Batumelebi | ბარბარეს ტაძარი მერიისგან ნათხოვარი მეორადი კრამიტით გადაიხურება ბარბარეს ტაძარი მერიისგან ნათხოვარი მეორადი კრამიტით გადაიხურება – Batumelebi
RU | GE  

ბარბარეს ტაძარი მერიისგან ნათხოვარი მეორადი კრამიტით გადაიხურება

 

ბათუმის საკრებულომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2910 ლარის ღირებულების 1500 ცალი კრამიტის [მეორადი] საქართველოს საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ თხოვების უფლებით, ქალაქ ბათუმის მერს თანხმობა მისცა.

 

“სსიპ საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი თ. ჩხაიძე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის 02 ივნისს წარდგენილი #518 წერილით ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1500 ცალი კრამიტის გადაცემას, ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის გადახურვის მიზნით.

 

ქალაქ ბათუმის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს ზემოაღნიშნული ქონების უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით სსიპ – „საქართველოს საპატრიარქოსთვის“ გადაცემას“, – აღნიშნულია ბათუმის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში.

 

ეს საკითხი ბათუმის საკრებულომ დღეს, 2015 წლის 23 ივნისის სხდომაზე განიხილა.

 

წმინდა ბარბარეს ეკლესიის რეკონსტრუქცია გასულ წელს უკანონოდ დაიწყო.

 

წმ. ბარბარეს ეკლესია, ბათუმი, 23 ივნისი, 2015 წელი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"