ნეტგაზეთი • RU

მურმან დუმბაძემ ცეცხლსასროლი იარაღი იყიდა

 

 მურმან დუმბაძემ “Taurus “-ის მარკის, 2014 წელს გამოშვებული, ბრაზილიური ცეცხლსასროლი იარაღი _ “PT 709”, დღეს, 17 მარტს, ტელეჟურნალისტების თანდასწრებით შეიძინა ათას ლარად. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ იარაღის შენახვისა და ტარების უფლება მას, როგორც მაღალ პოლიტიკური თანამდებობის პირს, აქვს. 

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის გადაწვეტილების შესახებ გუშინ, 16 მარტს, საკუთარ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით,  ხელისუფლებისგან მართული ცალკეული ჯგუფები, რომლებმაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მის ოჯახზეც გეგმავენ თავდასხმას. მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტის შემთხვევაში ის საკუთარი ოჯახის ღირსებასა და კერძო საკუთრებას იარაღით დაიცავს.  

„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველა მოძალადეს, ქუჩაში მოხეტიალე ახალგაზრდა ბავშვებს, ქალაქის მერიის თანამშრომლებს, ძალადობას თავი დაანებონ“ – აღნიშნა მურმან დუმბაძემ „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.“

 

მურმან დუმბაძის განცხადებით, როცა ხელისუფლება  მოქალაქეს არ იცავს, ის ვალდებულია თავად დაიცვას თავი.


მურმან დუმბაძე იარაღის მაღაზიაში
მურმან დუმბაძე იარაღის მაღაზიაში

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.