27 ივნისს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
პროგრამაშია მოცარტის, ჰუმელისა და კოლინის ნაწარმოებები. მონაწილეობენ: თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანას სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ემინ გუვენ იაშლიჯამი, სოლისტი – მერი მუსაევი – ჰობოი, ასევე თურქეთიდან.