ნეტგაზეთი • RU

ბათუმელი სტუდენტები და მოსწავლეები დაზარალებულებისთვის ფულს და საჭირო ნივთებს აგროვებენ

 

 
ბათუმელი სტუდენტები და მოსწავლეები უკვე მესამე დღეა, თბილისში 13–14 ივნისს სტიქიით შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად პირველადი საჭიროების ნივთებს და თანხას აგროვებენ.

 

 

 

 

 

 

“დაახლოებით 40 ვართ, ქუჩა–ქუჩა დავდივართ და ფულს ვაგროვებთ, უკვე 711 ლარი და 50 თეთრი გვაქვს შეგროვებული, კვირამდე ვაგრძელებთ შეგროვებას. გუშინ წვიმდა, ქალაქში ვერ გავედით ფულის შესაგროვებლად, საჭირო ნივთების შესაძენად წავედით “ხოფის ბაზრობაზე” იქ მოვაჭრეები თავად გვილაგებდნენ საჭირო ნივთებს: ტანსაცმელს, ფეხსაცმელს პირველადი საჭიროების სხვა ნივთებს, გვთხოვეს  ჩავუტანოთ დაზარალებულებს. დღეს უკვე ფულის შეგროვებაც გავაგრძელეთ” – ამბობს თამარ ბაუჟაძე მოხალისე სტუდენტი.

 

 ბათუმელი სტუდენტები და მოსწავლეები კვირას გეგმავენ თბილისში ჩასვლას, ისინი მერიას თხოვენ ტრანსპორტის გამოყოფას, თუ მერია ტრანსპორტს არ გამოუყოფს ახალგაზრდები თავიანთი ხარჯებით გეგმავენ გამგზავრებას. 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"