ნეტგაზეთი • RU

უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატებს უსმენენ


ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნუვერსიტეტში რექტორობის კანდიდატებს აკადემიური საბჭოს წევრები უსმენენ. საბჭოს ჭინაშე პირველად რამაზ ხალვაში გამოდის. სხდომას  ჟურნალისტები ესწრებიან, მაგრამ აკრძალულა ფოტო და ვიდეო გადაღება.  

 

აკადემიური საბჭოს წევრები

 

არჩევნებში მონაწილეობას სულ ექვსი კანდიდატი იღებს, აქედან ერთი მალხაზ ნაკაშიძე აკადემური საბჭოს წევრია, ირაკლი ბარამიძე კი რექტორის მოვალეობას ასრულებს.

 

 აკადემიურ საბჭოს წევრმა მალხაზ ნაკაშიძემ ადგილი თავდაპირველად რექტორობის კანდიდატების გვერდით დაიკავა, საბჭოს წევრებმა მას მიუთითეს იმ მაგიდასთან გადასულიყო, სადაც აკადემიური საბჭოს წევრები ისხდნენ.

 “მე მინდა თანაბარ პირობებში ვიყო სხვა კანდიდატებთან, ამიტომაც ვარ აქ” – განმარტა მალხაზ ნაკაშიძემ სხდომის დაწყებამდე.

“მაქ ყოფნა ვერ ჩაგაყენებთ სხვა კანდიდატებთან თანაბარ პირობებში” – უპასუხა გულიკო შერვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წევრმა კოლეგას. 


მარინა გიორგაძე

თითოეულ კანდიდატს აქვს 15 წუთი საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისთვის. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"