15 ნოემბერს დაგეგმილ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები ბათუმიდან გააპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეთერ ჯორთმენაძემ დაუდასტურა:
„რამდენიმე ადამიანი მივალთ ერას მოედანზე, მოვიწვევთ ჟურნალისტებს. უბრალოდ გვაინტერესებს რას აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა როცა ხონჩით მიართვა აფხაზეთი და ოსეთი რუსეთს“.
ორგანიზაციის „ახალი დემოკრატები – ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის“ ხელმძღვანელის დავით ხიზანიშვილის ინფორმაციით კი აქცია არ იგეგმება: “არც 15 ნოემბერს და არც სხვა დროს ქუჩის აქციებს ჩვენ არ ვგეგმავთ“.
იგივეს აცხადებს აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამაზ ირემაძეც.