.
16 წლამდე ჭაბუკ მორაგბეთა ტურნირი საქრთველოში პირველად ჩატარდა.
ტურნირი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.