აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში აჭარის მასშტაბით არსებული საავადმყოფოების სტაციონარში სულ 40 295 პაციენტი შევიდა, მათგან 39 285 გაეწერა, 844 კი გარდაიცვალა.
მთლიანობაში ბათუმის საავადმყოფოების სტაციონარს 36 383-მა პაციენტმა მიმართა, ქობულეთში – 2752-მა, ქედაში – 374-მა, შუახევში – 151-მა, ხულოში კი 595-მა პაციენტმა.
პაციენტების ყველაზე დიდი რაოდენობა, საწოლების პროფილების მიხედვით, ქირურგიული პროფილით დაფიქსირდა, სადაც პაციენტების რაოდენობა 7669-ს შეადგენს, აქედან 1226 ბავშვია;
რაოდენობით მეორე ადგილზეა მელოგინები და მშობიარეები (გარდა ორსულთა პათოლოგიისა) – 6413 პაციენტი; შემდეგ მოდის პაციენტები გინეკოლოგიური პათოლოგიებით – 3782; პედიატრიული (სომატური) – 3652 პაციენტი; თერაპიული – 3282 პაციენტი; კარდიოლოგიური – 2993 პაციენტი; სხვა დანარჩენი პაციენტები (მოზრდილები) – 2930; ონკოლოგიური პაციენტები – 1632 და რეანიმაციის პაციენტები (მოზრდილები) –1621.